პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბაშვილმა პროცესზე მხოლოდ ორი სიტყვა თქვა - "თავს ვიცავდი" - პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად დაკავებულის ორმაგი მოქალაქეობა დაასახელა: პროცესის დეტალები
"საბაშვილმა პროცესზე მხოლოდ ორი სიტყვა თქვა - "თავს ვიცავდი" - პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად დაკავებულის ორმაგი მოქალაქეობა დაასახელა: პროცესის დეტალები

გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და­ვით მა­კა­რა­ძემ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია და ორი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ნიკა სა­ბაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რო­გორც სხდო­მა­ზე პრო­კუ­რორ­მა მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ბრალ­დე­ბუ­ლი ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნეა (სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის), რამ­დენ­ჯერ­მე ფიქ­სირ­დე­ბა მისი მხრი­დან სა­ზღვრის კვე­თა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ სა­ბაშ­ვილს აქვს გარ­კვე­უ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი და შე­სა­ბა­მისდ, არ­სე­ბობს მი­მალ­ვის საფრ­თხე, აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, ბრალ­დე­ბის მხა­რემ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სხვა სა­ფუძ­ვლე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა.

"საქ­მე­ზე შეკ­რე­ბი­ლი და წარ­მოდ­გენ­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით ასა­ბუ­თე­ბენ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტობ­რივ სა­ფუძ­ვლებს. ბრალ­დე­ბის მხა­რეს მი­აჩ­ნია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დე­ქი პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვლად უთი­თებს მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხეს, ჩვე­ნი პო­ზი­ცი­აა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მი­ვე საფრ­თხე სრუ­ლი­ად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, დაც­ვის მხრის მხრი­დან სა­უ­ბა­რი იყო გა­მო­ძალ­ვა­ზე, მაგ­რამ ეს პირი არ­ჩე­ვანს არ აკე­თებს კა­ნო­ნის სა­სარ­გებ­ლოდ და თა­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამი­ტომ უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ ვი­თხოვთ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვილ­მა.

ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცი­ას ცალ­სა­ხად არ იზი­ა­რებს დაც­ვის მხა­რე. ნიკა სა­ბაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს სამი ად­ვო­კა­ტი იცავს - ნო­დარ ცინ­ცა­ძე, სულ­ხან კო­მა­ხი­ძე და გოჩა გო­ჩი­ტაშ­ვი­ლი.

დაც­ვის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ სა­ბაშ­ვილს აღ­კვე­თის არა­ნა­ი­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ შე­ფარ­დე­ბო­და.

"თუ ფაქ­ტებს სწო­რად წარ­მო­ვა­ჩენთ, ის საფრ­თხე­ე­ბი, რა­ზეც ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­უბ­რობ­და, ავ­ტო­მა­ტუ­რად ნე­იტ­რალ­დე­ბა. ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რემ არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად მოგ­ვა­წო­და. საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მოწ­მობს, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მოკ­ვლის წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია. მისი კუთ­ვნი­ლი, მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ნა­დი­რო თოფი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე იდო, საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი არ იყო მოყ­ვა­ნი­ლი და მხო­ლოდ მას შემ­დეგ მო­იყ­ვა­ნა საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც ამ პი­რე­ბის მხრი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფის და მუ­ქა­რის კო­რი­ან­ტე­ლი წა­მო­ვი­და, სწო­რედ მათ და­სა­ნა­ხა­ვად მო­იყ­ვა­ნა ია­რა­ღი საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი მო­ე­გე­რი­ე­ბი­ნა. სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ვა­ყე­ნებთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად სა­ერ­თოდ არ იყოს გა­მო­ყე­ნე­ბულ პა­ტიმ­რო­ბა და ვა­ყე­ნებთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, რომ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას შემ­დე­გი შე­ზღუდ­ვე­ბი: ყვე­ლა სა­ხის სა­ბუ­თის (პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა, პას­პორ­ტი) ჩა­მორ­თმე­ვა;

მოწ­მე­ებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბის აკ­რძალ­ვა; ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი (ელექტრო­სა­მა­ჯუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით); პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ცხა­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა; გი­რაო“, - გა­ნა­ცხა­და სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ნო­დარ ცინ­ცა­ძემ, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

დაც­ვის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა სა­ბაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს ორი მუხ­ლით - სსკ-ის 108-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და სსკ-ის 19-109-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა), თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ბრა­ლი მხო­ლოდ ერთი მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს - ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და ამ­ჟა­მად, სა­ბაშ­ვი­ლის საქ­მე­ში მხო­ლოდ ეს ერთი მუხ­ლი ფი­გუ­რი­რებს.

"ბრა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნი­სას, ერთი მუხ­ლი ასე ვთქვათ, "გაქ­რა“ - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა მხო­ლოდ სსკ-ის 11-109-ე მუხ­ლით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბით, რაც, ვფიქ­რობთ, არის იმის პრე­ვენ­ცია, რომ სა­ბაშ­ვილ­მა არ და­ა­ყე­ნოს მო­თხოვ­ნა, მისი საქ­მე გა­ნიხ­ლონ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა. რე­ლუ­რად, ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გეგ­მავს ამ მო­თხოვ­ნის და­ყე­ნე­ბას, თუმ­ცა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­რე­შე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), ამ მო­თხოვ­ნას ვერ და­ა­ყე­ნებს, ამი­ტომ მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლო­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რეს - და­უბ­რუ­ნეთ საქ­მეს 108-ე მუხ­ლი. ჩვენ არ უარ­ვყოფთ მომ­ხდარ ფაქტს, არც იმას, რომ ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გას­რო­ლის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა ერთი ადა­მი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, როცა არის გარ­დაც­ვლი­ლი, მისი საქ­მი­დან 108-ე მუხ­ლი არ უნდა ამო­ე­ღოთ“, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

  • საქ­მის ერთ-ერთი პრო­კუ­რო­რის, ნი­კო­ლოზ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლია შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვი, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე კი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო.

"სა­სა­მარ­თლომ, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო. თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღებთ თვი­თონ და­ნა­შა­უ­ლის ხა­სი­ათს და იმ გა­რე­მო­ე­ბებს, თუ რა ვით­რე­ბა­ში მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის და აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან, ბრალ­დე­ბის მხა­რის მხრი­დან ყვე­ლა ფორ­მა­ლუ­რი და ფაქ­ტობ­რი­ვი, ასე­ვე სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი იქნა სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით, რაც პირ­და­პირ მი­უ­თი­თებ­და იმას, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობ­და, რაც სა­სა­მარ­თლო­მაც შე­ა­ფა­სა და შე­სა­ბა­მი­სად, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ეტაპ­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლია შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვი, რაც შე­ე­ხე­ბა სხვა წი­ნა­პი­რო­ბებს, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სკი­თხი რაც უკავ­შირ­დე­ბა მო­ტივს, არ დარ­ჩე­ბა შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე, უფრო მე­ტიც, გა­მო­ყო­ფი­ლი არის ცალ­კე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­მო­ძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ნი­კო­ლოზ სა­ნი­კი­ძემ.

თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა სხდო­მა­ზე მხო­ლოდ ორი სი­ტყვა თქვა - "თავს ვი­ცავ­დი".

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მას ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯახს წევ­რე­ბი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი პრო­ცესს არ დას­წრე­ბი­ან.

ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც დაც­ვის მხა­რე და­სა­ბუ­თე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩა­ი­ბა­რებს, სა­ბაშ­ვი­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 24 აპ­რილს ჩა­ი­ნიშ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, 28 თე­ბერ­ვალს, გორ­ში, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის და­სახ­ლე­ბა­ში მოქ­მე­დი ერთ-ერთი ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნოს მღე­ბავ­მა, ნიკა სა­ბაშ­ვილ­მა, მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ორი პი­რის მი­მართ გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა დრო­საც ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რემ კი სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, და­შა­ვე­ბულს ჩა­უ­ტარ­და რამ­დე­ნი­მე ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია, ამ­ჟა­მად მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ კრიტ­კუ­ლად მძი­მეა.

ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ოჯა­ხის სამ წევ­რს - მა­მას და შვი­ლებს ფულს სძა­ლავ­დნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რაც და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლი, 32 წლის ნიკა სა­ბაშ­ვი­ლი 4 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მა­მაა, რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბულ 27 წლის ვანო ღვი­ნი­აშ­ვილს, მას ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლე ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­ეც­ვა­ლა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
5

გამოიძიეთ ის საქმეც პროფილაქტიკა რომ გაუძარცვეს ბრალდებულს. რომ ვერ ნახა სამართალდამცავების მხრიდან თანადგომა, იძულებული გამხდარა კაცი ტვიტონ ეძებნა სამართალი.

გიორგი
0

განიხილოს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა. პროკურატურას არ უნდა რომ ხალხს ენდოს? მაშინ რაღატომ შემოიღეს ეს ინსტიტუტი? ჩემი აზრით, ადვილად გაირვევა, ვინ იყვნენ ის ტიპები, სძალავდნენ თუ არა ფულს. თუ ეგრე იყო, ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ და ხალხი გამოუშვებს ამ კაცს თავისუფლებაზე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საბაშვილმა პროცესზე მხოლოდ ორი სიტყვა თქვა - "თავს ვიცავდი" - პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად დაკავებულის ორმაგი მოქალაქეობა დაასახელა: პროცესის დეტალები

"საბაშვილმა პროცესზე მხოლოდ ორი სიტყვა თქვა - "თავს ვიცავდი" - პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად დაკავებულის ორმაგი მოქალაქეობა დაასახელა: პროცესის დეტალები

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკა საბაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

როგორც სხდომაზე პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა აღნიშნა, ბრალდებული ორმაგი მოქალაქეობის მქონეა (საქართველოს და რუსეთის ფედერაციის), რამდენჯერმე ფიქსირდება მისი მხრიდან საზღვრის კვეთა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საბაშვილს აქვს გარკვეული კონტაქტები და შესაბამისდ, არსებობს მიმალვის საფრთხე, აღნიშნულის გარდა, ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების სხვა საფუძვლებიც დაასახელა.

"საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენლია მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ასაბუთებენ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ საფუძვლებს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული. მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექი პატიმრობის გამოყენების საფუძვლად უთითებს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ შემთხვევაში, სამივე საფრთხე სრულიად დასაბუთებულია, დაცვის მხრის მხრიდან საუბარი იყო გამოძალვაზე, მაგრამ ეს პირი არჩევანს არ აკეთებს კანონის სასარგებლოდ და თავად იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ უალტერნატივოდ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას“, - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

ბრალდების მხარის პოზიციას ცალსახად არ იზიარებს დაცვის მხარე. ნიკა საბაშვილის ინტერესებს სამი ადვოკატი იცავს - ნოდარ ცინცაძე, სულხან კომახიძე და გოჩა გოჩიტაშვილი.

დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ საბაშვილს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ შეფარდებოდა.

"თუ ფაქტებს სწორად წარმოვაჩენთ, ის საფრთხეები, რაზეც ბრალდების მხარე საუბრობდა, ავტომატურად ნეიტრალდება. ბრალის ფორმულირება ბრალდების მხარემ არაობიექტურად მოგვაწოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ამ ადამიანების მოკვლის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია. მისი კუთვნილი, მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი, რომელიც ავტომანქანის უკანა სავარძელზე იდო, საბრძოლო მდგომარეობაშიც კი არ იყო მოყვანილი და მხოლოდ მას შემდეგ მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, როდესაც ამ პირების მხრიდან შეურაცხყოფის და მუქარის კორიანტელი წამოვიდა, სწორედ მათ დასანახავად მოიყვანა იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში, რომ აღნიშნული პირები მოეგერიებინა. სასამართლოს წინაშე ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად საერთოდ არ იყოს გამოყენებულ პატიმრობა და ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ გამოყენებულ იქნას შემდეგი შეზღუდვები: ყველა სახის საბუთის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ჩამორთმევა;

მოწმეებთან მიახლოების აკრძალვა; ელექტრონული მონიტორინგი (ელექტროსამაჯურის გამოყენებით); პოლიციის განყოფილებაში ყოველდღიურად გამოცხადების ვალდებულება; გირაო“, - განაცხადა სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის განცხადებით, ნიკა საბაშვილი დააკავეს ორი მუხლით - სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა), თუმცა, ოფიციალურად, ბრალი მხოლოდ ერთი მუხლით წარუდგინეს - ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ამჟამად, საბაშვილის საქმეში მხოლოდ ეს ერთი მუხლი ფიგურირებს.

"ბრალის ოფიციალურად წარდგენისას, ერთი მუხლი ასე ვთქვათ, "გაქრა“ - განზრახ მკვლელობა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა მხოლოდ სსკ-ის 11-109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობით, რაც, ვფიქრობთ, არის იმის პრევენცია, რომ საბაშვილმა არ დააყენოს მოთხოვნა, მისი საქმე განიხლონ ნაფიცმა მსაჯულებმა. რელურად, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი წინასასამართლო სხდომაზე გეგმავს ამ მოთხოვნის დაყენებას, თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულის გარეშე (განზრახ მკვლელობა), ამ მოთხოვნას ვერ დააყენებს, ამიტომ მივმართეთ სასამართლოზე ბრალდების მხარეს - დაუბრუნეთ საქმეს 108-ე მუხლი. ჩვენ არ უარვყოფთ მომხდარ ფაქტს, არც იმას, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, შესაბამისად, როცა არის გარდაცვლილი, მისი საქმიდან 108-ე მუხლი არ უნდა ამოეღოთ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

  • საქმის ერთ-ერთი პროკურორის, ნიკოლოზ სანიკიძის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოკვეთილია შურისძიების მოტივი, ფულის გამოძალვის ფაქტზე კი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

"სასამართლომ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებულიყო. თუ მხედველობაში მივიღებთ თვითონ დანაშაულის ხასიათს და იმ გარემოებებს, თუ რა ვითრებაში მოხდა აღნიშნული დანაშაულის და აღნიშნული ქმედების ჩადენა ბრალდებულის მხრიდან, ბრალდების მხარის მხრიდან ყველა ფორმალური და ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი იქნა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების სახით, რაც პირდაპირ მიუთითებდა იმას, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ყველა წინაპირობა არსებობდა, რაც სასამართლომაც შეაფასა და შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე გამოკვეთილია შურისძიების მოტივი, რაც შეეხება სხვა წინაპირობებს, გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, ყველა სკითხი რაც უკავშირდება მოტივს, არ დარჩება შეფასების გარეშე, უფრო მეტიც, გამოყოფილი არის ცალკე სისხლის სამართლის საქმე გამოძალვასთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მიერ დაკავებულია ერთი პირი“, - განაცხადა პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ.

თავად ბრალდებულმა სხდომაზე მხოლოდ ორი სიტყვა თქვა - "თავს ვიცავდი".

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გამართულ სასამართლო სხდომას ბრალდებულის ოჯახს წევრები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული პირების ახლობლები პროცესს არ დასწრებიან.

ადვოკატების განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩაიბარებს, საბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

წინასასამართლო სხდომა 24 აპრილს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს, გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მოქმედი ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს მღებავმა, ნიკა საბაშვილმა, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი პირის მიმართ გასროლა განახორციელა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორემ კი სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო, დაშავებულს ჩაუტარდა რამდენიმე ურთულესი ოპერაცია, ამჟამად მკურნალობა უტარდება სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტკულად მძიმეა.

ბრალდებული საბაშვილის ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული პირები ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოჯახის სამ წევრს - მამას და შვილებს ფულს სძალავდნენ და ემუქრებოდნენ, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ბრალდებული, 32 წლის ნიკა საბაშვილი 4 მცირეწლოვანი შვილის მამაა, რაც შეეხება დაშავებულ 27 წლის ვანო ღვინიაშვილს, მას ახალგაზრდა მეუღლე ონკოლოგიური დაავადებით გარდაეცვალა და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ნახეთ ასევე: