სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებამ გატესტა საზოგადოება, რისი და სადამდე ატანა შეუძლიათ... შესაძლებელია, ყველაფერი საქართველოს ოკუპაციითაც დასრულებულიყო" - ექსპერტი
"ხელისუფლებამ გატესტა საზოგადოება, რისი და სადამდე ატანა შეუძლიათ... შესაძლებელია, ყველაფერი საქართველოს ოკუპაციითაც დასრულებულიყო" - ექსპერტი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს, "ხალ­ხის ძა­ლი­სა“ და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბით, მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, „უპი­რო­ბოდ, ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე გა­იწ­ვი­ონ კა­ნონპ­რო­ექ­ტი“.

"ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა მმარ­თველ­მა ძა­ლამ, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უპი­რო­ბოდ, ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე გა­ვიწ­ვი­ოთ ჩვენს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი" - ნათ­ქვა­მია მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იუ­რის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვა არ ხდე­ბა, ამი­ტომ ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ სას­წრა­ფოდ უნდა გა­ი­ტა­ნოს მე­ო­რე მოს­მე­ნა­ზე და თა­ვად­ვე ჩა­აგ­დოს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. მათი ნა­წი­ლი თვლის, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­რი­გი "ტრი­უ­კია" და რე­ა­ლუ­რად, მათ დრო­ის გაყ­ვა­ნა სურთ.

"ბი­ძი­ნამ მთა­ვა­რი ტრი­უ­კი თა­ვის 77 ყმას ჩა­უ­ტა­რა - ჯერ მო­ა­ქა**ნა და მერე აა­ლო­კი­ნა სულ “ღირ­სე­ბით და ქრის­ტი­ა­ნუ­ლად" - და­წე­რა ცოტა ხნის წინ ხია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

  • პო­ლი­ტო­ლო­გი AMBEBI.GE-სთან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რად აფა­სებს და ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ამ თე­მის კი­დევ ერთხელ წა­მო­წე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რად წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ისი­ნი ამას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვერ გა­ბე­და­ვენ, მაგ­რამ "ჩვენ თუ და­ვი­ძი­ნეთ, გა­ბე­და­ვენ კი არა, მეტ­საც იზა­მენ".

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სან­დო არ არის და არც არას­დროს იქ­ნე­ბა, ამის ილუ­ზია არა­ვის უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ეს უდა­ვოდ გა­მარ­ჯვე­ბაა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ა­წყო სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, გა­ვი­და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლე­ბი­დან, ხალ­ხმა დრო­ე­ბით და­იბ­რუ­ნა ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აი­ძუ­ლა კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ანუ აღად­გი­ნა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი - აი, ეს მოხ­და და ესაა კარ­გი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სან­დო რომ არაა, ამი­ტომ უნდა იყოს მუდ­მი­ვად ფხიზ­ლად სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა - ყვე­ლა ნა­ბი­ჯი უკონ­ტრო­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არ უნდა მის­ცეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ხალ­ხის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რა­ი­მე ნა­ბი­ჯი გა­დად­გას.

ის, რომ ხალ­ხს და­უვ­ლი­ან და კა­ნო­ნის სი­კე­თე­ზე ლექ­ცი­ებს წა­უ­კი­თხა­ვენ, ეგ არის ლაი-ლაი. ვის უღი­ა­რე­ბია მარ­ცხი? ახლა „ოც­ნე­ბა“ ცდი­ლობს სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, მეტი არა­ფე­რი. რისი ამ­ხსნე­ლე­ბი არი­ან, კარ­გით, რა! რა უნდა ახ­სნან, აბ­სურ­დის ახ­სნა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­ტა­ნა თუ უნ­დათ, მე­ო­რედ ვერ შე­მო­ი­ტა­ნენ? ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ სან­დო არაა, ორ­ჯერ ორი ოთხია, არც ახლა და არც მო­მა­ვალ­ში არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა სან­დო, ამი­ტომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფუნ­ქცი­აც ეს არის, რომ მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლია სა­ჭი­რო, არ უნდა მო­ა­დუ­ნოს ყუ­რა­დღე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ამ თე­მის კი­დევ ერთხელ წა­მო­წე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რად მხო­ლოდ წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, ისი­ნი ამას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვერ გა­ბე­და­ვენ.

ახლა, ჩვენ თუ და­ვი­ძი­ნეთ, გა­ბე­და­ვენ კი არა, მეტ­საც იზა­მენ. ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მო­ტა­ნა იყო სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თონ იმის­თვის, რომ დაჩ­ქარ­დეს ჩვე­ნი გა­წევ­რე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში, ამ დროს ისი­ნი დგა­მენ ისეთ ნა­ბი­ჯებს, რომ­ლე­ბიც კე­ტავს ევ­რო­კავ­ში­რის კარს. ეს ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ვი­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სივ­რცი­დან, შე­სა­ბა­მი­სად, მან მო­ა­წყო კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მიდ­რე­კი­ლია ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ, მათ გა­ტეს­ტეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა - რისი და სა­დამ­დე ატა­ნა შე­უძ­ლი­ათ. ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, ვი­საც მოს­წონ­და ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, იყო რუ­სე­თი და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ი­თაც დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო".

მთა­ვა­რი ფოტო: გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბოკერ
3

ბოკერია რაღაც ძალიან გაყურსულია როგორც ............ ბალახში

დეა
49

ეს არეულობა და ერის ორად გახლაჩვა ბიძინას და პუტინის ბრალია 

ავტორი:

"ხელისუფლებამ გატესტა საზოგადოება, რისი და სადამდე ატანა შეუძლიათ... შესაძლებელია, ყველაფერი საქართველოს ოკუპაციითაც დასრულებულიყო" - ექსპერტი

"ხელისუფლებამ გატესტა საზოგადოება, რისი და სადამდე ატანა შეუძლიათ... შესაძლებელია, ყველაფერი საქართველოს ოკუპაციითაც დასრულებულიყო" - ექსპერტი

"ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ კანონპროექტი“.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი" - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იურისტების განმარტებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ამიტომ ე.წ. აგენტების შესახებ პირველი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ სასწრაფოდ უნდა გაიტანოს მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდოს. გადაწყვეტილებას ეხმაურებიან პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათი ნაწილი თვლის, რომ ეს ხელისუფლების მორიგი "ტრიუკია" და რეალურად, მათ დროის გაყვანა სურთ.

"ბიძინამ მთავარი ტრიუკი თავის 77 ყმას ჩაუტარა - ჯერ მოაქა**ნა და მერე აალოკინა სულ “ღირსებით და ქრისტიანულად" - დაწერა ცოტა ხნის წინ ხია ხუხაშვილმა.

  • პოლიტოლოგი AMBEBI.GE-სთან ხელისუფლების გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ პოლიტიკურად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის ამ თემის კიდევ ერთხელ წამოწევა პოლიტიკურად წამგებიანი იქნება, ისინი ამას უახლოეს პერიოდში ვერ გაბედავენ, მაგრამ "ჩვენ თუ დავიძინეთ, გაბედავენ კი არა, მეტსაც იზამენ".

"ხელისუფლება სანდო არ არის და არც არასდროს იქნება, ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს უდავოდ გამარჯვებაა. ხელისუფლებამ მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან, ხალხმა დროებით დაიბრუნა ძალაუფლება და ხელისუფლება აიძულა კანონიერების ფარგლებში დაბრუნებულიყო, ანუ აღადგინა კონსტიტუციური წესრიგი - აი, ეს მოხდა და ესაა კარგი. ხელისუფლება სანდო რომ არაა, ამიტომ უნდა იყოს მუდმივად ფხიზლად სამოქალაქო საზოგადოება - ყველა ნაბიჯი უკონტროლოს ხელისუფლებას, არ უნდა მისცეს იმის საშუალება, რომ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯი გადადგას.

ის, რომ ხალხს დაუვლიან და კანონის სიკეთეზე ლექციებს წაუკითხავენ, ეგ არის ლაი-ლაი. ვის უღიარებია მარცხი? ახლა „ოცნება“ ცდილობს სახე შეინარჩუნოს, მეტი არაფერი. რისი ამხსნელები არიან, კარგით, რა! რა უნდა ახსნან, აბსურდის ახსნა როგორ შეიძლება? ამ კანონპროექტის გატანა თუ უნდათ, მეორედ ვერ შემოიტანენ? ხელისუფლება რომ სანდო არაა, ორჯერ ორი ოთხია, არც ახლა და არც მომავალში არც ერთი ხელისუფლება არ იქნება სანდო, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციაც ეს არის, რომ მუდმივი კონტროლია საჭირო, არ უნდა მოადუნოს ყურადღება. ხელისუფლებისთვის ამ თემის კიდევ ერთხელ წამოწევა პოლიტიკურად მხოლოდ წამგებიანი იქნება. რა თქმა უნდა, ისინი ამას უახლოეს პერიოდში ვერ გაბედავენ.

ახლა, ჩვენ თუ დავიძინეთ, გაბედავენ კი არა, მეტსაც იზამენ. ამ კანონპროექტის შემოტანა იყო სახელმწიფო გადატრიალება, ვინაიდან კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დაჩქარდეს ჩვენი გაწევრება ევროკავშირში, ამ დროს ისინი დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც კეტავს ევროკავშირის კარს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური სივრციდან, შესაბამისად, მან მოაწყო კონსტიტუციური გადატრიალება. ხელისუფლება მიდრეკილია ავტორიტარიზმისკენ, მათ გატესტეს საზოგადოება - რისი და სადამდე ატანა შეუძლიათ. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც მოსწონდა ეს კანონპროექტი, იყო რუსეთი და შესაძლებელია, ყველაფერი საქართველოს ოკუპაციითაც დასრულებულიყო".

მთავარი ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

ნახეთ ასევე: