პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა უნდა გიქნან დაუმორჩილებლობის გამო? - შეიძლება მამაშენი დაიჭირონ და უფულოდ დარჩე?" - "ოცნების" დეპუტატი ქალებისადმი მიმართვა და წილოსანის პასუხი
"რა უნდა გიქნან დაუმორჩილებლობის გამო? - შეიძლება მამაშენი დაიჭირონ და უფულოდ დარჩე?" - "ოცნების" დეპუტატი ქალებისადმი მიმართვა და წილოსანის პასუხი

2 მარტს, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა კო­მი­ტეტ­მა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ და "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტებს მხა­რი და­უ­ჭი­რა. თუმ­ცა მა­ნამ­დე კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმა­უ­რი­ა­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ად­გილ­ზე მოხ­და მოხ­და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი, რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატს ოპო­ზი­ცი­ი­დან, ძა­ლით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს სხდო­მა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და­პი­რის­პი­რე­ბამ პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­და­ი­ნაც­ვლა...

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი იდა ბახ­ტუ­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ დღეს, კაჭ­რეთ­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ორ ქალ დე­პუ­ტატს შეხ­ვდა და მათ პი­რა­დად ესა­უბ­რა. ბახ­ტუ­რი­ძე კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს პო­ლი­ტი­კო­სებს და წერს, რომ არაფ­რის ფა­სად არ ღირს კა­ნონპ­რო­ექ­ტის­თვის მხარ­და­ჭე­რა.

იდა ბახ­ტუ­რი­ძე:

"კაჭ­რეთ­ში მძი­მე სა­უბ­რის მერე ნინო წი­ლო­სა­ნი ამ­ბობს: "კარ­გია ამ ყვე­ლაფ­რის მოს­მე­ნა ჩვენ­თვი­საც, ვი­საც ეს კა­ნო­ნო არ მ ო გ ვ წ ო ნ ს”. გუ­შინ თქვა, რომ მხო­ლოდ სა­თა­უ­რი არ ეკა­ი­ტი­პე­ბა. ნინო, რა უნდა გიქ­ნან და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო? - შე­იძ­ლე­ბა მა­მა­შე­ნი და­ი­ჭი­რონ და უფუ­ლოდ დარ­ჩე? და­მი­ჯე­რე ცოტა ფუ­ლით, მაგ­რამ ღირ­სე­ბით ცხოვ­რე­ბა სა­ერ­თოდ არაა კოშ­მა­რი.

აგერ გე­უბ­ნე­ბი მე, არ ვიხ­დი 5000 დო­ლარს პალ­ტო­ში, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ არის ეს ტრა­გე­დია. ტრა­გე­დი­აა, როცა ხელს აწერ ქვეყ­ნის და­ღუპ­ვას და არ გყოფ­ნის გამ­ბე­და­ო­ბა იბ­რძო­ლო, თუნ­დაც ბარ­ბე­რის პალ­ტოს და­კარ­გვის ში­შის ფა­სად!

3 მარ­ტია, იქვე იყო მა­რი­ამ ლაშ­ხი თოთო ბავ­შვით ხელ­ში, რო­მე­ლიც ჯერ ვერ ამ­ბობს - “დედა, მე არ მი­თხო­ვია, მაგ­რამ თუ გა­მა­ჩი­ნე იბ­რძო­ლე, რომ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში არ მო­მი­წი­ოს ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ფე­რა­დი თმის გამო გა­მა­ნად­გუ­რე­ბენ!” ამ ბავ­შვს რას ეუბ­ნე­ბით-მეთ­ქი და ახ­ლაც იგი­ვე კი­თხვა მაქვს მას­თან.

ახლა პარ­ლა­მენ­ტარ დე­დებს მოგ­მარ­თავთ - იბ­რძო­ლეთ, რათა მო­მა­ვალ 3 მარტს თქვე­ნი შვი­ლე­ბის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვის არ შეგრცხვეთ! და მად­ლო­ბა ნა­წილ მათ­განს, ვინც ეს გუ­შინ დაგ­ვა­ნა­ხა..."

იდა ბახ­ტუ­რი­ძის მი­მარ­თვას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნინო წი­ლო­სა­ნი. დე­პუ­ტა­ტი წერს, რომ ის მისი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­მის პი­როვ­ნე­ბას მი­ა­ბეს, ხოლო მა­ნამ­დე კი "მწყა­ზა­რი“ გა­რეგ­ნო­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კეს...

ნინო წი­ლო­სა­ნი:

"ვი­თომ ფე­მი­ნის­ტი რომ არის ადა­მი­ა­ნი და ყო­ველ ჯერ­ზე, მო­მენტს არ ტო­ვებს სტიგმე­ბით გა­ავ­სოს სივ­რცე... აი, მა­გა­ლი­თად, ჩემი, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სის საქ­მი­ა­ნო­ბა მა­მა­ჩემს მი­ა­ბას, თურ­მე, მის გამო ვდგამ ამა თუ იმ ნა­ბიჯს:)) ნუ იმას აღარ ვამ­ბობ “მწყა­ზა­რი” გა­რეგ­ნო­ბის გამო რომ მაკ­რი­ტი­კა სულ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ. დე­დის დღეს გი­ლო­ცავთ..."

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ობიექტური
0

ალექსას კომუნისტების პერიოდი მოწონს შქსპირი იცოდენპო და ინგლისურსაც სწავლობდნენო კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რას გვერჩი ჩვენ დავანგრიეთ ძლიერი სუსურუკუ!! დეინგრა ძმაო ვერ უშველა შქსპირმა. გარკვეული ნაწილი დღესაც კითხულობს შქსპირს და ბერძენიშვილის ლექციებცაც ესწრება ეტყობა შენ არ იცნობ ასეთ ახალგაზრდებს ისე არ არის აუცილებელ; იყველამ შექსპირი და ჯაკომო ლეოპარდი იცოდეს! ზოგმა საქმეც უნდა აკეთოს. ნეტა რამდენმა იაპონელმა იცის შექსპირი და დანტე!!?

მოქალაქე1
0

????? და შენ ვინ ხარ თავად რომ ????? დაირქვი.ე.ი. არაფრი ხარ. ხომ იცი ეს არ არის შემთხვევითი... მოგწონს წილოსანი შეგარგოს ღმერთმა ჩვენ კარგად ვიცით ვინც არის ბახტურიძე ქალების დამცველი და სამართილანი, კომპეტენტური მოქალაქეც და სპეციალისტიც!!! გაიგეე ბიჭოოო!!!!თუ დედაკაცოოო!!! აი ასე უხეშად რომ არ მოგმართო იმაზე ზრუნავს, შენ კი ამისი. ღირსი არ ხარ . 

ავტორი:

"რა უნდა გიქნან დაუმორჩილებლობის გამო? - შეიძლება მამაშენი დაიჭირონ და უფულოდ დარჩე?" - "ოცნების" დეპუტატი ქალებისადმი მიმართვა და წილოსანის პასუხი

"რა უნდა გიქნან დაუმორჩილებლობის გამო? - შეიძლება მამაშენი დაიჭირონ და უფულოდ დარჩე?" - "ოცნების" დეპუტატი ქალებისადმი მიმართვა და წილოსანის პასუხი

2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. თუმცა მანამდე კანონის განხილვა მთელი დღის განმავლობაში ხმაურიანად მიმდინარეობდა. ადგილზე მოხდა მოხდა ფიზიკური დაპირისპირები, რამდენიმე დეპუტატს ოპოზიციიდან, ძალით დაატოვებინეს სხდომა. მოგვიანებით კი დაპირისპირებამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა...

უფლებადამცველი იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, კაჭრეთში მმართველი პარტიის ორ ქალ დეპუტატს შეხვდა და მათ პირადად ესაუბრა. ბახტურიძე კიდევ ერთხელ მიმართავს პოლიტიკოსებს და წერს, რომ არაფრის ფასად არ ღირს კანონპროექტისთვის მხარდაჭერა.

იდა ბახტურიძე:

"კაჭრეთში მძიმე საუბრის მერე ნინო წილოსანი ამბობს: "კარგია ამ ყველაფრის მოსმენა ჩვენთვისაც, ვისაც ეს კანონო არ მ ო გ ვ წ ო ნ ს”. გუშინ თქვა, რომ მხოლოდ სათაური არ ეკაიტიპება. ნინო, რა უნდა გიქნან დაუმორჩილებლობის გამო? - შეიძლება მამაშენი დაიჭირონ და უფულოდ დარჩე? დამიჯერე ცოტა ფულით, მაგრამ ღირსებით ცხოვრება საერთოდ არაა კოშმარი.

აგერ გეუბნები მე, არ ვიხდი 5000 დოლარს პალტოში, მაგრამ საერთოდ არ არის ეს ტრაგედია. ტრაგედიაა, როცა ხელს აწერ ქვეყნის დაღუპვას და არ გყოფნის გამბედაობა იბრძოლო, თუნდაც ბარბერის პალტოს დაკარგვის შიშის ფასად!

3 მარტია, იქვე იყო მარიამ ლაშხი თოთო ბავშვით ხელში, რომელიც ჯერ ვერ ამბობს - “დედა, მე არ მითხოვია, მაგრამ თუ გამაჩინე იბრძოლე, რომ ისეთ ქვეყანაში არ მომიწიოს ცხოვრება, სადაც ფერადი თმის გამო გამანადგურებენ!” ამ ბავშვს რას ეუბნებით-მეთქი და ახლაც იგივე კითხვა მაქვს მასთან.

ახლა პარლამენტარ დედებს მოგმართავთ - იბრძოლეთ, რათა მომავალ 3 მარტს თქვენი შვილების თვალებში ჩახედვის არ შეგრცხვეთ! და მადლობა ნაწილ მათგანს, ვინც ეს გუშინ დაგვანახა..."

იდა ბახტურიძის მიმართვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნინო წილოსანი. დეპუტატი წერს, რომ ის მისი პოლიტიკური საქმიანობა მამის პიროვნებას მიაბეს, ხოლო მანამდე კი "მწყაზარი“ გარეგნობის გამო გააკრიტიკეს...

ნინო წილოსანი:

"ვითომ ფემინისტი რომ არის ადამიანი და ყოველ ჯერზე, მომენტს არ ტოვებს სტიგმებით გაავსოს სივრცე... აი, მაგალითად, ჩემი, როგორც პოლიტიკოსის საქმიანობა მამაჩემს მიაბას, თურმე, მის გამო ვდგამ ამა თუ იმ ნაბიჯს:)) ნუ იმას აღარ ვამბობ “მწყაზარი” გარეგნობის გამო რომ მაკრიტიკა სულ რამდენიმე ხნის წინ. დედის დღეს გილოცავთ..."