სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, მოულოდნელად, სრულიად უცხო ადამიანი დამიკავშირდა და ხატვის გაკვეთილები შემომთავაზა" - გაიცანით საჯარო მოხელე, რომელიც საოცარ ნამუშევრებს ქმნის
"ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, მოულოდნელად, სრულიად უცხო ადამიანი დამიკავშირდა და ხატვის გაკვეთილები შემომთავაზა" - გაიცანით საჯარო მოხელე, რომელიც საოცარ ნამუშევრებს ქმნის

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2005 წელს ვაჭ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კი­სა და მარ­კე­ტინ­გის გან­ხით და­ამ­თავ­რა. მას მერე შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში მე­ბა­ჟე ოფიც­რია. უყ­ვარს თა­ვის საქ­მე და მი­აჩ­ნია, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით მცი­რე­დი წვლი­ლი მა­ინც შე­მაქვს ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა­ში.

ლაშა ხა­რა­ძის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს სხვა­ნა­ი­რად ვერ გა­ვაგ­რძე­ლებთ, მის ინ­ტე­რეს­თა სფე­რო­ებს რომ არ შე­ვე­ხოთ. უყ­ვარს ხატ­ვა, ხეზე მუ­შა­ო­ბა, რეს­ტავ­რა­ცია, აგ­რო­ვებს ძველ ნივ­თებს, რო­მელ­თაც თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რია გა­აჩ­ნი­ათ. ასე­ვე ძა­ლი­ან უყ­ვარს ბუ­ნე­ბა­ში სე­ირ­ნო­ბა. ის ახლა ჩვენ­თან სწო­რედ მისი ამ მრა­ვალ­მხრი­ვი გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

- ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რს ვხა­ტავ­დი, მიყ­ვარ­და და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და ეს პრო­ცე­სი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ისე მოხ­და, რომ მშობ­ლებ­მა ხელი არ შე­მი­წყეს, მე კი მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და და­მო­უ­კი­დებ­ლად არა­ფე­რი შე­მეძ­ლო. შე­დე­გად, გა­ვი­ბუ­ტე და თით­ქოს გული ავიც­რუე...

- რო­დის გა­ნახ­ლდა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი და რა აღ­მოჩ­ნდა ამის მი­ზე­ზი?

- დიდი ხნის შემ­დეგ, ალ­ბათ ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ო­და - სული, გული... და თით­ქოს საშ­ვე­ლიც არ­სა­ი­დან ჩან­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ბარ­ბა­რო­ბას, ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა და სა­უ­ცხოო მხატ­ვა­რი ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ნი­ნი­ძე და­მი­კავ­შირ­და და ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ხატ­ვის გაკ­ვე­თი­ლე­ბი შე­მომ­თა­ვა­ზა. მეც დავ­თან­ხმდი, რა თქმა უნდა. შუ­მე­რუ­ლი ეპო­სის - გილ­გა­მე­ში­ა­ნის მო­ტი­ვებ­ზე უბ­რა­ლო ფან­ქრით პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტი გა­ვა­კე­თე და ასე მი­ვე­დი ჩემს ახალ გაც­ნო­ბილ მე­გო­ბარ­თან.

თვი­თონ სა­ღე­ბა­ვე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი და­მახ­ვედ­რა ხატ­ვა და­ვი­წყე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ ნა­ხატს "ზღა­პა­რი“ და­ვარ­ქვით. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა და დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ცხოვ­რე­ბა­ში თქვენ­თვის რთულ პე­რი­ოდ­ში სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნი და­გი­კავ­შირ­დათ, რო­მელ­მაც შე­მოგ­თა­ვა­ზათ, ხატ­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი ნი­უ­ან­სე­ბი ეს­წავ­ლე­ბი­ნა. რა იყო ეს ამ­ბა­ვი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ვი­ტყვდი, რომ ეს იყო, აღ­მო­ჩე­ნა, ღვთის წყა­ლო­ბა, მა­ლა­მო, რო­მე­ლიც გულ­ზე მო­მე­ცხო და ტკი­ვი­ლე­ბი და­მი­ა­მა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი... ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, თუ ჩემ­ზე ფერ­წე­რა ასე იმოქ­მე­დებ­და. ამ პრო­ცეს­მა ძი­რე­უ­ლად შემ­ცვა­ლა, სრუ­ლი­ად გარ­დაქ­მნა. ეს არის ჩემ­თვის გზა, ია­პო­ნუ­რად - დო, მი­მა­ვა­ლი სუ­ლი­ე­რი სრულ­ყო­ფის­კენ, რომ კი­დევ უკეთ შე­ვიც­ნო სა­კუ­თა­რი თავი, გად­მოვ­ცე და ფე­რე­ბით ავ­სა­ხო ჩემი გუ­ლის­ნა­დე­ბი, სათ­ქმე­ლი, რო­მელ­საც სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოს­ცემ, სა­დღაც სუ­ლის სიღ­რმე­ში მი­მა­ლუ­ლი გრძნო­ბე­ბი, აზ­რე­ბი, ფიქ­რე­ბი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, ვა­ტყობ, რომ ყო­ველ დღე ვიზ­რდე­ბი და სა­კუ­თარ თავ­ში რა­ღაც ახალს ვპო­უ­ლობ. ეს ასეა და მგო­ნი, არც არა­სო­დეს დას­რულ­დე­ბა. მინ­და, თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით, მო­ვე­ფე­რო და მო­ვე­სიყ­ვა­რუ­ლო ამ დი­დე­ბულ და ბუმ­ბე­რაზ ადა­მი­ანს. კაცს, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბის მიზ­ნად და­უ­სა­ხავს სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი. მუ­დამ მისი მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი. ამა­ში ამ ადა­მი­ანს რა­ი­მე სა­ფა­სუ­რი არ მო­უ­თხო­ვია.

- და არც ის უთ­ქვამს, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა, თქვენ­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ასე­თი დე­ტა­ლე­ბი გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა?

- ვი­მე­ო­რებ, არა­ნა­ი­რი სა­ფა­სუ­რი. სრუ­ლი­ად უან­გა­როდ. ის სხვე­ბის მი­მარ­თაც ასე­თია. უბ­რა­ლოდ, ასე­თი პი­როვ­ნე­ბაა. მისი სა­ფა­სუ­რი, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ მე­გობ­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლია. რამ­დენ­ჯერ­მე მეც და­ვუს­ვი იგი­ვე შე­კი­თხვა, მა­ინ­ტე­რე­სებ­და თუ რა­ტომ მი­ი­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც მე და არა სხვა? რა და­ი­ნა­ხა ჩემ­ში ისე­თი, რომ თავი გა­და­დო და ყვე­ლა­ფე­რი და­მით­მო? მაგ­რამ ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი დღემ­დე ვერ მი­ვი­ღე. ამი­ტომ შე­ვეშ­ვი ამა­ზე ფიქ­რს და უბ­რა­ლოდ ხატ­ვა გა­ვაგ­რძე­ლე.

- რო­გორც ვიცი, შემ­დეგ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლა გა­და­წყვი­ტეთ, ხეზე ჭრით და­ინ­ტე­რეს­დით. ეს რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- რო­გორც იტყვი­ან, "მადა“ გა­მეხ­სნა... ბავ­შვო­ბი­დან ხატ­ვას­თან ერ­თად ხეზე მუ­შა­ო­ბაც მიყ­ვარ­და. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მომ­დი­ო­და. ამი­ტომ მო­მინ­და ხის კვე­თის შეს­წავ­ლა სა­ბა­ზი­სო დო­ნე­ზე მა­ინც, ჩა­ვა­ბა­რე პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლო კო­ლეჯ "სპექტრში“. ვთვლი, რომ აქაც გა­მი­მარ­თლა და შემ­ხვდა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი და ხის კვე­თის სა­უ­ცხოო ოს­ტა­ტი - ბა­ტო­ნი ედი­შერ მა­ჩა­ლა­ძე. სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბამ ასე გა­მი­ტა­ცა და თა­ნაც იმ­დე­ნად, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ვი­წყა. მუ­დამ ვგრძნობ მის მხარ­და­ჭე­რას და გვერ­დში დგო­მას. რაც, მამ­ხნე­ვებს და სტი­მულს მმა­ტებს. ძა­ლი­ან გვიდ­გას მხარ­ში კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რი ბა­ტო­ნი მათე (როინ) ტა­კი­ძე, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ აბ­რე­შუ­მის გა­ლე­რე­ა­შია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნაც მოგ­ვი­წყო. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ფე­ნი­ლი იყო ბა­ტო­ნი ედი­შერ მა­ჩა­ლა­ძის და ჩვე­ნი გუნ­დის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ხეზე კვე­თის სა­უ­ცხოო ნი­მუ­შე­ბი. მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მა­ნამ­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­სო­დეს მი­მი­ღია. გა­მო­გი­ტყდე­ბით და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვარ ამ ყვე­ლაფ­რით.

- ე.ი. ხეზე ჭრა­ში თქვე­ნი პე­და­გო­გი ცნო­ბილ ოს­ტა­ტი ედი­შერ მა­ჩა­ლა­ძე აღ­მოჩ­ნდა - მოგ­ვყე­ვით თქვე­ნი რო­გორც შე­გირ­დის და ბა­ტო­ნი ედი­შე­რის, რო­გორც ოს­ტა­ტის ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­ბა­ვი.

- რო­გორ გი­თხრათ, ამ კი­თხვა­ზე ჩემ­ზე უკეთ ალ­ბათ უფრო ბა­ტო­ნი ედი­შე­რი გაგ­ცემთ პა­სუხს. მე ვი­ტყო­დი მხო­ლოდ იმას, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბაა. უყუ­რა­დღე­ბოდ არა­ვის ტო­ვებს, უშუ­ა­ლო და გულ­კე­თი­ლია, რო­დე­საც მო­წა­ფე და­ვა­ლე­ბას კარ­გად ას­რუ­ლებს თვი­თო­ნაც უხა­რია, ბავ­შვებს დიდ დროს უთ­მობს, რო­გორც ყვე­ლა ჭეშ­მა­რი­ტი ოს­ტა­ტი, ისიც მზა­დაა ყვე­ლას უან­გა­როდ და­ეხ­მა­როს და დრო და­უთ­მოს. მის­თვის დას­ვე­ნე­ბა არ არ­სე­ბობს, ის ამ პრო­ცე­სით სულ­დგმუ­ლობს. ამ თვი­სე­ბე­ბის წყა­ლო­ბით ეს ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას.

- თურ­მე ასე­ვე ამ­ზა­დებთ ია­რაღ­საც...

ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს ია­რა­ღი, გან­სა­კუთ­რე­ბით ცივი ია­რა­ღი. ეს ალ­ბათ ჩემი სი­სუს­ტეა. ბოლო დროს და­ნე­ბის­თვის ისე ვე­ღარ ვიც­ლი, რო­გორც ადრე, თუმ­ცა ში­გა­და­შიგ ძველ ხე­ლო­ბას მა­ინც არ ვი­ვი­წყებ, მა­ინც ვა­კე­თებ და­ნებს, რო­მელ­თაც შემ­დეგ მე­გობ­რებს ვჩუქ­ნი. მათ­თან ერ­თად მეც ვი­ზი­ა­რებ ამ სი­ხა­რულს. და­ნებ­თან ერ­თად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მაქვს ჯაჭ­ვის პე­რან­გის ფრაგ­მენ­ტიც. თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, მხატ­ვა­რი და მე­ი­ა­რა­ღე ბა­ტო­ნი მა­მუ­კა მრე­ლაშ­ვი­ლი. მის­გან ბევ­რი ისე­თი რამ ვის­წავ­ლე, რაც ბევ­რჯერ გა­მო­მად­გა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და დღემ­დე მად­გე­ბა.

- რა სა­მო­მავ­ლო გე­გე­მე­ბი გაქვთ და კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებთ რომ იმუ­შა­ოთ?

- მაქვს ოც­ნე­ბა - ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, სა­დაც გვერ­დიგ­ვერდ იქ­ნე­ბა გა­მო­ფე­ნი­ლი, რო­გორც ტი­ლო­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ასე­ვე ხეზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კვე­თა. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მო­ვა, მაგ­რამ, იქამ­დე ძა­ლი­ან შო­რია. ბევ­რი შრო­მა და მოთ­მი­ნე­ბაა სა­ჭი­რო. თუმ­ცა, ვიცი, ღმერ­თის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვა. მა­ნამ­დე კი გა­ვაგ­რძე­ლებ, იმას, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დი და ვი­ცხოვ­რებ ისე, რო­გორც აქამ­დე ვცხოვ­რობ­დი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, მოულოდნელად, სრულიად უცხო ადამიანი დამიკავშირდა და ხატვის გაკვეთილები შემომთავაზა" - გაიცანით საჯარო მოხელე, რომელიც საოცარ ნამუშევრებს ქმნის

"ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, მოულოდნელად, სრულიად უცხო ადამიანი დამიკავშირდა და ხატვის გაკვეთილები შემომთავაზა" - გაიცანით საჯარო მოხელე, რომელიც საოცარ ნამუშევრებს ქმნის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი 2005 წელს ვაჭრობის ეკონომიკისა და მარკეტინგის განხით დაამთავრა. მას მერე შემოსავლების სამსახურში მებაჟე ოფიცრია. უყვარს თავის საქმე და მიაჩნია, რომ თავისი პროფესიით მცირედი წვლილი მაინც შემაქვს ქვეყნის მშენებლობაში.

ლაშა ხარაძის შესახებ საუბარს სხვანაირად ვერ გავაგრძელებთ, მის ინტერესთა სფეროებს რომ არ შევეხოთ. უყვარს ხატვა, ხეზე მუშაობა, რესტავრაცია, აგროვებს ძველ ნივთებს, რომელთაც თავისი უნიკალური ისტორია გააჩნიათ. ასევე ძალიან უყვარს ბუნებაში სეირნობა. ის ახლა ჩვენთან სწორედ მისი ამ მრავალმხრივი გატაცების შესახებ საუბრობს.

- ბავშვობაში ძალიან ბევრს ვხატავდი, მიყვარდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ეს პროცესი, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ მშობლებმა ხელი არ შემიწყეს, მე კი მაშინ პატარა ვიყავი და დამოუკიდებლად არაფერი შემეძლო. შედეგად, გავიბუტე და თითქოს გული ავიცრუე...

- როდის განახლდა შემოქმედებითი პროცესი და რა აღმოჩნდა ამის მიზეზი?

- დიდი ხნის შემდეგ, ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც ყველაფერი მტკიოდა - სული, გული... და თითქოს საშველიც არსაიდან ჩანდა. მოულოდნელად, ბარბარობას, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი, არაჩვეულებრივი პიროვნება და საუცხოო მხატვარი ბატონი გიორგი ნინიძე დამიკავშირდა და ჩემდა გასაოცრად, ხატვის გაკვეთილები შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, რა თქმა უნდა. შუმერული ეპოსის - გილგამეშიანის მოტივებზე უბრალო ფანქრით პატარა ჩანახატი გავაკეთე და ასე მივედი ჩემს ახალ გაცნობილ მეგობართან.

თვითონ საღებავები გამზადებული დამახვედრა ხატვა დავიწყე. მოგვიანებით ამ ნახატს "ზღაპარი“ დავარქვით. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და დღემდე ასე გრძელდება.

- როგორც აღნიშნეთ, ცხოვრებაში თქვენთვის რთულ პერიოდში სრულიად უცხო ადამიანი დაგიკავშირდათ, რომელმაც შემოგთავაზათ, ხატვაში გარკვეული ნიუანსები ესწავლებინა. რა იყო ეს ამბავი თქვენს ცხოვრებაში?

- ვიტყვდი, რომ ეს იყო, აღმოჩენა, ღვთის წყალობა, მალამო, რომელიც გულზე მომეცხო და ტკივილები დამიამა. მოკლედ, ყველაფერი კარგი... ნამდვილად არ მეგონა, თუ ჩემზე ფერწერა ასე იმოქმედებდა. ამ პროცესმა ძირეულად შემცვალა, სრულიად გარდაქმნა. ეს არის ჩემთვის გზა, იაპონურად - დო, მიმავალი სულიერი სრულყოფისკენ, რომ კიდევ უკეთ შევიცნო საკუთარი თავი, გადმოვცე და ფერებით ავსახო ჩემი გულისნადები, სათქმელი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ, სადღაც სულის სიღრმეში მიმალული გრძნობები, აზრები, ფიქრები. ძალიან საინტერესო პროცესია, ვატყობ, რომ ყოველ დღე ვიზრდები და საკუთარ თავში რაღაც ახალს ვპოულობ. ეს ასეა და მგონი, არც არასოდეს დასრულდება. მინდა, თქვენი საშუალებით, მოვეფერო და მოვესიყვარულო ამ დიდებულ და ბუმბერაზ ადამიანს. კაცს, რომელსაც ცხოვრების მიზნად დაუსახავს სიკეთე და სიყვარული. მუდამ მისი მადლობელი ვიქნები. ამაში ამ ადამიანს რაიმე საფასური არ მოუთხოვია.

- და არც ის უთქვამს, რატომ გადაწყვიტა, თქვენთვის პროფესიული საქმიანობის ასეთი დეტალები გაეზიარებინა?

- ვიმეორებ, არანაირი საფასური. სრულიად უანგაროდ. ის სხვების მიმართაც ასეთია. უბრალოდ, ასეთი პიროვნებაა. მისი საფასური, როგორც მოგახსენეთ მეგობრობა და სიყვარულია. რამდენჯერმე მეც დავუსვი იგივე შეკითხვა, მაინტერესებდა თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რატომ მაინცდამაინც მე და არა სხვა? რა დაინახა ჩემში ისეთი, რომ თავი გადადო და ყველაფერი დამითმო? მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი დღემდე ვერ მივიღე. ამიტომ შევეშვი ამაზე ფიქრს და უბრალოდ ხატვა გავაგრძელე.

- როგორც ვიცი, შემდეგ სასწავლებელში სწავლა გადაწყვიტეთ, ხეზე ჭრით დაინტერესდით. ეს რატომ გადაწყვიტეთ?

- როგორც იტყვიან, "მადა“ გამეხსნა... ბავშვობიდან ხატვასთან ერთად ხეზე მუშაობაც მიყვარდა. ყველაფერი კარგად გამომდიოდა. ამიტომ მომინდა ხის კვეთის შესწავლა საბაზისო დონეზე მაინც, ჩავაბარე პროფესიულ სასწავლო კოლეჯ "სპექტრში“. ვთვლი, რომ აქაც გამიმართლა და შემხვდა არაჩვეულებრივი პედაგოგი და ხის კვეთის საუცხოო ოსტატი - ბატონი ედიშერ მაჩალაძე. სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ ამ საქმიანობამ ასე გამიტაცა და თანაც იმდენად, რომ ყველაფერი დამავიწყა. მუდამ ვგრძნობ მის მხარდაჭერას და გვერდში დგომას. რაც, მამხნევებს და სტიმულს მმატებს. ძალიან გვიდგას მხარში კოლეჯის დირექტორი ბატონი მათე (როინ) ტაკიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ აბრეშუმის გალერეაშია არაჩვეულებრივი გამოფენაც მოგვიწყო. სამი დღის განმავლობაში გამოფენილი იყო ბატონი ედიშერ მაჩალაძის და ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები. მსგავს ღონისძიებაში მანამდე მონაწილეობა არასოდეს მიმიღია. გამოგიტყდებით და ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ამ ყველაფრით.

- ე.ი. ხეზე ჭრაში თქვენი პედაგოგი ცნობილ ოსტატი ედიშერ მაჩალაძე აღმოჩნდა - მოგვყევით თქვენი როგორც შეგირდის და ბატონი ედიშერის, როგორც ოსტატის ურთიერთობის ამბავი.

- როგორ გითხრათ, ამ კითხვაზე ჩემზე უკეთ ალბათ უფრო ბატონი ედიშერი გაგცემთ პასუხს. მე ვიტყოდი მხოლოდ იმას, რომ მასთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებაა. უყურადღებოდ არავის ტოვებს, უშუალო და გულკეთილია, როდესაც მოწაფე დავალებას კარგად ასრულებს თვითონაც უხარია, ბავშვებს დიდ დროს უთმობს, როგორც ყველა ჭეშმარიტი ოსტატი, ისიც მზადაა ყველას უანგაროდ დაეხმაროს და დრო დაუთმოს. მისთვის დასვენება არ არსებობს, ის ამ პროცესით სულდგმულობს. ამ თვისებების წყალობით ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას.

- თურმე ასევე ამზადებთ იარაღსაც...

ბავშვობიდან მიყვარს იარაღი, განსაკუთრებით ცივი იარაღი. ეს ალბათ ჩემი სისუსტეა. ბოლო დროს დანებისთვის ისე ვეღარ ვიცლი, როგორც ადრე, თუმცა შიგადაშიგ ძველ ხელობას მაინც არ ვივიწყებ, მაინც ვაკეთებ დანებს, რომელთაც შემდეგ მეგობრებს ვჩუქნი. მათთან ერთად მეც ვიზიარებ ამ სიხარულს. დანებთან ერთად შესრულებული მაქვს ჯაჭვის პერანგის ფრაგმენტიც. თავის დროზე ძალიან დამეხმარა ჩემი უფროსი მეგობარი, მხატვარი და მეიარაღე ბატონი მამუკა მრელაშვილი. მისგან ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რაც ბევრჯერ გამომადგა ჩემს საქმიანობაში და დღემდე მადგება.

- რა სამომავლო გეგემები გაქვთ და კონკრეტულად რა მიმართულებით აპირებთ რომ იმუშაოთ?

- მაქვს ოცნება - ჩემი პერსონალური გამოფენა, სადაც გვერდიგვერდ იქნება გამოფენილი, როგორც ტილოზე შესრულებული ნამუშევრები, ასევე ხეზე შესრულებული კვეთა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ორიგინალური გამოვა, მაგრამ, იქამდე ძალიან შორია. ბევრი შრომა და მოთმინებაა საჭირო. თუმცა, ვიცი, ღმერთის წყალობით ყველაფერი გამომივა. მანამდე კი გავაგრძელებ, იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი და ვიცხოვრებ ისე, როგორც აქამდე ვცხოვრობდი.

ასევე იხილეთ: