საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ბრენდები, რომელთა მაღაზიის გახსნაც ყველას შეუძლია
ცნობილი ბრენდები, რომელთა მაღაზიის გახსნაც ყველას შეუძლია

Entrepreneur.com ყო­ველ­წლი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს იმ კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ი­ტინგს, რო­მელ­თა ფრენ­შა­ი­ზის შე­ძე­ნაც გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­გე­ბი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­აა. უახ­ლეს რე­ი­ტინ­გში ტო­პა­თე­უ­ლი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • Taco Bell - მექ­სი­კუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს ქსე­ლი
  • Popeyes Louisiana Kitchen - რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი
  • Jersey Mike's Subs - სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ქსე­ლი
  • The UPS Store - თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ფოს­ტო ოფი­სე­ბის ქსე­ლი
  • Dunkin' - კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ქსე­ლი
  • Kumon - სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი
  • Ace Hardware - სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი
  • Culver's - ბურ­გე­რე­ბის რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი
  • Hampton by Hilton - სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლი
  • Wingstop - ქათ­მის კერ­ძე­ბის რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი

ფრენ­შა­ი­ზი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის და ამავდრო­უ­ლად ბა­ზარ­ზე სხვა­დას­ხვა ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა თუ პრო­დუქტზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად კარ­გად ნაც­ნო­ბი ბრენ­დი უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ი­თა და ხედ­ვით უფრო მარ­ტი­ვად სა­მარ­თა­ვია, ვიდ­რე ახა­ლი ბრენ­დის შექ­მნა და გან­ვი­თა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ფრენ­შა­ი­ზის პრაქ­ტი­კა კარ­გად ნა­ცა­დი და აღი­ა­რე­ბუ­ლია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

ფრენ­შა­ი­ზე­ბი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­შიც. რამ­დე­ნი­მე მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ცნო­ბი­ლი ბრენ­დი ქვე­ყა­ნა­ში ფრენ­შა­ი­ზით ოპე­რი­რებს და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაც. ისი­ნი ძი­რი­თა­დად კვე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბენ. ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის ფრენ­შა­ი­ზე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ფრენ­შა­ი­ზის მო­დე­ლით ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია ქსელ­მა DM, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ არის. DM წარ­მო­ად­გენს მა­ღა­ზი­ა­თა ქსელს, რომ­ლის სა­თა­ვო ოფი­სიც გერ­მა­ნი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. მა­ღა­ზია მომ­ხმა­რე­ბელს მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­დუქ­ცი­ას სთა­ვა­ზობს. მათ შო­რი­საა: კოს­მე­ტი­კა, თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­ო­ჯა­ხო პრო­დუქ­ცია, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი, სას­მე­ლი და სხვა. კომ­პა­ნია 1973 წელს და­არ­სდა და მას შემ­დეგ მისი გან­ვი­თა­რე­ბის ჯაჭ­ვი არ შე­წყვე­ტი­ლა. ამ პრო­ცეს­ში კი დიდი როლი სწო­რედ ფრენ­შა­იზ­მა შე­ას­რუ­ლა. ამ დრო­ის­თვის ბრენ­დის სა­ხე­ლით 3 700-ზე მეტი ობი­ექ­ტი ოპე­რი­რებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

კი­დევ ერთი ფარ­თო სპექტრის მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი გახ­ლავთ Hema. ის მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობს რო­გორც ტან­საც­მელს, ისე სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თებს, აქ­სე­სუ­ა­რებს, დე­კო­რა­ცი­ას, თეთ­რე­ულს და სხვა სა­ო­ჯა­ხო ნივ­თებს სთა­ვა­ზობს. Hema ჰო­ლან­დი­უ­რი ბრენ­დია, რო­მე­ლიც ფრენ­შა­ი­ზის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლია გერ­მა­ნი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ბელ­გი­ა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ფრენ­შა­ი­ზის ტრა­დი­ცია ნელ-ნელა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყა­ლიბ­დე­ბა. უცხო­უ­რი ბრენ­დე­ბის ფრენ­შა­ი­ზის შე­ძე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მე­ტად საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დის „ბიბ­ლუ­სის“ შე­ძე­ნა. თბი­ლის­ში „ბიბ­ლუ­სის“ ფრენ­შა­ი­ზით გახ­სნი­ლი მა­ღა­ზია უკვე არ­სე­ბობს და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს.

წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“ 2008 წლის და­არ­სდა. ის წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­მომ­ცემ­ლო პრო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თო სა­ვაჭ­რო ქსე­ლი, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს და მომ­ხმა­რებ­ლის ნდო­ბით სარ­გებ­ლობს. ბრენ­დის მი­სი­აა, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყოს ხელი სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის შემ­დგო­მი ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის. სწო­რედ ამ მიზ­ნით კომ­პა­ნი­ამ ფრენ­შა­ი­ზის გა­ყიდ­ვაც და­ი­წყო. მისი შე­ძე­ნით ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი მი­ი­ღებს ცნო­ბა­დი და სან­დო ბრენ­დის სა­ხელს, პრო­დუქ­ცი­ის ფარ­თო ასორ­ტი­მენტს, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და ამავდრო­უ­ლად, ექ­სკლუ­ზი­ურ პრო­დუქ­ცი­ას. „ბიბ­ლუ­სის“ ფრენ­შა­ი­ზის შე­ძე­ნა შე­უძ­ლი­ათ მათ, ვინც უკვე ფლობს მა­ღა­ზი­ას და სურს საქ­მი­ა­ნო­ბა „ბიბ­ლუ­სის“ სა­ხე­ლით გა­აგ­რძე­ლოს და მა­თაც, ვინც ახლა აპი­რებს მა­ღა­ზი­ის გახ­სნას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ფრენ­შა­ი­ზით გახ­სნი­ლი მა­ღა­ზია მი­ი­ღებს ყვე­ლა სარ­გე­ბელ­სა და უპი­რა­ტე­სო­ბას, რო­მე­ლიც ბრენ­დს აქვს. მა­გა­ლი­თად, ის ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ერ­თო მარ­კე­ტინ­გულ კამ­პა­ნი­ა­ში, „ბიბ­ლუ­სის“ ყვე­ლა აქ­ცი­ა­ში, მი­ი­ღებს კონ­სულ­ტა­ცი­ას მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისარ­გებ­ლებს ერ­თი­ა­ნი ცხე­ლი ხა­ზის მომ­სა­ხუ­რე­ბით, ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რად დატ­რე­ნინგდე­ბა პერ­სო­ნა­ლი.

ფრენ­შა­ი­ზი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­დე­ლია, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორს ბევრ უპი­რა­ტე­სო­ბას სთა­ვა­ზობს. არ და­კარ­გოთ დრო და გახ­სე­ნით თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დის სა­კუ­თა­რი მა­ღა­ზია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ცნობილი ბრენდები, რომელთა მაღაზიის გახსნაც ყველას შეუძლია

ცნობილი ბრენდები, რომელთა მაღაზიის გახსნაც ყველას შეუძლია

Entrepreneur.com ყოველწლიურად აქვეყნებს იმ კომპანიების რეიტინგს, რომელთა ფრენშაიზის შეძენაც განსაკუთრებით მომგებიანი ინვესტიციაა. უახლეს რეიტინგში ტოპათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • Taco Bell - მექსიკური სამზარეულოს ქსელი
  • Popeyes Louisiana Kitchen - რესტორნების ქსელი
  • Jersey Mike's Subs - სწრაფი კვების ობიექტების ქსელი
  • The UPS Store - თანამედროვე საფოსტო ოფისების ქსელი
  • Dunkin' - კვების ობიექტების ქსელი
  • Kumon - საგანმანათლებლო პროგრამები
  • Ace Hardware - საოჯახო ნივთების მაღაზიათა ქსელი
  • Culver's - ბურგერების რესტორნების ქსელი
  • Hampton by Hilton - სასტუმროების ქსელი
  • Wingstop - ქათმის კერძების რესტორნების ქსელი

ფრენშაიზი ბიზნესის განვითარების და ამავდროულად ბაზარზე სხვადასხვა ტიპის მომსახურებასა თუ პროდუქტზე ხელმისაწვდომობის ზრდის კარგი საშუალებაა. ბიზნესის დასაწყებად კარგად ნაცნობი ბრენდი უკვე ჩამოყალიბებული სტრატეგიითა და ხედვით უფრო მარტივად სამართავია, ვიდრე ახალი ბრენდის შექმნა და განვითარება. სწორედ ამიტომ ფრენშაიზის პრაქტიკა კარგად ნაცადი და აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ფრენშაიზები არსებობს საქართველოშიც. რამდენიმე მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი ქვეყანაში ფრენშაიზით ოპერირებს და საკმაოდ წარმატებითაც. ისინი ძირითადად კვების ინდუსტრიაში საქმიანობენ. ზოგადად, მსოფლიოში ძალიან წარმატებულია სავაჭრო ობიექტების ფრენშაიზებიც. მაგალითად, ფრენშაიზის მოდელით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ქსელმა DM, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში წარმოდგენილი არ არის. DM წარმოადგენს მაღაზიათა ქსელს, რომლის სათავო ოფისიც გერმანიაში მდებარეობს. მაღაზია მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. მათ შორისაა: კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო პროდუქცია, ჯანსაღი საკვები, სასმელი და სხვა. კომპანია 1973 წელს დაარსდა და მას შემდეგ მისი განვითარების ჯაჭვი არ შეწყვეტილა. ამ პროცესში კი დიდი როლი სწორედ ფრენშაიზმა შეასრულა. ამ დროისთვის ბრენდის სახელით 3 700-ზე მეტი ობიექტი ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში.

კიდევ ერთი ფართო სპექტრის მაღაზია, რომელიც საქართველოში არ არის წარმოდგენილი გახლავთ Hema. ის მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ტანსაცმელს, ისე სხვადასხვა დანიშნულების ყოველდღიური მოხმარების ნივთებს, აქსესუარებს, დეკორაციას, თეთრეულს და სხვა საოჯახო ნივთებს სთავაზობს. Hema ჰოლანდიური ბრენდია, რომელიც ფრენშაიზის სახით წარმოდგენილია გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრენშაიზის ტრადიცია ნელ-ნელა საქართველოშიც ყალიბდება. უცხოური ბრენდების ფრენშაიზის შეძენის პარალელურად, შესაძლებელია შესაძლებელია საზოგადოებისთვის მეტად საყვარელი ქართული ბრენდის „ბიბლუსის“ შეძენა. თბილისში „ბიბლუსის“ ფრენშაიზით გახსნილი მაღაზია უკვე არსებობს და საკმაოდ წარმატებით ოპერირებს.

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წლის დაარსდა. ის წარმოადგენს საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მომხმარებლის ნდობით სარგებლობს. ბრენდის მისიაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების დონის შემდგომი ამაღლებისათვის. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ ფრენშაიზის გაყიდვაც დაიწყო. მისი შეძენით ბიზნესოპერატორი მიიღებს ცნობადი და სანდო ბრენდის სახელს, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მაღალი ხარისხის და ამავდროულად, ექსკლუზიურ პროდუქციას. „ბიბლუსის“ ფრენშაიზის შეძენა შეუძლიათ მათ, ვინც უკვე ფლობს მაღაზიას და სურს საქმიანობა „ბიბლუსის“ სახელით გააგრძელოს და მათაც, ვინც ახლა აპირებს მაღაზიის გახსნას. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრენშაიზით გახსნილი მაღაზია მიიღებს ყველა სარგებელსა და უპირატესობას, რომელიც ბრენდს აქვს. მაგალითად, ის ჩართული იქნება საერთო მარკეტინგულ კამპანიაში, „ბიბლუსის“ ყველა აქციაში, მიიღებს კონსულტაციას მარკეტინგის მიმართულებით, ისარგებლებს ერთიანი ცხელი ხაზის მომსახურებით, ასევე, სპეციალურად დატრენინგდება პერსონალი.

ფრენშაიზი საქმიანობის მოდელია, რომელიც ბიზნესოპერატორს ბევრ უპირატესობას სთავაზობს. არ დაკარგოთ დრო და გახსენით თქვენი საყვარელი ბრენდის საკუთარი მაღაზია.