მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ამ პლაკატებს აკრავს, მას ლოცვა-კურთხევა ხელისუფლებიდან აქვს" - სიძულვილის გამღვივებელი პლაკატები თბილისის ქუჩებში: ვინ დგას ამის უკან?
"ვინც ამ პლაკატებს აკრავს, მას ლოცვა-კურთხევა ხელისუფლებიდან აქვს" - სიძულვილის გამღვივებელი პლაკატები თბილისის ქუჩებში: ვინ დგას ამის უკან?

დღეს დი­ლით თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გა­მოჩ­ნდა პლა­კა­ტე­ბი წარ­წე­რით: "უსამ­შობ­ლო მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი“ და "ეკ­ლე­სი­ის მა­გი­ნე­ბე­ლი ჯა­შუ­შე­ბი“. მას­ზე გა­მო­სა­ხულ­ნი არი­ან: ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წევ­რე­ბი.

პლა­კატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ყო­ფი­ლი ომ­ბუდსმე­ნი ნინო ლომ­ჯა­რია, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე, რო­მე­ლიც 2 მარტს პარ­ლა­მენ­ტში "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის" გან­ხილ­ვას ეს­წრე­ბო­და, დე­პუ­ტა­ტე­ბი: თა­მარ კორ­ძა­ია, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე, "ლე­ლოს" ლი­დე­რი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი გიგა ბო­კე­რია. ასე­ვე აქ­ტი­ვის­ტი ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ფი­ლო­ლო­გი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

პლა­კა­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს და ზო­გან აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ემა­ტე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რია, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი, გია ნო­დია, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, ზურა ჯა­ფა­რი­ძე, გიგი უგუ­ლა­ვა და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი.

ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლე ვისი შე­მოქ­მე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. ამ მიზ­ნით და­ვუ­კავ­შირ­დით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", სა­დაც გვი­თხრეს, "სა­ი­დან უნდა სცოდ­ნო­დათ“, ეს ვისი ნა­ხე­ლა­ვი იყო. ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ არც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში და მათ შსს-სთან გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის მოკ­ვლე­ვა და რო­გორც კი დე­ტა­ლე­ბი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, შეგ­ვეხ­მი­ა­ნე­ბი­ან.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღეს დი­ლი­დან იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ზე "ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დაკ­ვირ­ვე­ბულ მსმე­ნელ-მა­ყუ­რე­ბელს ალ­ბათ არ გა­მო­ე­პა­რე­ბო­და, რომ ფრა­ზა - "უსამ­შობ­ლო­ე­ბი ხართ“, რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა ახ­სე­ნა.

კო­მი­ტეტ­ზე პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნად წა­რი­მარ­თა. იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წო­და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, და­ეც­ვათ წეს­რი­გი. მან ასე­ვე მო­უ­წო­და ოპო­ზი­ცი­ას, "ხალ­ხის ძა­ლის“ წევ­რის­თვის, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის­თვის მოხ­სე­ნე­ბის წა­კი­თხვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან პე­რი­ო­დუ­ლად ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი: "არა რუ­სულ კა­ნონს!“, რის შემ­დე­გაც ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძეს უსამ­შობ­ლო უწო­და: "უსამ­შობ­ლო ხარ, უსამ­შობ­ლო კაცი ხარ“. მას შემ­დეგ, რაც "ლე­ლოს" დე­პუ­ტატ­მა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ფორ­მა­ლუ­რად გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბულ რუ­სულ კა­ნონ­ზე მი­უ­თი­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს კლა­ვენ, მას იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. სწო­რედ ამ დროს ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის ფრა­ზა გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მაც გა­ი­მე­ო­რა:

"ჩვენ ვართ ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, ერთი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რით და თქვენ, თქვენ თავს არ ეკუთ­ვნით, თქვენ ხართ უსამ­შობ­ლო ხალ­ხი, ეგ და­ი­მახ­სოვ­რეთ. ცალ ფეხ­ზე უნდა ვიდ­გე­თო, ბა­ტო­ნი ბურ­ჯა­ნა­ძე ხომ ამ­ბობ­და, იდე­ქით ბა­ტო­ნო ცალ ფეხ­ზე და გინ­და ნუ იდ­გე­ბით. ეგ არის თქვე­ნი სახე. ჩვენ ცალ ფეხ­ზე დგო­მას არ ვა­პი­რებთ, ჩვენ ღირ­სე­უ­ლად ვა­პი­რებთ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას", - თქვა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

თა­ნა­მო­აზ­რე­ებს არც "წიგ­ნი­ე­რე­ბის“ სა­ჭი­რო­ე­ბის არმცნო­ბი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ჩა­მორ­ჩა, რო­მელ­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის ბრალ­დე­ბებს უპა­სუ­ხა: "ჩვენს კა­ნონპ­რო­ექტს რუ­სულს იმი­ტომ ეძა­ხით, რომ არ იცით, ქარ­თუ­ლი რა არის - უსამ­შობ­ლო, და­კარ­გუ­ლი ხალ­ხი ხართ!“

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სი­ტყვა - "უსამ­შობ­ლო“ გი­ორ­გი ვა­შა­ძის მი­მართ ჯერ კი­დევ გა­სულ წელს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­მო­ი­ყე­ნა.

მარ­ტი­ვი ლო­გი­კი­თაც კი, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის რი­ტო­რი­კას­თან ერ­თად, იმა­საც თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ტროლ-ბო­ტე­ბი მუდ­მი­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ მსგავ­სი ფრა­ზე­ბით, ჩნდე­ბა ვა­რა­უ­დი, რომ ეს პლა­კა­ტე­ბიც სა­ხე­ლი­სუფ­ლო მე­სი­ჯ­ბოქ­სის ნა­წი­ლია, რაც ოპო­ნენ­ტე­ბის გა­შა­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი:

"ფაქ­ტი ერ­თია, რომ ისი­ნი, ვინც პლა­კა­ტებს აკ­რა­ვენ, დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ ამ საქ­მი­ა­ნო­ბას მო­უ­წო­ნებს და არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ შე­უქ­მნის. ეს ის ფრა­ზე­ბია, რაც პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან ის­მის. ასე რომ, იმ­დე­ნად თან­ხვედ­რა­შია ეს ერ­თმა­ნეთ­თან, სა­ეჭ­ვოც არა­ფე­რია. ვერ ვი­ტყვი, რომ პერ­სო­ნა­ლუ­რად ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აკ­რავ­დნენ პლა­კა­ტებს, მაგ­რამ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან აქვთ, ეს გა­სა­გე­ბია. ვფიქ­რობ, და­ი­წყო ძა­ლი­ან მძი­მე და ცუდი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ნელ-ნელა მი­დის სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ, სამ­წუ­ხა­როდ, ამის ინი­ცი­ა­ტო­რი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა".

მკითხველის კომენტარები / 98 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმმმმ...
3

ვაჰ, ჯურნალისტებმა რა "სწრაფად" მოახდინეთ რეაგირება. აი ხალხის ძალის წარმომადგენლებზე რომ გააკრეს პლაკატები ნაცროვამ მაგაზე რატომ არ "გამოიძიეთ"? თუ ეგ შეიძლება და უსამშობლო მოღალატე ნაცხროვაზე რომ დაწერო სიმართლე არ შეიძლება? და რა არის აქ არასწორე, ეს ნაცხროველები უსამშობლო მოღალატეები რომ არიან, რად უნდა ამას დიდი ბაზარი

ვატო
16

პლაკატები კი არა, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების ვიდეოკადრებს უნდა აჩვენებდნენ ქუჩებში. სად იყვნენ ეგ არასამთავრობოები, "ნაცების" ხელისუფლება ყოველდღიურად ათასობით დანაშაულს რომ სჩადიოდა! მაშინ ეგენი ყველანი სამხელისუფლო ორგანიზაციები, მათ მიერ დაფინანსებულები და სულაც სახელმწიფო თანამდებობის პირები იყვნენ. ახლაც მათგან ფინანსდებიან და ფულს ათეთრებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვინც ამ პლაკატებს აკრავს, მას ლოცვა-კურთხევა ხელისუფლებიდან აქვს" - სიძულვილის გამღვივებელი პლაკატები თბილისის ქუჩებში: ვინ დგას ამის უკან?

"ვინც ამ პლაკატებს აკრავს, მას ლოცვა-კურთხევა ხელისუფლებიდან აქვს" - სიძულვილის გამღვივებელი პლაკატები თბილისის ქუჩებში: ვინ დგას ამის უკან?

დღეს დილით თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერით: "უსამშობლო მოღალატეები“ და "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“. მასზე გამოსახულნი არიან: ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.

პლაკატზე გამოსახულია ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, რომელიც 2 მარტს პარლამენტში "რუსული კანონის" განხილვას ესწრებოდა, დეპუტატები: თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია. ასევე აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი.

პლაკატების რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ზოგან აღნიშნულ პირებს ემატება გიორგი გახარია, პაატა ზაქარეიშვილი, გია ნოდია, დავით უსუფაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიგი უგულავა და სალომე სამადაშვილი.

ambebi.ge დაინტერესდა, აღნიშნული სიახლე ვისი შემოქმედება შეიძლება ყოფილიყო. ამ მიზნით დავუკავშირდით "ქართულ ოცნებას", სადაც გვითხრეს, "საიდან უნდა სცოდნოდათ“, ეს ვისი ნახელავი იყო. ინფორმაცია არ აქვთ არც თბილისის მერიაში და მათ შსს-სთან გადაგვამისამართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მიმდინარეობს საქმის მოკვლევა და როგორც კი დეტალები გახდება ცნობილი, შეგვეხმიანებიან.

როგორც ცნობილია, დღეს დილიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. დაკვირვებულ მსმენელ-მაყურებელს ალბათ არ გამოეპარებოდა, რომ ფრაზა - "უსამშობლოები ხართ“, რამდენიმე დეპუტატმა ახსენა.

კომიტეტზე პროცესი საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რამდენჯერმე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაეცვათ წესრიგი. მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას, "ხალხის ძალის“ წევრისთვის, გურამ მაჭარაშვილისთვის მოხსენების წაკითხვის საშუალება მიეცათ.

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად ისმოდა შეძახილები: "არა რუსულ კანონს!“, რის შემდეგაც ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს უსამშობლო უწოდა: "უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“. მას შემდეგ, რაც "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონზე მიუთითა და განაცხადა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს კლავენ, მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს. სწორედ ამ დროს ანრი ოხანაშვილის ფრაზა გურამ მაჭარაშვილმაც გაიმეორა:

"ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ერთი მილიონი ადამიანის მხარდაჭერით და თქვენ, თქვენ თავს არ ეკუთვნით, თქვენ ხართ უსამშობლო ხალხი, ეგ დაიმახსოვრეთ. ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო, ბატონი ბურჯანაძე ხომ ამბობდა, იდექით ბატონო ცალ ფეხზე და გინდა ნუ იდგებით. ეგ არის თქვენი სახე. ჩვენ ცალ ფეხზე დგომას არ ვაპირებთ, ჩვენ ღირსეულად ვაპირებთ ევროკავშირში ინტეგრაციას", - თქვა მაჭარაშვილმა.

თანამოაზრეებს არც "წიგნიერების“ საჭიროების არმცნობი მიხეილ ყაველაშვილი ჩამორჩა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის ბრალდებებს უპასუხა: "ჩვენს კანონპროექტს რუსულს იმიტომ ეძახით, რომ არ იცით, ქართული რა არის - უსამშობლო, დაკარგული ხალხი ხართ!“

შეგახსენებთ, რომ სიტყვა - "უსამშობლო“ გიორგი ვაშაძის მიმართ ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ გამოიყენა.

მარტივი ლოგიკითაც კი, უმრავლესობის დეპუტატების რიტორიკასთან ერთად, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მხარდამჭერი ტროლ-ბოტები მუდმივად ხელმძღვანელობენ მსგავსი ფრაზებით, ჩნდება ვარაუდი, რომ ეს პლაკატებიც სახელისუფლო მესიჯბოქსის ნაწილია, რაც ოპონენტების გაშავებას ემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

"ფაქტი ერთია, რომ ისინი, ვინც პლაკატებს აკრავენ, დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება მათ ამ საქმიანობას მოუწონებს და არანაირ პრობლემას არ შეუქმნის. ეს ის ფრაზებია, რაც პარლამენტში უმრავლესობის მხრიდან ისმის. ასე რომ, იმდენად თანხვედრაშია ეს ერთმანეთთან, საეჭვოც არაფერია. ვერ ვიტყვი, რომ პერსონალურად ეს ადამიანები აკრავდნენ პლაკატებს, მაგრამ ლოცვა-კურთხევა რომ ხელისუფლებიდან აქვთ, ეს გასაგებია. ვფიქრობ, დაიწყო ძალიან მძიმე და ცუდი პროცესი, რომელიც ნელ-ნელა მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, სამწუხაროდ, ამის ინიციატორი, ხელისუფლებაა".