სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Balenciaga, მოდა და სხვა არაფერი" - დემნა გვასალია ფრანგული ჟურნალის, M Le Magazine du Monde-ს აპრილის ნომრის გარეკანზე
"Balenciaga, მოდა და სხვა არაფერი" - დემნა გვასალია ფრანგული ჟურნალის,  M Le Magazine du Monde-ს აპრილის ნომრის გარეკანზე

ფრან­გულ­მა ჟურ­ნალ­მა, M Le Magazine du Monde-მ აპ­რი­ლის ნომ­რის გა­რე­კან­ზე დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "Balenciaga, მოდა და სხვა არა­ფე­რი", - ვკი­თხუ­ლობთ ჟურ­ნა­ლის "ინ­სტაგ­რამ-გვერ­დზე". დემ­ნას­თან ინ­ტერ­ვიუ ჟურ­ნა­ლის­ტმა კა­რო­ლინ რუ­სომ ჩა­წე­რა. ჟურ­ნა­ლის შე­ძე­ნა დღე­ი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"5 მარტს Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის, დემ­ნას ჩვე­ნე­ბას მო­დის კვი­რე­უ­ლის დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად ელო­და. მან შე­სა­ნიშ­ნა­ვად წარ­მო­ა­ჩი­ნა სა­კუ­თა­რი ნიჭი და სტი­ლი. ეს ნო­ემ­ბერ­ში აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ, რო­მელ­მაც მო­დის სახ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქა­ოს­ში ჩა­ძი­რა, მის­თვის პრო­ფე­სი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის გზად იქცა. სა­უ­ბა­რია ორ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ა­ზე, რომ­ლის გა­მოც ბრენ­დს ბავ­შვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი", - წერს ჟურ­ნა­ლი.

M Le Magazine du Monde პოს­ტში Balenciaga Gift Shop-ის სა­დღე­სას­წა­უ­ლო კამ­პა­ნი­ას და Garde-Robe-ის კამ­პა­ნი­ას გუ­ლის­ხმობს. გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე Balneciaga და მისი კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი დემ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩან­და ბავ­შვე­ბი, ხელ­ში დათ­ვის ფორ­მის ჩან­თე­ბით. ეს ჩან­თე­ბი პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა პა­რიზ­ში, რო­დე­საც Balenciaga-მ 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნა. დათ­ვის ფორ­მის ჩან­თებს აქვთ ტყა­ვის დე­ტა­ლე­ბი და სხვა BDSM - მო­ნო­ბას­თან, და­მორ­ჩი­ლე­ბას­თან, დო­მი­ნი­რე­ბას­თან, სა­დიზმსა და მა­ზო­ხიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი.

აღ­ნი­შუ­ლის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბრენ­დი ბავ­შვთა ჩაგ­ვრა­სა და ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის რო­მან­ტი­ზე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ვარ­სკვლა­ვე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უარი თქვა Balenciaga-ს სა­მოს­ზე და სხვა­დას­ხვა მსხვილ­მა კომ­პა­ნი­ამ ბრენდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­წყვი­ტა.

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nini
1

ქმარი დამალაპარაკე)

გვასალიაგა
1

გადაერქვას სახელი ბალენსიაგას და დაერქვას გვასალიაგა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"Balenciaga, მოდა და სხვა არაფერი" - დემნა გვასალია ფრანგული ჟურნალის, M Le Magazine du Monde-ს აპრილის ნომრის გარეკანზე

"Balenciaga, მოდა და სხვა არაფერი" - დემნა გვასალია ფრანგული ჟურნალის,  M Le Magazine du Monde-ს აპრილის ნომრის გარეკანზე

ფრანგულმა ჟურნალმა, M Le Magazine du Monde-მ აპრილის ნომრის გარეკანზე დემნა გვასალიას ფოტო გამოაქვეყნა. "Balenciaga, მოდა და სხვა არაფერი", - ვკითხულობთ ჟურნალის "ინსტაგრამ-გვერდზე". დემნასთან ინტერვიუ ჟურნალისტმა კაროლინ რუსომ ჩაწერა. ჟურნალის შეძენა დღეიდანაა შესაძლებელი.

"5 მარტს Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნას ჩვენებას მოდის კვირეულის დამსწრე საზოგადოება ყველაზე მეტად ელოდა. მან შესანიშნავად წარმოაჩინა საკუთარი ნიჭი და სტილი. ეს ნოემბერში აგორებული სკანდალის შემდეგ, რომელმაც მოდის სახლი სოციალური ქსელების ქაოსში ჩაძირა, მისთვის პროფესიაში დაბრუნების გზად იქცა. საუბარია ორ სარეკლამო კამპანიაზე, რომლის გამოც ბრენდს ბავშვების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ადვოკატირებაში დასდეს ბრალი", - წერს ჟურნალი.

M Le Magazine du Monde პოსტში Balenciaga Gift Shop-ის სადღესასწაულო კამპანიას და Garde-Robe-ის კამპანიას გულისხმობს. გასული წლის შემოდგომაზე Balneciaga და მისი კრეატიული დირექტორი დემნა, საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანდა ბავშვები, ხელში დათვის ფორმის ჩანთებით. ეს ჩანთები პირველად საზოგადოებამ ნახა პარიზში, როდესაც Balenciaga-მ 2023 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა. დათვის ფორმის ჩანთებს აქვთ ტყავის დეტალები და სხვა BDSM - მონობასთან, დამორჩილებასთან, დომინირებასთან, სადიზმსა და მაზოხიზმთან დაკავშირებული ელემენტები.

აღნიშულის გამო საზოგადოებამ ბრენდი ბავშვთა ჩაგვრასა და ბავშვთა პორნოგრაფიის რომანტიზებაში დაადანაშაულა. ვარსკვლავების დიდმა ნაწილმა უარი თქვა Balenciaga-ს სამოსზე და სხვადასხვა მსხვილმა კომპანიამ ბრენდთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა