სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი არხი" აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადებას სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად აფასებს
"პირველი არხი" აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადებას სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად აფასებს
  • ფო­ტო­კო­ლა­ჟი: ლიკა ბა­სი­ლა­ია-შავ­გუ­ლი­ძე, იორ­გი გვიმ­რა­ძე, თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი

16 მარტს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რმა, ლიკა ბა­სი­ლა­ია-შავ­გუ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებ­და საბ­ჭოს კი­დევ ორი წევ­რის, ლაშა ტუ­ღუ­ში­სა და ზაზა აბა­ში­ძის სა­ხე­ლი­თაც და ითხოვ­და ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის­გან გან­მარ­ტე­ბას ახა­ლი და მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბის ბლო­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი გვიმ­რა­ძის თა­ო­ბა­ზე.

"მე, ლაშა ტუ­ღუშ­სა და ზაზა აბა­ში­ძეს გვა­ინ­ტე­რე­სებს, თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, ჩვენ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა წარ­მო­ად­გი­ნოს თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ახა­ლი და მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბის ბლო­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი გვიმ­რა­ძის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი. ბოლო რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა­ში გი­ორ­გი გვიმ­რა­ძე მუდ­მი­ვად ეჭვქვეშ აყე­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს, სვამს გა­ურ­კვე­ველ შე­კი­თხვებს, შე­მიძ­ლია, ცი­ტი­რე­ბაც მო­ვი­ტა­ნო, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, წე­რი­ლო­ბი­თაც. ამას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ეხ­მი­ა­ნე­ბა და ბევ­რი შე­კი­თხვა გა­უ­ჩი­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო ფე­ნებს. 85 პრო­ცენ­ტი ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ვართ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურ­სის მომ­ხრე და ამი­ტომ მა­ინ­ტე­რე­სებს. მინ­და, ქალ­ბა­ტონ­მა თი­ნა­თინ­მა მო­ამ­ზა­დოს მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი, მო­იკ­ვლი­ოს ეს სა­კი­თხი, გა­არ­კვი­ოს, რა არის ამ ადა­მი­ა­ნის სა­გა­რეო ორი­ენ­ტი­რი, რა არის მისი მრწამ­სი, რა არის მისი მის­წრა­ფე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ი­ღოს სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ადა­მი­ა­ნი ეჭვქვეშ აყე­ნებს ჩვენს გზას, ჩვენს მის­წრა­ფე­ბებს, ჩვენს სა­გა­რეო კურსს, ეს არ მო­დის თან­ხვედ­რა­ში მა­უ­წყებ­ლის პრი­ო­რი­ტე­ტებ­თან, რო­მე­ლიც მა­უ­წყე­ბელ­მა მო­იკ­ვლია, და­ად­გი­ნა, და­ამ­ტკი­ცა და გვაქვს გა­წე­რი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­სურ­ვებ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ჩვენ­თან მოხ­სე­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლიკა ბა­სი­ლა­ია-შავ­გუ­ლი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს "პირ­ველ­მა არ­ხმა" უპა­სუ­ხა ლიკა ბა­სი­ლა­ია-შავ­გუ­ლი­ძის, ლაშა ტუ­ღუ­ში­სა და ზაზა აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ამ მო­წო­დე­ბას აღიქ­ვა­მენ, რო­გორც მათ თა­ნამ­შრო­მელ­ზე ზე­წო­ლას.

გთა­ვა­ზობთ გან­ცახ­დე­ბას:

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მიზ­ნე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი და სა­ჯა­რო. იგი ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­აა და მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, იყოს ქვა­კუ­თხე­დი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში, ხელი შე­უ­წყოს ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას, გა­აძ­ლი­ე­როს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და კულ­ტუ­რა.

პირ­ვე­ლი არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მო­ბენ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ. მიმ­დი­ნა­რე რთუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც სა­ზო­გა­დობ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას აწ­ვდი­და ამომ­წუ­რავ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.

ჩვენ­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბე­ბის ტრანსლი­რე­ბას და პლუ­რა­ლიზმს. ამას­თან, ჩვენ ვი­აზ­რებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც გვა­კის­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის და რა­დი­კა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. ამ თვალ­საზ­რი­სით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რის ლიკა ბა­სი­ლა­ია-შავ­გუ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მან სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სხვა ორი წევ­რის, ლაშა ტუ­ღუ­ში­სა და ზაზა აბა­ში­ძის სა­ხე­ლი­თაც გა­ა­კე­თა - მო­ი­თხო­ვა არ­ხის წამ­ყვა­ნის და ჟურ­ნა­ლის­ტის მრწამ­სის დად­გე­ნა და, შე­სა­ბა­მი­სად, მის მი­მართ სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

ამ მო­წო­დე­ბას აღ­ვიქ­ვამთ, ერთი მხრივ, ჩვენს თა­ნამ­შრო­მელ­ზე ზე­წო­ლად და, ასე­ვე, სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბად. ადა­მი­ა­ნის მრწამ­სის შეს­წავ­ლის მო­თხოვ­ნა თა­ვის­თა­ვად სა­ხი­ფა­თო პრე­ცე­დენ­ტია იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­დაც პო­ლა­რი­ზა­ცი­ის დაძ­ლე­ვის ამო­ცა­ნა ისე­დაც მტკივ­ნე­უ­ლად დგას. ასე­ვე, სა­შიშ ტენ­დენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნე­ბის ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და მრწამ­სის კვლე­ვა და ამ ნიშ­ნით სეგ­რე­გა­ცია.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რე­ბი მა­გა­ლითს უნდა წარ­მო­ად­გენ­დნენ თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის, რათა ცხა­დი იყოს, თუ რა მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვხე­დავთ, რომ ის, ვინც უნდა იცავ­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მის­წრა­ფე­ბებს და სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, თა­ვად ცდი­ლობს ამის დარ­ღვე­ვას.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი არის და იქ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის ერ­თგუ­ლი. ის არის და იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცია, რომ­ლის­თვი­საც სწო­რედ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ვი­ცავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და დის­კუ­სი­ა­თა წარ­მო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით“.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატა
26

გაუშვან ეს გვიმრაძე რუსეთში. ხომ სძულს ევროპა. და დაწყნარდება ყველაფერი. მაინც მოუწევს იქ დაბერება. კარმა აქვს მასეთი, ციმბირული

1408
0

ხალხი, რომლებიც უკუღმა იჭერენ პირჯვარს, ყოველთვის ვიქნები მათი მაგინებელი

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"პირველი არხი" აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადებას სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად აფასებს

"პირველი არხი" აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადებას სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად აფასებს
  • ფოტოკოლაჟი: ლიკა ბასილაია-შავგულიძე, იორგი გვიმრაძე, თინათინ ბერძენიშვილი

16 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ განაცხადა, რომ განცხადებას აკეთებდა საბჭოს კიდევ ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელითაც და ითხოვდა ტელევიზიის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილისგან განმარტებას ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის თაობაზე.

"მე, ლაშა ტუღუშსა და ზაზა აბაშიძეს გვაინტერესებს, თინათინ ბერძენიშვილმა, ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინოს თავისი შეხედულება, დამოკიდებულება, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის შესახებ მოხსენებითი ბარათი. ბოლო რამდენიმე გადაცემაში გიორგი გვიმრაძე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, სვამს გაურკვეველ შეკითხვებს, შემიძლია, ციტირებაც მოვიტანო, თუ საჭირო იქნება, წერილობითაც. ამას ბევრი ადამიანი ეხმიანება და ბევრი შეკითხვა გაუჩინა მოსახლეობის ფართო ფენებს. 85 პროცენტი ამ ქვეყნის მოსახლეობის ვართ ევროინტეგრაციის კურსის მომხრე და ამიტომ მაინტერესებს. მინდა, ქალბატონმა თინათინმა მოამზადოს მოხსენებითი ბარათი, მოიკვლიოს ეს საკითხი, გაარკვიოს, რა არის ამ ადამიანის საგარეო ორიენტირი, რა არის მისი მრწამსი, რა არის მისი მისწრაფება. აქედან გამომდინარე, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს გზას, ჩვენს მისწრაფებებს, ჩვენს საგარეო კურსს, ეს არ მოდის თანხვედრაში მაუწყებლის პრიორიტეტებთან, რომელიც მაუწყებელმა მოიკვლია, დაადგინა, დაამტკიცა და გვაქვს გაწერილი. აქედან გამომდინარე, ვისურვებ, უახლოეს მომავალში იყოს მომზადებული და ჩვენთან მოხსენება გაკეთებული“, - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

საქართველოს "პირველმა არხმა" უპასუხა ლიკა ბასილაია-შავგულიძის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ მოწოდებას აღიქვამენ, როგორც მათ თანამშრომელზე ზეწოლას.

გთავაზობთ განცახდებას:

"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ღირებულებები არის კანონით განსაზღვრული და საჯარო. იგი ევროპული ინსტიტუციაა და მისი ვალდებულებაა, იყოს ქვაკუთხედი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, ხელი შეუწყოს ადამიანების მოსაზრების დაახლოებას, გააძლიეროს ქართული საზოგადოება და კულტურა.

პირველი არხის ჟურნალისტები თავდაუზოგავად შრომობენ, რათა საზოგადოებას გადამოწმებული, დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია მიაწოდონ. მიმდინარე რთული დღეების განმავლობაშიც საზოგადობრივი მაუწყებელი საზოგადოებას აწვდიდა ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორგანიზაცია ემსახურებოდეს მრავალფეროვანი მოსაზრებების ტრანსლირებას და პლურალიზმს. ამასთან, ჩვენ ვიაზრებთ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნებისთვის და რადიკალური დაპირისპირების აღმოსაფხვრელად. ამ თვალსაზრისით შემაშფოთებელია სამეურვეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადება, რომელიც მან სამეურვეო საბჭოს სხვა ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელითაც გააკეთა - მოითხოვა არხის წამყვანის და ჟურნალისტის მრწამსის დადგენა და, შესაბამისად, მის მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიღება.

ამ მოწოდებას აღვიქვამთ, ერთი მხრივ, ჩვენს თანამშრომელზე ზეწოლად და, ასევე, სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად. ადამიანის მრწამსის შესწავლის მოთხოვნა თავისთავად სახიფათო პრეცედენტია იმ საზოგადოებაში, სადაც პოლარიზაციის დაძლევის ამოცანა ისედაც მტკივნეულად დგას. ასევე, საშიშ ტენდენციას წარმოადგენს ადამიანების ორიენტაციისა და მრწამსის კვლევა და ამ ნიშნით სეგრეგაცია.

მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები მაგალითს უნდა წარმოადგენდნენ თითოეული თანამშრომლისთვის, რათა ცხადი იყოს, თუ რა მიზნებს ემსახურება ეს ორგანიზაცია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ის, ვინც უნდა იცავდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისწრაფებებს და სარედაქციო დამოუკიდებლობას, თავად ცდილობს ამის დარღვევას.

საქართველოს პირველი არხი არის და იქნება საკუთარი მისწრაფებების ერთგული. ის არის და იქნება ევროპული ინსტიტუცია, რომლისთვისაც სწორედ მრავალფეროვნებაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება. მიგვაჩნია, რომ ამ ღირებულებას ვიცავთ საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობით და დისკუსიათა წარმოების მაღალი სტანდარტით“.