საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება...ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა" - რას წერს შოთა არველაძე
"არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება...ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა" - რას წერს შოთა არველაძე

ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი შოთა არ­ვე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს ეხ­მი­ა­ნე­ბა და ე.წ. უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე წერს.

"ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­დან, ავად თუ კარ­გად, შევ­ძე­ლით და უკე­თე­სი ქვე­ყა­ნა გავ­ხდით, მაგ­რამ ასეთ გა­დამ­წყვეტ ეტაპ­ზე, პრობ­ლე­მე­ბი ძა­ლით არ უნდა შევ­ქმნათ.

და­უშ­ვე­ბე­ლია ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის­თვის კი­თხვის ნიშ­ნის დას­მა, და­უშ­ვე­ბე­ლია მისი გა­და­ხედ­ვა. ჩვენ არ შევ­დი­ვართ არა­ნა­ირ ევ­რო­პა­ში, ჩვენ მისი ნა­წი­ლი ვართ.თით­ქმის სა­უ­კუ­ნის წინ, საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა აგენ­ტე­ბად და ჯა­შუ­შე­ბად მი­იჩ­ნია სან­დრო ახ­მე­ტე­ლი, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და არა­ერ­თი დიდი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­თა სწორ და პატ­რი­ო­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ის­ტო­რი­ამ სა­ბო­ლო­ოდ ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა მის­ცა.

არ შე­იძ­ლე­ბა კა­ნო­ნი ან მმარ­თვე­ლო­ბა ფლობ­დეს ბერ­კეტს, რომ­ლი­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ან საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, ადა­მი­ანს აგენ­ტად შე­რა­ცხავს, ეს წარ­სულ­ში დავ­ტო­ვეთ. ეს მი­მარ­თუ­ლია კონ­კუ­რენ­ცი­ის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის­კენ. ამ ბერ­კე­ტის ფლო­ბა ნიშ­ნავს ცენ­ზუ­რას, კონ­ტროლს და მეტ და­კომ­პლექ­სე­ბულ ადა­მი­ანს - არა­ვის უნდა აგენ­ტის იარ­ლი­ყის ტა­რე­ბა.

ასე არ უნ­დო­და პა­ო­ლო იაშ­ვილ­საც, რო­მე­ლიც რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და და საბ­ჭო­თა სის­ტე­მამ სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც კი გა­ა­სა­მარ­თლა. რამ­დე­ნი­მე დღეა ვუს­მენ ფერ­მე­რებს, მთა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, მე­წარ­მე­ებს, მეც­ნი­ე­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს, სტუ­დენ­ტებს, მწერ­ლებს, არ­ტის­ტებს, აკა­დე­მი­კო­სებს, გა­მოც­დილ დიპ­ლო­მა­ტებს - არ შე­იძ­ლე­ბა, მათი მკა­ფიო პო­ზი­ცია გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი არ იყოს, არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დენ გო­ნი­ერ ადა­მი­ანს ეჩ­ვე­ნე­ბო­დეს, რომ რა­ღაც არას­წო­რად კეთ­დე­ბა.

მარ­თლე­ბი უნდა ვი­ყოთ სა­კუ­თარ თა­ვებ­თან და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­თან. რაც მათ და ჩვენ მო­მა­ვალს საფრ­თხეს უქ­მნის და შე­უქ­მნის, ყვე­ლა­ფე­რი არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ა­რულს ემ­სა­ხუ­რე­ბა", - წერს შოთა არ­ვე­ლა­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 174 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ako
17

პაოლო იაშვილში ალბათ ყუბანეიშილი იგულისხმა

nat
14

ამ ქვეყანაში ყველამ ჩვენი საქმე რომ ვაკეთოთ ჩვენზე ბედნიერი ერი არ იქნებოდა, მაგრამ ყველა პოლიტიკოსი გახდით ისიც ვაი პოლიტიკოსები! ისე ერთი შეკითხვა მაქვს რომელი გყავს მანდ პაოლო იაშვილისნაირი ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება...ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა" - რას წერს შოთა არველაძე

"არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება...ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა" - რას წერს შოთა არველაძე

ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესს ეხმიანება და ე.წ. უცხოური გავლენების აგენტების კანონპროექტზე წერს.

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ.

დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა.

არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება.

ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა. რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება.

მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - წერს შოთა არველაძე.

იხილეთ ასევე: