მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლება შოკში აღმოჩნდა - გამოჩნდა ძალა, მთელი თავისი სიდიადით, რომელიც აქამდე არ ჩანდა, რომელიც როგორც ჩანს, კულისებში იკრებდა ძალას" - იაგო კაჭკაჭიშვილი
"ხელისუფლება შოკში აღმოჩნდა - გამოჩნდა ძალა, მთელი თავისი სიდიადით, რომელიც აქამდე არ ჩანდა, რომელიც როგორც ჩანს, კულისებში იკრებდა ძალას" - იაგო კაჭკაჭიშვილი

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი გან­წყო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად ახლა გა­შიშ­ვლდა, რაც მათ ელექ­ტო­რა­ტის და­კარ­გვის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწო­რედ ამი­ტომ აქვს რეპ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის გან­ზრახ­ვა, - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ო­ლოგ­მა, იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად ახლა უჭირს, რად­გან მან ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი გან­წყო­ბე­ბი სულ უფრო მძლავ­რად გა­მო­ფი­ნა და ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლის საჩ­ვე­ნებ­ლად, სულ უფრო ნაკ­ლე­ბი სივ­რცე და­ტო­ვა.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქამ­დე ახერ­ხებ­და, რომ ერთი ხე­ლით ეგი­ნე­ბი­ნა ევ­რო­პა, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ეთ­ქვა, რომ ჩვენ გვინ­და ევ­რო­პა, ოღონდ ღირ­სე­უ­ლი ევ­რო­პა და ა.შ., მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს ახლა, იმი­ტომ, რომ მან თა­ვი­სი ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი გან­წყო­ბე­ბი სულ უფრო მძლავ­რად გა­მო­ფი­ნა და სულ უფრო ნაკ­ლე­ბი სივ­რცე და ად­გი­ლი და­ტო­ვა ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლის საჩ­ვე­ნებ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 7-9 მარ­ტის მოვ­ლე­ნე­ბის დროს, საპ­რო­ტეს­ტო ნა­კა­დის და­სა­წყი­სი ვი­ხი­ლეთ, რო­მელ­საც ჰქონ­და პო­ტენ­ცია, რომ წამ­ლე­კა­ვი ძალა გამ­ხდა­რი­ყო და სწო­რედ აქ მიხ­ვდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ რა­ღაც უნდა და­ეთ­მო.

"ის, რაც მოხ­და, იყო სრუ­ლი­ად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, შოკ­ში აღ­მოჩ­ნდა. ის არ ელო­და მოვ­ლე­ნე­ბის ისე გან­ვი­თა­რე­ბას, რო­გორც გან­ვი­თარ­და. ყვე­ლა­ფერს ელო­და ამის გარ­და. მან ჩათ­ვა­ლა, რომ მის მი­მართ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი ან სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტო­რე­ბი ჩა­ა­ჩუ­მა, მო­ახ­დი­ნა მათი მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი და­ჩი­ავ­და, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ზე შე­ტე­ვა და­ი­წყო, მე­დია მუდ­მი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბის ქვეშ ჰყავ­და და რა­ღაც­ნა­ი­რად პო­ლი­ტი­კუ­რი ჰე­გე­მო­ნის როლს ინარ­ჩუ­ნებ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლის ქვეშ, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად მყა­რი და გა­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ქმნი­და, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თი­ხის ფე­ხებ­ზე მდგა­რი ხუ­ხუ­ლა აღ­მოჩ­ნდა. ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდა ფსევ­დო სტა­ბი­ლუ­რო­ბა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან იო­ლად გა­უჩ­ნდა ბზა­რე­ბი და ეს ბზა­რე­ბი გა­ა­ჩი­ნა ახალ­მა სის­ხლმა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში თუ ქარ­თულ სო­ცი­უმ­ში, ადა­მი­ა­ნებ­მა, ახალ­გაზ­რდებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ტეს­ტის გამ­წე­ვი ძალა იყ­ვნენ. ერ­თგვა­რი ლი­დე­რის თუ გამ­წე­ვის ძა­ლის ფუნ­ქცია მათ აი­ღეს.

ეს იყო სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი, იმი­ტომ, რომ გა­მოჩ­ნდა ძალა, მთე­ლი თა­ვი­სი სი­დი­ა­დით, რო­მე­ლიც აქამ­დე არ ჩან­და, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, კუ­ლი­სებ­ში იკ­რებ­და ძა­ლას და ეს ძალა გა­შიშ­ვლდა მა­შინ, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად გახ­და სა­ჭი­რო. და ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­დის გახ­და სა­ჭი­რო? რო­დე­საც ყვე­ლა­ზე უფრო მე­ტად იგ­რძნო ამ ძა­ლამ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ბა­რი­ე­რი ევ­რო­პას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გზა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გზა­ზე, ან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის გზა­ზე. ეს ძალა მიხ­ვდა, რომ გა­ჩუ­მე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და და მან აჩ­ვე­ნა სა­კუ­თა­რი პრო­ტეს­ტი, უშე­ღა­ვა­თო, გულ­წრფე­ლი პრო­ტეს­ტი. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო,“ - გა­ნა­ცხა­და იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
9

კაჭკაჭიშვილის სახით აყაყანდა უცხოეთის აგენტები!!!

შე კაცო!

ბარემ ისიც გეთქვა თუ როდის აპირებს დღევანდელი ხელისუფლება დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სამართლებრივი ქართული სახელმწიფოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევას!

ამ ვითომ სოციოლოგს ერთ რჩევას მივცემ!

თუ რამეს ბლუყუნობ - მტიცებულებებიც უნდა მოიყვანო.

ქართულ საზოგადოებას!

ადამიანების ამ კატეგორიას რუბლების, დოლარების, ევროების, სტერლინგების და ა.შ. მიღების ნაცვლად გაყიდული აქვთ საკუთარი ქვეყანა და მზად არიან დაფლითონ და დაგლიჯონ ნებისმიერი, ვინც გაილაშქრებს მათი პირადი ინტერესების წინააღმდეგ!

კონკრეტულად კაჭკაჭიშვილს დამატებით იმის იმედიც აქვს, რომ შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რაიმე მაღალ თანამდებობას გამოკრას ხელი.

რაც შეეხება ახალი ძალის გამოჩენას!

მივესალმები იმ ძალის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც მართული არ იქნება ქვეყნის შიდა და გარეშე მტრებისაგან, რომლებიც საკმარისზე მეტი ყავს ჩვენს სამშობლოს!

 

კაი კაცო
5

რა ყველას ერთად მოუნდათ ევროპაში წასვლა ,სად იყავით აქამდე, კანდიდატის სტატუსი თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი გაგეკეთებინათ , რომ მიგვეღო.ახლა ვითომ მიშაზე გადისო გზაო, მიშა არ იყო შუქურა პრეზიდენტი? რატომ არ მოგვცეს? ანუ, ნიშნავს, რომ გამოყენება უნდათ ჩვენი, რა თქმა უნდა ომში და პირდაპირ არ გეუბნებითო.....აშკარაა მათი სურვილები.უნდა ავირჩიოთ: ან გადარჩენა, ან სიკვდილი კანდიდატის სტატუსისთვის. მე ვირჩევ გადარჩენას.

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხელისუფლება შოკში აღმოჩნდა - გამოჩნდა ძალა, მთელი თავისი სიდიადით, რომელიც აქამდე არ ჩანდა, რომელიც როგორც ჩანს, კულისებში იკრებდა ძალას" - იაგო კაჭკაჭიშვილი

"ხელისუფლება შოკში აღმოჩნდა - გამოჩნდა ძალა, მთელი თავისი სიდიადით, რომელიც აქამდე არ ჩანდა, რომელიც როგორც ჩანს, კულისებში იკრებდა ძალას" - იაგო კაჭკაჭიშვილი

ხელისუფლების ანტიევროპული განწყობა ყველაზე მეტად ახლა გაშიშვლდა, რაც მათ ელექტორატის დაკარგვის საშიშროების წინაშე აყენებს. ხელისუფლებას სწორედ ამიტომ აქვს რეპრესიული პოლიტიკის გატარების განზრახვა, - ამის შესახებ სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ყველაზე მეტად ახლა უჭირს, რადგან მან ანტიევროპული განწყობები სულ უფრო მძლავრად გამოფინა და ევროპასთან ინტეგრაციის გულწრფელი სურვილის საჩვენებლად, სულ უფრო ნაკლები სივრცე დატოვა.

"ხელისუფლება აქამდე ახერხებდა, რომ ერთი ხელით ეგინებინა ევროპა, მაგრამ მეორე მხრივ, ეთქვა, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, ოღონდ ღირსეული ევროპა და ა.შ., მაგრამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად უჭირს ახლა, იმიტომ, რომ მან თავისი ანტიევროპული განწყობები სულ უფრო მძლავრად გამოფინა და სულ უფრო ნაკლები სივრცე და ადგილი დატოვა ევროპასთან ინტეგრაციის გულწრფელი სურვილის საჩვენებლად“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებული საპროტესტო ტალღა ხელისუფლებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.

კაჭკაჭიშვილის განცხადებით, 7-9 მარტის მოვლენების დროს, საპროტესტო ნაკადის დასაწყისი ვიხილეთ, რომელსაც ჰქონდა პოტენცია, რომ წამლეკავი ძალა გამხდარიყო და სწორედ აქ მიხვდა ხელისუფლება, რომ რაღაც უნდა დაეთმო.

"ის, რაც მოხდა, იყო სრულიად არაპროგნოზირებადი ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება ფაქტობრივად, შოკში აღმოჩნდა. ის არ ელოდა მოვლენების ისე განვითარებას, როგორც განვითარდა. ყველაფერს ელოდა ამის გარდა. მან ჩათვალა, რომ მის მიმართ დაპირისპირებული, ყოველ შემთხვევაში, მისგან განსხვავებული, პოლიტიკური ან სოციალური აქტორები ჩააჩუმა, მოახდინა მათი მარგინალიზება, პოლიტიკური სპექტრი დაჩიავდა, სამოქალაქო სექტორზე შეტევა დაიწყო, მედია მუდმივი რეპრესიების ქვეშ ჰყავდა და რაღაცნაირად პოლიტიკური ჰეგემონის როლს ინარჩუნებდა. რასაკვირველია, საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, მაგრამ რაღაცნაირად მყარი და გამართული პოლიტიკური სტრუქტურის შთაბეჭდილებას ქმნიდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი თიხის ფეხებზე მდგარი ხუხულა აღმოჩნდა. ეს ყველაფერი აღმოჩნდა ფსევდო სტაბილურობა, რომელსაც ძალიან იოლად გაუჩნდა ბზარები და ეს ბზარები გააჩინა ახალმა სისხლმა ქართულ პოლიტიკაში თუ ქართულ სოციუმში, ადამიანებმა, ახალგაზრდებმა, რომლებიც ამ პროტესტის გამწევი ძალა იყვნენ. ერთგვარი ლიდერის თუ გამწევის ძალის ფუნქცია მათ აიღეს.

ეს იყო სრულიად მოულოდნელი, იმიტომ, რომ გამოჩნდა ძალა, მთელი თავისი სიდიადით, რომელიც აქამდე არ ჩანდა, რომელიც როგორც ჩანს, კულისებში იკრებდა ძალას და ეს ძალა გაშიშვლდა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გახდა საჭირო. და ყველაზე მეტად როდის გახდა საჭირო? როდესაც ყველაზე უფრო მეტად იგრძნო ამ ძალამ ინსტიტუციური ბარიერი ევროპასთან ურთიერთობის გზაზე და შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე, ან საქართველოში დემოკრატიის და თავისუფლების გადარჩენის გზაზე. ეს ძალა მიხვდა, რომ გაჩუმება არ შეიძლებოდა და მან აჩვენა საკუთარი პროტესტი, უშეღავათო, გულწრფელი პროტესტი. ეს ხელისუფლებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო,“ - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.