საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთის ერთ-ერთ შტატში ადენოვირუსით 12 000 - მდე ბავშვი დაავადდა, მათგან 19 გარდაიცვალა, არაოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილთა რიცხვი უფრო მეტია
ინდოეთის ერთ-ერთ შტატში ადენოვირუსით 12 000 - მდე ბავშვი დაავადდა, მათგან 19 გარდაიცვალა, არაოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილთა რიცხვი უფრო მეტია

ინ­დო­ე­თის შტა­ტი კრი­ზის­შია მას შემ­დეგ, რაც ადე­ნო­ვირუ­სით 12 000-მდე ბავ­შვი და­ა­ვად­და, მთგან უმე­ტე­სო­ბა მცი­რე­წლო­ვა­ნია. კლი­ნი­კე­ბი პა­ცი­ენ­ტებს ვერ აუ­დი­ან, ავად­მყო­ფი ბავ­შვე­ბის ოჯა­ხე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­თან ათე­ვენ ღა­მე­ებს.

და­სავ­ლეთ ბენ­გალ­ში მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით, წელს 19 ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა და ათა­სო­ბით ბავ­შვი სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იან­ვრის შემ­დეგ, აქ ადე­ნო­ვირუ­სის 12 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და 3 000-ზე მეტი ბავ­შვია გრი­პის მსგავ­სი მძი­მე სიმპტო­მე­ბით კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი. ჯან­დაც­ვის ექიმ­თა ასო­ცი­ა­ცია ხალ­ხს აფრ­თხი­ლებს, რომ და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბევ­რად უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კა­შია მო­ცე­მუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად 100-ს აღე­მა­ტე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას კი ამ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა საკ­მა­ოდ უჭირს. ზო­გი­ერ­თი პე­დი­ატ­რი­უ­ლი პა­ლა­ტა სავ­სეა და ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შვებს სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­წო­ლის ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­ზი­ა­რე­ბაც კი უწევთ.

ადე­ნო­ვირუ­სებს შე­უძ­ლი­ათ გა­მო­იწ­ვი­ონ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი, თვა­ლის და კუ­ჭის ინ­ფექ­ცი­ე­ბი. ასე­ვე ახა­სი­ა­თებთ დი­ა­რეა.

ჯან­დაც­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, ავად­მყო­ფი და გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ადე­ნო­ვირუ­სის ორი მუ­ტა­ცი­უ­რი შტა­მია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

ვირუ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეს ინ­დო­ე­თის სხვა შტა­ტებ­შიც, მა­ჰა­რაშ­ტრა­სა და კარ­ნა­ტა­კა­შიც. ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ნე­ლებ­ლად, კო­ვი­დის პან­დე­მი­ის დროს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა ნიღ­ბის ტა­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, კვლავ და­ნერ­გა, თუმ­ცა სკო­ლე­ბის და­ხურ­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა ჯერ არ გა­უ­ცი­ათ. ექი­მებ­მა, რომ­ლე­ბიც Guardian-ს ესა­უბრნენ, გა­ნა­ცხა­დეს, რომ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­ში შემ­თხვე­ვე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისაა, რომ კო­ვი­დის "ლოკ­და­უ­ნის" დროს მათ ვერ შეძ­ლეს იმუ­ნი­ტე­ტის შექ­მნა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

....
0

კოვიდი არგეყოთ ეხლა ახალი პანიკაუნდა დათესოთ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ინდოეთის ერთ-ერთ შტატში ადენოვირუსით 12 000 - მდე ბავშვი დაავადდა, მათგან 19 გარდაიცვალა, არაოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილთა რიცხვი უფრო მეტია

ინდოეთის ერთ-ერთ შტატში ადენოვირუსით 12 000 - მდე ბავშვი დაავადდა, მათგან 19 გარდაიცვალა, არაოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილთა რიცხვი უფრო მეტია

ინდოეთის შტატი კრიზისშია მას შემდეგ, რაც ადენოვირუსით 12 000-მდე ბავშვი დაავადდა, მთგან უმეტესობა მცირეწლოვანია. კლინიკები პაციენტებს ვერ აუდიან, ავადმყოფი ბავშვების ოჯახები საავადმყოფოებთან ათევენ ღამეებს.

დასავლეთ ბენგალში მწვავე რესპირატორული ინფექციით, წელს 19 ბავშვი გარდაიცვალა და ათასობით ბავშვი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იანვრის შემდეგ, აქ ადენოვირუსის 12 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 000-ზე მეტი ბავშვია გრიპის მსგავსი მძიმე სიმპტომებით კლინიკაში მოთავსებული. ჯანდაცვის ექიმთა ასოციაცია ხალხს აფრთხილებს, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი არაოფიციალურად 100-ს აღემატება.

სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას კი ამ პრობლემასთან გამკლავება საკმაოდ უჭირს. ზოგიერთი პედიატრიული პალატა სავსეა და ცნობების მიხედვით, ბავშვებს საავადმყოფოს საწოლის ერთმანეთისთვის გაზიარებაც კი უწევთ.

ადენოვირუსებს შეუძლიათ გამოიწვიონ რესპირატორული, თვალის და კუჭის ინფექციები. ასევე ახასიათებთ დიარეა.

ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ავადმყოფი და გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობაზე ადენოვირუსის ორი მუტაციური შტამია პასუხისმგებელი.

ვირუსი აღმოაჩინეს ინდოეთის სხვა შტატებშიც, მაჰარაშტრასა და კარნატაკაშიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების შესანელებლად, კოვიდის პანდემიის დროს გამოყენებული პროტოკოლები, როგორიცაა ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია, კვლავ დანერგა, თუმცა სკოლების დახურვის განკარგულება ჯერ არ გაუციათ. ექიმებმა, რომლებიც Guardian-ს ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ მცირეწლოვან ბავშვებში შემთხვევების დიდი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კოვიდის "ლოკდაუნის" დროს მათ ვერ შეძლეს იმუნიტეტის შექმნა გავრცელებული ინფექციების მიმართ.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა