მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილმი, რომელიც "ოსკარის" 95-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა - როგორ განაწილდა ჯილდოები?
ფილმი, რომელიც "ოსკარის" 95-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა - როგორ განაწილდა ჯილდოები?

12 მარტს, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში "ოს­კა­რის" რი­გით 95-ე და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პრეს­ტი­ჟუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის ნაც­ვლად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფერი გა­მო­ი­ყე­ნეს.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ბევ­რი ვარ­სკვლა­ვი და­ეს­წრო.

ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ფილ­მე­ბი Elvis, Tár, Everything Everywhere All at Once, და The Fabelmans იყო წარ­დგე­ნი­ლი. ოთხი­ვე მათ­გა­ნი წლის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­შიც იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა უდა­ვო ლი­დე­რი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი Everything Everywhere All at Once გახ­და. ფილმმა 11 ნო­მი­ნა­ცი­ი­დან 7 "ოს­კა­რი" მო­ი­პო­ვა.

ეს ფილ­მი კვო­ნი­სა და შე­ი­ნერ­ტის რი­გით მე­ო­რე სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მია, რო­მე­ლიც 2022 წლის სენ­სა­ცი­ად იქცა და ათო­ბით ჯილ­დო მო­ი­პო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­უ­კე­თე­სო ქალ მსა­ხი­ობს, ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში ანა დე არ­მა­სი, კეიტ ბლან­შე­ტი, ან­დრეა რა­ი­ზე­ბო­რო, მი­შელ იო და მი­შელ უი­ლი­ამ­სი იყ­ვნენ წარ­დგე­ნი­ლი. ნო­მი­ნან­ტებს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი Everything Everywhere All at Once-ში მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მიშელ იო გახ­ლავთ და შე­დე­გად, ის პირ­ვე­ლი აზი­ე­ლი ქა­ლია, ვინც ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა.

სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში კი ოს­ტინ ბატ­ლე­რი, კო­ლინ ფა­რე­ლი, ბრენ­დან ფრე­ი­ზე­რი, პოლ მეს­კა­ლი და ბილ ნაიი იყ­ვნენ წარ­დგე­ნი­ლი. აქ ბრენ­დან ფრე­ი­ზერ­მა მი­ი­ღო ფილმ The Whale-ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის წო­დე­ბა. მის­თვის ეს პირ­ვე­ლი "ოს­კა­რია".

Everything Everywhere All at Once-ის რე­ჟი­სო­რებ­მა, დე­ნი­ელ კვან­მა და დე­ნი­ელ შა­ი­ნერ­ტიმ მი­ი­ღეს სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის "ოს­კა­რი". მათ­ვე გა­და­ე­ცათ ჯილ­დო ფილ­მის სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის­თვის.

სა­უ­კე­თე­სო ანი­მა­ცი­ად გი­ლერ­მო დელ ტო­როს "პი­ნო­ქიო" და­სა­ხელ­და.

მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის ფილმ Everything Everywhere All at Once-ის მსა­ხი­ო­ბე­ბი, ჯე­ი­მი ლი კურ­ტი­სი და კე ვი ჩი­უ­ა­ნი და­ჯილ­დოვ­დნენ.

სა­უ­კე­თე­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "ნა­ვალ­ნი" გახ­და. სა­უ­კე­თე­სო ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბის­თვის კი "ავა­ტარ­მა" მი­ი­ღო ჯილ­დო.

წყა­რო: oscars.org

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუანშერი
0

ფრეიზერს ეკუთვნოდა, მაგრად თამაშობს. ზოგადად ფილმს რაც შეეხება, უფრო მეტს მოველოდი არონოFსკისგან.

გოჩა
7

ჩსტარდება ოსკარი ზელენსკი თუ არ გამოვა სიტყვითთქო ხომ ვიძახდი ზელენსკიმ მიხედოს უკრაინას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ფილმი, რომელიც "ოსკარის" 95-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა - როგორ განაწილდა ჯილდოები?

ფილმი, რომელიც "ოსკარის" 95-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა - როგორ განაწილდა ჯილდოები?

12 მარტს, ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 95-ე დაჯილდოება გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, პრესტიჟული დაჯილდოების ორგანიზატორებმა ტრადიციული წითელი ხალიჩის ნაცვლად, განსხვავებული ფერი გამოიყენეს.

ღონისძიებას ბევრი ვარსკვლავი დაესწრო.

ნომინაციების უმეტესობაში ფილმები Elvis, Tár, Everything Everywhere All at Once, და The Fabelmans იყო წარდგენილი. ოთხივე მათგანი წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაშიც იყო ნომინირებული, თუმცა უდავო ლიდერი და გამარჯვებული Everything Everywhere All at Once გახდა. ფილმმა 11 ნომინაციიდან 7 "ოსკარი" მოიპოვა.

ეს ფილმი კვონისა და შეინერტის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც 2022 წლის სენსაციად იქცა და ათობით ჯილდო მოიპოვა.

რაც შეეხება საუკეთესო ქალ მსახიობს, ამ კატეგორიაში ანა დე არმასი, კეიტ ბლანშეტი, ანდრეა რაიზებორო, მიშელ იო და მიშელ უილიამსი იყვნენ წარდგენილი. ნომინანტებს შორის გამარჯვებული Everything Everywhere All at Once-ში მთავარი როლის შემსრულებელი, მიშელ იო გახლავთ და შედეგად, ის პირველი აზიელი ქალია, ვინც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცების კატეგორიაში კი ოსტინ ბატლერი, კოლინ ფარელი, ბრენდან ფრეიზერი, პოლ მესკალი და ბილ ნაიი იყვნენ წარდგენილი. აქ ბრენდან ფრეიზერმა მიიღო ფილმ The Whale-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობის წოდება. მისთვის ეს პირველი "ოსკარია".

Everything Everywhere All at Once-ის რეჟისორებმა, დენიელ კვანმა და დენიელ შაინერტიმ მიიღეს საუკეთესო რეჟისურისთვის "ოსკარი". მათვე გადაეცათ ჯილდო ფილმის საუკეთესო სცენარისთვის.

საუკეთესო ანიმაციად გილერმო დელ ტოროს "პინოქიო" დასახელდა.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმ Everything Everywhere All at Once-ის მსახიობები, ჯეიმი ლი კურტისი და კე ვი ჩიუანი დაჯილდოვდნენ.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი "ნავალნი" გახდა. საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის კი "ავატარმა" მიიღო ჯილდო.

წყარო: oscars.org

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა