პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მარია ლვოვა-ბელოვა? - ქალი, რომლის პუტინთან ერთად დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ გასცა
ვინ არის მარია ლვოვა-ბელოვა? - ქალი, რომლის პუტინთან ერთად დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ გასცა

17 მარტს, ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლომ (ICC) რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ბავ­შვთა ომ­ბუდსმე­ნის მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას მი­მართ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა. სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი ნიშ­ნავს, რომ ამ სა­სა­მარ­თლოს წევრ ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას (123 სა­ხელ­მწი­ფოს), რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც ფეხს დად­გა­მენ პუ­ტი­ნი ან მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვა, აქვს მათი და­კა­ვე­ბის და სა­სა­მარ­თლოს­თვის გა­და­ცე­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

ორ­დე­რის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­ლავთ უკ­რა­ი­ნა­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი. სა­სა­მარ­თლო ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის გამო რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს. ორ­დე­რი გა­ი­ცა ბავ­შვთა საქ­მე­ებ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის, მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას წი­ნა­აღ­მდე­გაც.

ლვო­ვა-ბე­ლო­ვას იმა­ვე და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბა ბრა­ლი, რა­შიც პუ­ტინს: მო­სახ­ლე­ო­ბის (ბავ­შვე­ბის) უკა­ნო­ნო დე­პორ­ტა­ცია და მო­სახ­ლე­ო­ბის (ბავ­შვე­ბის) უკა­ნო­ნო გა­დაყ­ვა­ნა უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში.

"გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ლვო­ვა-ბე­ლო­ვას ეკის­რე­ბა პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, ამ ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნით პირ­და­პირ, სხვა პი­რებ­თან ერ­თად ან/და სხვა პი­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბით“, - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლვო­ვა-ბე­ლო­ვა ამ­ბობს, რომ ICC-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მისი მუ­შა­ო­ბის და­დე­ბი­თად შე­ფა­სე­ბად აღიქ­ვამს.

"ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ა­ფა­სა ჩვე­ნი შრო­მა ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ის, რომ მათ არ ვტო­ვებთ სა­ო­მარ ზო­ნა­ში, გა­მოგ­ვყავს, ვუქ­მნით კარგ პი­რო­ბებს. მათ გარ­შე­მო მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. სან­ქცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნამ და­მი­წე­სა, ია­პო­ნი­ა­მაც კი, ახლა კი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გას­ცეს, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მოხ­დე­ბა შემ­დეგ“, - ამ­ბობს ის RTVI-სთვის მი­ცე­მულ კო­მენ­ტარ­ში.

  • რა არის ცნო­ბი­ლი მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვა­ზე?

მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვა ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლად 2021 წლის ბო­ლოს და­ი­ნიშ­ნა. მა­ნამ­დე ქალი პენ­ზას რე­გი­ო­ნის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭო­ში, რუ­სე­თის სა­ხალ­ხო ფრონ­ტის (პუ­ტი­ნის მიერ შექ­მნი­ლი მოძ­რა­ო­ბა) ერთ-ერთი ლი­დე­რი გახ­ლდათ. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის პოსტზე მან შეც­ვა­ლა ანა კუზ­ნე­ცო­ვა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ.

ლვო­ვა-ბე­ლო­ვა­სა და კუზ­ნე­ცო­ვას ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს: ორი­ვე პენ­ზა­ში და­ი­ბა­და და იქ და­ი­წყეს კა­რი­ე­რა. ორი­ვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე და ჰყავთ ნაშ­ვი­ლე­ბი ბავ­შვე­ბი.

38 წლის ლვო­ვა-ბე­ლო­ვას ხუთი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნაშ­ვი­ლე­ბი ჰყავს. გარ­და ამი­სა, მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა 13 შშმ ბავ­შვი. ამის შე­სა­ხებ მან პუ­ტინს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან, რო­დე­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას და­ეს­ხა თავს, ლვო­ვა-ბე­ლო­ვა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნა­ზე და მათ რუ­სეთ­ში "ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე“.

თა­ვად ომ­ბუდსმე­ნი ამ პრო­ცესს ყო­ველ­თვის "ევა­კუ­ა­ცი­ას" უწო­დებ­და და ამ­ბობ­და, რომ ამით იცავ­და ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის თვალ­საზ­რი­სით, ეს ქმე­დე­ბე­ბი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც დე­პორ­ტა­ცია და გე­ნო­ცი­დი.

2022 წლის ზა­ფხულ­ში ლვო­ვა-ბე­ლო­ვამ თქვა, რომ მან თა­ვად იშ­ვი­ლა ბავ­შვი მა­რი­უ­პო­ლი­დან. ქა­ლა­ქი­დან, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის მიერ იყო და­პყრო­ბი­ლი. ის რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებს მო­ზარ­დის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ამ ამ­ბის შე­სა­ხებ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ფილ­მიც კი გა­და­ი­ღეს რუ­სუ­ლი მე­დი­ის­თვის.

ფი­ლიპ გო­ლოვ­ნია 15 წლი­საა, ალ­ბათ, ობო­ლია - ამ­ბობს მა­რია. მისი თქმით, ბო­ლოს დე­დას 11 წლის ასაკ­ში ესა­უბ­რა, მაგ­რამ ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ფი­ლი­პი მა­რი­უ­პო­ლი­დან ბავ­შვთა ჯგუფ­თან ერ­თად 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე წა­იყ­ვა­ნეს ჯერ დო­ნეცკ­ში, შემ­დეგ კი მოს­კო­ვის რე­გი­ო­ნის სა­ნა­ტო­რი­უმ­ში, სა­დაც მას ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი შეხ­ვდა.

”მე, უბ­რა­ლოდ, მივ­ხვდი, რომ ის ჩემი იყო”, - იხ­სე­ნებ­და ქალი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ფი­ლიპს, ლვო­ვა-ბე­ლო­ვას თქმით, მოს­წონს რუ­სე­თი, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვი, მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით, არ იზი­ა­რებ­და მის გრძნო­ბებს. ისი­ნი "ნე­გა­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ პრე­ზი­დენტზე [პუ­ტინ­ზე], ამ­ბო­ბენ ყვე­ლა­ნა­ირ სა­ზი­ზღარ სი­ტყვებს მისი მი­სა­მარ­თით, მღე­რი­ან უკ­რა­ი­ნის ჰიმნს, ამ­ბო­ბენ "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას...", - თქვა ქალ­მა სექ­ტემ­ბერ­ში, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სას.

მისი მტკი­ცე­ბით, რუ­სუ­ლი ოჯა­ხე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ მოქ­ცე­ვის შემ­დეგ, ეს "გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­ვი“ "რუ­სე­თის სიყ­ვა­რულ­მა“ შეც­ვა­ლა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ომ­ბუდსმენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათი მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ იყ­ვნენ არა მებ­რძო­ლე­ბის შვი­ლე­ბი, რო­მელ­თა მშობ­ლე­ბიც გარ­და­იც­ვალ­ნენ და შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი ნა­თე­სა­ვე­ბის პოვ­ნა, არა­მედ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ უკ­რა­ი­ნის ობოლ­თა თავ­შე­საფ­რებ­ში.

თუმ­ცა, ბე­ლო­ვამ იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ მა­რი­უ­პო­ლის "სარ­და­ფებ­ში ნა­პოვ­ნი" და­ახ­ლო­ე­ბით 30 ბავ­შვი ასე­ვე რუ­სე­თის მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ მო­ექ­ცა. უკ­რა­ი­ნამ მათ­გან რამ­დე­ნი­მე ბავ­შვის დაბ­რუ­ნე­ბა სცა­და, რად­გან მათ კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჰყავ­დათ. ბე­ლო­ვამ ამას "ერ­თგვა­რი გა­უ­გებ­რო­ბა" უწო­და.

ლვო­ვა-ბე­ლო­ვას სან­ქცი­ე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნის გამო ევ­რო­კავ­შირ­მა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­უ­წე­სეს. უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის მხარ­და­ჭე­რის­თვის, იგი ასე­ვე მოხ­ვდა ავ­სტრა­ლი­ის, კა­ნა­დი­სა და ია­პო­ნი­ის მიერ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნას გა­ნი­ხი­ლავს გე­ნო­ცი­დად და რუ­სე­თის მი­ზან­მი­მარ­თულ პო­ლი­ტი­კად, რათა გა­ა­ნად­გუ­როს უკ­რა­ი­ნა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რო­გორც ერი.

"ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გა­ტა­ცე­ბით რუ­სე­თი, ფაქ­ტობ­რი­ვად, იპა­რავს ჩვენს მო­მა­ვალს“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ან­დრეი კოს­ტინ­მა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!
5

ესეთ ქმედებას მხოლოდ ნაცისტების სს ახორციელბდა მეორე მსოფლიო ომში ბავშვებს იტაცებდა და მიყავდათ გერმანიაში რაც ფაქტია იგივეს აკეთებს ვალოდია ფურუნკული

Nik
5

ეს ქალბატონი მეამიტი სახის გამომეტყველებით, შესაძლებელია სრულიად შეუგნებლად მოემსახურა ბოროტების მანქანას, თავი დაიმკვიდრა ისტორიაში სისხლსიმსმელი ვამპირის გვერდით, პრეცემდენტული მოვლენაა, ყველა უნდა ერიდოს ბოროტების სამსახურში ყოფნას, ასე ვთქვათ, ეშმაკის ადვოკატობას.. 

ავტორი:

ვინ არის მარია ლვოვა-ბელოვა? - ქალი, რომლის პუტინთან ერთად დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ გასცა

ვინ არის მარია ლვოვა-ბელოვა? - ქალი, რომლის პუტინთან ერთად დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ გასცა

17 მარტს, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერები ნიშნავს, რომ ამ სასამართლოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას (123 სახელმწიფოს), რომლის ტერიტორიაზეც ფეხს დადგამენ პუტინი ან მარია ლვოვა-ბელოვა, აქვს მათი დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება.

ორდერის საფუძველი გახლავთ უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი. სასამართლო ომის დანაშაულების ჩადენის გამო რუსეთის პრეზიდენტს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს. ორდერი გაიცა ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგაც.

ლვოვა-ბელოვას იმავე დანაშაულში ედება ბრალი, რაშიც პუტინს: მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაცია და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში.

"გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ლვოვა-ბელოვას ეკისრება პირადი პასუხისმგებლობა აღნიშნულ დანაშაულებზე, ამ ქმედებების ჩადენით პირდაპირ, სხვა პირებთან ერთად ან/და სხვა პირების ქმედებებით“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ლვოვა-ბელოვა ამბობს, რომ ICC-ს გადაწყვეტილებას, მისი მუშაობის დადებითად შეფასებად აღიქვამს.

"ძალიან კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დააფასა ჩვენი შრომა ბავშვების დასახმარებლად. ის, რომ მათ არ ვტოვებთ საომარ ზონაში, გამოგვყავს, ვუქმნით კარგ პირობებს. მათ გარშემო მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანები არიან. სანქციები სხვადასხვა ქვეყანამ დამიწესა, იაპონიამაც კი, ახლა კი დაკავების ორდერი გასცეს, მაინტერესებს, რა მოხდება შემდეგ“, - ამბობს ის RTVI-სთვის მიცემულ კომენტარში.

  • რა არის ცნობილი მარია ლვოვა-ბელოვაზე?

მარია ლვოვა-ბელოვა ბავშვთა უფლებების დამცველად 2021 წლის ბოლოს დაინიშნა. მანამდე ქალი პენზას რეგიონის ფედერაციის საბჭოში, რუსეთის სახალხო ფრონტის (პუტინის მიერ შექმნილი მოძრაობა) ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. უფლებადამცველის პოსტზე მან შეცვალა ანა კუზნეცოვა, რომელიც სახელმწიფო სათათბიროში გადავიდა სამუშაოდ.

ლვოვა-ბელოვასა და კუზნეცოვას ბიოგრაფიები ძალიან ჰგავს: ორივე პენზაში დაიბადა და იქ დაიწყეს კარიერა. ორივე დაქორწინებულია სასულიერო პირებზე და ჰყავთ ნაშვილები ბავშვები.

38 წლის ლვოვა-ბელოვას ხუთი ბიოლოგიური შვილი და კიდევ რამდენიმე ნაშვილები ჰყავს. გარდა ამისა, მისი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 13 შშმ ბავშვი. ამის შესახებ მან პუტინს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ განუცხადა.

2022 წლის თებერვლიდან, როდესაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ლვოვა-ბელოვა პასუხისმგებელი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გაყვანაზე და მათ რუსეთში "ინტეგრაციაზე“.

თავად ომბუდსმენი ამ პროცესს ყოველთვის "ევაკუაციას" უწოდებდა და ამბობდა, რომ ამით იცავდა ბავშვების ინტერესებს, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს ქმედებები კლასიფიცირებულია, როგორც დეპორტაცია და გენოციდი.

2022 წლის ზაფხულში ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ მან თავად იშვილა ბავშვი მარიუპოლიდან. ქალაქიდან, რომელიც რუსული ჯარების მიერ იყო დაპყრობილი. ის რეგულარულად აქვეყნებს მოზარდის ფოტოებს სოციალურ ქსელებში და ამ ამბის შესახებ პროპაგანდისტული ფილმიც კი გადაიღეს რუსული მედიისთვის.

ფილიპ გოლოვნია 15 წლისაა, ალბათ, ობოლია - ამბობს მარია. მისი თქმით, ბოლოს დედას 11 წლის ასაკში ესაუბრა, მაგრამ ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ფილიპი მარიუპოლიდან ბავშვთა ჯგუფთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე წაიყვანეს ჯერ დონეცკში, შემდეგ კი მოსკოვის რეგიონის სანატორიუმში, სადაც მას ბავშვთა უფლებების დამცველი შეხვდა.

”მე, უბრალოდ, მივხვდი, რომ ის ჩემი იყო”, - იხსენებდა ქალი მოგვიანებით ინტერვიუში.

ფილიპს, ლვოვა-ბელოვას თქმით, მოსწონს რუსეთი, მაგრამ ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი, მისივე სიტყვებით, არ იზიარებდა მის გრძნობებს. ისინი "ნეგატიურად ლაპარაკობენ პრეზიდენტზე [პუტინზე], ამბობენ ყველანაირ საზიზღარ სიტყვებს მისი მისამართით, მღერიან უკრაინის ჰიმნს, ამბობენ "დიდება უკრაინას...", - თქვა ქალმა სექტემბერში, საჯარო გამოსვლისას.

მისი მტკიცებით, რუსული ოჯახების მზრუნველობის ქვეშ მოქცევის შემდეგ, ეს "გარკვეული ნეგატივი“ "რუსეთის სიყვარულმა“ შეცვალა.

თავდაპირველად, ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მათი მეურვეობის ქვეშ იყვნენ არა მებრძოლების შვილები, რომელთა მშობლებიც გარდაიცვალნენ და შესაძლებელია მათი ნათესავების პოვნა, არამედ ბავშვები, რომლებიც იმყოფებოდნენ უკრაინის ობოლთა თავშესაფრებში.

თუმცა, ბელოვამ იქვე აღნიშნა, რომ მარიუპოლის "სარდაფებში ნაპოვნი" დაახლოებით 30 ბავშვი ასევე რუსეთის მეურვეობის ქვეშ მოექცა. უკრაინამ მათგან რამდენიმე ბავშვის დაბრუნება სცადა, რადგან მათ კანონიერი წარმომადგენლები ჰყავდათ. ბელოვამ ამას "ერთგვარი გაუგებრობა" უწოდა.

ლვოვა-ბელოვას სანქციები უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან გაყვანის გამო ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა დაუწესეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მხარდაჭერისთვის, იგი ასევე მოხვდა ავსტრალიის, კანადისა და იაპონიის მიერ სანქცირებულთა სიაში.

ოფიციალური კიევი ბავშვების გაყვანას განიხილავს გენოციდად და რუსეთის მიზანმიმართულ პოლიტიკად, რათა გაანადგუროს უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელები, როგორც ერი.

"ჩვენი შვილების გატაცებით რუსეთი, ფაქტობრივად, იპარავს ჩვენს მომავალს“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.

წყარო