პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მორიგი სიყალბე გაუვრცელებიათ ჩემზე... მესმის, რომ მავანი კანონის წაკითხვის სურვილმა გააბრაზა, თუმცა ასეთი ადამიანი ვარ" - რას წერს გიორგი კალანდია?
"მორიგი სიყალბე გაუვრცელებიათ ჩემზე... მესმის, რომ მავანი კანონის წაკითხვის სურვილმა გააბრაზა, თუმცა ასეთი ადამიანი ვარ" - რას წერს გიორგი კალანდია?

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი, ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი კა­ლან­დია რამ­დე­ნი­მე დღის წინ კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ეხ­ვა. საქ­მე ის არის, რომ ე.წ. უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის დროს მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ კა­ნონპ­რო­ექტს არ იც­ნობ­და და ითხო­ვა, მის­თვის ლინ­კი ჩა­ეგ­დოთ, სა­დაც გა­ეც­ნო­ბო­და დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს და აზრს ამის შემ­დეგ და­ა­ფიქ­სი­რებ­და.

თა­ვად კა­ლან­დია ამ­ბობს, რომ ამ პოს­ტის შემ­დეგ მას­ზე უამ­რა­ვი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. კა­ლან­დი­ას თქმით, ის მო­მა­ვალ­შიც აპი­რებს, ასე მო­იქ­ცეს - აზრს არ და­ა­ფიქ­სი­რებს არა­ფერ­ზე, სა­ნამ სა­კი­თხში არ გა­ერ­კვე­ვა. ასე­ვე ამ­ბობს, რომ ამა­ყობს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" მუ­შა­ო­ბით.

"ჩემს სათ­ქმელს ასე და­ვი­წყებ: მახ­სოვს 1991 წელს როცა ჩემს მშო­ბელ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბალ­ტი­ნის ჯა­რე­ბის რუ­სულ ბომ­ბებს სა­მეგ­რე­ლო­ში ვე­მა­ლე­ბო­დი, ბევ­რი დღე­ვან­დე­ლი „ევ­რო­პი­ე­ლი“ მა­მი­კო­ებ­თან ერ­თად რუს­თა­ველ­ზე იდგა და დსთ-ში შეს­ვლას და­ჩო­ქი­ლი ითხოვ­და! ახლა არ მი­თხრათ მა­შინ­დე­ლი დრო არ გვახ­სოვ­სო! არ­ცერ­თი თქვენ­გა­ნი ჩემ­ზე უმ­ცრო­სი არაა.. ჰოდა მა­შინ ის­ტო­რი­ის ბნელ მხა­რე­ზე ოჯა­ხე­ბი­ა­ნად რომ იყა­ვით ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?! რა მო­რა­ლუ­რი „ბეგ­რა­უნ­დი“ გაძ­ლევთ უფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე დღეს ისა­უბ­როთ?!...

დიახ ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­ში“ ვმუ­შა­ობ, აქა­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თვა­ლე­ბაც­რემ­ლე­ბუ­ლე­ბი არ კი­თხუ­ლო­ბენ საყ­ვა­რე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წე­რი­ლებს, არც ფე­ი­კებს ავ­რცე­ლე­ბენ და არც "პო­ლიტ ლი­დე­რე­ბად“ გარ­და­იქ­მნენ.... დღეს ვი­ღაც არ შემ­დგარს მო­რი­გი სი­ყალ­ბე გა­უვრცე­ლე­ბია, რომ თით­ქოს­და სტამ­ბოლ­ში, რო­მე­ლი­ღაც კა­ფე­ში არ შე­ვუშ­ვი­ვარ, მაგ­რა გა­მე­ცი­ნა რად­გან მტკნა­რი ტყუ­ლია, არა­სო­დეს ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა, პი­რა­დად მე არც არ­ცერთ კა­ფე­ში მომნდო­მე­ბია შეს­ვლა და არც არა­ვის უთ­ქვამს ჩემ­თვის უარი..

თუმ­ცა ამ ფე­ი­კის ერთ-ერთ არხზე გავ­რცე­ლე­ბამ (მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­უშ­ლი­ათ) კი­დევ ერთხელ და­მა­ნა­ხა ჩემი „კო­ლე­გე­ბის“ მო­რა­ლუ­რი სახე, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან ყვე­ლას ვინც მათ აზ­რზე არ ვართ სა­მოს­ზე და­ვი­თის ვარ­სკლა­ვი დაგ­ვკი­დონ და ბო­ლოს გვჟლი­ტონ ისე რო­გორც ამას ფა­შის­ტე­ბი აკე­თებ­დნენ (თუმ­ცა რა მიკ­ვირს მათ­გან, 1992 წლი­დან ასე დუ­მი­ლით არ ეგე­ბე­ბოდ­ნენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­ა­აზ­რო­ვე­ე­ბის მი­ტინ­გებ­ზე ხოც­ვას) ...

ამ ამ­ბავ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტიც გა­მახ­სე­ნა, დღეს მა­ვა­ნი მის სტა­ტუ­სებს აზი­ა­რებს, მის­გან ჯილ­დო­ებ­სა და პრე­მი­ებს იღებს, არა­და იყო დრო როცა მის სა­ჯა­რო ბუ­ლინგს ქუ­ჩა­სა თუ კა­ფე­ში სი­ხა­რუ­ლით, ან მი­ნი­მუმ დუ­მი­ლით ხვდე­ბოდ­ნენ, მისი მხარ­და­ჭე­რის­თვის ჩემ ლან­ძღვა­ზე კი აღა­რა­ფერს ვამ­ბობ.. და ბო­ლოს!... ბედ­ნი­ე­რი ვარ რომ კა­ნო­ნი გა­იწ­ვი­ეს, სა­კუ­თარ ხალ­ხს რომ მო­უს­მი­ნეს.. მე კი მო­მა­ვალ­შიც ასე მო­ვიქ­ცე­ვი აზრს მა­ნამ არ და­ვა­ფიქ­სი­რებ სა­ნამ სა­კითხს (თუ კა­ნონს) სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ გა­ვეც­ნო­ბი, მეს­მის რომ მა­ვა­ნი კა­ნო­ნის წა­კი­თხვის სურ­ვილ­მა გა­აბ­რა­ზა, თუმ­ცა მე ასე­თი ადა­მი­ა­ნი ვარ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი.... სწო­რედ ესაა ევ­რო­პე­ლო­ბა! სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს! არა რუ­სეთს და არა რუ­სულ ფა­შიზმს!" - წერს კა­ლან­დია.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი
21

ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი ხარ!!!

აკაკი ხორავაც დიდი მსახიობი იყო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი რეჟისორი ახმეტელი ჩაუშვა და აგენტად შერაცხა. შენც ხორავას რიგებში ხარ.

სვანი
8

საამაყო ქართველი! ♥️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მორიგი სიყალბე გაუვრცელებიათ ჩემზე... მესმის, რომ მავანი კანონის წაკითხვის სურვილმა გააბრაზა, თუმცა ასეთი ადამიანი ვარ" - რას წერს გიორგი კალანდია?

"მორიგი სიყალბე გაუვრცელებიათ ჩემზე... მესმის, რომ მავანი კანონის წაკითხვის სურვილმა გააბრაზა, თუმცა ასეთი ადამიანი ვარ" - რას წერს გიორგი კალანდია?

ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია რამდენიმე დღის წინ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. საქმე ის არის, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის დროს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანონპროექტს არ იცნობდა და ითხოვა, მისთვის ლინკი ჩაეგდოთ, სადაც გაეცნობოდა დეტალურად ყველაფერს და აზრს ამის შემდეგ დააფიქსირებდა.

თავად კალანდია ამბობს, რომ ამ პოსტის შემდეგ მასზე უამრავი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. კალანდიას თქმით, ის მომავალშიც აპირებს, ასე მოიქცეს - აზრს არ დააფიქსირებს არაფერზე, სანამ საკითხში არ გაერკვევა. ასევე ამბობს, რომ ამაყობს ტელეკომპანია "იმედში" მუშაობით.

"ჩემს სათქმელს ასე დავიწყებ: მახსოვს 1991 წელს როცა ჩემს მშობელთან და მეგობრებთან ერთად ბალტინის ჯარების რუსულ ბომბებს სამეგრელოში ვემალებოდი, ბევრი დღევანდელი „ევროპიელი“ მამიკოებთან ერთად რუსთაველზე იდგა და დსთ-ში შესვლას დაჩოქილი ითხოვდა! ახლა არ მითხრათ მაშინდელი დრო არ გვახსოვსო! არცერთი თქვენგანი ჩემზე უმცროსი არაა.. ჰოდა მაშინ ისტორიის ბნელ მხარეზე ოჯახებიანად რომ იყავით ამას რა ეშველება?! რა მორალური „ბეგრაუნდი“ გაძლევთ უფლებას საქართველოს მომავალზე დღეს ისაუბროთ?!...

დიახ ძალიან ვამაყობ რომ ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაობ, აქაური ჟურნალისტები თვალებაცრემლებულები არ კითხულობენ საყვარელი პოლიტიკოსების წერილებს, არც ფეიკებს ავრცელებენ და არც "პოლიტ ლიდერებად“ გარდაიქმნენ.... დღეს ვიღაც არ შემდგარს მორიგი სიყალბე გაუვრცელებია, რომ თითქოსდა სტამბოლში, რომელიღაც კაფეში არ შევუშვივარ, მაგრა გამეცინა რადგან მტკნარი ტყულია, არასოდეს ასეთი რამ არ მომხდარა, პირადად მე არც არცერთ კაფეში მომნდომებია შესვლა და არც არავის უთქვამს ჩემთვის უარი..

თუმცა ამ ფეიკის ერთ-ერთ არხზე გავრცელებამ (მოგვიანებით წაუშლიათ) კიდევ ერთხელ დამანახა ჩემი „კოლეგების“ მორალური სახე, რომლებიც მზად არიან ყველას ვინც მათ აზრზე არ ვართ სამოსზე დავითის ვარსკლავი დაგვკიდონ და ბოლოს გვჟლიტონ ისე როგორც ამას ფაშისტები აკეთებდნენ (თუმცა რა მიკვირს მათგან, 1992 წლიდან ასე დუმილით არ ეგებებოდნენ განსხვავებულად მოააზროვეების მიტინგებზე ხოცვას) ...

ამ ამბავმა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტიც გამახსენა, დღეს მავანი მის სტატუსებს აზიარებს, მისგან ჯილდოებსა და პრემიებს იღებს, არადა იყო დრო როცა მის საჯარო ბულინგს ქუჩასა თუ კაფეში სიხარულით, ან მინიმუმ დუმილით ხვდებოდნენ, მისი მხარდაჭერისთვის ჩემ ლანძღვაზე კი აღარაფერს ვამბობ.. და ბოლოს!... ბედნიერი ვარ რომ კანონი გაიწვიეს, საკუთარ ხალხს რომ მოუსმინეს.. მე კი მომავალშიც ასე მოვიქცევი აზრს მანამ არ დავაფიქსირებ სანამ საკითხს (თუ კანონს) საკუთარი თვალით არ გავეცნობი, მესმის რომ მავანი კანონის წაკითხვის სურვილმა გააბრაზა, თუმცა მე ასეთი ადამიანი ვარ, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი.... სწორედ ესაა ევროპელობა! საქართველოს გაუმარჯოს! არა რუსეთს და არა რუსულ ფაშიზმს!" - წერს კალანდია.