პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა“ "საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის
"ნაციონალური მოძრაობა“ "საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ "სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის აგენ­ტე­ბის რე­ესტრს“ ქმნის, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რე­ესტრში შეყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ფი­ნანსდე­ბა რუ­სე­თის მიერ და მათი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის გაზ­რდა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გარ­და ამი­სა, ბეჟაშ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს აღ­ნიშ­ნულ რე­ესტრში შეყ­ვა­ნი­ლი პი­რე­ბის სან­ქცი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გენს და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სრულ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას და რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ კა­ნო­ნის ინი­ცი­რე­ბა არის აღი­ა­რე­ბა, რომ ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის არ­ჩე­ვანს და ღიად აწარ­მო­ე­ბენ ან­ტი­და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კას. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ ამ კა­ნო­ნის მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, ვი­ნა­ი­დან პარ­ლა­მენ­ტის, რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მი­ი­ღოს ყვე­ლა ზომა ევ­რო­პის კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის. ეს კა­ნო­ნი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ის­ტო­რი­ულ შანსზე - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე.

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი უხე­შად არ­ღვევს გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის უფ­ლე­ბას, სა­ჯა­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვის უფ­ლე­ბას. კა­ნო­ნი მიზ­ნად ისა­ხავს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კონ­ტრო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას, თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის გა­ნად­გუ­რე­ბას, რაც ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის დამ­კვიდ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია.

ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რა, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-2 თა­ვით გა­რან­ტი­რე­ბულ უფ­ლე­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლი­სა და ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბას და პარ­ტია “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” ვქმნით "სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის აგენ­ტე­ბის რე­ესტრს“. რე­ესტრში შეყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ფი­ნანსდე­ბა რუ­სე­თის მიერ და მათი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის გაზ­რდა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მივ­მარ­თავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრუქ­ტუ­რებს და მო­ვუ­წო­დებთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის შექ­მნი­ლი მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ იმ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც მხარს და­უ­ჭე­რენ აღ­ნიშ­ნულ კა­ნონს შე­უ­ჩერ­დეთ სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რო­ბა, მათ შო­რის: ევ­რო­ნეს­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის (EURONEST PA), დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - სუ­ა­მის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის (GUAM PA), ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის (NATO PA), ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­სა და ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის.

მივ­მარ­თავთ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს(პარ­ტი­ებს), სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ მათი პო­ლი­ტი­კუ­რი ოჯა­ხის წევ­რებს და მხარს და­უ­ჭე­რენ აღ­ნიშ­ნულ კა­ნონს, შე­უ­წყვი­ტონ მათ წარმდგენ პარ­ტი­ებს შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის წევ­რო­ბა.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­პის კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ებს, იმ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც მხარს და­უ­ჭე­რენ აღ­ნიშ­ნულ კა­ნონს, მათ და მათი ოჯა­ხის წევ­რებს და­უ­წე­სონ სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი და აეკ­რძა­ლოთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა.

მივ­მარ­თავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებს, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს, “სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის აგენ­ტე­ბის რე­ესტრში” შეყ­ვა­ნილ პი­რებს შე­ე­ზღუ­დოთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მათ სა­ხელ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა, მათ შო­რის გა­უ­უქ­მდეთ არ­სე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბი და აეკ­რძა­ლოთ ახა­ლი სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის გახ­სნა“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
0

კარგად დაწერეთ და ისე შემოიტანეთ :)) ტემური იარაღის ბარიგა მიხო კგბ შნიკი და ლანკაჩკა ასევე ნაც ბანდა მეთაურებით თუ არ იქნა ესეიგი ეს სიაც პიტინის მიერაა ნაკარნახევი. 

ვახტანგი -71
1

პირადად მე მივესალმები ნებისმიერ მოქმედებებსა და ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იქნება ამ ქვეყანაში აგენტების გამოსავლენად, იქნება რუსეთის, აშშ-ის, ისრაელის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი.

მექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოტენილია უცხოეთზე მომუშავე საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც რუბლების, დოლარების, ევროების, სტერლინგების და ა.შ. მიღების ნაცვლად ყიდიან საკუთარ ქვეყანას!

ხო მართლა, სად არის მაგნიტსკის სია, რომლის გამოქვეყნებასას ხაჭაპურიძე დაპირდა საზოგადოებას ერთი თვის წინათ?

ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ისეთი კანონის მიღება, რომელიც ყოველნაირად გამორიცხავს ქვეყნის პირველი პირებისაგან უცხო სახელმწიფოებთან კონფლიქტებისა და ომების პროვოცირებას, რისი მოწმენი ვართ დაწყებული 1992 წლიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა“ "საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის

"ნაციონალური მოძრაობა“ "საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ "საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში.

გარდა ამისა, ბეჟაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს აღნიშნულ რეესტრში შეყვანილი პირების სანქცირებისკენ მოუწოდებს.

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი წარმოადგენს დასავლური ღირებულებების სრულ უგულებელყოფას და რუსული გავლენების გაძლიერებას. ამ კანონის ინიცირება არის აღიარება, რომ ისინი უარს ამბობენ და ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს და ღიად აწარმოებენ ანტიდასავლურ პოლიტიკას. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონის მხარდაჭერა იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, ვინაიდან პარლამენტის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის. ეს კანონი უარყოფით გავლენას იქონიებს ისტორიულ შანსზე - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი უხეშად არღვევს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებას. კანონი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებასა და ორგანიზაციებზე სახელისუფლებო კონტროლის გაძლიერებას, თავისუფალი მედიისა და კრიტიკული აზრის განადგურებას, რაც ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების საფუძველია.

ვითვალისწინებთ რა, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სულისკვეთებას და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვქმნით "საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“. რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში.

მივმართავთ საერთაშორისო სტრუქტურებს და მოვუწოდებთ, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობისთვის შექმნილი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არსებულ იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს შეუჩერდეთ საპარლამენტო დელეგაციის წევრობა, მათ შორის: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA), დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეის (GUAM PA), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის.

მივმართავთ ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს(პარტიებს), საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ მათი პოლიტიკური ოჯახის წევრებს და მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს, შეუწყვიტონ მათ წარმდგენ პარტიებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფის წევრობა.

მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის ქვეყნების საელჩოებს, იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს, მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესონ სავიზო შეზღუდვები და აეკრძალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გადაადგილება.

მივმართავთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სტრუქტურებს, “საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრში” შეყვანილ პირებს შეეზღუდოთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების განკარგვის უფლება, მათ შორის გაუუქმდეთ არსებული ანგარიშები და აეკრძალოთ ახალი საბანკო ანგარიშების გახსნა“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.