სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგას... პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია" - მდინარაძე
"ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგას... პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია" - მდინარაძე

ომის და­წყე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში, მსოფ­ლი­ოს 38-მა ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ, მი­მარ­თა ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს რუ­სე­თის მი­მართ ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - პუ­ტი­ნის მი­მართ გა­მო­ცე­მუ­ლი ორ­დე­რიც ამ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გია , - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­მარ­თვას ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის მოლ­დო­ვა არ შე­უ­ერ­თდა.

"2022 წლის 2 მარტს, ომის და­წყე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში, მსოფ­ლი­ოს 38-მა ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ, მი­მარ­თა ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს რუ­სე­თის მი­მართ ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ მი­მარ­თვას ბევ­რი ქვე­ყა­ნა არ შე­უ­ერ­თდა, რო­მელ­თა შო­რი­საც იყო, მა­გა­ლი­თად, მოლ­დო­ვა.

მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

პუ­ტი­ნის მი­მართ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­ცე­მუ­ლი ორ­დე­რიც ამ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გია.

ეს ის დღე­ე­ბია, რო­დე­საც თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და მო­ტი­ვით, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხარს არ უჭერ­და უკ­რა­ი­ნას…

ეს ის დღე­ე­ბია, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, იგი­ვე მო­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­დან ელჩი გა­იწ­ვია…

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზას ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს­თან მი­მარ­თე­ბით:

მსოფ­ლი­ო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლოს რო­მის წეს­დე­ბის მო­ნა­წი­ლე 123 ქვე­ყა­ნაა. დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, მათ შო­რის არ არი­ან, მა­გა­ლი­თად, თა­ვად უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თი, აშშ და სხვ.

სა­ქარ­თვე­ლო, რო­მის სტა­ტუ­ტის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან, იმ 22 ქვე­ყა­ნას შო­რი­საა, რომ­ლებ­საც სრუ­ლად აქვთ მორ­გე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს­თან სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ, გან­სხვა­ვე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი 16 ქვეყ­ნის­გან, რომ­ლებ­საც დღემ­დე არ აქვთ შექ­მნი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა სა­სა­მარ­თლოს­თან პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის”, - წერს მდი­ნა­რა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე“.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Puma
3

ამან წილოსანის კომენტარი გაიმეორა.ახლა იგივეს იტყვის ზარქუა,კობახიძე და ასე ერთ ტექსტს იმეორებენ.

ნინი
3

ამას ომში უნდა?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგას... პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია" - მდინარაძე

"ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგას... პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია" - მდინარაძე

ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით - პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია , - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მიმართვას ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა არ შეუერთდა.

"2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ მიმართვას ბევრი ქვეყანა არ შეუერთდა, რომელთა შორისაც იყო, მაგალითად, მოლდოვა.

მიმართვის საფუძველზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო.

პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია.

ეს ის დღეებია, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები იმართებოდა მოტივით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას…

ეს ის დღეებია, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ, იგივე მოტივით, საქართველოდან ელჩი გაიწვია…

რაც შეეხება ქართულ საკანონმდებლო ბაზას ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით:

მსოფლიოში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების მონაწილე 123 ქვეყანაა. დღევანდელი მოცემულობით, მათ შორის არ არიან, მაგალითად, თავად უკრაინა, რუსეთი, აშშ და სხვ.

საქართველო, რომის სტატუტის წევრი ქვეყნებიდან, იმ 22 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც სრულად აქვთ მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა ჰააგის სასამართლოსთან სათანამშრომლოდ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნისგან, რომლებსაც დღემდე არ აქვთ შექმნილი საკანონმდებლო ბაზა სასამართლოსთან პროცესუალური თანამშრომლობისთვის”, - წერს მდინარაძე "ფეისბუქზე“.