საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის რუსეთში არსებული კანონის ანარეკლი" - ჯინ შაჰინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე
"ეს არის რუსეთში არსებული კანონის ანარეკლი" - ჯინ შაჰინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე

უცხო­ელ აგენ­ტებ­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ არის ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნის მსგავ­სი, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა ამე­რი­კის ხმის ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

სე­ნა­ტო­რი ფიქ­რობს, რომ „ეს კა­ნო­ნი ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია“.

"ჩვენ კა­ნო­ნის შე­სა­ხებ ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა გა­მოვ­თქვით მთავ­რო­ბის ლი­დე­რებ­თან, რომ­ლებ­საც შევ­ხვდით. ეს არის რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მსგავ­სი კა­ნო­ნის ანა­რეკ­ლი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ვნა­ხეთ, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა რუ­სე­თი და­ტო­ვა. ეს იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბა, გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნათ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, მე­დი­ა­ზე, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე რუ­სეთ­ში. მე ვში­შობ, რომ ეს იგი­ვე შე­დეგს მო­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ეს კა­ნო­ნი სა­ერ­თოდ არ ჰგავს უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ იმ კა­ნონს, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გვაქვს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე ვმუ­შა­ობ ამ კა­ნო­ნის რე­ფორ­მა­ზე და ვიცი, რომ ეს იგი­ვე არ არის”,- აცხა­დებს შა­ჰი­ნი.

მან ისა­უბ­რა კა­ნო­ნებს შო­რის გან­სვა­ვე­ბებ­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ

"ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნი მო­ი­თხოვს, რომ და­რე­გის­ტრირ­დნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ლო­ბის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბა­ზე უცხო ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ის არ ამ­ბობს, რომ მათ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ლო­ბი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ. უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ ვინ არი­ან ისი­ნი და ვის­თვის მუ­შა­ო­ბენ. იგი­ვე ხდე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, როცა "არ-თის" [ყო­ფი­ლი „რაშა თუ­დეი“] თუ ჩი­ნურ ტე­ლე­ვი­ზი­ას მო­ე­თხო­ვე­ბათ, რომ და­რე­გის­ტრირ­დნენ, რათა მა­ყუ­რე­ბელ­მა იცო­დეს ვინ უხ­დის მათ ფულს და ვის წარ­მო­ად­გე­ნენ ისი­ნი. რო­გორც მე მეს­მის, კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ერ­თოდ არ არის "ფა­რას" მსგავ­სი.

ჩვენ შევ­ხვდით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­მაც გა­მო­ხა­ტეს რე­ა­ლუ­რი შეშ­ფო­თე­ბა მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეს ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბია, რომ­ლე­ბიც რი­გით ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ, რომ­ლე­ბიც დე­მოკ­რა­ტი­ის, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის და­სა­ცა­ვად მუ­შა­ო­ბენ. რო­დე­საც ისი­ნი შეშ­ფო­თე­ბულ­ნი არი­ან იმით, შეძ­ლე­ბენ თუ არა საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, ამას რე­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ მის­წრა­ფე­ბებ­ზე”,- ამ­ბობს შა­ჰი­ნი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

თვითონაც იცის ამერიკულის ასლი რომაა, მაგრამ მაგათ მარტო თავიანთი ქვეყანა უნდათ დალაგებული და სხვისი ფეხზე კიდიათ და მარტო თავიანთი მიზნებისათვის სჭირდებათ...ანუ არ უნდათ რომ მიგვეღო ეგ კანონი და მიზეზი ხომ უნდა თქვას რატომაც არ უნდათ? თუ იტყვის ჩვენნაირიაო მაშინ რატომ არ გინდათო ხომ ლოგიკურია? ამიტომ ადვილი გამოსავალია თქვა რუსულია და მორჩა...ამით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობდნენ...თან არ მიგაღებინოს ის კანონი რაც ამერიკას არ აწყობს ჩვენთანაც რომ კანონობდეს ის რაც თვითონ აქვთ დაკანონებული და თან რუსეთს შეაწმინდონ ხელი...

*
0

რაც ამ სამყაროს ბოროტებას ა.შ.შ-უს არ მოსწონს აი ეგაა სწორედაც გასაკეთებელი! ძირს იანკეთიიი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს არის რუსეთში არსებული კანონის ანარეკლი" - ჯინ შაჰინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე

"ეს არის რუსეთში არსებული კანონის ანარეკლი" - ჯინ შაჰინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე

უცხოელ აგენტებზე კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის მსგავსი, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

სენატორი ფიქრობს, რომ „ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია“.

"ჩვენ კანონის შესახებ ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით მთავრობის ლიდერებთან, რომლებსაც შევხვდით. ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის”,- აცხადებს შაჰინი.

მან ისაუბრა კანონებს შორის განსვავებებზე და განაცხადა, რომ

"ამერიკული კანონი მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ლობისტურ საქმიანობას ეწევიან, რომლებიც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ შეერთებული შტატების მთავრობაზე უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ის არ ამბობს, რომ მათ მუშაობის საშუალება და ლობირების გაგრძელება არ შეუძლიათ. უბრალოდ ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვინ არიან ისინი და ვისთვის მუშაობენ. იგივე ხდება მედიასაშუალებების შემთხვევაშიც, როცა "არ-თის" [ყოფილი „რაშა თუდეი“] თუ ჩინურ ტელევიზიას მოეთხოვებათ, რომ დარეგისტრირდნენ, რათა მაყურებელმა იცოდეს ვინ უხდის მათ ფულს და ვის წარმოადგენენ ისინი. როგორც მე მესმის, კანონპროექტი საქართველოში, საერთოდ არ არის "ფარას" მსგავსი.

ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც გამოხატეს რეალური შეშფოთება მათი ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც რიგით ადამიანებს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან მომსახურებას უწევენ, რომლებიც დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დასაცავად მუშაობენ. როდესაც ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, შეძლებენ თუ არა საქმიანობის გაგრძელებას, ამას რეალური გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე”,- ამბობს შაჰინი.