სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს" - დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს
"მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს" - დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს

"ხალ­ხის ძა­ლის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"სა­ქარ­თვე­ლო უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა" - მსურს კი­დევ ერთხელ, რო­გორც მრა­ვალ­ჯერ, გან­ვა­ცხა­დო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ჭეშ­მა­რიტ ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­შია და ამა­ში ყვე­ლა გა­მომ­სვლელს ქუ­ჩა­ში, მომ­ხრე­სა თუ არა­მომ­ხრეს ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად გული მწყდე­ბა, რომ წა­უ­კი­თხა­ვად ვაპ­რო­ტეს­ტებთ იმას, რაც ჩვენ­სა­ვე ინ­ტე­რესს და­ი­ცავს.

საქ­მე ეხე­ბა კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას და არა­ფერს სხვას, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არა აქვს რუ­სულ­თან და ჰგავს ამე­რი­კულს, რო­მელ­ზეც ბევ­რად ლი­ბე­რა­ლუ­რია. არც ერთ ფი­ზი­კურ პირს არ ეხე­ბა და არა­ვის ზღუ­დავს.

ეს ვერ­სია ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბულს ხდის მხო­ლოდ იმ არა­სა­მე­წარ­მეო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ვინც ქვეყ­ნის გა­რე­დან ფი­ნანსდე­ბა, რო­მე­ლი ქვე­ყა­ნაც არ უნდა იყოს ეს. ის რომ და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტი გვსურს, სწო­რედ ამის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნეთ სა­ფუძ­ვლად ამე­რი­კუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და ამი­ტო­მაც ვაგ­ზავ­ნით ვე­ნე­ცი­ა­ში მისი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის­თვის. კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა მხო­ლოდ ამ დას­კვნის შემ­დეგ გაგ­რძელ­დე­ბა და ეს ვთქვით თა­ვი­დან­ვე.რა არის ამა­ში გა­უ­გე­ბა­რი ან არა­და­სავ­ლუ­რი? მათ კი, ვი­საც ქვეყ­ნის რყე­ვა სურს ან პი­რა­დი ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი ადარ­დებს, ან ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ უნ­დათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, თავს ნუ გა­მო­ა­ყე­ნე­ბი­ნებთ.

მერ­წმუ­ნეთ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედი ჩვენ­ზე მე­ტად არა­ვის აწუ­ხებს. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მო­დის, დი­დიც და პა­ტა­რაც და ჩვენც, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მისი კე­თილ­დღე­ო­ბა ყვე­ლა­ფერს უნდა გვერ­ჩივ­ნოს. "სა­ქარ­თვე­ლო უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა", - წერს ხუნ­და­ძე.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

აბა როგორ ამატივტივა ამ კანონმა აგენტები?

ედიკა
0

რამდენი "ქვევრი" ქონიათ უცხოელებს, საქართველოს მიწაში ჩაფლული კაცოოო; თავიანთ ალალ, ამერიკულ კანონზე, რომელიც საქართველომ მხოლოდ გადმოაკოპირა, ჩაგვძახიან, რუსულიაოოოოოო და აქური ქვევრებიც ბანს აძლევენ,, აბა ქვევრს ანალიზისა და წაკითხვის უნარი რომ ქონდეს ქვევრი კიაღარ იქნებოდა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს" - დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს

"მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს" - დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს

"ხალხის ძალის" წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"საქართველო უპირველეს ყოვლისა" - მსურს კიდევ ერთხელ, როგორც მრავალჯერ, განვაცხადო, რომ საქართველოს მომავალი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებშია და ამაში ყველა გამომსვლელს ქუჩაში, მომხრესა თუ არამომხრეს ვეთანხმები, მაგრამ გულწრფელად გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას და არაფერს სხვას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს რუსულთან და ჰგავს ამერიკულს, რომელზეც ბევრად ლიბერალურია. არც ერთ ფიზიკურ პირს არ ეხება და არავის ზღუდავს.

ეს ვერსია ანგარიშვალდებულს ხდის მხოლოდ იმ არასამეწარმეო ორგანიზაციებს, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდება, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს. ის რომ დასავლური სტანდარტი გვსურს, სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა და ამიტომაც ვაგზავნით ვენეციაში მისი სამართლებრივი შეფასებისთვის. კანონის განხილვა მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ გაგრძელდება და ეს ვთქვით თავიდანვე.რა არის ამაში გაუგებარი ან არადასავლური? მათ კი, ვისაც ქვეყნის რყევა სურს ან პირადი ვიწროპარტიული ინტერესი ადარდებს, ან ანგარიშვალდებულება არ უნდათ საზოგადოების წინაშე, თავს ნუ გამოაყენებინებთ.

მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, დიდიც და პატარაც და ჩვენც, ჩვენი სამშობლოს სტაბილურობა და მისი კეთილდღეობა ყველაფერს უნდა გვერჩივნოს. "საქართველო უპირველეს ყოვლისა", - წერს ხუნდაძე.