სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით" - პრემიერი
"ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით" - პრემიერი

დღეს ერთი წელი შეს­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი დღი­დან.

2022 წლის 3 მარტს მე წი­ლად მხვდა გა­მორ­ჩე­უ­ლი პა­ტი­ვი, ხელი მო­მე­წე­რა დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც ქარ­თველ­თა მრა­ვა­ლი თა­ო­ბის ოც­ნე­ბას, ჩვე­ნი ხალ­ხის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან მის­წრა­ფე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ­ზე წერს.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, გან­ვლილ ერთ წელ­ში მთავ­რო­ბამ კი­დევ უფრო გა­ა­აქ­ტი­უ­რა ძა­ლის­ხმე­ვა იმ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას გან­სა­ზღვრავს.

"დღეს ერთი წელი შეს­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი დღი­დან.

2022 წლის 3 მარტს მე წი­ლად მხვდა გა­მორ­ჩე­უ­ლი პა­ტი­ვი, ხელი მო­მე­წე­რა დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც ქარ­თველ­თა მრა­ვა­ლი თა­ო­ბის ოც­ნე­ბას, ჩვე­ნი ხალ­ხის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან მის­წრა­ფე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

ამ დღეს ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­ი­შა­ლა; სულ მალე ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის აღი­ა­რე­ბამ კი­დევ უფრო მე­ტად მიგ­ვა­ახ­ლო­ვა თა­ვი­სუ­ფალ ერთა ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რო­ბას.

გან­ვლილ ერთ წელ­ში ჩვენ კი­დევ უფრო გა­ვა­აქ­ტი­უ­რეთ ძა­ლის­ხმე­ვა იმ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რო­მე­ლიც მთელ ჩვენს ის­ტო­რი­ას და, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას გან­სა­ზღვრავს; გა­დავ­დგით ყვე­ლა ნა­ბი­ჯი ევ­რო­პუ­ლი ცხოვ­რე­ბის წეს­თან და სტან­დარ­ტებ­თან, ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლურ მო­წყო­ბას­თან და კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად, ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

ამ პრო­ცეს­ში მუ­დამ ვგრძნობთ ჩვე­ნი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას, რაც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სტი­მუ­ლია მთავ­რო­ბის, მთლი­ა­ნად ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

მად­ლი­ე­რი ვართ ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბის, პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბე­ბი­სა და ხალ­ხის, ვინც ჩვენს გვერ­დით დგას ამ მიზ­ნის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვის გზა­ზე.

ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­სია, და სწო­რედ ეს გვაძ­ლევს ყვე­ლა­ზე მეტ იმედს. მთე­ლი თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით, კულ­ტუ­რით, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლი და მისი დიდი კულ­ტუ­რის თა­ნა­შე­მოქ­მე­დი, სა­ქარ­თვე­ლო სა­კუ­თა­რი დღე­ვან­დე­ლო­ბით, მას­შტა­ბუ­რი რე­ფორ­მე­ბით, გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პე­ბი­თა და ხა­რის­ხი­თაც უდა­ვოდ იმ­სა­ხუ­რებს სა­მარ­თლი­ან აღი­ა­რე­ბას. ღრმად მწამს, რომ ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც ერთი წლის წინ შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, მალე დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბით“, - აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ე­რი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
1

მართალი ხარ იკა, მალე დაგვირგვინდება ისტორიული პროცესი. წლის ბოლოს ჩვენ მივიღებთ, რუსეთის საელჩოს თბილიში.

ლილიკო
1

ჭამე, სვი, ისექსავე, იძინეს ეროვნული ტრადიციიდან გამომდინარე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი- რუს ქალთან ჯობია სექსი თუ ევროპელთან. რუსული საჭმელი ჯობია თუ ევროპული. ევროპული ტახტი ჯობია თუ რუსული. სასმელი ჩვენი იქნება, საკუთარი. გამარჯვებულთან გავერთიანდეთ. 

ავტორი:

"ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით" - პრემიერი

"ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით" - პრემიერი

დღეს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების ისტორიული დღიდან.

2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, განვლილ ერთ წელში მთავრობამ კიდევ უფრო გაააქტიურა ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ქვეყნის ისტორიას და ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს.

"დღეს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების ისტორიული დღიდან.

2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს.

ამ დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა; სულ მალე ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ კიდევ უფრო მეტად მიგვაახლოვა თავისუფალ ერთა ევროპული ოჯახის წევრობას.

განვლილ ერთ წელში ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას და, ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს; გადავდგით ყველა ნაბიჯი ევროპული ცხოვრების წესთან და სტანდარტებთან, ინსტიტუციონალურ მოწყობასთან და კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ამ პროცესში მუდამ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, რაც ყველაზე ძლიერი სტიმულია მთავრობის, მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოველდღიური საქმიანობისთვის.

მადლიერი ვართ ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და ხალხის, ვინც ჩვენს გვერდით დგას ამ მიზნის რეალობად ქცევის გზაზე.

ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, და სწორედ ეს გვაძლევს ყველაზე მეტ იმედს. მთელი თავისი ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი და მისი დიდი კულტურის თანაშემოქმედი, საქართველო საკუთარი დღევანდელობით, მასშტაბური რეფორმებით, განვითარების ტემპებითა და ხარისხითაც უდავოდ იმსახურებს სამართლიან აღიარებას. ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით“, - აღნიშნავს პრემიერი.