სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყურები არ ჩამოვყარე, რადგან 2 შვილის მამა ვარ... მირჩევნია, საქმე ჩემთვის ჩუმად ვაკეთო, ამიტომ დიდად არავინ იცის ეს ამბავი" - ცნობილი მსახიობის ახალი ხელსაქმე
"ყურები არ ჩამოვყარე, რადგან 2 შვილის მამა ვარ... მირჩევნია, საქმე ჩემთვის ჩუმად ვაკეთო, ამიტომ დიდად არავინ იცის ეს ამბავი" - ცნობილი მსახიობის ახალი ხელსაქმე

ცნო­ბი­ლია, რომ ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­კუ­თარ გა­ტა­ცე­ბებს დიდ დროს უთ­მო­ბენ და ლა­მის პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე აჰ­ყავთ. ერთ-ერთი ასე­თი მსა­ხი­ო­ბი ლაშა ჯუ­ხა­რაშ­ვი­ლია. მა­შინ, რო­დე­საც პან­დე­მი­ა­ში ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი პე­სი­მიზმს მი­ე­ცა, რად­გა­ნაც თე­ატ­რე­ბი და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი და­ი­კე­ტა, მან მშვე­ნი­ე­რი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა. პან­დე­მი­ას, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას შე­ხე­და. კარ­გი საქ­მე წა­მო­ი­წყო. თი­ხას "და­უ­მე­გობ­რდა" და მე­თუ­ნე­ო­ბა მისი საყ­ვა­რე­ლი სფე­რო აღ­მოჩ­ნდა. დღეს ლა­შას ნა­მუ­შევ­რე­ბი მნახ­ვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას მა­შინ­ვე იპყრობს.

- კარ­გია, რომ პე­სი­მიზმს არ მი­ე­ცით და სვლა გა­ნაგ­რძეთ...

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს პე­სი­მის­ტი მსა­ხი­ო­ბი არ ჰყავს (იღი­მე­ბა). ცოტა თე­ატ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა ამ ყვე­ლა­ფერს თავი რომ მო­ვუ­ყა­რე და ყუ­რე­ბი არ ჩა­მოვ­ყა­რე. ბოლო-ბოლო 2 შვი­ლის მამა ვარ. ეს არის მთე­ლი ამ­ბა­ვი...

- ისე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი გაქვთ, მგო­ნი, ხა­ტავთ კი­დეც...

- ვერ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, ადრე აქ­ტი­უ­რად ვხა­ტავ­დი და ცოტა ხანს აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტიც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს ამ საქ­მეს­თან არა­ფერ შუ­ა­შია. თიხა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა „მეც­ნი­ე­რე­ბაა,“ სხვა სფე­როა... კი, პან­დე­მი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბის კუ­თხით შევ­ხე­დე, სა­კუ­თარ თავს კი, რო­გორც პი­ე­სის პერ­სო­ნაჟს... რა შე­მეძ­ლო, რა არ შე­მეძ­ლო, რაზე და­მე­ხარ­ჯა ენერ­გია და რაზე - არა. სა­ბედ­ნი­ე­როდ ბევრ სფე­რო­ში მოვ­სინ­ჯე თავი. მქონ­და სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტოც... მოკ­ლედ, ხატ­ვა, დი­ზა­ი­ნი, მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­ვა­ერ­თი­ა­ნე. თუმ­ცა მხო­ლოდ ეს არაა, ვმუ­შა­ობ კე­რა­მი­კა­ზე, ხეზე, ბე­ტონ­ზე, ტან­საც­მელ­ზე, ტყავ­ზე... სტუ­დი­ის სა­ხელ­ზეც ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, მა­ნამ­დე 2017 წელს გაჩ­ნდა სა­ხე­ლი - დირე (მორს ნიშ­ნავს), რო­მე­ლიც მა­შინ ცუგ­რი­კე­ბის და ფი­სო­ე­ბის სახ­ლებს აწარ­მო­ებ­და.

ფოტო: Alex Ruadze

მერე იყო პა­უ­ზა, არა­და, ეს საქ­მე, რა­საც ახლა ვა­კე­თებ, ჩემ­ში სულ იყო. მოკ­ლედ, მუ­ზე­უმ-სტუ­დია შევ­ქმე­ნი. სა­კუ­თარ თავს მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­ბე­დუ­ლე­ბა და მეტ მა­სა­ლას­თან მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცი. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ მე და ჩემი მე­უღ­ლე ვართ. პე­რი­ო­დუ­ლად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ადა­მი­ა­ნებ­თან. თე­ატ­რის ენა­ზე რომ გი­თხრათ, "დასი" ვერ შევ­კა­რით და ამი­ტომ რე­ჟი­სო­რებს გვი­წევს აქ­ტი­ო­რო­ბა. რა­ღაც­ნა­ი­რად ისე მოხ­და, რომ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა ჩვენს ხელ­ში, შრო­მას ვე­რა­ვის და­ვუ­კარ­გავ. მოკ­ლედ, რო­გორც ვთქვი, ამ ეტაპ­ზე მე და ჩემი მე­უღ­ლე ვართ. ჩემი მე­უღ­ლე ცოტა ტექ­ნი­კუ­რი და პრაქ­ტი­კულ სა­კი­თხე­ბის ნა­წილ­შია.

- თე­ატრმა დიდი ხა­ნია მუ­შა­ო­ბა აღად­გი­ნა. თქვენ სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ. ამ ყვე­ლაფ­რის შერ­წყმას რო­გორ ახერ­ხებთ?

- რა­ღაც­ნა­ი­რად ისე ვარ, რომ ვა­ხერ­ხებ. აქაც ვარ და თე­ატ­რშიც. მთა­ვა­რია, გა­ვა­კე­თო ის, რაც შე­მიძ­ლია. ეს არის ჩემი დე­ვი­ზი.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, მცე­ნა­რე­ებ­თა­ნაც „მე­გობ­რობთ“. ეს ხომ არ გახ­და კე­რა­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით თქვე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ზე­ზი?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლია - მცე­ნა­რე­ე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რიც მაქვს. პან­დე­მი­ის დრო ყვე­ლა­ნი "სახ­ლში რომ დავ­რჩით“, სახ­ლს მე­ტად შევ­ხე­დეთ, გა­დავ­ხე­დეთ, გა­ვი­აზ­რეთ, რა გვჭირ­დე­ბო­და, რა გვაკ­ლდა. კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით იმა­შიც, რომ მარ­თლა ბევ­რი მცე­ნა­რე გვაქვს, ასე­ვეა დე­და­ჩემ­თა­ნაც, ჩემი მე­უღ­ლეც არ არის გულ­გრი­ლი ამ სამ­ყა­როს მი­მართ. თან, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე გა­და­ცე­მა მქონ­და - „იარე ჩვენ­თან,“ სა­დაც ჩავ­დი­ო­დი, იქი­დან რა­ღაც მცე­ნა­რე ჩა­მომ­ქონ­და. მერე მივ­ხვდი, რომ ისი­ნი ლა­მაზ ქოთ­ნებს იმ­სა­ხუ­რებ­დნენ. უკვე ცოტა ბიზ­ნე­სის კუ­თხი­თაც შევ­ხე­დე. თბი­ლის­საც და­ამ­შვე­ნებ­და ფე­რა­დი ქოთ­ნე­ბი-მეთ­ქი და მუ­შა­ო­ბა ამ კუ­თხი­თაც და­ვი­წყეთ. ნა­მუ­შევ­რებ­ში ხა­სი­ა­თე­ბი წა­მო­ვი­ღეთ, პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­ვა­კე­თეთ, ანუ თე­ატრს მივ­მარ­თეთ. ამას­თან, მცე­ნა­რე მო­ვუხ­დი­ნეთ, - კი, მცე­ნა­რე ნამ­დვი­ლად იყო ერთ-ერთი მო­ტი­ვა­ტო­რი. ამას მერე სხვა და­ნარ­ჩე­ნი მოჰ­ყვა. რა­ღაც­ნა­ი­რად ისე მოხ­და, რომ თი­ხამ­დე გან­გე­ბამ მოგ­ვიყ­ვა­ნა.

- თი­ხის და­მუ­შა­ვე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რე­ბი სჭირ­დე­ბა...

- კი, ამ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში თით­ქმის ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე, ზოგი ჩვე­ნი ძა­ლე­ბით, ზოგი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით... ხომ ვამ­ბობ, საქ­მეს მა­ინც ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან მი­ვუ­დე­ქი... მსა­ხი­ო­ბო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად "ადა­მი­ან­თა მეც­ნი­ე­რე­ბაა". რა­ღაც­ნა­ი­რად ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რობ. ფორ­მას და ში­ნა­არსს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ში­ნა­არ­სი აღ­მოჩ­ნდა მცე­ნა­რე და რა­ღაც ვი­ზუ­ა­ლი - ჩემი ქო­თა­ნი. მერე დავ­ფიქ­რდი - რა­ტომ და­ვი­წყე ამის კე­თე­ბა და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც, საქ­ცი­ელ­შიც ფორ­მა მიყ­ვარს. რა ფორ­მით გა­მო­ხა­ტავ ყვე­ლა­ფერს, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- და თიხა ამის­თვის მთა­ვა­რი მა­სა­ლა აღ­მოჩ­ნდა, ხომ?

- დიახ, ჩემს აზ­რებს, ნა­ფიქ­რს გარ­კვე­ულ ფორ­მას აძ­ლევს. მომ­ყვე­ბა. მსა­ხი­ო­ბებს ზო­გა­დად თი­ხას ადა­რე­ბენ, თი­ხა­სა­ვით უნდა იყოს, რომ გა­მოგ­ყვეს, ყვე­ლა ფორ­მა­შიო. თით­ქოს ჩემი გა­მე­ო­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა, ოღონდ, ბევ­რად კარ­გად...

- რო­გორც ვიცი, თი­ხაც გრძნობს ამ ენერ­გე­ტი­კას და უკან "აბ­რუ­ნებს"..

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა მის­ტი­კა მგო­ნია... ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ნამ მა­ღალ გრა­დუს­ზე გა­მო­იწ­ვე­ბა, სიმ­ყა­რე­ში გა­და­ვა, შენს ხელ­ში გა­დის და ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, რო­მელ­საც მოვ­ლა სჭირ­დე­ბა... ცოტა ღვთი­უ­რი საქ­მეა, არ მინ­და, რა­ღაც ხმა­მაღ­ლო­ბა­ში ჩა­მეთ­ვა­ლოს, მაგ­რამ ასეა. წელს მე­ა­თე წელი გა­დის, რაც მე და ჩემს მე­უღ­ლეს ამე­რი­კის ვიზა გვაქვს. არ გამ­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კა­ში წას­ვლა­ზე ყვე­ლა წვა­ლობს... არ მინ­და, ამ ყვე­ლაფ­რის დათ­მო­ბა, და­ტო­ვე­ბა. ეს სხვა სიყ­ვა­რუ­ლია. პან­დე­მი­ამ და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კი­დევ მე­ტად მომ­ცა... თი­ხის სიღ­რმე­ებ­ზეც დავ­ფიქ­რდი, თი­ხა­ში ხომ ყუ­რძე­ნი იწუ­რე­ბა და ღვი­ნო დუღ­დე­ბა. რა­ტომ თიხა, რა­ტომ ქვევ­რი, რა ფუნ­ქცია აქვს ამ ყვე­ლა­ფერს?! რა­ტომ ვამ­ბობთ - თიხა სუნ­თქავს, მღე­რის, რე­ა­ლუ­რად რას­თან გვაქვს საქ­მე. იყო ჩემი ფიქ­რის სა­გა­ნი. რე­ა­ლუ­რად აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მე­თუ­ნე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაა...

დავ­ფიქ­რდი იმა­ზეც, რომ ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში ქარ­თუ­ლი ჭურ­ჭე­ლი არ გვაქვს და სხვა ქვეყ­ნი­დან შე­მოგ­ვაქვს... რე­ა­ლუ­რად კი ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის ფიქ­რე­ბი­დან ამ ამ­ბამ­დე მი­ვე­დი, რომ ჩემი ქვეყ­ნის­თვის თუნ­დაც ქო­თა­ნი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ეს ცუდი რა­ტომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო?!. ყვე­ლა­ფე­რი ფიქ­რში, ვარ­ჯიშ­ში, წვრთნა­შია და ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში.

- ისე, თქვე­ნი ამ გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ­სად მი­ნა­ხავს...

- სა­ერ­თოდ მირ­ჩევ­ნია, საქ­მე ჩემ­თვის ჩუ­მად ვა­კე­თო. ამი­ტომ დი­დად არც არა­ვინ იცის, არც ინ­ფორ­მა­ცია გა­მივ­რცე­ლე­ბია... თუ ვინ­მე მო­დის, ინ­ტე­რეს­დე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ზი­ა­რებ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას... ეს არის სფე­რო, სა­დაც და­ფა­სე­ბას არა­ვინ ვი­თხოვთ. გერბზე გვი­წე­რია - "ძალა ერ­თო­ბა­შია“. მინ­და, პრინ­ცი­პით ვი­მოქ­მე­დო. მთი­უ­ლი კაცი ვარ გვა­რით და წარ­მო­მავ­ლო­ბით. 7 წლამ­დე იქ გა­ვი­ზარ­დე... თი­ხას ვყი­დუ­ლობ მე­გობ­რის­გან, რო­მე­ლიც რუს­თავ­ში ცხოვ­რობს, კი­დევ სხვა ქარ­თვე­ლე­ბის­გა­ნაც, რად­გა­ნაც მგო­ნია, რომ ძალა მარ­თლაც ერ­თო­ბა­შია. თუკი შე­მიძ­ლია, რა­ღაც­ნა­ი­რად ვეხ­მა­რე­ბი ქარ­თულ საქ­მეს.

- ახა­ლი საქ­მე შე­მო­სავ­ლი­ა­ნიც აღ­მოჩ­ნდა?

- წუ­წუ­ნა არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ აქე­დან შე­მო­სა­ვა­ლი მე არ მი­ნა­ხავს. ეს არის სი­მარ­თლე, რად­გან ცოდ­ნის მი­ღე­ბას­თან ერ­თად, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა მი­წევს. ეს ცოტა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მა­სა­ლაც ძვი­რი ღირს, ასე რომ, მო­გე­ბა სამ­წუ­ხა­როდ არ არის. "დასი" რომ შევ­კრი­ბო, ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე კარ­გად იქ­ნე­ბა საქ­მე, მეც ნორ­მა­ლუ­რად ვიქ­ნე­ბი და სხვე­ბიც. "და­სის“ შეკ­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ჭირს. ჩვე­ნი თა­ო­ბა საკ­მა­ოდ უმა­გა­ლი­თოდ გა­ვი­ზარ­დეთ. ამას, პირ­ველ რიგ­ში, ჩემს მშობ­ლებს ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე. ისე მოხ­და, რომ მარ­თლა ომში და­ვი­ბა­დე, 1991-წლი­ა­ნი ვარ. ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, ადა­მი­ა­ნე­ბი კი შრო­მობ­დნენ, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი ხე­ლო­ბე­ბი გაქ­რა. მცხე­თა­ში იყო მე­თუ­ნე­ო­ბის სა­წარ­მო, სა­დაც ამ საქ­მე­ში ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას იღებ­დნენ. იმ თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ახლა 60-70 წლი­სა­ნი არი­ან და ახლა მათ­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი კე­რა­მი­კო­სე­ბი არი­ან, მაგ­რამ ცო­ტა­ნი.

მოკ­ლედ, შე­მო­სა­ვა­ლი არ არის, თუ მსურ­ვე­ლე­ბი და­მე­მა­ტე­ბი­ან, მა­შინ, რო­გორც გი­თხა­რით, იქ­ნე­ბა. იმ­დე­ნი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და, მსურ­ვე­ლი თუ მოვა, გა­ვუ­ზი­ა­რებ. და­ნარ­ჩენს თვი­თონ თიხა გკარ­ნა­ხობს. ასე რომ, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მო­ვი­დეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
0

დაწერეთ,თუ შეიძლება თიხის ნაკეთობის შეძენა ან შეკვეთა 

ლია
3

ბრავო! წარმატებები მინდა გისურვოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ყურები არ ჩამოვყარე, რადგან 2 შვილის მამა ვარ... მირჩევნია, საქმე ჩემთვის ჩუმად ვაკეთო, ამიტომ დიდად არავინ იცის ეს ამბავი" - ცნობილი მსახიობის ახალი ხელსაქმე

"ყურები არ ჩამოვყარე, რადგან 2 შვილის მამა ვარ... მირჩევნია, საქმე ჩემთვის ჩუმად ვაკეთო, ამიტომ დიდად არავინ იცის ეს ამბავი" - ცნობილი მსახიობის ახალი ხელსაქმე

ცნობილია, რომ ხშირად ადამიანები ძირითადი პროფესიის პარალელურად საკუთარ გატაცებებს დიდ დროს უთმობენ და ლამის პროფესიულ დონეზე აჰყავთ. ერთ-ერთი ასეთი მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილია. მაშინ, როდესაც პანდემიაში ბევრი მსახიობი პესიმიზმს მიეცა, რადგანაც თეატრები და საკონცერტო დარბაზები დაიკეტა, მან მშვენიერი გამოსავალი იპოვა. პანდემიას, როგორც შესაძლებლობას შეხედა. კარგი საქმე წამოიწყო. თიხას "დაუმეგობრდა" და მეთუნეობა მისი საყვარელი სფერო აღმოჩნდა. დღეს ლაშას ნამუშევრები მნახველის ყურადღებას მაშინვე იპყრობს.

- კარგია, რომ პესიმიზმს არ მიეცით და სვლა განაგრძეთ...

- რუსთაველის თეატრს პესიმისტი მსახიობი არ ჰყავს (იღიმება). ცოტა თეატრის დამსახურებაცაა ამ ყველაფერს თავი რომ მოვუყარე და ყურები არ ჩამოვყარე. ბოლო-ბოლო 2 შვილის მამა ვარ. ეს არის მთელი ამბავი...

- ისეთი ნამუშევრები გაქვთ, მგონი, ხატავთ კიდეც...

- ვერ მოვიტყუები, ადრე აქტიურად ვხატავდი და ცოტა ხანს აკადემიის სტუდენტიც ვიყავი, მაგრამ ეს ამ საქმესთან არაფერ შუაშია. თიხა აბსოლუტურად სხვა „მეცნიერებაა,“ სხვა სფეროა... კი, პანდემიას შესაძლებლობის კუთხით შევხედე, საკუთარ თავს კი, როგორც პიესის პერსონაჟს... რა შემეძლო, რა არ შემეძლო, რაზე დამეხარჯა ენერგია და რაზე - არა. საბედნიეროდ ბევრ სფეროში მოვსინჯე თავი. მქონდა სარეკლამო სააგენტოც... მოკლედ, ხატვა, დიზაინი, მსახიობობა გავაერთიანე. თუმცა მხოლოდ ეს არაა, ვმუშაობ კერამიკაზე, ხეზე, ბეტონზე, ტანსაცმელზე, ტყავზე... სტუდიის სახელზეც ბევრს ვფიქრობდი, მანამდე 2017 წელს გაჩნდა სახელი - დირე (მორს ნიშნავს), რომელიც მაშინ ცუგრიკების და ფისოების სახლებს აწარმოებდა.

ფოტო: Alex Ruadze

მერე იყო პაუზა, არადა, ეს საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ, ჩემში სულ იყო. მოკლედ, მუზეუმ-სტუდია შევქმენი. საკუთარ თავს მეტი თავისუფლება, გაბედულება და მეტ მასალასთან მუშაობის საშუალება მივეცი. ამ ეტაპზე მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვართ. პერიოდულად ვთანამშრომლობთ ადამიანებთან. თეატრის ენაზე რომ გითხრათ, "დასი" ვერ შევკარით და ამიტომ რეჟისორებს გვიწევს აქტიორობა. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ბევრმა ადამიანმა გაიარა ჩვენს ხელში, შრომას ვერავის დავუკარგავ. მოკლედ, როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე მე და ჩემი მეუღლე ვართ. ჩემი მეუღლე ცოტა ტექნიკური და პრაქტიკულ საკითხების ნაწილშია.

- თეატრმა დიდი ხანია მუშაობა აღადგინა. თქვენ სპექტაკლებში მონაწილეობთ. ამ ყველაფრის შერწყმას როგორ ახერხებთ?

- რაღაცნაირად ისე ვარ, რომ ვახერხებ. აქაც ვარ და თეატრშიც. მთავარია, გავაკეთო ის, რაც შემიძლია. ეს არის ჩემი დევიზი.

- როგორც შევიტყვე, მცენარეებთანაც „მეგობრობთ“. ეს ხომ არ გახდა კერამიკის მიმართულებით თქვენი დაინტერესების მიზეზი?

- აბსოლუტურად მართალია - მცენარეები ძალიან მიყვარს და შესაბამისად, ბევრიც მაქვს. პანდემიის დრო ყველანი "სახლში რომ დავრჩით“, სახლს მეტად შევხედეთ, გადავხედეთ, გავიაზრეთ, რა გვჭირდებოდა, რა გვაკლდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაშიც, რომ მართლა ბევრი მცენარე გვაქვს, ასევეა დედაჩემთანაც, ჩემი მეუღლეც არ არის გულგრილი ამ სამყაროს მიმართ. თან, მოგზაურობაზე გადაცემა მქონდა - „იარე ჩვენთან,“ სადაც ჩავდიოდი, იქიდან რაღაც მცენარე ჩამომქონდა. მერე მივხვდი, რომ ისინი ლამაზ ქოთნებს იმსახურებდნენ. უკვე ცოტა ბიზნესის კუთხითაც შევხედე. თბილისსაც დაამშვენებდა ფერადი ქოთნები-მეთქი და მუშაობა ამ კუთხითაც დავიწყეთ. ნამუშევრებში ხასიათები წამოვიღეთ, პერსონაჟები გავაკეთეთ, ანუ თეატრს მივმართეთ. ამასთან, მცენარე მოვუხდინეთ, - კი, მცენარე ნამდვილად იყო ერთ-ერთი მოტივატორი. ამას მერე სხვა დანარჩენი მოჰყვა. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ თიხამდე განგებამ მოგვიყვანა.

- თიხის დამუშავებას სპეციალური დანადგარები სჭირდება...

- კი, ამ წელიწად-ნახევარში თითქმის ყველა ტექნიკური საშუალება შევიძინე, ზოგი ჩვენი ძალებით, ზოგი მეგობრების დახმარებით... ხომ ვამბობ, საქმეს მაინც ჩემი პროფესიიდან მივუდექი... მსახიობობა გარკვეულწილად "ადამიანთა მეცნიერებაა". რაღაცნაირად ყველაფერზე ფიქრობ. ფორმას და შინაარსს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში შინაარსი აღმოჩნდა მცენარე და რაღაც ვიზუალი - ჩემი ქოთანი. მერე დავფიქრდი - რატომ დავიწყე ამის კეთება და აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტად ხელოვნებაშიც, საქციელშიც ფორმა მიყვარს. რა ფორმით გამოხატავ ყველაფერს, ამას მნიშვნელობა აქვს.

- და თიხა ამისთვის მთავარი მასალა აღმოჩნდა, ხომ?

- დიახ, ჩემს აზრებს, ნაფიქრს გარკვეულ ფორმას აძლევს. მომყვება. მსახიობებს ზოგადად თიხას ადარებენ, თიხასავით უნდა იყოს, რომ გამოგყვეს, ყველა ფორმაშიო. თითქოს ჩემი გამეორება აღმოჩნდა, ოღონდ, ბევრად კარგად...

- როგორც ვიცი, თიხაც გრძნობს ამ ენერგეტიკას და უკან "აბრუნებს"..

- ეს ყველაფერი ცოტა მისტიკა მგონია... ცოცხალი ორგანიზმია ფაქტობრივად, სანამ მაღალ გრადუსზე გამოიწვება, სიმყარეში გადავა, შენს ხელში გადის და ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მოვლა სჭირდება... ცოტა ღვთიური საქმეა, არ მინდა, რაღაც ხმამაღლობაში ჩამეთვალოს, მაგრამ ასეა. წელს მეათე წელი გადის, რაც მე და ჩემს მეუღლეს ამერიკის ვიზა გვაქვს. არ გამჩენია სურვილი, წავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში წასვლაზე ყველა წვალობს... არ მინდა, ამ ყველაფრის დათმობა, დატოვება. ეს სხვა სიყვარულია. პანდემიამ დაფიქრების საშუალება კიდევ მეტად მომცა... თიხის სიღრმეებზეც დავფიქრდი, თიხაში ხომ ყურძენი იწურება და ღვინო დუღდება. რატომ თიხა, რატომ ქვევრი, რა ფუნქცია აქვს ამ ყველაფერს?! რატომ ვამბობთ - თიხა სუნთქავს, მღერის, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. იყო ჩემი ფიქრის საგანი. რეალურად აღმოვაჩინე, რომ მეთუნეობა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობაა...

დავფიქრდი იმაზეც, რომ ქართულ რესტორანში ქართული ჭურჭელი არ გვაქვს და სხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს... რეალურად კი ეროვნული თეატრის ფიქრებიდან ამ ამბამდე მივედი, რომ ჩემი ქვეყნისთვის თუნდაც ქოთანი გამეკეთებინა. ეს ცუდი რატომ უნდა ყოფილიყო?!. ყველაფერი ფიქრში, ვარჯიშში, წვრთნაშია და ერთმანეთთან კავშირში.

- ისე, თქვენი ამ გატაცების შესახებ ინფორმაცია არსად მინახავს...

- საერთოდ მირჩევნია, საქმე ჩემთვის ჩუმად ვაკეთო. ამიტომ დიდად არც არავინ იცის, არც ინფორმაცია გამივრცელებია... თუ ვინმე მოდის, ინტერესდება, სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას... ეს არის სფერო, სადაც დაფასებას არავინ ვითხოვთ. გერბზე გვიწერია - "ძალა ერთობაშია“. მინდა, პრინციპით ვიმოქმედო. მთიული კაცი ვარ გვარით და წარმომავლობით. 7 წლამდე იქ გავიზარდე... თიხას ვყიდულობ მეგობრისგან, რომელიც რუსთავში ცხოვრობს, კიდევ სხვა ქართველებისგანაც, რადგანაც მგონია, რომ ძალა მართლაც ერთობაშია. თუკი შემიძლია, რაღაცნაირად ვეხმარები ქართულ საქმეს.

- ახალი საქმე შემოსავლიანიც აღმოჩნდა?

- წუწუნა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ აქედან შემოსავალი მე არ მინახავს. ეს არის სიმართლე, რადგან ცოდნის მიღებასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში პროდუქციის წარმოება მიწევს. ეს ცოტა რთული აღმოჩნდა. მასალაც ძვირი ღირს, ასე რომ, მოგება სამწუხაროდ არ არის. "დასი" რომ შევკრიბო, ამ შემთხვევაში უკვე კარგად იქნება საქმე, მეც ნორმალურად ვიქნები და სხვებიც. "დასის“ შეკრება ჯერჯერობით ჭირს. ჩვენი თაობა საკმაოდ უმაგალითოდ გავიზარდეთ. ამას, პირველ რიგში, ჩემს მშობლებს ვეუბნები ხოლმე. ისე მოხდა, რომ მართლა ომში დავიბადე, 1991-წლიანი ვარ. ისეთი სიტუაცია იყო, ადამიანები კი შრომობდნენ, მაგრამ სერიოზული ხელობები გაქრა. მცხეთაში იყო მეთუნეობის საწარმო, სადაც ამ საქმეში ცოდნას და გამოცდილებას იღებდნენ. იმ თაობის ადამიანები ახლა 60-70 წლისანი არიან და ახლა მათთან მიწევს ურთიერთობა. ძალიან კარგი კერამიკოსები არიან, მაგრამ ცოტანი.

მოკლედ, შემოსავალი არ არის, თუ მსურველები დამემატებიან, მაშინ, როგორც გითხარით, იქნება. იმდენი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, მსურველი თუ მოვა, გავუზიარებ. დანარჩენს თვითონ თიხა გკარნახობს. ასე რომ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს.