პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მისმა ქვეყანამ უკრაინას "მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლები, შესაძლოა, მომდევნო 4-6 კვირაში გადასცეს.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თებერვლის ბოლოს CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები "მიგ-29“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სამართავად მომზადებული იყვნენ.
"თუმცა, უკრაინელ პილოტებს, სავარაუდოდ, მეტი წვრთნები დასჭირდებათ, რათა მზად იყვნენ ნატო-ს სტანდარტების თანამედროვე თვითმფრინავების მართვისთვის, როგორიცაა F-16", აღნიშნა დუდამ.
მისი თქმით, თანამედროვე იარაღი გასაღებია რუსეთისგან დასაცავად უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად. კითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს საბრძოლო თვითმფრინავებს, პოლონეთის პრეზიდენტმა უპასუხა: ”რა თქმა უნდა, დიახ, თუ ასეთი საჭიროება არსებობს“.
კადიროვი იღრინება პოლონეთსაც მალე მივხედავთო და მერე მადაც უკრაინელების ვაჟკაცობის იმედად ხომ არ აპირებთ დარჩენას? მათი ფეიკ მასტერი მთავრობის რა გითხრათ თორემ უკრაინელმა მეომრებმა უმაგალითო ვაჟკაცობა აჩვენეს მსოფლიოს! მშვიდობა და აყვავება გმირ უკრაინელ ხალხს!
ამას უნდოდა ეთქვა 4-6 წელიწადში გადავცემთო, ეჰ ვერაა კარგად ხახოლების საქმე (((((