მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასაცილოა, თითქოს ბადრის დაკავების მომენტში უღიარებია, სად წაიღო თანხა" - ადვოკატი
"სასაცილოა, თითქოს ბადრის დაკავების მომენტში უღიარებია, სად წაიღო თანხა" - ადვოკატი

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის, იო­სებ ჯა­ნა­ში­ას გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის გი­ორ­გი ქან­და­რი­ას ჩვე­ნე­ბა, იმის შე­სა­ხებ, რომ და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში ბად­რი ესე­ბუ­ამ პო­ლი­ცი­ას უთხრა, რომ თან­ხის ნა­წი­ლი და­ხარ­ჯა, ნა­წი­ლი კი და­კარ­გა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მისი თქმით, პო­ლი­ცი­ას საქ­მე­ზე მწი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს და მსგავ­სი ჩვე­ნე­ბე­ბი ამი­ტომ სჭირ­დე­ბა.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­სა­ცი­ლოა, თით­ქოს ბად­რის და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში უღი­ა­რე­ბია თუ სად წა­ი­ღო თან­ხა. ბუ­ნებ­რი­ვი და ცხა­დია, თუ რის­თვის სჭირ­დე­ბა პო­ლი­ცი­ას მოწ­მე­ე­ბის ასე­თი ჩვე­ნე­ბე­ბი, იმ მი­ზე­ზე­ბის გამო, რომ ძა­ლი­ან მწი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და უნ­დათ, რომ ერ­თგვა­რი ფონი შექ­მნან საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. თით­ქოს, ბად­რი ესე­ბუ­ამ და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში გულ­წრფე­ლად მო­უყ­ვა ყვე­ლა­ფე­რი, რაც აბ­სურ­დია და რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოდო­რო­ლო­გი­უ­რი და ხმის ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის ფაქტს და გა­ნა­ცხა­და, რომ ორი­ვე ექ­სპერ­ტი­ზა კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს.

"ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რაც წარ­მო­ად­გი­ნეს - ეს არის ოდო­რო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა. ეს ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბა ხდე­ბა ცხო­ვე­ლის მეშ­ვე­ო­ბით - ძაღ­ლის ყნოს­ვის, ანუ ცხვი­რის აპა­რატ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ შეძ­ლებს ძაღ­ლი გარ­კვე­უ­ლი სუ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, თუმ­ცა თქვენ იცით დაც­ვის პო­ზი­ცია მო­ცე­მულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ ძა­ლი­ან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თუ არ იყო ამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა სა­ეჭ­ვო, რა­ტომ ჩა­ა­ტა­რეს ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე და რა­ტომ არ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა დავ­სწრე­ბო­დით ამ ექ­სპერ­ტი­ზას . ამო­იც­ნო თუ არა კონ­კრე­ტულ­მა ძაღ­ლმა კონ­კრე­ტუ­ლი სუ­ნის ნი­მუ­ში, ამის შე­სა­ხებ ჩვენ ვი­ზუ­ა­ლუ­რად ვე­რა­ფერს ვნა­ხავთ, მოვა მხო­ლოდ ექ­სპერ­ტი და იტყვის, რომ მე ჩა­ვა­ტა­რე ექ­სპერ­ტი­ზა და ძაღ­ლმა ამო­იც­ნო, რაც თა­ვის­თა­ვად უფრო მეტ კი­თხვის ნი­შანს აჩენს.

რაც შე­ე­ხე­ბა მათ მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ ხმის იდენ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს მძარ­ცვე­ლის ხმა 112-იდან და ბან­კის ერთ-ერთი კრე­დიტ ოფიც­რის­გან ამო­ღე­ბულ ჩა­ნა­წე­რებს ემ­თხვე­ვა, რომ­ლის იდენ­ტუ­რო­ბაც ჰქონ­და დად­გე­ნი­ლი ექ­სპერტს, აქაც დიდი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობს, იყო თუ არა ბად­რი ესე­ბუ­ას ხმა შე­და­რე­ბუ­ლი მო­ცე­მულ ვი­თა­რე­ბა­ში“,- აღ­ნიშ­ნა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კ ო მ ბ ლ ე
0

აბა რა! ბორკილებს რომ ადებდნენ, მაშინ უყვირია; სად მაქვს ფული მე უბედურს, სააად! დეიხარჯა, დეიკარგა და რაღა დროსო,

ამას ყრუ პოლიციეელი ამტკიცებს თურმე.. ნამდვილი კარდაბალეტია.!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სასაცილოა, თითქოს ბადრის დაკავების მომენტში უღიარებია, სად წაიღო თანხა" - ადვოკატი

"სასაცილოა, თითქოს ბადრის დაკავების მომენტში უღიარებია, სად წაიღო თანხა" - ადვოკატი

"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე გამოკითხული პოლიციელის გიორგი ქანდარიას ჩვენება, იმის შესახებ, რომ დაკავების მომენტში ბადრი ესებუამ პოლიციას უთხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, პოლიციას საქმეზე მწირი მტკიცებულებები აქვს და მსგავსი ჩვენებები ამიტომ სჭირდება.

"სიმართლე გითხრათ, სასაცილოა, თითქოს ბადრის დაკავების მომენტში უღიარებია თუ სად წაიღო თანხა. ბუნებრივი და ცხადია, თუ რისთვის სჭირდება პოლიციას მოწმეების ასეთი ჩვენებები, იმ მიზეზების გამო, რომ ძალიან მწირი მტკიცებულებებია წარმოდგენილი და უნდათ, რომ ერთგვარი ფონი შექმნან საქმესთან დაკავშირებით. თითქოს, ბადრი ესებუამ დაკავების მომენტში გულწრფელად მოუყვა ყველაფერი, რაც აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ბრალდებულის უფლებადამცველი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოდოროლოგიური და ხმის ექსპერტიზის ჩატარების ფაქტს და განაცხადა, რომ ორივე ექსპერტიზა კითხვის ნიშნებს აჩენს.

"ახალი მტკიცებულება რაც წარმოადგინეს - ეს არის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეს ისეთი მტკიცებულებაა, რომლის ჩატარება ხდება ცხოველის მეშვეობით - ძაღლის ყნოსვის, ანუ ცხვირის აპარატზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებს ძაღლი გარკვეული სუნების იდენტიფიცირებას, თუმცა თქვენ იცით დაცვის პოზიცია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თუ არ იყო ამ ექსპერტიზის დასკვნა საეჭვო, რატომ ჩაატარეს ჩვენი მონაწილეობის გარეშე და რატომ არ მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით ამ ექსპერტიზას . ამოიცნო თუ არა კონკრეტულმა ძაღლმა კონკრეტული სუნის ნიმუში, ამის შესახებ ჩვენ ვიზუალურად ვერაფერს ვნახავთ, მოვა მხოლოდ ექსპერტი და იტყვის, რომ მე ჩავატარე ექსპერტიზა და ძაღლმა ამოიცნო, რაც თავისთავად უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს.

რაც შეეხება მათ მიერ გაჟღერებულ ხმის იდენტურობასთან დაკავშირებით, თითქოს მძარცველის ხმა 112-იდან და ბანკის ერთ-ერთი კრედიტ ოფიცრისგან ამოღებულ ჩანაწერებს ემთხვევა, რომლის იდენტურობაც ჰქონდა დადგენილი ექსპერტს, აქაც დიდი კითხვის ნიშნები არსებობს, იყო თუ არა ბადრი ესებუას ხმა შედარებული მოცემულ ვითარებაში“,- აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.