საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მარო მაყაშვილის სტიპენდიის რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით, გმირის სახელი კნინდება" - რას წერს გიორგი კეკელიძე
"რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ  მარო მაყაშვილის სტიპენდიის  რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით, გმირის სახელი კნინდება" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის ფონ­დი აფუძ­ნებს ახალ სტი­პენ­დი­ას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის და პირ­ველ სტი­პენ­დი­ას მი­ი­ღებს სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, 7-8 მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე წერს, რომ ამ იდე­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მათი მო­საზ­რე­ბით, ამ ქმე­დე­ბით ქარ­თვე­ლი გმი­რის სა­ხე­ლი კნინ­დე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე პა­ტივ­სა­ცემ­მა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ ჩვე­ნი ფონ­დის მიერ მარო მა­ყაშ­ვი­ლის სტი­პენ­დი­ის და­წე­სე­ბით და რო­მე­ლი­მე ახალ­გაზ­რდა­ზე მი­ნი­ჭე­ბით ქარ­თვე­ლი გმი­რის სა­ხე­ლი კნინ­დე­ბა. კარ­გი, მო­გიყ­ვე­ბით ჯერ გა­ვა­კე­თეთ ჩვენ მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლის "და­საკ­ნი­ნებ­ლად", იმის ხაზ­გა­უს­მე­ლად რას აკე­თე­ბენ სხვე­ბი.

1) ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ცენ­ტრა­ლურ კორ­პუს­ში გავ­ხსე­ნით მარო მა­ყაშ­ვი­ლის ბაღი.

2) ფო­ტო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­მელ­საც თქვენ იყე­ნებთ მა­რო­სას, ჩვე­ნი რესტრავ­რი­რე­ბუ­ლი და აღ­დგე­ნი­ლია.

3) ვა­წყობთ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს ქარ­თულ სოფ­ლებ­ში მარო მა­ყაშ­ვილ­ზე და ქარ­თველ იუნკრებ­ზე.

4) მა­როს მა­მის, კოტე მა­ყაშ­ვი­ლის ლექ­სი სა­კუ­თარ შვილ­ზე წარ­ვად­გი­ნეთ ქარ­თუ­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში შე­სა­ტა­ნად.

5) ამ სტი­პენ­დი­ას ვა­ნი­ჭებთ სხვა­დას­ხვა აზ­რით გა­მორ­ჩე­ულ ახალ­გაზ­რდებს - იმ ლო­გი­კით, რომ ვინ­მემ სრუ­ლად უნდა გა­ი­მე­ო­როს მა­როს გზა ტრა­გი­კუ­ლი აღ­სას­რუ­ლით, იმე­დია არა­ვის­თვის მი­ნი­ჭე­ბა არ დაგ­ვჭირ­დე­ბა.

აქამ­დე და­ვა­არ­სეთ ან­წუ­ხე­ლი­ძის და დათა პა­პას სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ე­ბი. მარო მა­ყაშ­ვი­ლის სტი­პენ­დია კი ორ საქ­მეს გა­ა­კე­თებს - ერთი, რომ ახალ­გაზ­რდებს წა­ა­ხა­ლი­სებს და მე­ო­რე - ამ თა­ო­ბას, რო­მელ­თა­განც ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა არც იცის ან ცოტა იცის ქარ­თველ გმირ­ზე, და­ა­ფიქ­რებს ან შე­ახ­სე­ნებს მის ღვაწლს. თუ ფონ­დის სა­ხე­ლია გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი - გუ­რუ­ლი დღი­უ­ე­რე­ბი - ამას ვე­რა­ფერს მო­ვუ­ხერ­ხებთ, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია რთუ­ლი საქ­მეა და თა­ვის დრო­ზე იმი­ტო­მაც და­ერ­ქვა, რომ გუ­რუ­ლე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ, ჩემი წიგ­ნე­ბი­დან ჰო­ნო­რარს სრუ­ლად აქ ვრი­ცხავ­დი და ჩემი ხელ­ფა­სი­საც. ასო­ბით მოს­წავ­ლეს და სტუნ­დენტს გა­ვუ­მარ­თეთ ხელი. ახლა ერთი შშმ გო­გოს­თვის გვინ­და მა­როს სტი­პენ­დი­ის და­ნიშ­ვნა, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვერ და­დის სო­ფელ დი­ცი­დან, ოკუ­პა­ცი­ის გამ­ყო­ფი ხა­ზი­დან და ეგებ ამ საქ­მე­ში დაგ­ვე­თან­ხმოთ და პა­რა­ლე­ლუ­რად ფი­ლო­სო­ფო­უ­რად გვაკ­რი­ტი­კოთ, ეგ პრობ­ლე­მა არ არის."- წერს კე­კე­ლი­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
4

მადლობას, წახალისებასა თუ პრემიას , ჩემი აზრით იმსახურებს ის სპეცრაზმელი, ფეხებთან საქართველოს დროშა პროვოკაციულად რომ მიუგდეს, მან კი ფარი გასწია, არ შეეშინდა, რომ შიუზლებოდა მოლოტოვის კოქტეილი მოხვედროდა, აითო დროშა, აკოცა და გადააწოდა!

ნანა
8

მარო მაყაშვილის ნათელი სახელის შეურაცხყოფაა ეს

ავტორი:

"რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მარო მაყაშვილის სტიპენდიის რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით, გმირის სახელი კნინდება" - რას წერს გიორგი კეკელიძე

"რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ  მარო მაყაშვილის სტიპენდიის  რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით, გმირის სახელი კნინდება" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც იქნება საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის და პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, 7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო.

გიორგი კეკელიძე წერს, რომ ამ იდეამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. მათი მოსაზრებით, ამ ქმედებით ქართველი გმირის სახელი კნინდება.

"რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩვენი ფონდის მიერ მარო მაყაშვილის სტიპენდიის დაწესებით და რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით ქართველი გმირის სახელი კნინდება. კარგი, მოგიყვებით ჯერ გავაკეთეთ ჩვენ მარო მაყაშვილის სახელის "დასაკნინებლად", იმის ხაზგაუსმელად რას აკეთებენ სხვები.

1) ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ კორპუსში გავხსენით მარო მაყაშვილის ბაღი.

2) ფოტოების უმრავლესობა, რომელსაც თქვენ იყენებთ მაროსას, ჩვენი რესტრავრირებული და აღდგენილია.

3) ვაწყობთ საჯარო ლექციებს ქართულ სოფლებში მარო მაყაშვილზე და ქართველ იუნკრებზე.

4) მაროს მამის, კოტე მაყაშვილის ლექსი საკუთარ შვილზე წარვადგინეთ ქართულის სახელმძღვანელოებში შესატანად.

5) ამ სტიპენდიას ვანიჭებთ სხვადასხვა აზრით გამორჩეულ ახალგაზრდებს - იმ ლოგიკით, რომ ვინმემ სრულად უნდა გაიმეოროს მაროს გზა ტრაგიკული აღსასრულით, იმედია არავისთვის მინიჭება არ დაგვჭირდება.

აქამდე დავაარსეთ ანწუხელიძის და დათა პაპას სახელობის სტიპენდიები. მარო მაყაშვილის სტიპენდია კი ორ საქმეს გააკეთებს - ერთი, რომ ახალგაზრდებს წაახალისებს და მეორე - ამ თაობას, რომელთაგანც ზოგიერთმა შეიძლება არც იცის ან ცოტა იცის ქართველ გმირზე, დააფიქრებს ან შეახსენებს მის ღვაწლს. თუ ფონდის სახელია გამაღიზიანებელი - გურული დღიუერები - ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, რეორგანიზაცია რთული საქმეა და თავის დროზე იმიტომაც დაერქვა, რომ გურულები შევიკრიბეთ, ჩემი წიგნებიდან ჰონორარს სრულად აქ ვრიცხავდი და ჩემი ხელფასისაც. ასობით მოსწავლეს და სტუნდენტს გავუმართეთ ხელი. ახლა ერთი შშმ გოგოსთვის გვინდა მაროს სტიპენდიის დანიშვნა, რომელიც უნივერსიტეტში ვერ დადის სოფელ დიციდან, ოკუპაციის გამყოფი ხაზიდან და ეგებ ამ საქმეში დაგვეთანხმოთ და პარალელურად ფილოსოფოურად გვაკრიტიკოთ, ეგ პრობლემა არ არის."- წერს კეკელიძე "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: