სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გალდავას თოკი გამოაბა და გადაიბა ხელზე, რომელშიც ხელყუმბარა ეჭირა" - რა თქვა სასამართლოზე პირმა, რომელიც იმ ავტომობილს მართავდა, რითაც ბადრი ესებუამ მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა
"გალდავას თოკი გამოაბა და გადაიბა ხელზე, რომელშიც ხელყუმბარა ეჭირა" - რა თქვა სასამართლოზე პირმა, რომელიც იმ ავტომობილს მართავდა, რითაც ბადრი ესებუამ მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას საქ­მე­ზე ერთ-ერთი მოწ­მე და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნი გა­მო­ი­კი­თხა. ხვიბ­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ყოფ­ნის გამო სა­სა­მარ­თლოს დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ერ­თო.

სწო­რედ ის მარ­თავ­და ავ­ტო­მო­ბილს, რომ­ლი­თაც "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­დან“ გა­მოს­ვლის შემ­დეგ თავ­დამ­სხმე­ლი მძევ­ლებ­თან ერ­თად სა­მეგ­რე­ლოს სოფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

მან ბანკზე თა­ვა­დას­ხმის დღე გა­იხ­სე­ნა.

"შე­ნო­ბა­ში ქა­ო­სი და და­ძა­ბუ­ლო­ბა იყო. ზუს­ტად არ მახ­სოვს რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო მძე­ვა­ლი. თქვა, რომ ძარ­ცვა იყო და ბან­კის მე­ნე­ჯერს ითხოვ­და. აგ­ვიყ­ვა­ნა მე­სა­მე სარ­თულ­ზე, მის მიერ შერ­ჩე­ულ ოთახ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა. ერთ ხელ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ეჭი­რა, მე­ო­რე­ში კი ხელ­ყუმ­ბა­რა. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი­და­ნაც და­ი­რე­კა 112-ში, რომ გა­ე­გოთ ძარ­ცვა იყო და და­სა­ხელ­და თან­ხა. ის ითხოვ­და 500 000 ამე­რი­კულ დო­ლარს.

ითხოვ­და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბას. რა­ტომ ითხოვ­და ამ თან­ხას, მე ამა­ზე პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ. ითხოვ­და უსაფრ­თხოდ გას­ვლას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ავ­თან­დილ გალ­და­ვა და­მი­კავ­შირ­და, მკი­თხა თუ რო­გორ ვი­ყა­ვით. გალ­და­ვას სა­უ­ბა­რი მძარ­ცველს ეს­მო­და, მძარ­ცველ­მა იკი­თხა, თუ რო­დის მო­ი­ტან­და და­სა­ხე­ლე­ბულ თან­ხას. გალ­და­ვამ უთხრა, რომ მო­ვი­დო­და, თან­ხას მო­ი­ტან­და თვი­თონ, ოღონდ მძევ­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი არ უნდა და­ე­შა­ვე­ბი­ნა. მას შემ­დეგ, რაც მძარ­ცველ­სა და გალ­და­ვას შო­რის სა­უ­ბა­რი შედ­გა, რამ­დე­ნი­მე მძე­ვა­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

გალ­და­ვამ მო­ი­ტა­ნა ჩან­თით თან­ხა, ჩან­თა გა­ახ­სნე­ვი­ნა და თან­ხა ნახა. მძევ­ლე­ბი გა­უშ­ვა - მე, კი­დევ ორი მძე­ვა­ლი და ავ­თან­დილ გალ­და­ვა დაგვტო­ვა. ამო­ი­ღო ე. წ. "ჟგუ­ტი“ ორი მძე­ვა­ლი ერ­თმა­ნეთს გა­და­ა­ბა, მერე თოკი გა­მო­ი­ტა­ნა, გალ­და­ვას გა­მო­ა­ბა მა­ჯა­ზე და თვი­თონ გა­და­ი­ბა იმ ხელ­ზე, რო­მელ­შიც ხელ­ყუმ­ბა­რა ეჭი­რა.

რო­გორც მახ­სოვს პირ­ვე­ლად სქუ­რის­კენ წა­ვე­დით, წა­ლენ­ჯი­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თან­ხა მე მქონ­და ხელ­ში და პირ­ვე­ლი მე ჩავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში, უკა­ნა მხა­რეს, მაგ­რამ მი­თხრა, რომ სა­ჭეს­თან დავ­მჯდა­რი­ყა­ვი. თან­მიმ­დევ­რო­ბა თუ ვინ რო­გორ იჯდა არ მახ­სოვს. თავ­დამ­სხმე­ლი ჩემს უკან არ იჯდა.

თვი­თონ გვი­თი­თებ­და თუ საით წავ­სუ­ლი­ყა­ვით. გალ­და­ვას ეუბ­ნე­ბო­და, რომ არა­ვინ არ უნდა გა­მოგ­ვყო­ლო­და უკან. როცა შე­ნიშ­ნა, რომ ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით უც­ნო­ბი მან­ქა­ნა გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, გა­ღი­ზი­ან­და, გა­ის­რო­ლა კი­დე­ვაც. რამ­დე­ნი­მე მდი­ნა­რე გა­ვი­ა­რეთ. ბო­ლოს, რომ გავ­ჩერ­დით, თან­ხა თა­ვის ჩან­თა­ში გა­და­ი­ტა­ნა. ის ჩან­თა კი, რომ­ლი­თაც გალ­და­ვამ თან­ხა მო­ი­ტა­ნა, და­მას­ვე­ლე­ბი­ნა და მომ­თხო­ვა წინა და უკა­ნა სა­ვარ­ძლე­ბის გაწ­მენ­და და ასე­ვე სა­ხე­ლუ­რე­ბის”, - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მემ.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
M
1

სხვა მომპარავებს, სააკაშვილს და კეზერაშვილს და მათ ამფსონებს როდის დასჯით

მსაჯული
0

აცილებული "ადვოკატი" კობაიძე ისევ მანდ ზის?

ავტორი:

"გალდავას თოკი გამოაბა და გადაიბა ხელზე, რომელშიც ხელყუმბარა ეჭირა" - რა თქვა სასამართლოზე პირმა, რომელიც იმ ავტომობილს მართავდა, რითაც ბადრი ესებუამ მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა

"გალდავას თოკი გამოაბა და გადაიბა ხელზე, რომელშიც ხელყუმბარა ეჭირა" - რა თქვა სასამართლოზე პირმა, რომელიც იმ ავტომობილს მართავდა, რითაც ბადრი ესებუამ მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე ერთ-ერთი მოწმე დავით ხვიბლიანი გამოიკითხა. ხვიბლიანი საქართველოში არყოფნის გამო სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო.

სწორედ ის მართავდა ავტომობილს, რომლითაც "საქართველოს ბანკიდან“ გამოსვლის შემდეგ თავდამსხმელი მძევლებთან ერთად სამეგრელოს სოფლების მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მან ბანკზე თავადასხმის დღე გაიხსენა.

"შენობაში ქაოსი და დაძაბულობა იყო. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ადამიანი იყო მძევალი. თქვა, რომ ძარცვა იყო და ბანკის მენეჯერს ითხოვდა. აგვიყვანა მესამე სართულზე, მის მიერ შერჩეულ ოთახში შეგვიყვანა. ერთ ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა, მეორეში კი ხელყუმბარა. ჩემი ტელეფონიდანაც დაირეკა 112-ში, რომ გაეგოთ ძარცვა იყო და დასახელდა თანხა. ის ითხოვდა 500 000 ამერიკულ დოლარს.

ითხოვდა ტელევიზიებთან დაკავშირებას. რატომ ითხოვდა ამ თანხას, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ითხოვდა უსაფრთხოდ გასვლას. მოგვიანებით ავთანდილ გალდავა დამიკავშირდა, მკითხა თუ როგორ ვიყავით. გალდავას საუბარი მძარცველს ესმოდა, მძარცველმა იკითხა, თუ როდის მოიტანდა დასახელებულ თანხას. გალდავამ უთხრა, რომ მოვიდოდა, თანხას მოიტანდა თვითონ, ოღონდ მძევლებისთვის არაფერი არ უნდა დაეშავებინა. მას შემდეგ, რაც მძარცველსა და გალდავას შორის საუბარი შედგა, რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა.

გალდავამ მოიტანა ჩანთით თანხა, ჩანთა გაახსნევინა და თანხა ნახა. მძევლები გაუშვა - მე, კიდევ ორი მძევალი და ავთანდილ გალდავა დაგვტოვა. ამოიღო ე. წ. "ჟგუტი“ ორი მძევალი ერთმანეთს გადააბა, მერე თოკი გამოიტანა, გალდავას გამოაბა მაჯაზე და თვითონ გადაიბა იმ ხელზე, რომელშიც ხელყუმბარა ეჭირა.

როგორც მახსოვს პირველად სქურისკენ წავედით, წალენჯიხის მიმართულებით. თანხა მე მქონდა ხელში და პირველი მე ჩავჯექი მანქანაში, უკანა მხარეს, მაგრამ მითხრა, რომ საჭესთან დავმჯდარიყავი. თანმიმდევრობა თუ ვინ როგორ იჯდა არ მახსოვს. თავდამსხმელი ჩემს უკან არ იჯდა.

თვითონ გვითითებდა თუ საით წავსულიყავით. გალდავას ეუბნებოდა, რომ არავინ არ უნდა გამოგვყოლოდა უკან. როცა შენიშნა, რომ ჩვენი მიმართულებით უცნობი მანქანა გადაადგილდებოდა, გაღიზიანდა, გაისროლა კიდევაც. რამდენიმე მდინარე გავიარეთ. ბოლოს, რომ გავჩერდით, თანხა თავის ჩანთაში გადაიტანა. ის ჩანთა კი, რომლითაც გალდავამ თანხა მოიტანა, დამასველებინა და მომთხოვა წინა და უკანა სავარძლების გაწმენდა და ასევე სახელურების”, - განაცხადა სასამართლოში მოწმემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.