სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დასკვნას აქვეყნებს ვენეციის კომისია "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით?
რა დასკვნას აქვეყნებს ვენეციის კომისია "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით?

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნას აქ­ვეყ­ნებს და აცხა­დებს, რომ რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც კო­მი­სი­ამ მა­ნამ­დე გას­ცა, ჯერ კი­დევ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, მათ შო­რის იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში სა­სა­მარ­თლო კორ­პო­რა­ტი­ვიზ­მი­სა და პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რაც უნდა მო­ი­ცავ­დეს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ყოვ­ლის­მომ­ცველ რე­ფორ­მას.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მი­ხედ­ვით, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ასე­ვე მო­სა­მარ­თლე­თა მათი თან­ხმო­ბის გა­რე­შე მივ­ლი­ნე­ბა/გა­დაყ­ვა­ნა­ზე იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ფარ­თო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა უფრო ვიწ­რო კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და­მა­ტე­ბით, მივ­ლი­ნე­ბე­ბის/გა­დაყ­ვა­ნის დრო­ი­სა და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­ზღუდ­ვის შე­მო­ღე­ბით, მივ­ლი­ნე­ბის/გა­დაყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვი­თო­ბის სის­ტე­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით.

  • ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რე­კო­მენ­და­ცია მო­სა­მარ­თლე­თა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის პრო­ცე­დუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­ჩე­რე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის უფრო ზუს­ტად გან­სა­ზღვრით, ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის­თვის მეტი დრო­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ხელ­ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით. ასე­ვე, იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მი­თი­თე­ბე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო­სათ­ვის.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით, უნდა შე­ი­ზღუ­დოს სა­ფუძ­ვლე­ბი მო­სა­მარ­თლე­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვე­ბით აზ­რის გა­მო­ხატ­ვას­თან. ამას­თან, დარ­ჩეს ად­გი­ლი მო­სა­მარ­თლე­თა კო­მენ­ტა­რე­ბის­თვის ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა.

დას­კვნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2022 წლის 22 ნო­ემ­ბრის წე­რი­ლით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მო­ი­თხო­ვა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის და ODIHR-ის ერ­თობ­ლი­ვი დას­კვნა „სა­ერ­თო სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში“ შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტზე.

2023 წლის 1-ელი თე­ბერ­ვლის ერ­თობ­ლი­ვი წე­რი­ლით, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ და ODIHR-მა აც­ნო­ბეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ თი­თო­ე­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი წა­რუდ­გენს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­ფა­სე­ბებს ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით მათი წინა მო­საზ­რე­ბე­ბის ფონ­ზე.

"გან­სა­ხილ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი მომ­ზად­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გა­ნა­ცხა­დის კონ­ტექ­სტში მო­თხოვ­ნი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ზო­მე­ბის ნა­წი­ლი. ევ­რო­კო­მი­სი­ამ რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წია სა­ქარ­თვე­ლოს „მი­ი­ღოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გამჭვირ­ვა­ლე და ეფექ­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ფარ­თო, ინ­კლუ­ზი­ურ და მრა­ვალ­პარ­ტი­ულ სა­კონ­სულ­ტა­ციო პრო­ცეს­ზე; უზ­რუნ­ველ­ყოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სრუ­ლად და ჭეშ­მა­რი­ტად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის და­ნა­წი­ლე­ბა; კერ­ძოდ, უზ­რუნ­ველ­ყოს ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო და პრო­კუ­რა­ტუ­რის უწყე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­თა­ნა­დო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და მთლი­ა­ნო­ბა და აღ­მო­ფხვრას გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, მათ შო­რის ყვე­ლა დო­ნე­ზე მო­სა­მარ­თლე­თა და ასე­ვე გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნა; გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი რე­ფორ­მა და და­ნიშ­ნოს უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დარ­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბი. ყვე­ლა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა სრუ­ლად უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს და ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბას. მხო­ლოდ და­მო­უ­კი­დე­ბელ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას შე­უძ­ლია კა­ნონ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, რომ არ­სე­ბობ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დას­კვნა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
3

ევროპა კანონები და ქვეყანა თავზე გემხობათ მიხედეთ საკუთარ ქვეყანას 200€ რომ პენსიონერს დაუნიშნავთ როგორ შეილება სხვაგან იშვირო ხელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა დასკვნას აქვეყნებს ვენეციის კომისია "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით?

რა დასკვნას აქვეყნებს ვენეციის კომისია "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით?

ვენეციის კომისია "საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას.

ვენეციის კომისიის მიხედვით, გასათვალისწინებელია ასევე მოსამართლეთა მათი თანხმობის გარეშე მივლინება/გადაყვანაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა უფრო ვიწრო კრიტერიუმების დამატებით, მივლინებების/გადაყვანის დროისა და ადგილმდებარეობის შეზღუდვის შემოღებით, მივლინების/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის უზრუნველყოფით.

  • ასევე, გასათვალისწინებელია რეკომენდაცია მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურასთან დაკავშირებით, შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტად განსაზღვრით, ამგვარი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მეტი დროის გათვალისწინებით და უფლებამოსილების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით. ასევე, იმის უზრუნველყოფა, რომ უზენაესი სასამართლოს მითითებები სავალდებულო იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით აზრის გამოხატვასთან. ამასთან, დარჩეს ადგილი მოსამართლეთა კომენტარებისთვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 22 ნოემბრის წერილით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოითხოვა ვენეციის კომისიის და ODIHR-ის ერთობლივი დასკვნა „საერთო საქართველოს ორგანულ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტზე.

2023 წლის 1-ელი თებერვლის ერთობლივი წერილით, ვენეციის კომისიამ და ODIHR-მა აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თითოეული ინსტიტუტი წარუდგენს ინდივიდუალურ შეფასებებს ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მათი წინა მოსაზრებების ფონზე.

"განსახილველი ცვლილებების პროექტი მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის კონტექსტში მოთხოვნილი საკანონმდებლო ზომების ნაწილი. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოს „მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე; უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე უზრუნველყოს უფლებამოსილებების დანაწილება; კერძოდ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და პროკურატურის უწყების, განსაკუთრებით კი, უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა და აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის ყველა დონეზე მოსამართლეთა და ასევე გენერალური პროკურორის დანიშვნა; განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. მხოლოდ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას შეუძლია კანონზე დაფუძნებული მიუკერძოებელი სამართლიანობის აღსრულება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება.

კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ არსებობდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, - აღნიშნულია დასკვნაში.