მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქაშვეთის კარი ღიაა! როგორც 9 აპრილს! მადლობა იმ მღვდელს, რომელსაც სათითაოდ შეჰყავს ქალები!" - პროტესტანტების ნაწილი ეკლესიას აფარებს თავს
"ქაშვეთის კარი ღიაა! როგორც 9 აპრილს! მადლობა იმ მღვდელს, რომელსაც სათითაოდ შეჰყავს ქალები!" - პროტესტანტების ნაწილი ეკლესიას აფარებს თავს

ამ ცოტა ხნის წინ სპეც­რაზმმა პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა კი­დევ ერთხელ და­ი­წყო. ე.წ. რო­ბო­კო­პებ­მა პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კვლავ გა­მო­ი­ყე­ნეს ცრემლსა­დე­ნი გაზი და წყლის ჭავ­ლი გა­მო­ყე­ნეს. პრო­ტეს­ტან­ტთა ნა­წილ­მა ქაშ­ვეთს შე­ა­ფა­რა თავი.

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია “ლე­ლოს” წევ­რი ირაკ­ლი კუპ­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუს­თა­ვე­ლის მიმ­დი­ნა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ქაშ­ვე­თის კარი ღიაა! რო­გორც 9 აპ­რილს! ხალ­ხი ეკ­ლე­სი­ა­ში აფა­რებს თავს, რომ არ გა­ი­გუ­დონ. მად­ლო­ბა იმ მღვდელს, რო­მელ­საც სა­თი­თა­ოდ შეჰ­ყავს ქა­ლე­ბი!"

ამ ეტაპ­ზე რუს­თა­ველ­ზე სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლი რჩე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან სპეც­რაზ­მი წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნას­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტის­კენ და­იძ­რა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ დრო­ის­თვის სწო­რედ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინა მხა­რეს იმ­ყო­ფე­ბი­ან, სა­დაც სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სპეც­რაზმმა წყლის ჭავ­ლი­სა და ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­გან უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რედ რო­გორც ჭი­ჭი­ნა­ძის, ისე 9 აპ­რი­ლის ქუჩა. ახლა ცდი­ლო­ბენ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის გაწ­მენ­დას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან. ისევ გა­უშ­ვეს ცრემლსა­დე­ნი გა­ზიც.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

დემაგოგიას შეეშვით ნაძირლებო, მოგდევდათ ვინმე ? ეხლა გაგახსენდათ ეკლესია და სარწმუნოება,პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი მანდ შეკრებილებიდან რამდენს დაერჭო გულზე ხინჯათ თავის დროზე?

auf
1

ჯვრის მოგლეჯას რო ცდილობდით მაშინ რაზე ფიქრობდით?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ქაშვეთის კარი ღიაა! როგორც 9 აპრილს! მადლობა იმ მღვდელს, რომელსაც სათითაოდ შეჰყავს ქალები!" - პროტესტანტების ნაწილი ეკლესიას აფარებს თავს

"ქაშვეთის კარი ღიაა! როგორც 9 აპრილს! მადლობა იმ მღვდელს, რომელსაც სათითაოდ შეჰყავს ქალები!" - პროტესტანტების ნაწილი ეკლესიას აფარებს თავს

ამ ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა პარლამენტთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლა კიდევ ერთხელ დაიწყო. ე.წ. რობოკოპებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოყენეს. პროტესტანტთა ნაწილმა ქაშვეთს შეაფარა თავი.

პოლიტიკური პარტია “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში რუსთაველის მიმდინარე ტერიტორიიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ქაშვეთის კარი ღიაა! როგორც 9 აპრილს! ხალხი ეკლესიაში აფარებს თავს, რომ არ გაიგუდონ. მადლობა იმ მღვდელს, რომელსაც სათითაოდ შეჰყავს ქალები!"

ამ ეტაპზე რუსთაველზე სიტუაცია დაძაბული რჩება. თავისუფლების მოედნიდან სპეცრაზმი წყლის ჭავლის მანქანასთან ერთად პარლამენტისკენ დაიძრა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სწორედ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინა მხარეს იმყოფებიან, სადაც სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.

სპეცრაზმმა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მომიტინგეებისგან უკვე გაათავისუფლა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩა. ახლა ცდილობენ რუსთაველის გამზირის გაწმენდას აქციის მონაწილეებისგან. ისევ გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც.