პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად... ჩემი პირადი სურვილია, რომ დავტოვო მანდატი" - ვლადიმერ ჩაჩიბაია
"ვფიქრობ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად...  ჩემი პირადი სურვილია, რომ დავტოვო მანდატი" - ვლადიმერ ჩაჩიბაია

ჩემი პი­რა­დი სურ­ვი­ლია, გა­მო­ვი­დე პარ­ლა­მენ­ტი­დან- ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რმა ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ჩა­ჩი­ბა­ი­ას თქმით, ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის­თვის ხმის არ მი­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ აძ­ლებს იმის "უფ­ლე­ბას და სა­შუ­ა­ლე­ბას", დარ­ჩეს პარ­ლა­მენ­ტში.

"ვფიქ­რობ, სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბის­თვის არ აღ­მოვ­ჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვი­ყა­ვი ჯარ­ში. ჩემი პი­რა­დი სურ­ვი­ლია, გა­მო­ვი­დე პარ­ლა­მენ­ტი­დან და ვნა­ხოთ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად მე ვრჩე­ბი ჩვე­ნი პარ­ტი­ის ერ­თგუ­ლი წევ­რი. ჩემი პი­რა­დი სურ­ვი­ლი არის, რომ დავ­ტო­ვო მან­და­ტი, იმი­ტომ, რომ მე ვფიქ­რობ, რომ ალ­ბათ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ან ნე­ბის­მი­ერ სხვა სამ­სა­ხურ­ში უფრო მე­ტად მო­ვახ­დენ ჩემი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას, ვიდ­რე სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა­ში. ვფიქ­რობ, რომ ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ჩემი მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი, ესეც არ მაძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას და სა­შუ­ა­ლე­ბას, დავ­რჩე პარ­ლა­მენ­ტში, ესეც არის ჩემი გარ­კვე­უ­ლი ში­ნა­გა­ნი გა­მო­ძა­ხი­ლი, ხმის არ­მი­ცე­მას ვგუ­ლის­ხმობ", - აცხა­დეს ის.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, კო­მუ­ნი­კა­ცია პარ­ტი­ას­თან ჰქონ­და, თუმ­ცა სა­კი­თხი და­მა­ტე­ბით გან­ხილ­ვას სა­ჭი­რო­ებს.

"მან­დატს დავ­ტო­ვებ და გა­მო­ვალ პარ­ლა­მენ­ტი­დან, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან გა­ვი­სა­უბ­რებ, მაგ­რამ ჩემი პი­რა­დი და და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნაა, ეს სა­კი­თხი და­დე­ბი­თად გა­და­წყდეს. მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, ყვე­ლამ იცის ჩემი პო­ზი­ცია, თუმ­ცა ვნა­ხოთ, არის რა­ღაც, რაც სა­ჭი­რო­ებს და­მა­ტე­ბით გან­ხილ­ვას", - აღ­ნიშ­ნა ჩა­ჩი­ბა­ი­ამ "ფორ­მუ­ლას­თან".

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიანა
1

რატომ ტოვებენ პარლამენტს, ღირსეული და საკუთარი პრინციპების მქონე ადამიანები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატების სახით, მაგრამ ოცნებამ უმრავლესობა რომ არ დაკარგოს და ამათი ადგილები სხვებით შეავსოს პარლამენტს ატოვებინებენ.

გოგი
6

რაღა დროს ამ კაცის რეალიზებაა. გარდამავალი ასაკი აქვს? 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვფიქრობ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად... ჩემი პირადი სურვილია, რომ დავტოვო მანდატი" - ვლადიმერ ჩაჩიბაია

"ვფიქრობ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად...  ჩემი პირადი სურვილია, რომ დავტოვო მანდატი" - ვლადიმერ ჩაჩიბაია

ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

ჩაჩიბაიას თქმით, ე.წ. აგენტების კანონპროექტისთვის ხმის არ მიცემის გადაწყვეტილებაც არ აძლებს იმის "უფლებას და საშუალებას", დარჩეს პარლამენტში.

"ვფიქრობ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი. ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ალბათ საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში, ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგანი გამოძახილი, ხმის არმიცემას ვგულისხმობ", - აცხადეს ის.

მისივე განცხადებით, კომუნიკაცია პარტიასთან ჰქონდა, თუმცა საკითხი დამატებით განხილვას საჭიროებს.

"მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. მქონდა კომუნიკაციები, ყველამ იცის ჩემი პოზიცია, თუმცა ვნახოთ, არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას", - აღნიშნა ჩაჩიბაიამ "ფორმულასთან".

ასევე იხილეთ: