მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, ენმ, იმედი მაქვს, მომდევნო თვეებში  რეალურ პროცესს ნახავთ, მათ შორის ქუჩაშიც" - მერაბიშვილი
"საქართველოში ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, ენმ, იმედი მაქვს, მომდევნო თვეებში  რეალურ პროცესს ნახავთ, მათ შორის ქუჩაშიც" - მერაბიშვილი

"სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლუ­რად ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­აა, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტია. მისი რე­ი­ტინ­გი ორ­ჯერ მე­ტია ვიდ­რე ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის რე­ი­ტინ­გი ერ­თად", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

  • მან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ჩა­ტა­რე­ბულ თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და პარ­ტია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აქ­ტი­ურ­და.

"ამ პარ­ტი­ა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თა, რად­გან ჩვე­ნი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რბი­ლად რომ ვთქვათ, ძა­ლი­ან პა­სი­უ­რად მოქ­მე­დებ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ რე­ა­გი­რებ­და არც უკ­რა­ი­ნის ომზე, არც არა­ფერ­ზე. ეს ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია და ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­მა პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე და პარ­ტი­ის მოქ­მედ­მა თავ­მჯდო­მა­რემ წა­ა­გო ეს არ­ჩევ­ნე­ბი.

არ­ჩევ­ნე­ბი ელექტრო­ნუ­ლი წე­სით ჩა­ტარ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, 50 000 ადა­მი­ა­ნი ელექტრო­ნუ­ლად და­რე­გის­ტრირ­და არ­ჩევ­ნებ­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე ახალ­გაზ­რდას­თან და­მარ­ცხდა და თუ აკ­ვირ­დე­ბით ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხდე­ბა პარ­ტი­ის აღ­დგე­ნა, რად­გან ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ არა მხო­ლოდ იმას, რომ არ გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნათ რამე, არა­მედ ზოგ­ჯერ ისი­ნი იმა­საც კი ცდი­ლობ­დნენ, რომ სპონ­ტა­ნუ­რად და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი არ გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ, რბი­ლად რომ ვთქვათ. ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და იმე­დი მაქვს, მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში თქვენ უფრო რე­ა­ლურ პრო­ცესს ნა­ხავთ, მათ შო­რის ქუ­ჩა­შიც“, - აცხა­დებს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

შენ ორი გვამი არ გეყო თუ 9 წელი?

-
0

ვანო გისმენთ მერაბიშვილო , როგორც შენ იტყვი.

ორი გვამი , ორი გვამი. ფუ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"საქართველოში ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, ენმ, იმედი მაქვს, მომდევნო თვეებში  რეალურ პროცესს ნახავთ, მათ შორის ქუჩაშიც" - მერაბიშვილი

"საქართველოში ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, ენმ, იმედი მაქვს, მომდევნო თვეებში  რეალურ პროცესს ნახავთ, მათ შორის ქუჩაშიც" - მერაბიშვილი

"საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ მეტია ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთად", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

  • მან "ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და პარტია მნიშვნელოვნად გააქტიურდა.

"ამ პარტიაში ხელმძღვანელობის ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ხელმძღვანელობა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად მოქმედებდა, პრაქტიკულად, არ რეაგირებდა არც უკრაინის ომზე, არც არაფერზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ძალიან ახალგაზრდა, საინტერესო ადამიანებმა პროვოცირება მოახდინეს ვადამდელ არჩევნებზე და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ წააგო ეს არჩევნები.

არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა. დაახლოებით, 50 000 ადამიანი ელექტრონულად დარეგისტრირდა არჩევნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. მოქმედი თავმჯდომარე ახალგაზრდასთან დამარცხდა და თუ აკვირდებით ყველაფერი ძალიან შეიცვალა. საქართველოში ძალიან ბევრი აქცია მიმდინარეობს, ხდება პარტიის აღდგენა, რადგან ბევრი წლის განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ცდილობდნენ არა მხოლოდ იმას, რომ არ გაეპროტესტებინათ რამე, არამედ ზოგჯერ ისინი იმასაც კი ცდილობდნენ, რომ სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციები არ განევითარებინათ, რბილად რომ ვთქვათ. ახლა ყველაფერი შეიცვალა და იმედი მაქვს, მომდევნო თვეებში თქვენ უფრო რეალურ პროცესს ნახავთ, მათ შორის ქუჩაშიც“, - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.