"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა, იქ ვარ მეც...“ - წერს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.
მსგავსი განცხადება გააკეთეს დღეს ქართველმა სპორტსმენებმა, მერაბ შარიქაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოჭადრაკე ქალებმა და სხვა წამყვანმა სპორტსმენებმა და საზოგადო მოღვაწეებმა თბილისში მრავალათასიანი აქციის პარალელურად.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან შეკრებილნი რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.
იხილეთ ასევე:
ევროპული მომავალი რა არის ამას კითხეთ ვინმემ ერთი? უკრაინული ხო არა?? ეგეთი მომავალი გინდა ხომ საქართველოსთვის შენ
შენ რომ კაცი იყო, შენი ოჯახის წევრები ემიგრაციაში გასაცოდავებულ სამსახურებში არ იმუშავებდნენ. ჯერ ოჯახს მიხედე და მერე სხვას ურჩიე მომავალი