პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა გოგონას დაწყებული მცირე ბიზნესი და წარმატების ისტორია
ახალგაზრდა გოგონას დაწყებული მცირე ბიზნესი და წარმატების ისტორია

მა­რი­ამ ტა­ბა­ღუა 25 წლი­საა, თუმ­ცა უკვე 7 წე­ლია, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აქვს. რო­დე­საც საქ­მის და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტა, სულ რა­ღაც 18 წლის იყო და რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად უდ­გე­ბო­და მის წა­მო­წყე­ბას. მა­რი­ა­მის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია ოჯა­ხი გახ­და, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა, დე­დამ კი სახ­ლში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა და­ი­წყო.

„რაც დრო გა­დი­ო­და, მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბო­და. ყვე­ლა ხე­დავ­და, რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბით აბა­რებ­დნენ ბავ­შვე­ბი მი­სა­ღებ გა­მოც­დებს. ძა­ლი­ან მინ­დო­და, პირ­ველ რიგ­ში, ჩემს ოჯახს დავ­ხმა­რე­ბო­დი იმ მძი­მე წუ­თებ­ში. მე­ო­რე მხრივ, ვხე­დავ­დი, რამ­ხე­ლა შრო­მას დებ­და დე­და­ჩე­მი ამ საქ­მე­ში, რამ­დე­ნად უსა­ზღვრო იყო მისი ფან­ტა­ზია და ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რო­გორ შე­ეძ­ლო თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის­თვის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი ჯა­დოს­ნუ­რად ექ­ცია. სწო­რედ ამან მომ­ცა მო­ტი­ვა­ცია, შე­მექ­მნა ისე­თი სივ­რცე, რომ ეს ჯა­დოს­ნუ­რი ენერ­გია, ფან­ტა­ზია და ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა,“ - იხ­სე­ნებს მა­რი­ა­მი.

მა­რი­ამს ზუს­ტად ჰქონ­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მისი სამ­ხატ­ვრო სტუ­დია, თუმ­ცა იმა­საც კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რომ არც შე­სა­ბა­მი­სი სახ­სრე­ბი ჰქონ­და, არც გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მისი იდე­ის და­ფი­ნან­სე­ბა­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა.

„მა­შინ მხო­ლოდ 18 წლის ვი­ყა­ვი და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, ცოტა ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დნენ ჩემს იდე­ას. ამ­ხე­ლა საქ­მეს რომ ვი­წყებ­დით, ვი­აზ­რებ­დი, შე­სა­ბა­მი­სი სახ­სრე­ბი იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო. თან, ისეთ ასაკ­ში ჩა­ვე­ჭი­დე, როცა რთუ­ლი იყო ბან­კე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა. ასაკ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რაც მე ჯერ არ გა­მაჩ­ნდა. იყო სხვა­დას­ხვა ბანკთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­ტა­ნე ლი­ბერ­თი ბან­კში, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რეს­და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით. ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. რე­ა­გი­რე­ბაც ძა­ლი­ან სწრა­ფი ჰქონ­დათ. სწო­რედ ლი­ბერ­თიმ შე­მი­წყო ხელი ამ წა­მო­წყე­ბა­ში და ძა­ლი­ან დიდი ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და, რაც ჩემი ასა­კი­დან და გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მათ სწო­რედ ამ ნდო­ბის­თვის და დრო­უ­ლად გა­წე­უ­ლი თა­ნად­გო­მის­თვის, რა­მაც გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. იდე­ის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი ჩავ­დე და სა­ბო­ლო­ოდ, მშობ­ლე­ბის გვერ­დში დგო­მით, გავ­ხსე­ნი სამ­ხატ­ვრო სტუ­დია ART NOVO STUDIO,“ - აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ამ ტა­ბა­ღუა.

თავ­და­პირ­ვე­ლად სტუ­დი­ა­ში მხო­ლოდ ხატ­ვის წრე ეყო. შემ­დეგ კი ეტა­პობ­რი­ვად და­ე­მა­ტა ტან­ვარ­ჯი­ში და ჭად­რა­კი. ბავ­შვებს არა მხო­ლოდ ხატ­ვას, არა­მედ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო დარ­გსაც შე­ას­წავ­ლი­ან. ესე­ნია: ფერ­წე­რა, გრა­ფი­კა, კომ­პო­ზი­ცია, ფა­ი­ფუ­რის თო­ჯი­ნე­ბი, გო­ბე­ლე­ნი, თექა, ბა­ტი­კა, 3D ნა­ხა­ტე­ბი, მა­კე­ტე­ბი, ქარ­გვა, ქსო­ვა და სხვა.

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მათი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის დამ­სა­ხუ­რე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 60-დან 250-მდე გა­ი­ზარ­და. მძაფ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად და­ინ­ტე­რე­სე­ბა სტუ­დი­ის მი­მართ მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. სამ­ხატ­ვრო სტუ­დი­ა­ში სწავ­ლა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ისე სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მსურ­ვე­ლებ­საც. მა­რი­ა­მი უკვე ფი­ლი­ა­ლე­ბის გახ­სნა­ზეც ფიქ­რობს.

„ვცდი­ლობთ, ამ საქ­მი­ა­ნო­ბით, ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი გა­ვუ­ზი­ა­როთ მო­მა­ვალ თა­ო­ბას და თა­ვი­ან­თი ფან­ტა­ზი­ე­ბის, სურ­ვი­ლე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის ნა­მუ­შევ­რებ­ში გად­მო­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ. ბავ­შვე­ბის­თვის ესაა გზა, გა­არ­ღვი­ონ ის ჩარ­ჩო­ე­ბი, რა­შიც ყო­ველ­დღი­უ­რად არი­ან მოქ­ცე­უ­ლე­ბი, გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი ფან­ტა­ზი­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი, მეტი შე­ი­ტყონ ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ და მის უსა­ზღვრო სამ­ყა­რო­ში შე­ა­ბი­ჯონ. ვფიქ­რობ, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­შიც და მოს­წავ­ლე­ებ­შიც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დენ სი­ახ­ლეს და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს ვის­მენთ მათ­გან, რამ­დე­ნად ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბა მო­დის და რო­გო­რი კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ისაა, რომ ყვე­ლა­ნი ერთი ოჯა­ხი­ვით ვართ. არ არ­სე­ბობს ერ­თმა­ნეთ­თან გა­უ­ცხო­ე­ბა, ან რა­ი­მე უსი­ა­მოვ­ნე­ბა ბავ­შვებს შო­რის. ჩვენ­თან, „არტ ნო­ვო­ში“, ყვე­ლა­ნი თა­ნას­წო­რე­ბი ვართ და პა­ტივს ვცემთ ერ­თმა­ნეთს,“ - ასე ახა­სი­ა­თებს მა­რი­ამ სა­კუ­თარ სტუ­დი­ა­სა და მის მოს­წავ­ლე­ებს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

კარგი გოგო, გაიხარე

tsiko
0

წარმატებები მშრომელ და მიზანდასახულ მარიამს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ახალგაზრდა გოგონას დაწყებული მცირე ბიზნესი და წარმატების ისტორია

ახალგაზრდა გოგონას დაწყებული მცირე ბიზნესი და წარმატების ისტორია

მარიამ ტაბაღუა 25 წლისაა, თუმცა უკვე 7 წელია, საკუთარი ბიზნესი აქვს. როდესაც საქმის დაწყება გადაწყვიტა, სულ რაღაც 18 წლის იყო და როგორც თავად იხსენებს, ბევრი სკეპტიკურად უდგებოდა მის წამოწყებას. მარიამის მთავარი მოტივაცია ოჯახი გახდა, რომელიც მოულოდნელად შემოსავლის გარეშე დარჩა, დედამ კი სახლში აბიტურიენტების მომზადება დაიწყო.

„რაც დრო გადიოდა, მსურველების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ყველა ხედავდა, როგორი წარმატებით აბარებდნენ ბავშვები მისაღებ გამოცდებს. ძალიან მინდოდა, პირველ რიგში, ჩემს ოჯახს დავხმარებოდი იმ მძიმე წუთებში. მეორე მხრივ, ვხედავდი, რამხელა შრომას დებდა დედაჩემი ამ საქმეში, რამდენად უსაზღვრო იყო მისი ფანტაზია და ვაცნობიერებდი, როგორ შეეძლო თითოეული ბავშვისთვის ერთი ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი ჯადოსნურად ექცია. სწორედ ამან მომცა მოტივაცია, შემექმნა ისეთი სივრცე, რომ ეს ჯადოსნური ენერგია, ფანტაზია და ხელოვნების სიყვარული ყველასთვის გაეზიარებინა,“ - იხსენებს მარიამი.

მარიამს ზუსტად ჰქონდა წარმოდგენილი, როგორი უნდა ყოფილიყო მისი სამხატვრო სტუდია, თუმცა იმასაც კარგად აცნობიერებდა, რომ არც შესაბამისი სახსრები ჰქონდა, არც გამოცდილება, რომ ფინანსური ორგანიზაციები მისი იდეის დაფინანსებაში დაერწმუნებინა.

„მაშინ მხოლოდ 18 წლის ვიყავი და ალბათ ამიტომაც, ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ ჩემს იდეას. ამხელა საქმეს რომ ვიწყებდით, ვიაზრებდი, შესაბამისი სახსრები იქნებოდა საჭირო. თან, ისეთ ასაკში ჩავეჭიდე, როცა რთული იყო ბანკების ნდობის მოპოვება. ასაკსა და გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც მე ჯერ არ გამაჩნდა. იყო სხვადასხვა ბანკთან თანამშრომლობის მცდელობები, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ განაცხადი შევიტანე ლიბერთი ბანკში, რომელიც დაინტერესდა ჩემი საქმიანობით. ძალიან მოულოდნელი იყო. რეაგირებაც ძალიან სწრაფი ჰქონდათ. სწორედ ლიბერთიმ შემიწყო ხელი ამ წამოწყებაში და ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა, რაც ჩემი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ სწორედ ამ ნდობისთვის და დროულად გაწეული თანადგომისთვის, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს საქმიანობაში. იდეის რეალობად ქცევისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდე და საბოლოოდ, მშობლების გვერდში დგომით, გავხსენი სამხატვრო სტუდია ART NOVO STUDIO,“ - აღნიშნავს მარიამ ტაბაღუა.

თავდაპირველად სტუდიაში მხოლოდ ხატვის წრე ეყო. შემდეგ კი ეტაპობრივად დაემატა ტანვარჯიში და ჭადრაკი. ბავშვებს არა მხოლოდ ხატვას, არამედ სხვადასხვა სახელოვნებო დარგსაც შეასწავლიან. ესენია: ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია, ფაიფურის თოჯინები, გობელენი, თექა, ბატიკა, 3D ნახატები, მაკეტები, ქარგვა, ქსოვა და სხვა.

პროფესიონალი მასწავლებლებისა და მათი განსაკუთრებული მიდგომის დამსახურებით მოსწავლეების რაოდენობა 60-დან 250-მდე გაიზარდა. მძაფრი კონკურენციის მიუხედავად დაინტერესება სტუდიის მიმართ მუდმივად იზრდება. სამხატვრო სტუდიაში სწავლა შეუძლიათ როგორც აბიტურიენტებს, ისე სხვა ნებისმიერი ასაკის მსურველებსაც. მარიამი უკვე ფილიალების გახსნაზეც ფიქრობს.

„ვცდილობთ, ამ საქმიანობით, ხელოვნებისადმი ჩვენი სიყვარული გავუზიაროთ მომავალ თაობას და თავიანთი ფანტაზიების, სურვილებისა და ემოციების ნამუშევრებში გადმოტანის საშუალება მივცეთ. ბავშვებისთვის ესაა გზა, გაარღვიონ ის ჩარჩოები, რაშიც ყოველდღიურად არიან მოქცეულები, გამოხატონ თავიანთი ფანტაზიები და ემოციები, მეტი შეიტყონ ხელოვნების შესახებ და მის უსაზღვრო სამყაროში შეაბიჯონ. ვფიქრობ, რომ მასწავლებლებშიც და მოსწავლეებშიც ძალიან გამიმართლა. ვერ წარმოიდგენთ, ყოველდღიურად რამდენ სიახლეს და საინტერესო ფაქტებს ვისმენთ მათგან, რამდენად ნიჭიერი თაობა მოდის და როგორი კრეატიულები არიან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ყველანი ერთი ოჯახივით ვართ. არ არსებობს ერთმანეთთან გაუცხოება, ან რაიმე უსიამოვნება ბავშვებს შორის. ჩვენთან, „არტ ნოვოში“, ყველანი თანასწორები ვართ და პატივს ვცემთ ერთმანეთს,“ - ასე ახასიათებს მარიამ საკუთარ სტუდიასა და მის მოსწავლეებს.

R