საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონტროლიდან გაექცათ სიტუაცია... საჭირო იყო მონა, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს" - როგორია ოპოზიციის შეფასება ამილახვარის გამინისტრებაზე?
"კონტროლიდან გაექცათ სიტუაცია... საჭირო იყო მონა, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს" - როგორია ოპოზიციის შეფასება ამილახვარის გამინისტრებაზე?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრად გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი წა­რად­გი­ნა. მისი თქმით, ჩხენ­კელ­მა სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა და ის მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლებს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ.

ამი­ლახ­ვა­რი ამ დრომ­დე პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი კი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რებს მი­ნის­ტრად 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მი­ხე­ილ ჩხენ­კელს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი მა­ნამ­დეც, 2017 წელ­საც ეკა­ვა, თუმ­ცა მხო­ლოდ 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ოპო­ზი­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, მი­ნის­ტრის ცვლი­ლე­ბა სწო­რედ 7-9 მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო, მთე­ლი სის­ტე­მა არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პარ­ტი­უ­ლი აპა­რა­ტი. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი იქ­ნე­ბა, თუ აკა­დე­მი­უ­რი ნა­წი­ლი - ეს ხალ­ხი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი... ბო­ტე­ბად აქ­ცი­ეს ეს ხალ­ხი. მას­წავ­ლებ­ლე­ბი სხე­დან და „ფე­ის­ბუქ­ზე“ ადა­მი­ა­ნებს დე­დას აგი­ნე­ბენ. ეგ არის რე­ა­ლო­ბა. მი­ზე­ზი, მი­ნის­ტრის ცვლი­ლე­ბას რა­ტო­მაც აპი­რე­ბენ, არის ერ­თა­დერ­თი, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე გა­მო­ვიდ­ნენ. ახლა გა­და­წყვი­ტეს, რომ უკე­თე­სი მი­ნის­ტრი უფრო კარ­გად მო­არ­ჯუ­ლებს ახალ­გაზ­რდებს, რაც თა­ვის­თა­ვად, ცხა­დია, იდი­ო­ტო­ბაა და არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ, მაგ­რამ ეგ არის, მეტი არა­ფე­რი. კონ­ტრო­ლი­დან გა­ექ­ცათ სი­ტუ­ა­ცია და ამი­ტომ ახლა ვი­ღა­ცა უფრო მკაც­რი ხელი უნდა და­ნიშ­ნონ ალ­ბათ, თო­რემ ბი­ძი­ნას გად­მო­სა­ხე­დი­დან, იმა­ზე კარ­გი მი­ნის­ტრი, ვინც ახლა ჰყავ­დათ.. კაცი [მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი] მუხ­ლებ­ზე იდგა და ლო­ცუ­ლობ­და, ექ­ვთი­მე მე­ო­რეს ეძახ­და ბი­ძი­ნას. მა­გა­ზე უფრო მეტი მონა ვინ უნდა ჰყავ­დეს, მაგ­რამ მო­ნო­ბა აღარ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი. სა­ჭი­როა მონა, რო­მე­ლიც ასე­ვე იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებს გა­ა­ჩე­რებს" - გა­ნა­ცხა­და "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

  • ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის რო­მან გო­ცი­რი­ძის თქმით, "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად უჭერს არ­ტა­ხებს და უკი­დუ­რე­სად მორ­ჩი­ლი გუნ­დის შეკ­ვრას გეგ­მავს, რად­გან ხე­დავს, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა ეც­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბამ გა­იღ­ვი­ძა“.

"რით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი ჩხენ­კელ­მა? - მი­ნის­ტრე­ბის სი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მლიქ­ვნე­ლად შე­ვი­და. ბევ­რი იყო მლიქ­ვნე­ლი. ერთ-ერ­თმა, მა­გა­ლი­თად, ივა­ნიშ­ვილს უწო­და ბრძე­ნი კაცი და მერე ყო­ველ­თვის ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­და, სა­ნამ არ და­ცი­ნეს, ხოლო ჩხენ­კელს, რო­მელ­მაც ივა­ნიშ­ვი­ლი ექ­ვთი­მეს შე­ა­და­რა, როცა პარ­ლა­მენ­ტში გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ყვე­ლა „ექ­ვთი­მეს“ ვე­ძახ­დით. ქარ­თუ­ლი „ოც­ნე­ბის“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სია, რომ რო­ტა­ცი­ას აკე­თებს - გა­გა­კე­თე­ბი­ნებს ბინ­ძურ საქ­მეს და მერე გაგ­დებს. ასე გა­ა­კე­თე­ბი­ნეს ჯე­ჯე­ლა­ვას, და­ა­ხუ­რი­ნეს სკო­ლე­ბი, შემ­დეგ ხელ­თათ­მა­ნი­ვით ის­ვრი­ან და მოჰ­ყავთ ახა­ლი ძალა, ახა­ლი სის­ხლი, რო­მე­ლიც მეტი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით შე­უდ­გე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. რო­გორც იტყვი­ან, ახა­ლი ცო­ცხი უფრო აგ­რე­სი­უ­ლად გვის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­ში. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ უფრო მე­ტად ხდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი, მორ­ჩი­ლე­ბით და ყურ­მოჭ­რი­ლო­ბით გა­მოც­დი­ლი კად­რე­ბის ჩა­ნერგვა სხვა­დას­ხვა სის­ტე­მა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

"ლე­ლოს"დე­პუ­ტა­ტის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის თქმით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მი­ნის­ტრის ჩა­ნაც­ვლე­ბა გა­და­წყვი­ტა არა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი უმწვა­ვე­სი პრობ­ლე­მე­ბის გამო, არა­მედ იმის გამო, რომ „დარ­დობს, რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა“ და სწო­რედ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად დგამს ნა­ბი­ჯებს.

„შე­საკ­რებ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბით ჯამი არ იც­ვლე­ბა. მა­ნამ სა­ნამ ჭად­რა­კის ფი­გუ­რებს ცვლის და აად­გი­ლებს ოლი­გარ­ქი, ჯამი ანუ პრობ­ლე­მა რჩე­ბა იგი­ვე. მთე­ლი ამ ათი წლის მან­ძილ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სულ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ძა­ლი­ან ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბი თუ მი­ნის­ტრე­ბი არი­ან ჭად­რა­კის და­ფა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­დე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ნე­ბის­მი­ერ დროს აა­ყი­რა­ვებს, გა­და­ა­ად­გი­ლებს, ჩა­ა­ნაც­ვლებს, გა­და­აგ­დებს ან ნაგ­ვის ყუ­თი­დან ამო­ი­ღებს და თა­ვი­დან და­დებს ჭად­რა­კის და­ფა­ზე. ამი­ტომ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, ვინც მარ­თავს არა­ფორ­მა­ლუ­რად, არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად, რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბით და ცდი­ლობს ამ ქვე­ყა­ნას და­ა­კარ­გვი­ნოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა. ეს არის პრობ­ლე­მა, რომ­ლის და­სას­რუ­ლებ­ლა­დაც უნდა მივ­მარ­თოთ ძა­ლის­ხმე­ვა,“ - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის ფაქ­ტი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის შეც­ვლა სურს, მხო­ლოდ იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ „სტუ­დენ­ტებ­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა სურთ, რაც არ გა­მო­უ­ვათ“.

„შე­საკ­რებ­თა გა­და­ნაც­ვლე­ბით ჯამი არ იც­ვლე­ბა. რო­მელ მი­ნისტრს სად გა­და­ა­ნაც­ვლე­ბენ, ამით არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი რჩე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. მარ­ტო ის ფაქ­ტი, რომ უნ­დათ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის შეც­ვლა, ჩვენ­თვის ნიშ­ნავს იმას, რომ მათ ძა­ლი­ან არ მო­ე­წო­ნათ სტუ­დენ­ტი ახალ­გაზ­რდო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში და უნ­დათ, რომ და­ამ­ყა­რონ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი კონ­ტრო­ლი სტუ­დენ­ტებ­ზე და ახალ­გაზ­რდებ­ზე, რაც რა თქმა უნდა, არ გა­მო­უ­ვათ, ვინც არ უნდა და­ნიშ­ნონ მათ სა­კონ­ტრო­ლებ­ლად," - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ვავა
2

Ამ "კაცებს" სინდისი რომ აქვთ დაკარგული, თუ ჰქონდათ საერთოდ, გასაგებია მაგრამ ეს დედაკაცი რას აკეთებს მისი აზრით თუ დაფიქრებულა, ჩამოწერას რამდენი გუნდი აქვს გამოცვლილი. Რაგაც სხვა პროფესიას უფრო ჰგავს მაგის საქციელი. Არ დაბლოკოთ. Გმადლობთ ამბები GE

თერჯოლელი
4

ამ სახეებს,რმ ვხედავ აღარაფერი აღარ მინდა,ნუთუ ესენი ოდესმე ქვეყნის სათავეში იყვნენ?სადახართ ახალგაზრდებო,პატრიოტებო,ერის შვილებო,გამოდით დაგვენახეთ,ოღონდ ამათ ფარად არ აეფაროთ,ესენი ისტორიის სანაგვეზე გაუშვით და ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანეთ,გელოდებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"კონტროლიდან გაექცათ სიტუაცია... საჭირო იყო მონა, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს" - როგორია ოპოზიციის შეფასება ამილახვარის გამინისტრებაზე?

"კონტროლიდან გაექცათ სიტუაცია... საჭირო იყო მონა, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს" - როგორია ოპოზიციის შეფასება ამილახვარის გამინისტრებაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა. მისი თქმით, ჩხენკელმა საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და ის მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მიხეილ ჩხენკელი კი განათლებისა და მეცნიერებს მინისტრად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი მანამდეც, 2017 წელსაც ეკავა, თუმცა მხოლოდ 8 თვის განმავლობაში.

ოპოზიციაში ამბობენ, მინისტრის ცვლილება სწორედ 7-9 მარტის აქციებზე ახალგაზრდების აქტიურობას უკავშირდება.

"განათლების სამინისტრო, მთელი სისტემა არის ჩვეულებრივი პარტიული აპარატი. ადმინისტრაციული რესურსი იქნება, თუ აკადემიური ნაწილი - ეს ხალხი არის ჩვეულებრივი... ბოტებად აქციეს ეს ხალხი. მასწავლებლები სხედან და „ფეისბუქზე“ ადამიანებს დედას აგინებენ. ეგ არის რეალობა. მიზეზი, მინისტრის ცვლილებას რატომაც აპირებენ, არის ერთადერთი, რომ ახალგაზრდები მარტის აქციებზე გამოვიდნენ. ახლა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი მინისტრი უფრო კარგად მოარჯულებს ახალგაზრდებს, რაც თავისთავად, ცხადია, იდიოტობაა და არაფერი გამოუვათ, მაგრამ ეგ არის, მეტი არაფერი. კონტროლიდან გაექცათ სიტუაცია და ამიტომ ახლა ვიღაცა უფრო მკაცრი ხელი უნდა დანიშნონ ალბათ, თორემ ბიძინას გადმოსახედიდან, იმაზე კარგი მინისტრი, ვინც ახლა ჰყავდათ.. კაცი [მიხეილ ჩხენკელი] მუხლებზე იდგა და ლოცულობდა, ექვთიმე მეორეს ეძახდა ბიძინას. მაგაზე უფრო მეტი მონა ვინ უნდა ჰყავდეს, მაგრამ მონობა აღარ აღმოჩნდა საკმარისი. საჭიროა მონა, რომელიც ასევე იქნება ეფექტური, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს" - განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

  • ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად უჭერს არტახებს და უკიდურესად მორჩილი გუნდის შეკვრას გეგმავს, რადგან ხედავს, რომ ძალაუფლება ეცლება და ქვეყანაში სამოქალაქო შეგნებამ გაიღვიძა“.

"რით დაგვამახსოვრა თავი ჩხენკელმა? - მინისტრების სიაში ერთ-ერთ ყველაზე მლიქვნელად შევიდა. ბევრი იყო მლიქვნელი. ერთ-ერთმა, მაგალითად, ივანიშვილს უწოდა ბრძენი კაცი და მერე ყოველთვის ასე მოიხსენიებდა, სანამ არ დაცინეს, ხოლო ჩხენკელს, რომელმაც ივანიშვილი ექვთიმეს შეადარა, როცა პარლამენტში გამოჩნდებოდა, ყველა „ექვთიმეს“ ვეძახდით. ქართული „ოცნების“ ჩვეულებრივი წესია, რომ როტაციას აკეთებს - გაგაკეთებინებს ბინძურ საქმეს და მერე გაგდებს. ასე გააკეთებინეს ჯეჯელავას, დაახურინეს სკოლები, შემდეგ ხელთათმანივით ისვრიან და მოჰყავთ ახალი ძალა, ახალი სისხლი, რომელიც მეტი აგრესიულობით შეუდგება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალებების შესრულებას. როგორც იტყვიან, ახალი ცოცხი უფრო აგრესიულად გვის „ქართული ოცნების“ ხელში. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად ხდება პოლიტიკური, მორჩილებით და ყურმოჭრილობით გამოცდილი კადრების ჩანერგვა სხვადასხვა სისტემაში,“ - განაცხადა გოცირიძემ.

"ლელოს"დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მინისტრის ჩანაცვლება გადაწყვიტა არა განათლების სისტემაში არსებული უმწვავესი პრობლემების გამო, არამედ იმის გამო, რომ „დარდობს, როგორ შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება“ და სწორედ ძალაუფლების შესანარჩუნებლად დგამს ნაბიჯებს.

„შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. მანამ სანამ ჭადრაკის ფიგურებს ცვლის და აადგილებს ოლიგარქი, ჯამი ანუ პრობლემა რჩება იგივე. მთელი ამ ათი წლის მანძილზე და განსაკუთრებით რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ დეპუტატები თუ მინისტრები არიან ჭადრაკის დაფაზე ივანიშვილის მიერ დადებული ფიგურები, რომლებსაც ნებისმიერ დროს ააყირავებს, გადააადგილებს, ჩაანაცვლებს, გადააგდებს ან ნაგვის ყუთიდან ამოიღებს და თავიდან დადებს ჭადრაკის დაფაზე. ამიტომ მთავარი პრობლემა არის ის, ვინც მართავს არაფორმალურად, არაკონსტიტუციურად, რუსული მეთოდებით და ცდილობს ამ ქვეყანას დააკარგვინოს დემოკრატიული, თავისუფალი განვითარების გზა. ეს არის პრობლემა, რომლის დასასრულებლადაც უნდა მივმართოთ ძალისხმევა,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას განათლების მინისტრის შეცვლა სურს, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ „სტუდენტებზე კონტროლის დამყარება სურთ, რაც არ გამოუვათ“.

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რომელ მინისტრს სად გადაანაცვლებენ, ამით არაფერი შეიცვლება. რუსული ხელისუფლება და რუსული რეჟიმი რჩება ქვეყანაში. მარტო ის ფაქტი, რომ უნდათ განათლების მინისტრის შეცვლა, ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან არ მოეწონათ სტუდენტი ახალგაზრდობის აქტიურობა ამ ქვეყანაში და უნდათ, რომ დაამყარონ, რაც შეიძლება მეტი კონტროლი სტუდენტებზე და ახალგაზრდებზე, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვათ, ვინც არ უნდა დანიშნონ მათ საკონტროლებლად," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნახეთ ასევე: