პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარაკეტო და საჰაერო დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე და უმძიმესი ვითარება ბახმუტში, სადაც ჯერ კიდევ რჩება 3000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე - "ისინი ევაკუაციაზე უარს ამბობენ"
სარაკეტო და საჰაერო დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე და უმძიმესი ვითარება ბახმუტში, სადაც ჯერ კიდევ რჩება 3000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე - "ისინი ევაკუაციაზე უარს ამბობენ"

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 3 სა­რა­კე­ტო და 29 სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"მტერ­მა, ბოლო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, კერ­ძოდ, ქა­ლაქ ხარ­კოვ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ობი­ექ­ტებ­ზე. მტერ­მა ასე­ვე 29 სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ცნო­ბით, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი­დან ცე­ცხლი 79-ჯერ გახ­სნეს.

"მტრის თავ­დას­ხმის ალ­ბა­თო­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კვლავ მა­ღა­ლია“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა ისევ ბახ­მუ­ტში, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ქა­ლა­ქის აღე­ბის მცდე­ლო­ბას არ წყვე­ტენ.

"მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ლი­მა­ნის, ბახ­მუ­ტის, ავ­დი­ივ­კას, მა­რინ­კა­სა და შახ­ტი­ორ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე. ოკუ­პან­ტებ­მა, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით 75-ზე მეტი შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ჩვენ­მა დამ­ცვე­ლებ­მა ყვე­ლა მათ­გა­ნი მო­ი­გე­რი­ეს“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

დო­ნეც­კის ოლ­ქის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პა­ველ კი­რი­ლენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ბახ­მუ­ტში 3 000-მდე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის 33 ბავ­შვია დარ­ჩე­ნი­ლი.

მისი თქმით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლაქ­ში რჩე­ბი­ან, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარს ამ­ბო­ბენ ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე.

პა­ველ კი­რი­ლენ­კომ ხაზი გა­უს­ვა, რომ ევა­კუ­ა­ცია მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ ბახ­მუტს, არა­მედ ფრონ­ტის მთელ ხაზს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გაჰ­ყავთ ავ­დი­ივ­კი­და­ნაც, სა­დაც ერთი კვი­რის წინ 42 ბავ­შვი იყო, ახლა კი 13-ია.

კი­რი­ლენ­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი უკ­რა­ი­ნის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში გა­დაჰ­ყავთ. იქ მათ ათავ­სე­ბენ სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, პან­სი­ო­ნა­ტებ­სა და სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
5

ღმერთო რა დღეშია უკრაინა :-(((( დაიფარე ყველა ამ უბედურებისგან :-(((( ევროპა, ამერიკა, ბრიტანეთი, რა დროს მიშაა, მიხედეთ ამ ადამიანებს, გაწყდა ერი :-((((

მილი
10

ეჰ, სადღაა რუსეთი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სარაკეტო და საჰაერო დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე და უმძიმესი ვითარება ბახმუტში, სადაც ჯერ კიდევ რჩება 3000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე - "ისინი ევაკუაციაზე უარს ამბობენ"

სარაკეტო და საჰაერო დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე და უმძიმესი ვითარება ბახმუტში, სადაც ჯერ კიდევ რჩება 3000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე - "ისინი ევაკუაციაზე უარს ამბობენ"

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 3 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

"მტერმა, ბოლო დღის განმავლობაში, სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, კერძოდ, ქალაქ ხარკოვში სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. მტერმა ასევე 29 საჰაერო დარტყმა განახორციელა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 79-ჯერ გახსნეს.

"მტრის თავდასხმის ალბათობა ჩვენი სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.

უმძიმესი ვითარებაა ისევ ბახმუტში, რუსული ძალები ქალაქის აღების მცდელობას არ წყვეტენ.

"მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორკის მიმართულებებზე. ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ამ მიმართულებებით 75-ზე მეტი შეტევა განახორციელეს. ჩვენმა დამცველებმა ყველა მათგანი მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ბახმუტში 3 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 33 ბავშვია დარჩენილი.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ქალაქში რჩებიან, კატეგორიულად უარს ამბობენ ევაკუაციაზე.

პაველ კირილენკომ ხაზი გაუსვა, რომ ევაკუაცია მოიცავს არა მხოლოდ ბახმუტს, არამედ ფრონტის მთელ ხაზს. მოქალაქეები გაჰყავთ ავდიივკიდანაც, სადაც ერთი კვირის წინ 42 ბავშვი იყო, ახლა კი 13-ია.

კირილენკოს ინფორმაციით, ევაკუირებული ბავშვები უკრაინის სხვა რეგიონებში გადაჰყავთ. იქ მათ ათავსებენ სკოლამდელ დაწესებულებებში, პანსიონატებსა და სანატორიუმებში.