პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს  კარგად გაწვრთნილი რეზერვი" - თავდაცვის მინისტრი
"ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს  კარგად გაწვრთნილი რეზერვი" - თავდაცვის მინისტრი

"ქვე­ყა­ნას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰყავ­დეს კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი რე­ზერ­ვი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მან სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის "თავ­დაც­ვის კო­დექ­სის“ ახა­ლი პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვის პრინ­ციპს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

"ჩვენ სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გვაქვს, გარ­და იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნას ჰყავ­დეს აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­ზერ­ვი. ამა­ზე ვთან­ხმდე­ბით ყვე­ლა, ჩვენც და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბიც“, - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, ამო­ცა­ნას, რო­მელ­საც კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­ზერ­ვი ჰქვია, სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, სწო­რედ ეს, ასე­ვე რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­კონ­ტრაქ­ტო ჯარი და სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხე­დო სამ­სა­ხუ­რი შე­ტა­ნი­ლია თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ათწ­ლი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა­ში და ახალ "თავ­დაც­ვის კო­დექ­სის“ პრო­ექ­ტში.

"დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბი არე­გუ­ლი­რებს ჩვენს მოკ­ლე­ვა­დი­ან და გრძელ­ვა­დი­ან გან­ვი­თა­რე­ბას. ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი შე­მუ­შავ­და ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად. ასე­ვე კო­დექ­სიც ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ყვე­ლა ეტაპ­ზე გა­ვი­ა­რეთ და იმ ვერ­სი­ა­ზე, რომ ჩვენ სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გვაქვს, გარ­და იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნას ჰყავ­დეს აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი რე­ზერ­ვი, ამა­ზე ვთან­ხმდე­ბით ყვე­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის” ეთერ­ში თავ­დაც­ვის კო­დექ­სის მიზ­ნებ­ზე, ძი­რი­თად სი­ახ­ლე­ებ­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის კუ­თხით მის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტი სწო­რედ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის უფრო მოქ­ნილ, გა­მარ­ტი­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში მოხ­დას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი მიზ­ნის, ქვე­ყა­ნა­ში სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­ზერ­ვის შექ­მნის მიღ­წე­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ სტუ­დენ­ტებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გავ­ლა მხო­ლოდ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­ე­ხე­ბათ.

"სტუ­დენ­ტე­ბი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აირ­ჩე­ვენ იმ პროგ­რა­მას, რო­მელ­საც ჩვენ ვთა­ვა­ზობთ, რაც ყო­ველ­წლი­უ­რად, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჯა­რის გავ­ლას გუ­ლის­ხმობს“,-აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ახ­სე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი ამ­ჟა­მა­დაც მოქ­მე­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფორ­მა კი არა არ­სე­ბით, რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბას, არა­მედ წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფრო მოქ­ნილ და მარ­ტივ სის­ტე­მად გარ­დაქ­მნას შე­უ­წყობს ხელს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

ყველა ჯანმრთელი მოქალაქე სკოლის დამთავრების შემდეგ განურჩევლად ყველასი და ყველაფრისა უნდა გადიოდეს მინიმუმ ერთ წლიან ნამდვილ სამხედრო სამსახურს.

გადადექი
1

კანონს რომელსაც არიქა სტუდენტები არ გავაბრაზოᲗო,აქციების Შემდეგ Შეცვლიან არ არის არც ნაფიქრი და არც მორგებული Ჩვენს ქვეყანაზე,გამიხდა ესეც სტრატეგი,კარგი გაიარა მომზადება და რა მერე უნდა აუკრᲫალო ქვეყნიდან გასვლა Თუ რა,ამიტომ ჯარი უნდა იყოს ნებაყოფილებიᲗი კარგი ხელფასიᲗ და კარგი პენსიიᲗ,დაამᲗავრებენ კონტრაქტს ᲗავისᲗავად გადაინაცვლებენ რეზერვᲨი,კი ბატონო ᲨეიᲫლება ვცდები,მაგრამ ეს კანონი არის Ხელის გადაგრეხვის კიდევ ერᲗი მცდელობა,ბატონო ბიᲫინა მოგვაცილე ეს ᲛარᲗლა ინფუზორიები,არაპროფესიონალები,სად ნახე ამდენი მლიქვნელი,ᲦარიბაᲨვილი საერᲗოდ მოვლენაა კობახიᲫესᲗან ერᲗად,დაანგრევენ ესენი ქვეყანას,მომავალი მრავალპარტიულ პარლამენტᲨია,სადაც უმრავლესობა არცერᲗ პარტიას არ ექნება,კოალიციური მᲗავრობა იქნება და კონტროლიც უკეᲗესი იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს  კარგად გაწვრთნილი რეზერვი" - თავდაცვის მინისტრი

"ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს  კარგად გაწვრთნილი რეზერვი" - თავდაცვის მინისტრი

"ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს კარგად გაწვრთნილი რეზერვი", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებისთვის "თავდაცვის კოდექსის“ ახალი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ტოტალური თავდაცვის პრინციპს ალტერნატივა არ აქვს.

"ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი და მომზადებული რეზერვი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამოცანას, რომელსაც კარგად მომზადებული რეზერვი ჰქვია, საქართველო აუცილებლად მიაღწევს.

როგორც მინისტრმა განმარტა, სწორედ ეს, ასევე რეგულარული საკონტრაქტო ჯარი და სავალდებულო სამხედო სამსახური შეტანილია თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმაში და ახალ "თავდაცვის კოდექსის“ პროექტში.

"დოკუმენტები, სამართლებრივი აქტები არეგულირებს ჩვენს მოკლევადიან და გრძელვადიან განვითარებას. ყველა დოკუმენტი შემუშავდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ასევე კოდექსიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა ეტაპზე გავიარეთ და იმ ვერსიაზე, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი, ამაზე ვთანხმდებით ყველა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის” ეთერში თავდაცვის კოდექსის მიზნებზე, ძირითად სიახლეებსა და სოციალური დაცვის კუთხით მის უპირატესობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის უფრო მოქნილ, გამარტივებულ პირობებში მოხდას ითვალისწინებს, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზნის, ქვეყანაში სათანადოდ მომზადებული რეზერვის შექმნის მიღწევაში დაგვეხმარება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ.

"სტუდენტები ნებაყოფლობით აირჩევენ იმ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რაც ყოველწლიურად, ერთი თვის განმავლობაში სავალდებულო ჯარის გავლას გულისხმობს“,-აღნიშნა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ამჟამადაც მოქმედებს, აღნიშნული რეფორმა კი არა არსებით, რადიკალურ ცვლილებას, არამედ წვევამდელთა ეროვნული სამსახურის უფრო მოქნილ და მარტივ სისტემად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.