სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... რამდენიმე თვე ჩემი საკვები შოკოლადი, თხილი და ყველი იყო" - როგორ ინარჩუნებს ფორმას თამუნა ლეკვეიშვილი: იუმორისტი დიეტაზე, შვილებსა და სამსახურზე
"ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... რამდენიმე თვე ჩემი საკვები შოკოლადი, თხილი და ყველი იყო" - როგორ ინარჩუნებს ფორმას თამუნა ლეკვეიშვილი: იუმორისტი დიეტაზე, შვილებსა და სამსახურზე

ყვე­ლა ამ­ბობს, რომ მუ­სი­კო­სი და იუ­მო­რის­ტი თა­მარ ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი მშვე­ნი­ერ ფორ­მა­შია. თით­ქოს გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლად შეც­ვა­ლა. მკი­თხვე­ლებ­მაც გვთხო­ვეს მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩაგ­ვე­წე­რა. ამას­თან, თა­მუ­ნამ და მის­მა გუნ­დმა ცოტა ხნის წინ "მთავ­რი არხი" და­ტო­ვეს და სა­მუ­შა­ოდ"ტვ პირ­ველ­ზე“ გა­და­ვიდ­ნენ. რად­გა­ნაც კი­თხვე­ბიც და სა­სა­უბ­როც დაგ­როვ­და, და­ვუ­კავ­შირ­დით კი­დეც.

- თა­მუ­ნა, რაც ახალ არხზე გად­მოხ­ვე­დით, ეს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უა... რას გვე­ტყვი, შე­ე­წყეთ ახალ გუნდს?

- ამ არხზე რომ მო­ვე­დით, ჩვენ­თვის ოფი­სი არ არ­სე­ბობ­და, ახ­ლაც რე­მონ­ტის პრო­ცეს­შია ჩვე­ნი მხა­რე. რად­გან სა­მუ­შაო სივ­რცე არ გვქონ­და, ინგა გრი­გო­ლი­ამ დაგ­ვით­მო და და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვე ნი­უს­თან ერ­თად, ერთ სივ­რცე­ში ვმუ­შა­ობ­დით. მიგ­ვი­ღეს რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი - ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო დაგ­ვხვდა.

- ნოს­ტალ­გია ხომ არ გაქვთ წინა არ­ხის, სა­ი­და­ნაც წა­მოხ­ვე­დით? თუმ­ცა იმ­დენ­ჯერ გა­მოც­ვა­ლეთ უკვე სი­ტუ­ა­ცია, რომ...

- არა, უკვე გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბის იმუ­ნი­ტე­ტი გვაქვს. ბოლო წლებ­ში ასე გვი­წევს მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ რე­ი­ტინგზე ეს არ აი­სა­ხე­ბა, ახ­ლაც შე­სა­შუ­რი რე­ი­ტინ­გია.

- ბოლო დროს თით­ქოს შენს გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ღაც ცვლი­ლე­ბაა, ამას "ვა­ნოს შო­უ­ში" მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ. არ გაგ­ვიმ­ხელ, ასე­თი ცვლი­ლე­ბა რისი ბრა­ლია?

- ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, და­ვი­კე­ლი 10 კილო. ეს ჩემი წი­ნან­დე­ლი წო­ნის, სი­მაღ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ცოტა არ არის. წო­ნის დაკ­ლე­ბამ სა­ხე­ზეც შემ­ცვა­ლა. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო - სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­ა­ხალ­წლოდ მი­ნუს 10 კი­ლოგ­რა­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მიზ­ნად და­ვი­სა­ხე და შე­ვას­რუ­ლე.

- რა­ი­მე ცნო­ბი­ლი დი­ე­ტაა?

- კონ­სულ­ტა­ცია არ­სად და არა­ვის­თან გა­მივ­ლია, დი­ე­ტა თვი­თონ გა­მო­ვი­გო­ნე. დი­ე­ტაც არ არის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვშიმ­ში­ლობ­დი... შა­ბათ-კვი­რის გარ­და, ჩემი საკ­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყავა, შო­კო­ლა­დი, თხი­ლი და ყვე­ლი იყო. უქ­მე­ებ­ზე ასე თუ ისე სხვა საკ­ვებ­საც ვჭამ­დი, სახ­ლში ვარ, ბავ­შვებს საჭ­მელს მე ვუმ­ზა­დებ და ამ დროს მარ­ტო თხი­ლის ჭამა არ გა­მომ­დის... ამას­თან, ნო­ემ­ბერ­ში ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან ცოტა, სულ ერთი გრა­მი ფი­ლე­რი გა­მო­ვი­ყე­ნე ცხვი­რი­სა და ტუ­ჩის არე­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე გა­ი­ლია კი­დეც, მაგ­რამ ძა­ლი­ან შემ­ცვა­ლა. ვნა­ხოთ, შე­იძ­ლე­ბა ამ მე­თოდს ისევ მივ­მარ­თო.

- ე.ი. გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- კი, ცხა­დია. მწე­რენ, თმას, რით იღე­ბა­ვო? არ ვი­ღე­ბავ, მე­ლი­რე­ბას კონ­კრე­ტულ სა­ლონ­ში ვი­კე­თებ და ამ პრო­ცე­დუ­რას და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ათს ვუთ­მობ. რა თქმა უნდა, დროს ვუთ­მობ, რომ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. ახლა ვა­პი­რებ, ვარ­ჯი­შიც და­ვი­წყო. ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ამას ყვე­ლა ასაკ­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ჩემს ასაკ­ში კი, გან­სა­კუთ­რე­ბით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სხე­უ­ლი ნა­ვარ­ჯი­შე­ვი იყოს. მოკ­ლედ, ვა­პი­რებ, ჩემს გა­რეგ­ნო­ბას ამ კუ­თხი­თაც და­ვეხ­მა­რო. სპე­ცი­ა­ლის­ტთან ერ­თად უნდა ვი­ვარ­ჯი­შო.

- რო­გო­რია შენ­თვის იდე­ა­ლუ­რი ქალი?

- ქალი უპირ­ვე­ლე­სად ჭკვი­ა­ნი და მოვ­ლი­ლი უნდა იყოს. ყვე­ლა შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ლა­მა­ზი, მაგ­რამ როცა მოვ­ლი­ლია, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ყვე­ლას­თვის. თუ სა­კუ­თარ თავს პა­ტივს სცემ, სხვე­ბიც ასე­ვე გა­ფა­სე­ბენ.

- რო­გო­რია ლა­მა­ზი, ნი­ჭი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი დედა თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი?

- შვი­ლებ­თან ერ­თად დე­დი­კო არის იმ ასა­კის, რამ­ხე­ლე­ბიც ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გამო მი­წევს მათი ღამე, ძი­ლის წინ ნახ­ვა და დი­ლას, სკო­ლის­თვის რომ ვამ­ზა­დებ. შა­ბათ-კვი­რა კი ვცდი­ლობ, მათ­თან ერ­თად ვიყო და რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ვავ­სო ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ცი­ტი. უყ­ვართ ჩემ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის. გა­ი­ზარ­დნენ - 12, 11 და 9 წლე­ბი არი­ან. დღე სკო­ლა­ში არი­ან და სკო­ლი­დან მო­სუ­ლებს, დამ­ხმა­რე ადა­მი­ა­ნი გვყავს და ხვდე­ბა. ის იქამ­დე რჩე­ბა ჩვენ­თან, სა­ნამ მე არ მი­ვალ სახ­ლში.

- მუ­სი­კო­სი დე­დის შვი­ლებს მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა აქვთ?

- სა­მი­ვე მუ­სი­კა­ლუ­რია, კარ­გი სმე­ნა აქვთ. ელე­ნე ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში და­დის. მის მუ­სი­კა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ვარ. ვარ­ჩე­ვი­ნებ ნა­წარ­მო­ე­ბებს და ვეხ­მა­რე­ბი, რაც სახ­ლში უნდა და­უკ­რას. მერე მას­წავ­ლე­ბე­ლი ეხ­მა­რე­ბა. კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, კარ­გად უკ­რავს და ვნა­ხოთ.

- მრა­ვალ­მხრი­ვი უნა­რე­ბი გაქვს - უკ­რავ, მღე­რი, ცეკ­ვავ, პა­რო­დი­ას აკე­თებ, მსა­ხი­ო­ბო­ბაც გა­მოგ­დის...

- ეს ყვე­ლა­ფე­რი, ალ­ბათ, გა­მოც­დი­ლე­ბამ მო­ი­ტა­ნა. ადრე ასე არ იყო, თვი­თო­ნაც ხომ ვუ­ყუ­რებ ჩემს წინა წლე­ბის სკეტ­ჩებს...

- ხომ არ ნა­ნობ, სამ­სა­ხი­ო­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ არ წახ­ვე­დი?

- არა, უფრო იმას ვნა­ნობ, რომ კლა­სი­კუ­რი ვო­კა­ლუ­რი გან­ხრით უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა მეს­წავ­ლა და არა სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ახლა რა აზრი აქვს...

- დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს ბევ­რი სა­ფიქ­რალ-სა­დარ­დე­ბე­ლი აქვს. რას ეტყო­დი ადა­მი­ა­ნებს, ჩვენს მკი­თხველს, შენს მა­ყუ­რე­ბელს?

- არა­ნა­ი­რი პე­სი­მიზ­მი, მთა­ვა­რია რა­ღაც მო­ინ­დო­მონ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­უ­ვათ... ყვე­ლა­ნი ოპ­ტი­მის­ტე­ბი უნდა ვი­ყოთ. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ღი­მი­ლი და კარ­გი გან­წყო­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სა­ერ­თოდ, ღი­მი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ არის. უყუ­რონ ჩვენს გა­და­ცე­მებ­საც და გა­ნიტ­ვირ­თონ.

- პრე­ზი­დენ­ტი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შენი პა­რო­დი­ე­ბის ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟია... სა­უბ­რის ბო­ლოს რა­მეს ხომ არ გვე­ტყვი მისი პა­რო­დი­ით?

- არა, თუ არ მაც­ვია შე­სა­ბა­მი­სი სა­მო­სი და მისი "პა­რი­კი" არ მაქვს მორ­გე­ბუ­ლი, ვე­რა­ფერს ვამ­ბობ. ამ ყვე­ლაფ­რით რომ ვი­მო­სე­ბი, მა­შინ­ვე მისი გმი­რი იწყებს ლა­პა­რაკს. ავ­ტო­მა­ტუ­რად სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რაც კი მეც­ვლე­ბა. ისე, ეს ნე­ბის­მი­ე­რი გმი­რის შემ­თხვე­ვა­ში ასეა. უნდა და­ი­ჯე­რო, რომ ის ხარ და მერე წყა­ლი­ვით მი­დის ყვე­ლა­ფე­რი...

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
0

მისი ინტელექტუალური დონე არ ვიცი მაგრამ გარეგნულად საკმაოდ ეფექტურია 🌹

ესმა
0

🤦🤷😏🙅ზედმეტად ცდილობს თავის გამოჩენას,ზოია და მარინა განსაკუთრებით დიდი ნიჭის ფრქვევით გამოირჩევა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... რამდენიმე თვე ჩემი საკვები შოკოლადი, თხილი და ყველი იყო" - როგორ ინარჩუნებს ფორმას თამუნა ლეკვეიშვილი: იუმორისტი დიეტაზე, შვილებსა და სამსახურზე

"ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... რამდენიმე თვე ჩემი საკვები შოკოლადი, თხილი და ყველი იყო" - როგორ ინარჩუნებს ფორმას თამუნა ლეკვეიშვილი: იუმორისტი დიეტაზე, შვილებსა და სამსახურზე

ყველა ამბობს, რომ მუსიკოსი და იუმორისტი თამარ ლეკვეიშვილი მშვენიერ ფორმაშია. თითქოს გარეგნობაში რაღაც სერიოზულად შეცვალა. მკითხველებმაც გვთხოვეს მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა. ამასთან, თამუნამ და მისმა გუნდმა ცოტა ხნის წინ "მთავრი არხი" დატოვეს და სამუშაოდ"ტვ პირველზე“ გადავიდნენ. რადგანაც კითხვებიც და სასაუბროც დაგროვდა, დავუკავშირდით კიდეც.

- თამუნა, რაც ახალ არხზე გადმოხვედით, ეს ჩვენი პირველი ინტერვიუა... რას გვეტყვი, შეეწყეთ ახალ გუნდს?

- ამ არხზე რომ მოვედით, ჩვენთვის ოფისი არ არსებობდა, ახლაც რემონტის პროცესშია ჩვენი მხარე. რადგან სამუშაო სივრცე არ გვქონდა, ინგა გრიგოლიამ დაგვითმო და დაახლოებით ორი თვე ნიუსთან ერთად, ერთ სივრცეში ვმუშაობდით. მიგვიღეს როგორც ოჯახის წევრები - ძალიან კომფორტული გარემო დაგვხვდა.

- ნოსტალგია ხომ არ გაქვთ წინა არხის, საიდანაც წამოხვედით? თუმცა იმდენჯერ გამოცვალეთ უკვე სიტუაცია, რომ...

- არა, უკვე გარემოსთან შეგუების იმუნიტეტი გვაქვს. ბოლო წლებში ასე გვიწევს მუშაობა, მაგრამ რეიტინგზე ეს არ აისახება, ახლაც შესაშური რეიტინგია.

- ბოლო დროს თითქოს შენს გარეგნობაში რაღაც ცვლილებაა, ამას "ვანოს შოუში" მოსული სტუმრებიც აღნიშნავენ. არ გაგვიმხელ, ასეთი ცვლილება რისი ბრალია?

- ყველაზე მთავარი ის არის, დავიკელი 10 კილო. ეს ჩემი წინანდელი წონის, სიმაღლის მქონე ადამიანისთვის ცოტა არ არის. წონის დაკლებამ სახეზეც შემცვალა. ყველაფერი კი ასე დაიწყო - სექტემბრის ბოლოს გადავწყვიტე, რომ საახალწლოდ მინუს 10 კილოგრამი ვყოფილიყავი. მიზნად დავისახე და შევასრულე.

- რაიმე ცნობილი დიეტაა?

- კონსულტაცია არსად და არავისთან გამივლია, დიეტა თვითონ გამოვიგონე. დიეტაც არ არის, ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... შაბათ-კვირის გარდა, ჩემი საკვები რამდენიმე თვის განმავლობაში, ყავა, შოკოლადი, თხილი და ყველი იყო. უქმეებზე ასე თუ ისე სხვა საკვებსაც ვჭამდი, სახლში ვარ, ბავშვებს საჭმელს მე ვუმზადებ და ამ დროს მარტო თხილის ჭამა არ გამომდის... ამასთან, ნოემბერში ცხოვრებაში პირველად, ძალიან ცოტა, სულ ერთი გრამი ფილერი გამოვიყენე ცხვირისა და ტუჩის არეში. ფაქტობრივად, უკვე გაილია კიდეც, მაგრამ ძალიან შემცვალა. ვნახოთ, შეიძლება ამ მეთოდს ისევ მივმართო.

- ე.ი. გარეგნობაზე ზრუნვა შენთვის მნიშვნელოვანია.

- კი, ცხადია. მწერენ, თმას, რით იღებავო? არ ვიღებავ, მელირებას კონკრეტულ სალონში ვიკეთებ და ამ პროცედურას დაახლოებით 5 საათს ვუთმობ. რა თქმა უნდა, დროს ვუთმობ, რომ კარგად გამოვიყურებოდე. ახლა ვაპირებ, ვარჯიშიც დავიწყო. ფორმის შენარჩუნებისთვის ამას ყველა ასაკში დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემს ასაკში კი, განსაკუთრებით. აუცილებელია, რომ სხეული ნავარჯიშევი იყოს. მოკლედ, ვაპირებ, ჩემს გარეგნობას ამ კუთხითაც დავეხმარო. სპეციალისტთან ერთად უნდა ვივარჯიშო.

- როგორია შენთვის იდეალური ქალი?

- ქალი უპირველესად ჭკვიანი და მოვლილი უნდა იყოს. ყველა შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგრამ როცა მოვლილია, ძალიან სასიამოვნოა ყველასთვის. თუ საკუთარ თავს პატივს სცემ, სხვებიც ასევე გაფასებენ.

- როგორია ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი დედა თამუნა ლეკვეიშვილი?

- შვილებთან ერთად დედიკო არის იმ ასაკის, რამხელებიც ჩემი შვილები არიან. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მიწევს მათი ღამე, ძილის წინ ნახვა და დილას, სკოლისთვის რომ ვამზადებ. შაბათ-კვირა კი ვცდილობ, მათთან ერთად ვიყო და რაღაცნაირად შევავსო ბავშვებთან ურთიერთობის დეფიციტი. უყვართ ჩემ მიერ მომზადებული კერძები. ამბობენ, რომ გემრიელი გამომდის. გაიზარდნენ - 12, 11 და 9 წლები არიან. დღე სკოლაში არიან და სკოლიდან მოსულებს, დამხმარე ადამიანი გვყავს და ხვდება. ის იქამდე რჩება ჩვენთან, სანამ მე არ მივალ სახლში.

- მუსიკოსი დედის შვილებს მუსიკალური სმენა აქვთ?

- სამივე მუსიკალურია, კარგი სმენა აქვთ. ელენე ნიჭიერთა ათწლედში დადის. მის მუსიკალურ განვითარებაში ჩართული ვარ. ვარჩევინებ ნაწარმოებებს და ვეხმარები, რაც სახლში უნდა დაუკრას. მერე მასწავლებელი ეხმარება. კარგი მონაცემები აქვს, კარგად უკრავს და ვნახოთ.

- მრავალმხრივი უნარები გაქვს - უკრავ, მღერი, ცეკვავ, პაროდიას აკეთებ, მსახიობობაც გამოგდის...

- ეს ყველაფერი, ალბათ, გამოცდილებამ მოიტანა. ადრე ასე არ იყო, თვითონაც ხომ ვუყურებ ჩემს წინა წლების სკეტჩებს...

- ხომ არ ნანობ, სამსახიობო მიმართულებით რომ არ წახვედი?

- არა, უფრო იმას ვნანობ, რომ კლასიკური ვოკალური განხრით უნდა ჩამებარებინა კონსერვატორიაში, მაგ მიმართულებით უნდა მესწავლა და არა საგუნდო-სადირიჟოროზე. კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა რა აზრი აქვს...

- დღეს თანამედროვე ადამიანს ბევრი საფიქრალ-სადარდებელი აქვს. რას ეტყოდი ადამიანებს, ჩვენს მკითხველს, შენს მაყურებელს?

- არანაირი პესიმიზმი, მთავარია რაღაც მოინდომონ და აუცილებლად გამოუვათ... ყველანი ოპტიმისტები უნდა ვიყოთ. ყველაფერი კარგად იქნება, ღიმილი და კარგი განწყობა არის მნიშვნელოვანი. საერთოდ, ღიმილი ცხოვრებაში აუცილებელი რამ არის. უყურონ ჩვენს გადაცემებსაც და განიტვირთონ.

- პრეზიდენტი ზურაბიშვილი შენი პაროდიების ერთ-ერთი პერსონაჟია... საუბრის ბოლოს რამეს ხომ არ გვეტყვი მისი პაროდიით?

- არა, თუ არ მაცვია შესაბამისი სამოსი და მისი "პარიკი" არ მაქვს მორგებული, ვერაფერს ვამბობ. ამ ყველაფრით რომ ვიმოსები, მაშინვე მისი გმირი იწყებს ლაპარაკს. ავტომატურად სიარულის მანერაც კი მეცვლება. ისე, ეს ნებისმიერი გმირის შემთხვევაში ასეა. უნდა დაიჯერო, რომ ის ხარ და მერე წყალივით მიდის ყველაფერი...