პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ვენეციის კომისიას ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ - ნასვამები ვიყავით, არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე" - ელისაშვილი
"ვენეციის კომისიას ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ - ნასვამები ვიყავით, არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე" - ელისაშვილი

"ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას ერთი გრძე­ლი ბო­დი­შის წე­რი­ლი უნდა გა­უგ­ზავ­ნონ - ნას­ვა­მე­ბი ვი­ყა­ვით და არ გვინ­დო­და მა­გის გა­მოგ­ზავ­ნაო, და­ახ­ლო­ე­ბით, ისე შეყ­ვა­რე­ბულს, რომ უგ­ზავ­ნი­ან ხოლ­მე", - ამის შე­სა­ხებ "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტთან გა­ნა­ცხა­და.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვა ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ვინც ცდი­ლობს, რომ და­იბ­რა­ლოს, რომ თვი­თონ იყო რა­მის თავი და ბოლო, ეს ტყუ­ი­ლია.

"არ მოხ­ვი­დეთ არ იმუ­შა­ო­თო, რა კარ­გი სამ­სა­ხუ­რი მაქვს. ცხვირ­ში მოხ­ვდა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", რომ ნა­ხეს ხალ­ხს რა ძალა აქვს. მოხ­ვდათ ცხვირ­ში და ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, ასე მოხ­ვდე­ბა ყვე­ლას ცხვირ­ში ვინც ეც­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო წა­ათ­რი­ოს რუ­სე­თის­კენ.

სა­მარ­თლებ­რი­ვად, კა­ნონპ­რო­ექ­ტი კი­დევ უნდა დად­გეს კენ­ჭისყრა­ზე და რო­გორც კე­თი­ლი ინე­ბეს და იმ ჭუ­ჭყს და­უ­ჭი­რეს მხა­რი, ასე­ვე იმა­ვე ამაზ­რზენ კა­ნონს აღარ უნდა და­უ­ჭი­რონ მხა­რი და ასე გა­უქ­მდე­ბა. მე ვფიქ­რობ, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას ერთი გრძე­ლი ბო­დი­შის წე­რი­ლი უნდა გა­უგ­ზავ­ნონ - ნას­ვა­მე­ბი ვი­ყა­ვით და არ გვინ­დო­და მა­გის გა­მოგ­ზავ­ნაო, და­ახ­ლო­ე­ბით, ისე შეყ­ვა­რე­ბულს, რომ უგ­ზავ­ნი­ან ხოლ­მე. ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დონ, რომ ეგე­თი სა­მარ­ცხვი­ნო რა­ღა­ცის გა­მოგ­ზავ­ნა არ გვინ­დო­და უბ­რა­ლოდ ცოტა დავ­ლი­ეთ აქ ბი­ჭებ­მა, 76-ნი ვი­ყა­ვით შეკ­რე­ბი­ლე­ბი, ტვი­ნი აგ­ვე­რია, რა­ღაც შხა­მი­ა­ნი დავ­ლი­ეთ და გა­მოგ­ვეგ­ზავ­ნა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­შიო.

გარ­და ამი­სა, უნდა დად­გნენ ცხრა­ნი, ერის დე­დე­ბი და მა­მე­ბი რომ არი­ან და ბო­დი­ში მო­უ­ხა­დონ პო­ლი­ცი­ე­ლებ­საც და სა­თი­თა­ოდ ჩა­მო­უ­ა­რონ იმ და­კა­ვე­ბულ ბი­ჭებ­საც, და­შა­ვე­ბუ­ლებ­საც და ბო­დი­შე­ბი უხა­დონ. მა­გათ ად­გილ­ზე სა­ერ­თოდ და­ვი­ხუ­რავ­დი ქუდს და წა­ვი­დო­დი სამ­სა­ხუ­რი­დან, სირ­ცხვი­ლით რო­გორ უნდა შე­ვიდ­ნენ იქ.

ძა­ლი­ან კარ­გი, რომ აქ­ცია დღე­საც იმარ­თე­ბა. ცხვირ­ში მოხ­ვედ­რის და ამ სა­მარ­ცხვი­ნო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ზე" და 9- კა­ცი­ან გა­უ­გებ­რო­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის ყი­ჟი­ნა უნდა ის­მო­დეს აქ. ვი­სურ­ვებ­დი, რომ აღარც შე­ტა­კე­ბე­ბი იყოს, აღარც და­პი­რის­პი­რე­ბა, უბ­რა­ლოდ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ყვე­ლა ვი­ზე­ი­მებთ გა­მარ­ჯვე­ბას ამ ტვი­ნა­რე­ულ ხალ­ხზე.

დავ­რწმუნ­დი, რომ ყვე­ლამ ძალა უნდა მო­ვიკ­რი­ბოთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­ვუშ­ვათ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ მო­ვუშ­ვათ. ვი­საც ეს შეგ­ვიძ­ლია, უნდა შევ­ძლოთ და ვი­საც არ შეგ­ვიძ­ლია და ხალ­ხი უპო­ლი­ტი­კო­სე­ბა­დაც მშვე­ნივ­რად აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, და­ვი­ხუ­როთ ქუდი და "და­ვახ­ვი­ოთ“ ყვე­ლამ.

არ მა­ინ­ტე­რე­სებს არც გი­ორ­გი ვა­შა­ძე­ე­ბი, არც გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე­ე­ბი, ხალ­ხი იყო ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. ვინც ცდი­ლობს, რომ ახლა და­იბ­რა­ლოს, რომ თვი­თონ იყო რა­მის თავი და ბოლო, ეგ არის ტყუ­ი­ლი. ხალ­ხმა აჩ­ვე­ნა, რომ პო­ლი­ტი­კურ კლას­ზე ათი თა­ვით მაღ­ლა დგას - შეგ­ნე­ბი­თაც, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი­თაც, ორ­გა­ნი­ზე­ბის უნა­რი­თაც და ყვე­ლაფ­რით. ჩვენ, პო­ლი­ტი­კო­სებს გვი­თხრეს, რომ "და­ვაი“, "და­ახ­ვი­ეთ“, ჩვენ თვი­თონ მივ­ხე­დავთ ამ ქვე­ყა­ნა­სო", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალო
4

გააჩერეთ ვინმემ ეს ორკლასიანი,როდემდე უნდა ვუყუროთ ამის ხუშტურებს

ჰაჰაჰა
3

ნასვამები არა დაბოლილები ვიყავითო

ავტორი:

"ვენეციის კომისიას ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ - ნასვამები ვიყავით, არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე" - ელისაშვილი

"ვენეციის კომისიას ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ - ნასვამები ვიყავით, არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე" - ელისაშვილი

"ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ - ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე", - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევა ხალხის დამსახურებაა და ვინც ცდილობს, რომ დაიბრალოს, რომ თვითონ იყო რამის თავი და ბოლო, ეს ტყუილია.

"არ მოხვიდეთ არ იმუშაოთო, რა კარგი სამსახური მაქვს. ცხვირში მოხვდა "ქართულ ოცნებას", რომ ნახეს ხალხს რა ძალა აქვს. მოხვდათ ცხვირში და ძალიანაც კარგი, ასე მოხვდება ყველას ცხვირში ვინც ეცდება, რომ საქართველო წაათრიოს რუსეთისკენ.

სამართლებრივად, კანონპროექტი კიდევ უნდა დადგეს კენჭისყრაზე და როგორც კეთილი ინებეს და იმ ჭუჭყს დაუჭირეს მხარი, ასევე იმავე ამაზრზენ კანონს აღარ უნდა დაუჭირონ მხარი და ასე გაუქმდება. მე ვფიქრობ, ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ - ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე. ბოდიში უნდა მოუხადონ, რომ ეგეთი სამარცხვინო რაღაცის გამოგზავნა არ გვინდოდა უბრალოდ ცოტა დავლიეთ აქ ბიჭებმა, 76-ნი ვიყავით შეკრებილები, ტვინი აგვერია, რაღაც შხამიანი დავლიეთ და გამოგვეგზავნა ვენეციის კომისიაშიო.

გარდა ამისა, უნდა დადგნენ ცხრანი, ერის დედები და მამები რომ არიან და ბოდიში მოუხადონ პოლიციელებსაც და სათითაოდ ჩამოუარონ იმ დაკავებულ ბიჭებსაც, დაშავებულებსაც და ბოდიშები უხადონ. მაგათ ადგილზე საერთოდ დავიხურავდი ქუდს და წავიდოდი სამსახურიდან, სირცხვილით როგორ უნდა შევიდნენ იქ.

ძალიან კარგი, რომ აქცია დღესაც იმართება. ცხვირში მოხვედრის და ამ სამარცხვინო "ქართული ოცნებაზე" და 9- კაციან გაუგებრობაზე გამარჯვების ყიჟინა უნდა ისმოდეს აქ. ვისურვებდი, რომ აღარც შეტაკებები იყოს, აღარც დაპირისპირება, უბრალოდ კარგი იქნება, თუ ყველა ვიზეიმებთ გამარჯვებას ამ ტვინარეულ ხალხზე.

დავრწმუნდი, რომ ყველამ ძალა უნდა მოვიკრიბოთ, რომ "ქართული ოცნება" გავუშვათ და "ნაციონალური მოძრაობა" არ მოვუშვათ. ვისაც ეს შეგვიძლია, უნდა შევძლოთ და ვისაც არ შეგვიძლია და ხალხი უპოლიტიკოსებადაც მშვენივრად აკეთებს ყველაფერს, დავიხუროთ ქუდი და "დავახვიოთ“ ყველამ.

არ მაინტერესებს არც გიორგი ვაშაძეები, არც გედევან ფოფხაძეები, ხალხი იყო ყველაფრის ორგანიზატორი. ვინც ცდილობს, რომ ახლა დაიბრალოს, რომ თვითონ იყო რამის თავი და ბოლო, ეგ არის ტყუილი. ხალხმა აჩვენა, რომ პოლიტიკურ კლასზე ათი თავით მაღლა დგას - შეგნებითაც, ქვეყნის სიყვარულითაც, ორგანიზების უნარითაც და ყველაფრით. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვითხრეს, რომ "დავაი“, "დაახვიეთ“, ჩვენ თვითონ მივხედავთ ამ ქვეყანასო", - განაცხადა ელისაშვილმა.