მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო" - როგორ ეხმაურება დავით არახამია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს
"მინდა, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო" - როგორ ეხმაურება დავით არახამია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს

გუ­შინ, ნი­დერ­ლან­დურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ვით არა­ხა­მია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ღიად ჩარ­თვას აპი­რებს. ასე­ვე გავ­რცელ­და წე­რი­ლი, სა­დაც არა­ხა­მია თავს წარ­მო­ად­გენს უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლად და აცხა­დებს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

"არა­ხა­მი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მოჰ­ყვა თბი­ლის­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ სა­კა­მა­თო კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ,“ - წერს მე­დია.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ არა­ხა­მია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ითა­ნამ­შრომ­ლებ­და და­სავ­ლეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ყვე­ლა პარ­ტი­ას­თან, კერ­ძოდ, ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ და­არ­სე­ბულ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ერთ-ერთი მრჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის გახ­ლავთ, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას დღეს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა უარ­ყო.

"ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რე ნი­დერ­ლან­დურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ყალბს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ არ აპი­რებს უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან ქარ­თულ­ში გად­მო­ი­ნაც­ვლოს. არა­ხა­მი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თა გა­ავ­რცე­ლა.

"მი­ვე­სალ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მინ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო ერთ-ერთი ჰო­ლან­დი­უ­რი გა­ზე­თის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ჩემს ინ­ტერ­ვი­უ­ზე, რო­მელ­შიც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე ვსა­უბ­რობ. ჩემ­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ამან მსგავ­სი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ინ­ფორ­მა­ცია ტყუ­ი­ლია. სი­მარ­თლე ისაა, რომ ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის და­სა­მარ­ცხებ­ლად და თქვენს გა­სა­მარ­ჯვებ­ლად. ეს რუ­სე­თის ან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­აა, რომ­ლე­ბიც ახლა ცდი­ლო­ბენ, მი­ი­ღონ ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კა­ნო­ნი", - ამ­ბობს არა­ხა­მია.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
136

არ. გირჩევ ჩამოსვლას, ასეთ პატარა ქვეყანაში ისე ვერ გამდიდრები,როგორც მანდ, თან ომს არ ვაპირებთ, ომით კი ხო იცი, რა იოლია გამდიდრება.

 

მამუკა
3

არ დაგვწყიტა გული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მინდა, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო" - როგორ ეხმაურება დავით არახამია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს

"მინდა, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო" - როგორ ეხმაურება დავით არახამია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს

გუშინ, ნიდერლანდურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში ღიად ჩართვას აპირებს. ასევე გავრცელდა წერილი, სადაც არახამია თავს წარმოადგენს უცხოეთში მოღვაწე ქართველად და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიიღო აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში.

"არახამიას გადაწყვეტილება მოჰყვა თბილისში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს „უცხოური აგენტების შესახებ“ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ,“ - წერს მედია.

განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ არახამია ქართულ პოლიტიკაში ითანამშრომლებდა დასავლეთზე ორიენტირებულ ყველა პარტიასთან, კერძოდ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი მრჩეველი, რომელიც ქართული წარმოშობის გახლავთ, გავრცელებულ ინფორმაციას დღეს გამოეხმაურა და ქართულ პოლიტიკაში მოსვლა უარყო.

"ხალხის მსახურის" თავმჯდომარე ნიდერლანდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებს და ამბობს, რომ არ აპირებს უკრაინული პოლიტიკიდან ქართულში გადმოინაცვლოს. არახამიამ სპეციალური მიმართა გაავრცელა.

"მივესალმები საქართველოს მოქალაქეებს, მინდა მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო ერთ-ერთი ჰოლანდიური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ვსაუბრობ. ჩემთვის არასასიამოვნოა, რომ ამან მსგავსი რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ტყუილია. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად და თქვენს გასამარჯვებლად. ეს რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციაა, რომლებიც ახლა ცდილობენ, მიიღონ ანტიდემოკრატიული კანონი", - ამბობს არახამია.