მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზის შესახებ? – ინტერვიუ რევმატოლოგთან
რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზის შესახებ? – ინტერვიუ რევმატოლოგთან

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ძვლის მა­სის შემ­ცი­რე­ბა­სა და სიმ­კვრი­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს. შე­დე­გად, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი მო­ტე­ხი­ლო­ბის რის­კებს ზრდის და მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას.

ოს­ტე­ო­პო­როზ­ზე მეტს თო­დუ­ას კლი­ნი­კის რევ­მა­ტო­ლო­გი ოთარ ჟვა­ნია გვიყ­ვე­ბა და გვაც­ნობს და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გზებს.

რა იწ­ვევს ოს­ტე­ო­პო­როზს და ვის აქვს მისი გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კი?

პოსტმე­ნო­პა­უ­ზურ პე­რი­ოდ­ში ქა­ლებს ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ხში­რად უვი­თარ­დე­ბათ. მი­ზე­ზი ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია, რო­მე­ლიც ამ დროს იჩენს ხოლ­მე თავს, მა­გა­ლი­თად, ორ­გა­ნიზ­მი აღარ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ესტრო­გენს, ძვლო­ვან უჯრე­დებს, ირ­ღვე­ვა მი­ნე­რალ­თა ცვლა და სხვა. ეს დის­ბა­ლან­სი დიდ როლს თა­მა­შობს პა­თო­ლო­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა ბევ­რი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბი­სა და კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის დრო­საც. ის შე­იძ­ლე­ბა მთელ­მა რიგ­მა მე­დი­კა­მენ­ტებ­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს.

თუკი ქა­ლებ­ში ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი პოსტმე­ნო­პა­უ­ზურ ასაკ­ში მა­ტუ­ლობს, მა­მა­კა­ცებ­ში, რო­გორც წესი, და­ა­ვა­დე­ბა უმე­ტე­სად 60 წლის შემ­დეგ ვი­თარ­დე­ბა.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ოს­ტე­ო­პო­როზს და საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის რა ნა­წი­ლებს აზი­ა­ნებს უმე­ტე­სად?

და­ა­ვა­დე­ბას გა­მოკ­ვე­თი­ლი სიმპტო­მე­ბი არ აქვს, თუმ­ცა მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ხერ­ხემ­ლის არე­ში ტკი­ვი­ლი. ამას­თან, შე­იძ­ლე­ბა ოს­ტე­ო­პო­როზ­მა პა­ცი­ენ­ტის აღ­ნა­გო­ბა შეც­ვა­ლოს – გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ნელ-ნელა მო­ი­ხა­როს მხრებ­ში და მო­იკ­ლოს სი­მაღ­ლე­ში.

რო­გორც უკვე ვახ­სე­ნეთ, ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მთა­ვა­რი გარ­თუ­ლე­ბა მო­ტე­ხი­ლო­ბაა. ის ყვე­ლა ძვალ­ზე შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბარ­ძა­ყის, ხერ­ხემ­ლი­სა და სხივ-მა­ჯის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბია. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რია, რად­გან ძვა­ლი იმ­დე­ნად მკვრი­ვი აღარ არის და რე­გე­ნე­რა­ცია და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გარ­თუ­ლე­ბუ­ლია

რო­გორ ხდე­ბა ოს­ტე­ო­პო­რო­ზის დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა?

პირ­ველ რიგ­ში, ვა­ტა­რებთ ოს­ტე­ო­დენ­სი­ტო­მეტ­რი­ას, რო­მე­ლიც ძვლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეს არის ძი­რი­თა­დი და ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გა­მო­საკ­ვლე­ვად. ამას­თან ერ­თად, ვნიშ­ნავთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ანა­ლი­ზებს, რი­თაც ვა­მოწ­მებთ კალ­ცი­უ­მის,მაგ­ნი­უ­მის, ფოს­ფო­რის, D ვი­ტა­მი­ნის, კრე­ა­ტი­ნი­ნი­სა და სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დო­ნეს პა­ცი­ენ­ტის ძვლო­ვან სის­ტე­მა­ში.

დი­აგ­ნო­ზის დას­მი­სა და და­ა­ვა­დე­ბის სიმწვა­ვის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, მივ­მარ­თავთ ოს­ტე­ო­პო­რო­ზის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტებს. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა დავ­ნიშ­ნოთ ვი­ტა­მი­ნე­ბი და სხვა დამ­ხმა­რე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ქი­რურ­გი­უ­ლად კი მხო­ლოდ მო­ტე­ხი­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვე­რე­ვით.

მარ­თა­ლია, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და, შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ნორ­მას და­უბ­რუნ­დეს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით მდგო­მა­რე­ო­ბის კონ­ტრო­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რო­გორ შე­ვამ­ცი­როთ ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გარ­თუ­ლე­ბის რის­კე­ბი?

ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, ალ­კოჰო­ლის ხში­რი მი­ღე­ბა, არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა, ნაკ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, და სხვა. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ რის­კფაქ­ტო­რე­ბის აღ­მო­ფხვრა. ამას­თან ერ­თად, სა­სურ­ვე­ლია, რომ ქა­ლებ­მა მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ ან პა­ცი­ენ­ტებ­მა, რო­მელ­თაც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვთ, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით შე­ა­ფა­სონ თა­ვი­ან­თი ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა. ასეთ დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი ოს­ტე­ო­პო­რო­ზი გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად იკურ­ნე­ბა და გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზის შესახებ? – ინტერვიუ რევმატოლოგთან

რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზის შესახებ? – ინტერვიუ რევმატოლოგთან

ოსტეოპოროზი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძვლის მასის შემცირებასა და სიმკვრივის დაქვეითებას იწვევს. შედეგად, ოსტეოპოროზი მოტეხილობის რისკებს ზრდის და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობას.

ოსტეოპოროზზე მეტს თოდუას კლინიკის რევმატოლოგი ოთარ ჟვანია გვიყვება და გვაცნობს დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზებს.

რა იწვევს ოსტეოპოროზს და ვის აქვს მისი განვითარების მაღალი რისკი?

პოსტმენოპაუზურ პერიოდში ქალებს ოსტეოპოროზი ხშირად უვითარდებათ. მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, რომელიც ამ დროს იჩენს ხოლმე თავს, მაგალითად, ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ესტროგენს, ძვლოვან უჯრედებს, ირღვევა მინერალთა ცვლა და სხვა. ეს დისბალანსი დიდ როლს თამაშობს პათოლოგიის ჩამოყალიბებაში. ოსტეოპოროზის განვითარების რისკი იზრდება ბევრი ენდოკრინოლოგიური დაავადების, თირკმლის უკმარისობისა და კარდიოლოგიური პრობლემების დროსაც. ის შეიძლება მთელმა რიგმა მედიკამენტებმაც გამოიწვიოს.

თუკი ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკი პოსტმენოპაუზურ ასაკში მატულობს, მამაკაცებში, როგორც წესი, დაავადება უმეტესად 60 წლის შემდეგ ვითარდება.

რა სიმპტომები ახასიათებს ოსტეოპოროზს და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რა ნაწილებს აზიანებს უმეტესად?

დაავადებას გამოკვეთილი სიმპტომები არ აქვს, თუმცა მისთვის დამახასიათებელია ხერხემლის არეში ტკივილი. ამასთან, შეიძლება ოსტეოპოროზმა პაციენტის აღნაგობა შეცვალოს – გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა მოიხაროს მხრებში და მოიკლოს სიმაღლეში.

როგორც უკვე ვახსენეთ, ოსტეოპოროზის მთავარი გართულება მოტეხილობაა. ის ყველა ძვალზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე გავრცელებული ბარძაყის, ხერხემლისა და სხივ-მაჯის მოტეხილობებია. რეაბილიტაცია საკმაოდ პრობლემურია, რადგან ძვალი იმდენად მკვრივი აღარ არის და რეგენერაცია და რეაბილიტაცია გართულებულია

როგორ ხდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

პირველ რიგში, ვატარებთ ოსტეოდენსიტომეტრიას, რომელიც ძვლის მდგომარეობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ეს არის ძირითადი და ყველაზე თანამედროვე მეთოდი ოსტეოპოროზის გამოსაკვლევად. ამასთან ერთად, ვნიშნავთ ლაბორატორიულ ანალიზებს, რითაც ვამოწმებთ კალციუმის,მაგნიუმის, ფოსფორის, D ვიტამინის, კრეატინინისა და სხვა ნივთიერებების დონეს პაციენტის ძვლოვან სისტემაში.

დიაგნოზის დასმისა და დაავადების სიმწვავის შეფასების შემდეგ, მივმართავთ ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატებს. ასევე, შეიძლება დავნიშნოთ ვიტამინები და სხვა დამხმარე მედიკამენტები. ქირურგიულად კი მხოლოდ მოტეხილობის შემთხვევაში ვერევით.

მართალია, ოსტეოპოროზი მკურნალობას ექვემდებარება და, შესაძლოა, პაციენტის მაჩვენებლები ნორმას დაუბრუნდეს, თუმცა გარკვეული პერიოდულობით მდგომარეობის კონტროლი აუცილებელია.

როგორ შევამციროთ ოსტეოპოროზის განვითარებისა და გართულების რისკები?

ოსტეოპოროზის განვითარებას ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ხშირი მიღება, არაჯანსაღი კვება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, და სხვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ რისკფაქტორების აღმოფხვრა. ამასთან ერთად, სასურველია, რომ ქალებმა მენოპაუზის შემდეგ ან პაციენტებმა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, პრევენციის მიზნით შეაფასონ თავიანთი ძვლოვანი სისტემის მდგომარეობა. ასეთ დროს აღმოჩენილი ოსტეოპოროზი გაცილებით მარტივად იკურნება და გართულებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

R