მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ ხელში ავტომატი ეკავა, მეორეში კი - ხელყუმბარა... შეამჩნია, რომ ვიღაც ვიდეოს იღებდა გარედან და გაისროლა ჰაერში" - რა თქვა ესებუას პროცესზე მოწმემ
"ერთ ხელში ავტომატი ეკავა, მეორეში კი - ხელყუმბარა... შეამჩნია, რომ ვიღაც ვიდეოს იღებდა გარედან და გაისროლა ჰაერში" - რა თქვა ესებუას პროცესზე მოწმემ

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბად­რი ესე­ბუ­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას ბრალ­დე­ბუ­ლიც ეს­წრე­ბა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს იკ­ვლე­ვენ. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ჰყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მათი და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყო­ფი­ლი მძევ­ლე­ბი ბანკზე თავ­დას­ხმის დღეს დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნე­ბენ.

"ერთ ხელ­ში ავ­ტო­მა­ტი ეკა­ვა, მე­ო­რე­ში კი - ხელ­ყუმ­ბა­რა. ბან­კის შე­მო­სას­ვლელ კა­რებ­თან იდგა, შე­ამ­ჩნია, რომ ვი­ღაც ვი­დე­ოს იღებ­და გა­რე­დან და გა­ის­რო­ლა ჰა­ერ­ში, სულ ორ­ჯერ გა­ის­რო­ლა. ნიღ­ბი­ა­ნი იყო, მო­ხუ­ცე­ბი და ბავ­შვე­ბი მა­შინ­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, დავ­რჩით 30-მდე ადა­მი­ა­ნი. გვი­თხრა, რომ ძარ­ცვა იყო. მე­ნე­ჯე­რი მო­ი­თხო­ვა, მაგ­რამ მე­ნე­ჯე­რი ად­გილ­ზე არ იყო. აგ­ვიყ­ვა­ნა მე­ო­რე სარ­თულ­ზე, არ მო­ე­წო­ნა ოთა­ხი, სა­დაც შეგ­ვიყ­ვა­ნა და მე­ო­თხე სარ­თულ­ზე აგ­ვიყ­ვა­ნა, იქაც არ მო­ე­წო­ნა და ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნა მე­სა­მე სარ­თულ­ზე საკ­რე­დი­ტო ოფიც­რის ოთახ­ში. ითხოვ­და ისეთ ადა­მი­ანს, ვის­თა­ნაც მო­ლა­პა­რა­კე­ბას გა­მარ­თავ­და. გვი­თხრა, რომ დაგ­ვე­რე­კა 112-ში. და­რე­კეს 112-ში და შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, რად­გან უნ­დო­და გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა, რომ ძარ­ცვა იყო ბან­კში. ითხოვ­და 500 000 დო­ლარს, მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და უსაფრ­თხოდ გას­ვლას, შემ­დეგ ავ­თან­დილ გალ­და­ვამ და­რე­კა და უთხრა, რომ თვი­თონ მო­ვი­დო­და და და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ვიდ­რე ავ­თან­დილ გალ­და­ვა მო­ვი­დო­და, თქვა, რომ კი­დევ სამი ადა­მი­ა­ნი სჭირ­დე­ბო­და. მო­ვი­და ბა­ტო­ნი ავთო ჩან­თით ხელ­ში, გახ­სნა ჩან­თა და აჩ­ვე­ნა თან­ხა. რის შემ­დე­გაც ყვე­ლა მძე­ვა­ლი გა­უშ­ვა და დავ­რჩით ოთხი მა­მა­კა­ცი”, - აღ­ნიშ­ნა ერთ-ერ­თმა მოწ­მემ.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"ერთ ხელში ავტომატი ეკავა, მეორეში კი - ხელყუმბარა... შეამჩნია, რომ ვიღაც ვიდეოს იღებდა გარედან და გაისროლა ჰაერში" - რა თქვა ესებუას პროცესზე მოწმემ

"ერთ ხელში ავტომატი ეკავა, მეორეში კი - ხელყუმბარა... შეამჩნია, რომ ვიღაც ვიდეოს იღებდა გარედან და გაისროლა ჰაერში" - რა თქვა ესებუას პროცესზე მოწმემ

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში დაზარალებულები ჰყავს წარმოდგენილი და მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ყოფილი მძევლები ბანკზე თავდასხმის დღეს დეტალურად იხსენებენ.

"ერთ ხელში ავტომატი ეკავა, მეორეში კი - ხელყუმბარა. ბანკის შემოსასვლელ კარებთან იდგა, შეამჩნია, რომ ვიღაც ვიდეოს იღებდა გარედან და გაისროლა ჰაერში, სულ ორჯერ გაისროლა. ნიღბიანი იყო, მოხუცები და ბავშვები მაშინვე გაათავისუფლა, დავრჩით 30-მდე ადამიანი. გვითხრა, რომ ძარცვა იყო. მენეჯერი მოითხოვა, მაგრამ მენეჯერი ადგილზე არ იყო. აგვიყვანა მეორე სართულზე, არ მოეწონა ოთახი, სადაც შეგვიყვანა და მეოთხე სართულზე აგვიყვანა, იქაც არ მოეწონა და ჩამოგვიყვანა მესამე სართულზე საკრედიტო ოფიცრის ოთახში. ითხოვდა ისეთ ადამიანს, ვისთანაც მოლაპარაკებას გამართავდა. გვითხრა, რომ დაგვერეკა 112-ში. დარეკეს 112-ში და შემდეგ ტელევიზიებში, რადგან უნდოდა გაევრცელებინა, რომ ძარცვა იყო ბანკში. ითხოვდა 500 000 დოლარს, მძევლების გათავისუფლებას და უსაფრთხოდ გასვლას, შემდეგ ავთანდილ გალდავამ დარეკა და უთხრა, რომ თვითონ მოვიდოდა და დაელაპარაკებოდა. ვიდრე ავთანდილ გალდავა მოვიდოდა, თქვა, რომ კიდევ სამი ადამიანი სჭირდებოდა. მოვიდა ბატონი ავთო ჩანთით ხელში, გახსნა ჩანთა და აჩვენა თანხა. რის შემდეგაც ყველა მძევალი გაუშვა და დავრჩით ოთხი მამაკაცი”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მოწმემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.