სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წუხელ არ მეძინა, ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე, სხვებზე. ამ ადამიანების უმრავლესს მარო მაყაშვილის სახელი ყურმოკვრით სმენია" - გიორგი კეკელიძე
"წუხელ არ მეძინა, ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე, სხვებზე. ამ ადამიანების უმრავლესს მარო მაყაშვილის სახელი ყურმოკვრით სმენია" - გიორგი კეკელიძე

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მწე­რალ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის ფონდმა და­ა­ფუძნა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი სტი­პენ­დია, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი მი­ი­ღებს 16 წლის სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, 7-8 მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო, რო­გორც მას ეძა­ხი­ან "წყლის ჭავლზე მო­ცეკ­ვა­ვე გო­გო­ნა". ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა. ამის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ახალ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

"როცა შო­რი­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მიკ­ვირ­და, იმ დიდი ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის ფონ­ზე, სულ ორ წე­ლი­წად­ში, რო­გორ მო­ხერ­ხდა, რომ ია­რა­ღი ავი­ღეთ და ერ­თმა­ნეთს და­ვუ­მიზ­ნეთ. დღეს აღარ მიკ­ვირს. იო­ლად მი­სახ­ვედ­რია. უმუხ­რუ­ჭო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მოვ­დე­ქით - სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი მე­ო­რე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­უქ­მე­ბის მიზ­ნით. ლი­ბე­რა­ლიც და არა­ლი­ბე­რა­ლიც, მორ­წმუ­ნეც და ურ­წმუ­ნოც. ყვე­ლა­ფერს ვი­კად­რებთ, ოღონდ ვინ­მეს ვა­ა­მოთ, ოღონდ "ად­გი­ლი" შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ - რე­ა­ლუ­რი ან ვირ­ტუ­ა­ლუ­რი. ეს დღე­ე­ბი ქეთი დუმ­ბა­ძე­საც ვწერ­დი და სხვებ­საც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა აზ­რზე იდ­გნენ და მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო თუ არა ეს კონ­კრე­ტუ­ლი აზრი ჩე­მის­გან, მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი გან­საც­დელ­ში არ უნდა მი­ა­ტო­ვო, მით უფრო თუ წარ­სუ­ლი გა­კავ­ში­რებს და მა­ში­ნაც, არა­ფე­რი რომ არ გა­კავ­ში­რებ­დეს. ასე ვცხოვ­რობ­დი სულ და რაც დამ­რჩე­ნია, ასე ვი­ცხოვ­რებ, რა­საც უნდა მკარ­ნა­ხობ­დეს კო­ნი­უქ­ტუ­რა - ვიწ­რო თუ ზო­გა­დი.

წუ­ხელ არ მე­ძი­ნა, მთე­ლი ღამე - ვკი­თხუ­ლობ­დი და­გე­ში­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გზავ­ნი­ლებს ჩემ­ზე, დათო ტუ­რაშ­ვილ­ზე, სხვებ­ზე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა­გა­ნაც უმ­რავ­ლესს მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ყურ­მოკ­ვრით სმე­ნია, გა­მარ­თულ ქარ­თულს ვერ აბა­მენ, პი­რი­დან მხო­ლოდ ღვარ­ძლი ამოს­დით და ახა­ლი თა­ო­ბის ჩაყ­ლაპ­ვის კრო­ნო­სუ­ლი გამ­ხე­ცე­ბუ­ლი ვნე­ბით არი­ან მო­ცუ­ლი, კად­რუ­ლობ­დნენ ყვე­ლა­ფერს, სა­დღაც და­ვა­ლე­ბუ­ლი და გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბით. ამ ადა­მი­ა­ნებს მხარს უბამ­დნენ სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტე­ბიც. და და­ვი­ნა­ხე, თურ­მე რამ­დენს სდო­მე­ბია ჩემი სიკ­ვდი­ლი, რო­გორ უხა­რო­დათ ალ­ბათ მა­შინ ჩემი თით­ქმის ორ­წლი­ა­ნი წა­მე­ბა, სა­ჯა­რო სივ­რცი­დან გაქ­რო­ბა და სა­ი­ქი­ოს კარ­ზე მი­კა­კუ­ნე­ბა.და რა­ტომ? იმი­ტომ რომ ერთ შე­სა­ნიშ­ნავ, მხი­ა­რულ და ბე­ჯით გო­გოს სტი­პენ­დია და­ვუ­ნიშ­ნე და ეს გოგო მათ აზრს უპი­რის­პირ­დე­ბო­და? არა, ცხა­დია.

და­ვუ­ნიშ­ნე, იმი­ტომ რომ და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ვარ­ჯი­შობს და შრო­მობს სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის­თვის, რო­გორ გა­მო­ხა­ტავს პო­ზი­ცი­ას, როცა სა­ჭი­როა და იქ­ნე­ბა ისე­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­გო­რიც მარო მა­ყაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, იმ მტრის ტყვი­ას რომ არ მო­ეკ­ლა, რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თი ასე ცხა­დად თუ ფა­რუ­ლად ეტ­რფით. მარო მა­ყაშ­ვი­ლი საფ­ლავ­ში ბრუ­ნავ­სო - საფ­ლავ­ში იმ მტერ­მა ხომ არ ჩა­აწ­ვი­ნა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სძაგს ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი? სი­ნამ­დვი­ლე­ში, ხომ ყვე­ლამ უცხა­დე­სად იცით, რომ არც ეს გო­გოა არა­ფერ შუ­ა­ში და არც სტი­პენ­დია. ცალ­კე აღე­ბუ­ლი - მარო მა­ყაშ­ვი­ლის სტი­პენ­დია რომ და­მე­წე­სე­ბი­ნა - ტაშს და­უკ­რავ­დნენ. ვინ­მე, "ნე­იტ­რა­ლუ­რის­თვის" რომ მი­მე­ცა - ასე­ვე ტაშს. მა­შინ აღარ იქ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მა, რომ კერ­ძო, პა­ტა­რა ფონ­დი, ჩე­მი­ვე ჰო­ნო­რა­რე­ბი­დან და­ზო­გი­ლი ფუ­ლით მცი­რე ფი­ნან­სურ წა­ხა­ლი­სე­ბას უწე­სებს ახალ­გაზ­რდებს. ახლა არის. და ვი­ცით რა­ტო­მაც. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ხვდე­ბა კი­დეც რა­საც წერს, ზო­გი­ერ­თი ვერ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რე. ამ ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მე­გობ­რის სახ­ლში ჩა­სად­გმელ გაშ­ლილ ლო­გინ­ში მე­ძი­ნა, შეც­დო­მა მომ­სვლია უამ­რა­ვი, მაგ­რამ მათ­გან უმე­ტე­სი უნებ­ლიე და არა ავი გან­ზრახ­ვით, ვმუ­შა­ობ­დი დღე-ღა­მე­ში 20 სა­ა­თი, მა­ში­ნაც კი, როცა მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლი მინ­დო­და, ვგრძნობ­დი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას და სა­კუ­თარ თავს მი­ვათ­რევ­დი სამ­სა­ხურ­ში, თუმ­ცა არას­დროს ამი­ღია სა­ხელ­მწი­ფოს­გან არც პრე­მია, არც ჯილ­დო, არც წა­ხა­ლი­სე­ბა ჩემი შრო­მის გამო - ამას ხაზ­გას­მით ვა­კე­თებ­დი და თუ დამ­ცალ­და, ასეც გა­ვაგ­რძე­ლებ.

ვერ­ცერთ გრანტს ვერ და­ძებ­ნით ჩემ­გან აღე­ბულს - განა იმი­ტომ რომ ცუ­დია, უბ­რა­ლოდ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თა ჩემი ცხოვ­რე­ბა. არას­დროს მი­ქია არ­ცერ­თი ხე­ლი­სუ­ფალი, ვერ­ცერთ დი­თირ­ამბს ვერ მო­ის­მენთ ვერ­ცერთ დრო­ში ჩემ­გან გას­რო­ლილს და ეს თა­ნაბ­რად აღი­ზი­ა­ნებ­და ყვე­ლას - "რო­გორ ხდე­ბა, რომ ეს კე­პ­კი­ა­ნი ბიჭი, ამ­დენ რა­მეს მო­ე­დე­ბა და თან არ მლიქ­ვნე­ლობს, არა­ვინ უდ­გას ზურ­გში და "ყვე­ლას უყ­ვარს". ეს "ყვე­ლას უყ­ვარს", ეს პო­პუ­ლა­რო­ბა არის ჩემი გა­ნა­ჩე­ნი და მთა­ვა­რი ბრა­ლი. უმ­ძი­მე­სი დეპ­რე­სია და შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, მათ­გან ერთს ახ­ლაც ვებ­რძვი, მთე­ლი ღა­მის უძი­ლო­ბის და შფოთვის ფონ­ზე, წერა ამ­წამ­საც მი­ჭირს (თავს არა­ვის ვა­ცო­დებ, ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია - მკა­ფიო და ზუს­ტი) და იო­ლად შე­მეძ­ლო, თბი­ლად ვმჯდა­რი­ყა­ვი სახ­ლში და ჩუ­მად მე­კე­თე­ბი­ნა ის არ­ცთუ ცოტა საქ­მე, რო­მელ­თაც ახლა არ ჩა­მოვ­თვლი - მშვე­ნივ­რად იცის მტერ­მაც და მოყ­ვა­რე­მაც. არ დავ­ჯე­ქი, იმი­ტომ რომ და­ვი­ნა­ხე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ამ ქვეყ­ნის­თვის რა­ღაც უკე­თე­ბია, ერთ მხა­რეს იდგა, მოყ­ვა­რე მოგ­ვი­წო­დებ­და და მტე­რი ხა­რობ­და. ად­ვი­ლი არ იყო ეს ჩემ­თვის - ბევ­რი რამ გა­დავ­ლა­ხე - სა­ზო­გა­დო თუ პი­როვ­ნუ­ლი. მერე, როცა და­ვი­ნა­ხე რომ უფ­რო­სი თა­ო­ბა ახალს აძა­გებ­და, ერთ-ერთს მათ­გან, და­ვუ­ნიშ­ნე სტი­პენ­დია, რო­გორც მხარ­და­ჭე­რის და თა­ნა­გან­ცდის ნი­შა­ნი, რომ მე მათ­თან ვარ იმ შეც­დო­მებ­თან და ღირ­სე­ბებ­თან ერ­თად, რა­საც ატა­რე­ბენ, რად­გან ისი­ნი არი­ან ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და უნდა იცოდ­ნენ - სწავ­ლა, რწმე­ნა, შრო­მა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა იყოს მათი ლო­კო­მო­ტი­ვი.

და ამის კვა­ლად და­ვი­ნა­ხე სა­ხელ­წაშ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრბო. დამ­შვიდ­დით მე­გობ­რე­ბო, მე პო­ლი­ტი­კა, ამ სი­ტყვის პო­პუ­ლა­რუ­ლი და პარ­ტი­უ­ლი გა­გე­ბით არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს ად­რეც მით­ქვამს, მშვიდ დროს და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ - სულ სხვა საქ­მე­ე­ბია ჩემი ვნე­ბა. არც რო­მე­ლი­მე ძა­ლის მომ­ხრე ვარ და რომ მდო­მე­ბო­და, ხელ­გაშ­ლი­ლი მე­პა­ტი­ჟე­ბო­და ყვე­ლა. როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მე ისევ ვი­ტყვი ხმა­მაღ­ლა სათ­ქმელს, როცა არ - გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას. ასე­თი ვარ. ასე­თი და­ვი­ბა­დე. სიმ­შვი­დე ვერ იბუ­დებს ჩემ­ში, თუმ­ცა ოდეს­მე ალ­ბათ დად­გე­ბა გან­რი­დე­ბის დრო. მა­ნამ­დე აქ ვარ, გძულ­ვართ თუ გიყ­ვარ­ვართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი წევ­რი, თქვენ­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მხო­ლოდ უკე­თე­სის მსურ­ვე­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე".

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"წუხელ არ მეძინა, ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე, სხვებზე. ამ ადამიანების უმრავლესს მარო მაყაშვილის სახელი ყურმოკვრით სმენია" - გიორგი კეკელიძე

"წუხელ არ მეძინა, ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე, სხვებზე. ამ ადამიანების უმრავლესს მარო მაყაშვილის სახელი ყურმოკვრით სმენია" - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, მწერალ გიორგი კეკელიძის განცხადებით, გურული დღიურების ფონდმა დააფუძნა საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის ახალი სტიპენდია, რომელსაც პირველი მიიღებს 16 წლის სალომე კენჭიაშვილი, 7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, როგორც მას ეძახიან "წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონა". ამ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, გიორგი კეკელიძე გარკვეულმა ნაწილმა გააკრიტიკა. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე ახალ სტატუსს აქვეყნებს:

"როცა შორიდან ვაკვირდებოდი, მიკვირდა, იმ დიდი ეროვნული ერთიანობის ფონზე, სულ ორ წელიწადში, როგორ მოხერხდა, რომ იარაღი ავიღეთ და ერთმანეთს დავუმიზნეთ. დღეს აღარ მიკვირს. იოლად მისახვედრია. უმუხრუჭო საზოგადოება გამოვდექით - სამწუხაროდ, ყველაფერზე წამსვლელი მეორე განსხვავებული ადამიანის გაუქმების მიზნით. ლიბერალიც და არალიბერალიც, მორწმუნეც და ურწმუნოც. ყველაფერს ვიკადრებთ, ოღონდ ვინმეს ვაამოთ, ოღონდ "ადგილი" შევინარჩუნოთ - რეალური ან ვირტუალური. ეს დღეები ქეთი დუმბაძესაც ვწერდი და სხვებსაც, მიუხედავად იმისა, რა აზრზე იდგნენ და მკვეთრად განსხვავებული იყო თუ არა ეს კონკრეტული აზრი ჩემისგან, მგონია, რომ ადამიანი განსაცდელში არ უნდა მიატოვო, მით უფრო თუ წარსული გაკავშირებს და მაშინაც, არაფერი რომ არ გაკავშირებდეს. ასე ვცხოვრობდი სულ და რაც დამრჩენია, ასე ვიცხოვრებ, რასაც უნდა მკარნახობდეს კონიუქტურა - ვიწრო თუ ზოგადი.

წუხელ არ მეძინა, მთელი ღამე - ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე, სხვებზე. ეს ადამიანები, რომელთაგანაც უმრავლესს მარო მაყაშვილის სახელი ყურმოკვრით სმენია, გამართულ ქართულს ვერ აბამენ, პირიდან მხოლოდ ღვარძლი ამოსდით და ახალი თაობის ჩაყლაპვის კრონოსული გამხეცებული ვნებით არიან მოცული, კადრულობდნენ ყველაფერს, სადღაც დავალებული და გაზეპირებული ფრაზებით. ამ ადამიანებს მხარს უბამდნენ სასარგებლო იდიოტებიც. და დავინახე, თურმე რამდენს სდომებია ჩემი სიკვდილი, როგორ უხაროდათ ალბათ მაშინ ჩემი თითქმის ორწლიანი წამება, საჯარო სივრციდან გაქრობა და საიქიოს კარზე მიკაკუნება.და რატომ? იმიტომ რომ ერთ შესანიშნავ, მხიარულ და ბეჯით გოგოს სტიპენდია დავუნიშნე და ეს გოგო მათ აზრს უპირისპირდებოდა? არა, ცხადია.

დავუნიშნე, იმიტომ რომ დავინახე, როგორ ვარჯიშობს და შრომობს საკუთარი მომავლისთვის, როგორ გამოხატავს პოზიციას, როცა საჭიროა და იქნება ისეთი მოქალაქე, როგორიც მარო მაყაშვილი იქნებოდა, იმ მტრის ტყვიას რომ არ მოეკლა, რომელსაც ზოგიერთი ასე ცხადად თუ ფარულად ეტრფით. მარო მაყაშვილი საფლავში ბრუნავსო - საფლავში იმ მტერმა ხომ არ ჩააწვინა, რომელსაც ყველაზე მეტად სძაგს ჩვენი ევროპული მომავალი? სინამდვილეში, ხომ ყველამ უცხადესად იცით, რომ არც ეს გოგოა არაფერ შუაში და არც სტიპენდია. ცალკე აღებული - მარო მაყაშვილის სტიპენდია რომ დამეწესებინა - ტაშს დაუკრავდნენ. ვინმე, "ნეიტრალურისთვის" რომ მიმეცა - ასევე ტაშს. მაშინ აღარ იქნებოდა პრობლემა, რომ კერძო, პატარა ფონდი, ჩემივე ჰონორარებიდან დაზოგილი ფულით მცირე ფინანსურ წახალისებას უწესებს ახალგაზრდებს. ახლა არის. და ვიცით რატომაც. ზოგიერთი შეიძლება ხვდება კიდეც რასაც წერს, ზოგიერთი ვერ. მთელი ცხოვრება ამ ქვეყანას ვემსახურე. ამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეგობრის სახლში ჩასადგმელ გაშლილ ლოგინში მეძინა, შეცდომა მომსვლია უამრავი, მაგრამ მათგან უმეტესი უნებლიე და არა ავი განზრახვით, ვმუშაობდი დღე-ღამეში 20 საათი, მაშინაც კი, როცა მხოლოდ სიკვდილი მინდოდა, ვგრძნობდი პასუხიმგებლობას და საკუთარ თავს მივათრევდი სამსახურში, თუმცა არასდროს ამიღია სახელმწიფოსგან არც პრემია, არც ჯილდო, არც წახალისება ჩემი შრომის გამო - ამას ხაზგასმით ვაკეთებდი და თუ დამცალდა, ასეც გავაგრძელებ.

ვერცერთ გრანტს ვერ დაძებნით ჩემგან აღებულს - განა იმიტომ რომ ცუდია, უბრალოდ სხვა მიმართულებით წარიმართა ჩემი ცხოვრება. არასდროს მიქია არცერთი ხელისუფალი, ვერცერთ დითირამბს ვერ მოისმენთ ვერცერთ დროში ჩემგან გასროლილს და ეს თანაბრად აღიზიანებდა ყველას - "როგორ ხდება, რომ ეს კეპკიანი ბიჭი, ამდენ რამეს მოედება და თან არ მლიქვნელობს, არავინ უდგას ზურგში და "ყველას უყვარს". ეს "ყველას უყვარს", ეს პოპულარობა არის ჩემი განაჩენი და მთავარი ბრალი. უმძიმესი დეპრესია და შფოთვითი აშლილობები გადავიტანე, მათგან ერთს ახლაც ვებრძვი, მთელი ღამის უძილობის და შფოთვის ფონზე, წერა ამწამსაც მიჭირს (თავს არავის ვაცოდებ, ეს ჩემი არჩევანია - მკაფიო და ზუსტი) და იოლად შემეძლო, თბილად ვმჯდარიყავი სახლში და ჩუმად მეკეთებინა ის არცთუ ცოტა საქმე, რომელთაც ახლა არ ჩამოვთვლი - მშვენივრად იცის მტერმაც და მოყვარემაც. არ დავჯექი, იმიტომ რომ დავინახე უამრავი ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნისთვის რაღაც უკეთებია, ერთ მხარეს იდგა, მოყვარე მოგვიწოდებდა და მტერი ხარობდა. ადვილი არ იყო ეს ჩემთვის - ბევრი რამ გადავლახე - საზოგადო თუ პიროვნული. მერე, როცა დავინახე რომ უფროსი თაობა ახალს აძაგებდა, ერთ-ერთს მათგან, დავუნიშნე სტიპენდია, როგორც მხარდაჭერის და თანაგანცდის ნიშანი, რომ მე მათთან ვარ იმ შეცდომებთან და ღირსებებთან ერთად, რასაც ატარებენ, რადგან ისინი არიან ამ ქვეყნის მომავალი და უნდა იცოდნენ - სწავლა, რწმენა, შრომა და თავისუფლება უნდა იყოს მათი ლოკომოტივი.

და ამის კვალად დავინახე სახელწაშლილი ადამიანების ბრბო. დამშვიდდით მეგობრებო, მე პოლიტიკა, ამ სიტყვის პოპულარული და პარტიული გაგებით არ მაინტერესებს, ეს ადრეც მითქვამს, მშვიდ დროს და ახლაც გავიმეორებ - სულ სხვა საქმეებია ჩემი ვნება. არც რომელიმე ძალის მომხრე ვარ და რომ მდომებოდა, ხელგაშლილი მეპატიჟებოდა ყველა. როცა საჭირო იქნება, მე ისევ ვიტყვი ხმამაღლა სათქმელს, როცა არ - გავაგრძელებ ჩემი საქმეების კეთებას. ასეთი ვარ. ასეთი დავიბადე. სიმშვიდე ვერ იბუდებს ჩემში, თუმცა ოდესმე ალბათ დადგება განრიდების დრო. მანამდე აქ ვარ, გძულვართ თუ გიყვარვართ, საზოგადოების ერთი წევრი, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ უკეთესის მსურველი გიორგი კეკელიძე".

იხილეთ ასევე: