საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს.
აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.
ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს", "რუსული ოცნება", "რუსებო", "მონებო".
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომის პარალელურად აქცია იმართება საკანონმდებლო ორგანოსთან.
ყველანი დაფიქსირებულები ხართ აბსოლუტურად ყველა და პასუხი მოგეთხოვებათ მაგ უმსგავსო საქციელისთვის
რატომ არ იჭერთ იმ პიროვნებებს ვინც სახელმწიფო სტრუქტურის შენობას კვერცხებს ესვრის, ანუ შეურაცხობს სახელმწიფო ორგანოს. მე რიგითმა მოქალაქემ რომ მსგავსი ქმედება ჩავიდინო ხომ მომთხოვენ დამიჭერენ, სად არის სამართალი? როგორ შეიძლება მსგავსი ორმაგი სტანდარტი?