მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რით ვერ ისწავლეთ, რამდენჯერაც დაარბევთ, უფრო მეტი გამოგივარდებათ ქუჩაში! ხალხი მასზე ხელის აღმართვას არ პატიობს... ისტორიის ლოგიკას ვერ გადააბიჯებთ" - თინა ხიდაშელი მთავრობას
"რით ვერ ისწავლეთ, რამდენჯერაც დაარბევთ, უფრო მეტი გამოგივარდებათ ქუჩაში! ხალხი მასზე ხელის აღმართვას არ პატიობს... ისტორიის ლოგიკას ვერ გადააბიჯებთ" - თინა ხიდაშელი მთავრობას

თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი გუ­შინ­დელ აქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რით ვერ გა­ი­გეთ, რით ვერ ის­წავ­ლეთ. რამ­დენ­ჯე­რაც და­არ­ბევთ, უფრო მეტი გა­მო­გი­ვარ­დე­ბათ ქუ­ჩა­ში! ეს სიბ­რა­ზე არ­სად მი­დის და არ იკარ­გე­ბა! დათ­მო­ბა მო­გი­წევთ, იმი­ტომ რომ ხალ­ხი მას­ზე ხე­ლის აღ­მარ­თვას არ პა­ტი­ობს. ბო­ლო­ში ყვე­ლას ყოფ­ნი­და გო­ნე­ბა და თმობ­და, იმი­ტომ რომ ხვდე­ბოდ­ნენ, ამის შემ­დეგ ტყვია უნდა ეს­რო­ლათ, ასე ის­ტო­რი­ის ლო­გი­კას ვერ გა­და­ა­ბი­ჯებთ!

მხო­ლოდ გარ­და­უ­ვალს ახან­გრძლი­ვებთ უფრო მეტი ნა­ცე­მი ახალ­გაზ­რდის ხარ­ჯზე! სა­კუ­თარ ხალ­ხთან გა­ბუ­ტულ, ზურ­გშექ­ცე­ულ და მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუ­ფალს არა­სო­დეს გა­უ­მარ­ჯვია, და თუ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სის­ხლის დაღ­ვრას არ მო­ე­რი­დე­ბით, დე­და­მი­წა­ზე ვე­რა­ფე­რი ვე­ღარ გიშ­ვე­ლით, დიახ, ეხლა ემო­ცი­ე­ბი აჯო­ბებს, ემო­ცი­ე­ბის ზღვა­შია ქვე­ყა­ნა გახ­ვე­უ­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში როცა ხართ, ამ ემო­ცი­ე­ბის ზღვა­ში მყოფ ხალ­ხზეც ხართ ზუს­ტად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, მათ სი­ცო­ცხლე­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

ვინ­მე ვა­შა­ძემ ან სხვამ, რაც არ უნდა ჩა­ი­დი­ნოს მანდ, მას თა­ვი­სი მო­ე­კი­თხე­ბა, მაგ­რამ ეს თქვენ ვერ გა­გა­სუფ­თა­ვებთ, მო­ძა­ლა­დის იარ­ლიყს არ ჩა­მოგ­რე­ცხთ! ეს ხალ­ხი დღეს თქვენ­ზეა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, თქვენ­მა ღა­ლატ­მა გა­მო­იყ­ვა­ნა ქუ­ჩა­ში, თქვენ­მა ცი­ნიზ­მმა და და­ცინ­ვამ, თქვენ­მა გუ­შინ­დელ­მა ძა­ლა­დო­ბამ და­ტო­ვა ქუ­ჩა­ში. ეს არ და­გა­ვი­წყდეთ! გა­იწ­ვი­ეთ ეს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი!" - წერს ხი­და­შე­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ვი­თა­რე­ბა თით­ქმის მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლი იყო. ად­გილ­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. 21:00 სა­ათ­ზე "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ თქვა, რომ მთავ­რო­ბას ერთ სა­ათს აძ­ლევ­და ორი მო­თხოვ­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად: ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის უკან გაწ­ვე­ვა და 7 მარტს და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. 22:00 სა­ათ­ზე ვა­შა­ძემ მო­მი­ტინ­გე­ებს მო­უ­წო­და, მშვი­დო­ბი­ა­ნი ფორ­მით პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის პი­კე­ტი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ.

ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბი გა­არ­ღვი­ეს, რა დროს სპეც­რაზმმა გა­მო­ი­ყე­ნა წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფ. უ.
0

10 აპრილს რომ კომპარტიაში შედიოდით, ხომ არ დაგავიწყდათ!?

ლაზარე გრიგორიადისი რომ მონოგრაფიას წერს "ჩემი ბრძოლა", მაგაზე რას იტყვი!?

დამწვარი პოლიციელის დედას რა პასუხსა სცემ!?

მარინა
7

შენ და შენი ქმარი სირცხვილით თავს გარეთ ვერ უნდა ყოფდეთ, მაგრამ სად გაგაჩნიათ სირცხვილი. მძიმე ავადმყოფობამაც ვერ მოგიყვანა ჭკუაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რით ვერ ისწავლეთ, რამდენჯერაც დაარბევთ, უფრო მეტი გამოგივარდებათ ქუჩაში! ხალხი მასზე ხელის აღმართვას არ პატიობს... ისტორიის ლოგიკას ვერ გადააბიჯებთ" - თინა ხიდაშელი მთავრობას

"რით ვერ ისწავლეთ, რამდენჯერაც დაარბევთ, უფრო მეტი გამოგივარდებათ ქუჩაში! ხალხი მასზე ხელის აღმართვას არ პატიობს... ისტორიის ლოგიკას ვერ გადააბიჯებთ" - თინა ხიდაშელი მთავრობას

თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი გუშინდელ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"რით ვერ გაიგეთ, რით ვერ ისწავლეთ. რამდენჯერაც დაარბევთ, უფრო მეტი გამოგივარდებათ ქუჩაში! ეს სიბრაზე არსად მიდის და არ იკარგება! დათმობა მოგიწევთ, იმიტომ რომ ხალხი მასზე ხელის აღმართვას არ პატიობს. ბოლოში ყველას ყოფნიდა გონება და თმობდა, იმიტომ რომ ხვდებოდნენ, ამის შემდეგ ტყვია უნდა ესროლათ, ასე ისტორიის ლოგიკას ვერ გადააბიჯებთ!

მხოლოდ გარდაუვალს ახანგრძლივებთ უფრო მეტი ნაცემი ახალგაზრდის ხარჯზე! საკუთარ ხალხთან გაბუტულ, ზურგშექცეულ და მოძალადე ხელისუფალს არასოდეს გაუმარჯვია, და თუ ძალაუფლების შესანარჩუნებლად სისხლის დაღვრას არ მოერიდებით, დედამიწაზე ვერაფერი ვეღარ გიშველით, დიახ, ეხლა ემოციები აჯობებს, ემოციების ზღვაშია ქვეყანა გახვეული და ხელისუფლებაში როცა ხართ, ამ ემოციების ზღვაში მყოფ ხალხზეც ხართ ზუსტად პასუხისმგებელი, მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, თავისუფლებაზე.

ვინმე ვაშაძემ ან სხვამ, რაც არ უნდა ჩაიდინოს მანდ, მას თავისი მოეკითხება, მაგრამ ეს თქვენ ვერ გაგასუფთავებთ, მოძალადის იარლიყს არ ჩამოგრეცხთ! ეს ხალხი დღეს თქვენზეა გაბრაზებული, თქვენმა ღალატმა გამოიყვანა ქუჩაში, თქვენმა ცინიზმმა და დაცინვამ, თქვენმა გუშინდელმა ძალადობამ დატოვა ქუჩაში. ეს არ დაგავიწყდეთ! გაიწვიეთ ეს რუსული კანონი!" - წერს ხიდაშელი "ფეისბუქში".

რუსთაველის გამზირზე ვითარება თითქმის მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული იყო. ადგილზე საპროტესტო აქცია დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო. 21:00 საათზე "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მთავრობას ერთ საათს აძლევდა ორი მოთხოვნის შესასრულებლად: ე.წ. აგენტების კანონპროექტების უკან გაწვევა და 7 მარტს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. 22:00 საათზე ვაშაძემ მომიტინგეებს მოუწოდა, მშვიდობიანი ფორმით პარლამენტის შენობის პიკეტირება მოეხდინათ.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან არსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს, რა დროს სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

ასევე იხილეთ: