შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი "ფისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
"მიუხედავად იმისა რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც, ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში ქ. ოცნების კომიკური მცდელობა - ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქ ნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი.
კიდევ ერთხელ, მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი.
ჩემ სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას.
რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი", - წერს ვანო მერაბიშვილი.
"ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება დაგვიჭერს მხარს, მასობრივი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა საქართველოში, რომ უკრაინა არ იყოს მარტო იმიტომ, რომ ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ”, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იზეიმონ, რუსეთზე გამარჯვება, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.
მერაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ „გაზაფხული და ზაფხული იქნება საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტისთვის“.
ვის მოუწოდებ შე არამზადა აქციებისკენ? ფეხებზე რომ გეკიდათ და ჩაგრავდით იმ ხალხს? მონანიებასა და სრულ მდუმარებაში უნდა იყო,საცოდავო,სინდისი ოდნავ მაინც რომ გქონდეს და გაწუხებდეს.საჯარო პოლიტიკაში არა ვარო,რეგვენო,გაიძახი და იქვე " ჩვენი პარტია და ჩვენი გეგმებიო..." რომ იძახი,აბა ამას პოლიტიკაში აქტიურად ყოფნის სურვილი არ ჰქვია? ცოდვათა მონანიების ნაცვლად დაწანწალებ უცხო ქვეყნებში და იქიდან იმუქრები არევითა და ომით.მტერი ხარ ამ სახელმწიფოსი და ხალხის ამის მერე,მტერი,აბა ვინ?!...
ოპოზიცია,ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეს ბლუდუნაც!....