საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სხდომიდან გამოძევებული ქალი დეპუტატები, დაძაბულობა პარლამენტის ფოეიში და აქცია, შეძახილებით - რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში?
სხდომიდან გამოძევებული ქალი დეპუტატები, დაძაბულობა პარლამენტის ფოეიში და აქცია, შეძახილებით - რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში?

პარ­ლა­მენ­ტის ფო­ე­ი­ში კვლავ და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტე­ბის ერ­თობ­ლივ სხდო­მა­ზე, სა­დაც ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ნა­წილს არ უშ­ვე­ბენ.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე მო­ი­თხოვ­და სხდო­მა­ზე და­ეშ­ვათ EECMD-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი და "სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პლატ­ფორ­მის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძე, თუმ­ცა, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ცუც­ქი­რი­ძე კო­მი­ტეტ­ზე არ შე­უშ­ვეს და სამ­ნი­ძეს გა­ნუ­მარ­ტეს, რომ თა­ვად შე­ეძ­ლო დას­წრე­ბო­და კო­მი­ტეტს, რა­ზეც სამ­ნი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ "ეს მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შეც შე­ეძ­ლო."

რო­გორც ცუც­ქი­რი­ძე აცხა­დებს, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უდი­დეს­მა ნა­წილ­მა დღეს სხდო­მა­ზე შეს­ვლა ვერ შეძ­ლო.

"აქ არა­ვინ არა­კა­ნო­ნი­ერს არ ითხოვს, შე­უშ­ვეს "ხალ­ხის ძა­ლის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან დე­პუ­ტა­ტე­ბი. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა ასე­თი, სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნო. არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის უდი­დეს ნა­წილს არ მი­ე­ცა შეს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რამ­დე­ნი­მემ მო­ა­ხერ­ხა და კარ­გია, რომ იქ არი­ან, მაგ­რამ უდი­დეს­მა ნა­წილ­მა ვერ შეძ­ლო. რო­გორც ჩანს გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყავ­დათ სპე­ცი­ფი­კუ­რად ამორ­ჩე­უ­ლი, რომ არაფ­რის დი­დე­ბით არ შე­უშ­ვან.

ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ხალ­ხი, ვინც ებ­რძვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში. პრო­ექ­ტის დე­ტა­ლებს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ორი­ვე პრო­ექ­ტის სუ­ლის­კვე­თე­ბაა, მოკ­ლან თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდეა სა­ქარ­თვე­ლო­ში,"- გა­ნა­ცხა­და ცუც­ქი­რი­ძემ.

გარ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­სა, სხდო­მა­ზე შე­ფერ­ხე­ბით შე­უშ­ვეს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი, რო­მელ­მაც სხდო­მა დრო­ე­ბით და­ტო­ვა. მას თავ­და­პირ­ვე­ლად უთხრეს, რომ შეს­ვლას ვერ შეძ­ლებ­და, თუმ­ცა, ახვლე­დი­ან­მა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კო­მი­ტეტ­ზე შეს­ვლა შეძ­ლო.

ფო­ი­ე­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად სკან­დი­რე­ბენ - "მო­ნე­ბო!“ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით პე­რი­ო­დუ­ლად კვლავ ის­მის სტვე­ნა და შე­ძა­ხი­ლე­ბი: „არა რუ­სულ კა­ნონს!“

  • მა­ნამ­დე სხდო­მა დე­პუ­ტა­ტებს ანა ნაც­ვლიშ­ვილ­სა და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძეს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

იქამ­დე სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ მან­და­ტუ­რებს მო­უ­წო­და, რომ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ეყ­ვა­ნათ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­ტყვით გა­მომ­სვლელს ხელს შე­უშ­ლი­და.

მას შემ­დეგ, რაც დე­პუ­ტატ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე და ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი მას კონ­ტრარ­გუ­მენ­ტე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ მან­და­ტუ­რებს ბრძა­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­რეთ გაყ­ვა­ნა მოს­თხო­ვა, რის შე­დე­გა­დაც სამ­ნი­ძეს და ნაც­ვლიშ­ვილს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "ხალ­ხის ძა­ლის" მიერ ინი­ცი­რე­ბულ ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ: "ძირს რუ­სუ­ლი მთავ­რო­ბა!". ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
2

ამათ ძიძგილაობას როდემდე უნდა უყუროს ქართველმა ხალხმა

კახეთიდან
4

ის რაც ჩვენ ვიხილეთ დღეს პარლამენტში რომელს ჰქონდა ქალის სახე. რა უნდათ ამათ პარლამენტში ვისზედ იხარჯება ბიუჯეტის ფული რომელიც ხალხის ჯიბიდან ივსება.ისე იყვნენ აჟიტორებულები,რომ აშკარა ა უკვე ვინ ფინანსდება ქვეყნის არევისთვის თვითონ გაშიფრეს თავიაანთ თავები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სხდომიდან გამოძევებული ქალი დეპუტატები, დაძაბულობა პარლამენტის ფოეიში და აქცია, შეძახილებით - რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში?

სხდომიდან გამოძევებული ქალი დეპუტატები, დაძაბულობა პარლამენტის ფოეიში და აქცია, შეძახილებით - რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში?

პარლამენტის ფოეიში კვლავ დაძაბული ვითარებაა. საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს არასამთავრობო სექტორის ნაწილს არ უშვებენ.

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე მოითხოვდა სხდომაზე დაეშვათ EECMD-ს ხელმძღვანელი და "საქართველოს ევროპული პლატფორმის" თანადამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ცუცქირიძე კომიტეტზე არ შეუშვეს და სამნიძეს განუმარტეს, რომ თავად შეეძლო დასწრებოდა კომიტეტს, რაზეც სამნიძემ უპასუხა, რომ "ეს მისი ნებართვის გარეშეც შეეძლო."

როგორც ცუცქირიძე აცხადებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა უდიდესმა ნაწილმა დღეს სხდომაზე შესვლა ვერ შეძლო.

"აქ არავინ არაკანონიერს არ ითხოვს, შეუშვეს "ხალხის ძალის" მხარდამჭერები, ადამიანები, რომლებიც არ არიან დეპუტატები. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ასეთი, სრულიად უკანონო. არასამთავრობო სექტორის უდიდეს ნაწილს არ მიეცა შესვლის შესაძლებლობა, რამდენიმემ მოახერხა და კარგია, რომ იქ არიან, მაგრამ უდიდესმა ნაწილმა ვერ შეძლო. როგორც ჩანს გარკვეული ადამიანები ჰყავდათ სპეციფიკურად ამორჩეული, რომ არაფრის დიდებით არ შეუშვან.

ამ კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები არიან ხალხი, ვინც ებრძვის თავისუფლების იდეას საქართველოში. პროექტის დეტალებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ორივე პროექტის სულისკვეთებაა, მოკლან თავისუფლების იდეა საქართველოში,"- განაცხადა ცუცქირიძემ.

გარდა არასამთავრობო სექტორისა, სხდომაზე შეფერხებით შეუშვეს ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, რომელმაც სხდომა დროებით დატოვა. მას თავდაპირველად უთხრეს, რომ შესვლას ვერ შეძლებდა, თუმცა, ახვლედიანმა რამდენიმე წუთში კომიტეტზე შესვლა შეძლო.

ფოიეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პერიოდულად სკანდირებენ - "მონებო!“ პროტესტის გამოხატვის მიზნით პერიოდულად კვლავ ისმის სტვენა და შეძახილები: „არა რუსულ კანონს!“

  • მანამდე სხდომა დეპუტატებს ანა ნაცვლიშვილსა და ხათუნა სამნიძეს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

იქამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მანდატურებს მოუწოდა, რომ სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სიტყვით გამომსვლელს ხელს შეუშლიდა.

მას შემდეგ, რაც დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სიტყვით გამოსვლისას, ხათუნა სამნიძე და ანა ნაცვლიშვილი მას კონტრარგუმენტებით დაუპირისპირდნენ, ნიკოლოზ სამხარაძემ მანდატურებს ბრძანების აღსრულება და დეპუტატების გარეთ გაყვანა მოსთხოვა, რის შედეგადაც სამნიძეს და ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

პარალელურად საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "ძირს რუსული მთავრობა!". ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.