სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგზავრს ჩემზე უთქვამს, - ეგ თუ მფრინავია, არ გამოვფრინდები, მეშინიაო... არადა, მშვენივრად იმგზავრა" - თუში მფრინავის მაგდა ქააძის ჯვრისწერა სამხედრო ბაზაზე და ფრენის სიყვარული
"მგზავრს ჩემზე უთქვამს, -  ეგ თუ მფრინავია, არ გამოვფრინდები, მეშინიაო... არადა,  მშვენივრად იმგზავრა" - თუში მფრინავის მაგდა ქააძის ჯვრისწერა სამხედრო ბაზაზე და ფრენის სიყვარული

"თუ მო­ინ­დო­მებ და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ენერ­გი­ას არ და­ი­შუ­რებ, შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებ“,- გვე­უბ­ნე­ბა მაგ­და ქა­ა­ძე, ერთ-ერთი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ახალ­გაზ­რდა მფრი­ნა­ვი ქალი. რო­გორც გვიყ­ვე­ბა, მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ჭი­რო და არც ისე მარ­ტივ პრო­ფე­სი­ას და­უფ­ლე­ბო­და და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

"მფრი­ნა­ვო­ბა­ზე ბავ­შვო­ბა­ში არ მი­ოც­ნე­ბია. კარ­გი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. ეს პრო­ფე­სია სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, მა­შინ ავირ­ჩიე. მა­ნამ­დე საფ­რე­ნოს­ნო­ზე ჩემი ძმა სწავ­ლობ­და, ამას­თა­ნა­ვე, მყავს ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მფრი­ნა­ვე­ბი არი­ან... წარ­მო­შო­ბით თუში ვარ და ჩვენს სო­ფელ­ში ამ პრო­ფე­სი­ის ბევ­რი ადა­მი­ა­ნია. ამი­ტომ ბავ­შვო­ბა­ში ვერ­ტმფრენ­თან აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბა მქონ­და, ის ჩემ­თვის ახა­ლი ხილი არ იყო... თან მფრი­ნა­ვებ­ზე და მათ გა­ბე­დულ ნა­მოქ­მე­დარ­ზე არა­ერ­თი ამ­ბა­ვი მსმე­ნია, რაც სულ მე­ა­მა­ყე­ბო­და. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გავ­ლე­ნა ნამ­დვი­ლად იქო­ნია და სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, სა­დაც აღ­მოვ­ჩნდი კი­დეც...“ - გვე­უბ­ნე­ბა მაგ­და.

- ოჯა­ხის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გქო­ნი­ათ?

- ბავ­შვო­ბა­ში ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მი­ტა­ცებ­და, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­გან დი­დად არ გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ. მა­მამ - თუ გინ­და, მიდი და შენი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად იმოქ­მე­დეო. რაკი მა­მამ თქვა, - კიო, - ეს უკვე ბევ­რს ნიშ­ნავ­და. ისე, ბავ­შვო­ბი­დან კი­კბოქ­სინ­გში ვვარ­ჯი­შობ­დი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­შიც ვი­ყა­ვი. მერე ვი­ნა­ი­დან მფრი­ნა­ვებს ჯან­მრთე­ლო­ბის კო­მი­სი­ის გავ­ლა მუდ­მი­ვად გვი­წევს, ტრავ­მე­ბი არ იყო სა­ხარ­ბი­ე­ლო და ამი­ტომ ამ სპორ­ტს თავი და­ვა­ნე­ბე.

როცა იქ დავ­დი­ო­დი, ახ­ლობ­ლე­ბი, კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი, ძმა­კა­ცე­ბი მა­მას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - მანდ მაგ­დას რა­ტომ ატა­რე­ბო? მამა ჩემი ვარ­ჯი­შით, შე­ჯიბ­რე­ბით ყო­ველ­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. იყო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი, სტა­ტი­ე­ბი გა­ზე­თებ­ში, სი­უ­ჟე­ტე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. მამა ჩემი სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით კმა­ყო­ფი­ლი იყო. ამას ახ­ლობ­ლე­ბი რომ იგებ­დნენ და ხე­დავ­დნენ, უკვე ნაკ­ლე­ბად უკ­ვირ­დათ და კი­თხვებ­საც აღარ სვამ­დნენ. თან ამ სპორ­ტში ვარ­ჯი­შიც თან­და­თან ბევ­რმა და­ი­წყო, მათ შო­რის გო­გო­ნებ­მაც.

- რო­გორც მი­თხა­რით, მამა ცო­ცხა­ლი აღარ არის...

- კი, გარ­დაც­ვლი­ლია, მან მხო­ლოდ ის გა­ი­გო, რომ სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, რაც ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და... მერე თუ­შეთ­ში ავა­რია მოხ­და, მან­ქა­ნით მო­დი­ოდ­ნენ და გზა­ში სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­დნენ. თუ­შე­თის გზა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან რთუ­ლია. სა­ჭეს­თან მამა არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მან­ქა­ნა­ში სამ­ნი იყ­ვნენ და სა­მი­ვე გარ­და­იც­ვა­ლა... მოკ­ლედ, ჩემ­თვის მშობ­ლის ასე­თი მხარ­და­ჭე­რა დიდი სტი­მუ­ლი იყო. მამა ისე­თი კაცი გახ­ლდათ, სი­ტყვა ეთ­ქმო­და, ის გვერ­დში მედ­გა, მი­აჩ­ნდა, რომ შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის პა­ტი­ვი უნდა ეცა. რო­გორც ვთქვი, მისი ასე­თი პო­ზი­ცი­ის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც იც­ვლე­ბო­და.

- დე­დამ რა გი­თხრათ?

- ჩემი მხრი­დან დე­დაც მიჩ­ვე­უ­ლი იყო ასეთ ნა­ბი­ჯებს. უბ­რა­ლოდ, მი­თხრა, რომ რთუ­ლი პრო­ფე­სია იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ რად­გან გა­დავ­წყვი­ტე, იცო­და, რომ ამის­თვის მა­ინც ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი.

- რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა სწავ­ლის პრო­ცე­სი?

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა­ღაც პე­რი­ო­დი თე­ო­რი­ულ მა­სა­ლას სწავ­ლობ, გარ­კვე­უ­ლი დრო პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბას, ფრე­ნას ეთ­მო­ბა. თე­ლა­ვის აე­რო­პორ­ტში დავფრი­ნავ­დით, პირ­ვე­ლი კურ­სან­ტე­ბი ვი­ყა­ვით, ვინც იქ სწავ­ლა და­ვი­წყეთ. იმ აე­რო­პორ­ტში ახ­ლაც ხში­რად დავ­დი­ვარ, რად­გან ჩემი ქმა­რია უკვე ინ­სტრუქ­ტო­რი. ისიც მფრი­ნა­ვია.

- ე.ი. ძმა და ქმა­რიც მფრი­ნა­ვე­ბი არი­ან...

- მა­მას თუ­შეთ­ში სა­ქო­ნე­ლი ჰყავ­და და მე­ურ­ნე­ო­ბას მის­დევ­და. ასე­ვე ბინა გვაქვს იქ, სა­ძო­ვა­რი. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩემს ძმას მო­უ­წია ამ მო­ვა­ლე­ო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა. გა­და­წყვი­ტა წა­სუ­ლი­ყო და სა­ქონ­ლის­თვის მი­ე­ხე­და. სხვა გზა არ იყო, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ დიდი ფერ­მაა... ამი­ტომ ამ ყვე­ლა­ფერს ჩა­მო­ცილ­და.

- რო­გორც გა­ვი­გე, გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი მფრი­ნა­ვი დი­მიტ­რი ქა­ა­ძე თქვე­ნი ბი­ძაშ­ვი­ლი იყო...

- კი, დი­მას პაპა და ჩემი პაპა ძმე­ბი იყ­ვნენ... გა­სულ ზა­ფხულს დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და და მისი და­ღუპ­ვის ამ­ბავ­მა ყვე­ლა­ნი უზო­მოდ დაგ­ვამ­წუხ­რა... უკარ­გე­სი ბიჭი დავ­კარ­გეთ... გა­სულ კვი­რას თურ­ქე­თი­დან ჩვე­ნი მაშ­ვე­ლე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შემ­დგომ თურ­ქებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ... რა­ღაც­ნა­ი­რად ეგ ამ­ბა­ვი სულ მახ­სე­ნებ­და თავს და ემო­ცი­უ­რად მძი­მე იყო...

- თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის სირ­თუ­ლე­ებ­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ...

- ვიდ­რე და­ე­უფ­ლე­ბი, საკ­მა­ოდ დიდი მა­სა­ლაა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ის­წავ­ლო. ბევ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა გი­წევს... დღეს­დღე­ო­ბით უკვე ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­მო­დის - სტუ­დენ­ტე­ბი 14 სა­განს ინ­გლი­სუ­რად გა­დი­ან და თი­თო­ე­უ­ლი სქელ­ტა­ნი­ა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო წიგ­ნია. გა­მოც­დე­ბიც ინ­გლი­სუ­რად უნდა ჩა­ა­ბა­რონ. რთუ­ლი გზაა გა­სავ­ლე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ შემ­დგომ პრო­ფე­სი­ა­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა შე­გექ­მნას.

- ისე, ქალი მფრი­ნავ ავი­ა­ცი­ა­ში რო­გორ მი­გი­ღეს?

- არას­დროს, არც ერთ ეტაპ­ზე არ მიგ­რძვნია, რომ ქალი ვარ და ამი­ტომ ეს საქ­მე არ უნდა გა­ვა­კე­თო. თვითმფრი­ნა­ვის კა­ბი­ნა­ში, მა­გა­ლი­თად, ქალი და კაცი მფრი­ნა­ვი რომ შევ­დი­ვართ, იქ უკვე ასე ამ­ბო­ბენ, რომ კა­ბი­ნა­ში ორი მფრი­ნა­ვია, რომ­ლე­ბიც თა­ვის საქ­მეს აკე­თე­ბენ... ზო­გა­დად მეც არ ვარ ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ აი, მე გოგო ვარ და რა­ღაც ჩემი საქ­მე არის და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს. სა­ერ­თოდ ყვე­ლა ასეა. კა­ბი­ნის გა­რეთ შე­იძ­ლე­ბა, გოგო ხარ, მაგ­რამ თვითმფრი­ნავ­ში მფრი­ნა­ვი ხარ და მორ­ჩა.

- ამ პრო­ფე­სი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით რამ მი­გი­ზი­დათ?

- თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­მა. მიყ­ვარს, ეს პრო­ფე­სია ჩე­მია, ჩემ­შია. საკ­მა­რი­სია, რამ­დე­ნი­მე დღე არ ვიფ­რი­ნო და უკვე მე­ნატ­რე­ბა. მარ­ტო მე არ ვარ ასე, ჩვენ­თან ყვე­ლა ასე ამ­ბობს. ამა­ვეს ამ­ბო­ბენ, ბორტგამ­ცი­ლებ­ლე­ბიც. ფრე­ნა მგზავ­რებ­საც უყ­ვართ, იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ფრე­ნა არ უნდა და ეზა­რე­ბა.

დავფრი­ნავთ ყველ­გან, სა­დაც რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი გვაქვს და სა­დაც მოგ­ვი­წევს. ნაც­ნო­ბებ­მა ხომ იცი­ან ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მა­ინც ჩა­მე­ძი­ე­ბი­ან ხოლ­მე, - შენ ატა­რებ თვითმფრი­ნავ­სო?- ამა­ზე მე­ღი­მე­ბა.

- მფრი­ნა­ვის­თვის კონ­კრე­ტუ­ლად რა თვი­სე­ბე­ბია სა­ჭი­რო?

- პირ­ველ რიგ­ში, საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი, მონ­დო­მე­ბა, ნე­ბის­ყო­ფა, რომ რთუ­ლი გზის გავ­ლა შეძ­ლო. სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მუდ­მე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წიო. ყვე­ლა­ფე­რი დახ­ვე­წო და შე­ი­სის­ხლხორ­ცო... აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სის­ხარ­ტე, სიმ­შვი­დე, მუდ­მი­ვად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს თუ შეძ­ლებ, მერე თა­ვი­სით მოვა ის, რის გა­კე­თე­ბაც გინ­და. მი­ზანს მი­აღ­წევ.

მარ­თლა წა­მებ­ში შე­იძ­ლე­ბა გი­წყვეტ­დეს რა­ღაც, წა­მებ­ში უნდა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოქ­მე­დე­ბა შეძ­ლო. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, რთუ­ლი გზის გავ­ლა მუდ­მი­ვად გვი­წევს. ამი­ტომ, თვითმფრი­ნა­ვის კა­ბი­ნა­ში თუ ვინ­მე ზის, მან თა­ვის საქ­მე იცის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. იქ ვი­ღა­ცის და რა­ღა­ცის გამო არა­ვის სვა­მენ.

აქ ერთი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და... სა­დაც ჩავ­დი­ვართ, საწ­ვავს ვი­მა­ტებთ ხოლ­მე, ერთ-ერთ აე­რო­პორ­ტში რომ ჩავფრინ­დით, ად­გილ­ზე ჩაგ­ვის­ხეს ბენ­ზი­ნი. იქი­დან სა­ბუ­თე­ბი უნდა წა­მო­ი­ღო, არ მოგ­ვა­წო­დეს, მიბ­რუ­ნე­ბა მო­მი­წია. უკვე მგზავ­რე­ბის ჩას­ხდო­მა იყო და­წყე­ბუ­ლი, კი­ბე­ზე უცებ ჩა­ვირ­ბი­ნე და მა­ლე­ვე შე­მოვ­ბრუნ­დი. მახ­სოვს, ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა უც­ნა­უ­რად შე­მომ­ხე­და. მერე ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი ჩვენ­თან შე­მო­ვი­და და მი­თხრა, - ერთ-ერთ მა­მა­კაცს და­უ­ნა­ხი­ხარ და იკი­თხა - ეგ თუ მფრი­ნა­ვია, მე არ გა­მოვფრინ­დე­ბი, მე­ში­ნი­აო (იცი­ნის). მაგ­რამ სხვა გზა არ ჰქონ­და, უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო... მშვე­ნივ­რად იმ­გზავ­რა, ძა­ლი­ა­ნაც კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა.

ფრე­ნას თა­ვის ეტა­პე­ბი აქვს, აფ­რე­ნა-დაფ­რე­ნი­სას ფო­ტოს ვერ გა­და­ი­ღებ. მთლი­ა­ნად ჩარ­თუ­ლი ხარ პრო­ცეს­ში და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ გა­ა­კონ­ტრო­ლო სი­ტუ­ა­ცია. კა­ბი­ნა­ში ორი მფრი­ნა­ვია... ფო­ტოს გა­და­ღე­ბა უკვე მა­ში­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, როცა ავ­ტო­პი­ლო­ტია ჩარ­თუ­ლი... მარ­თლაც სა­უ­კე­თე­სო და სა­ო­ცა­რია ზე­მო­დან სამ­ყა­რო, სუ­რა­თე­ბი ხომ ლა­მა­ზია, მაგ­რამ სულ ვამ­ბობ, ნე­ტავ, ტე­ლე­ფონს ზუს­ტად ისე შე­ეძ­ლოს აღ­ქმა, რა­საც რე­ა­ლუ­რად ვხე­დავ - მეთ­ქი. მთვა­რე, მზის ჩას­ვლა, მწვერ­ვა­ლე­ბი, მთე­ბი, კავ­კა­სი­ო­ნი, ტბე­ბი, ზღვე­ბი, - ულა­მა­ზე­სია.

- მე­უღ­ლე­ზე რას გვე­ტყვით?

- ჩემს მე­უღ­ლეს (და­ვით ბე­როშ­ვი­ლი) ცო­ლად რომ გავ­ყე­ვი, მა­შინ მფრი­ნა­ვი არ იყო, ჯერ კი­დევ სწავ­ლობ­და. ჩემ­ზე უფ­რო­სია, უბ­რა­ლოდ, გვი­ან მო­ი­ფიქ­რა, რომ მფრი­ნა­ვი გამ­ხდა­რი­ყო და მე­ო­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ემ­თავ­რე­ბი­ნა. მოკ­ლედ, მაგ დროს გა­ვი­ცა­ნი, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდათ. ამი­ტომ, ჯვა­რი თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე და­ვი­წე­რეთ. თავ­დაც­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი, პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნია და გა­და­წყვი­ტა, ჯვა­რი მის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე დაგ­ვე­წე­რა. მა­ნამ­დე იმ ტა­ძარ­ში ეს რი­ტუ­ა­ლი არ იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ნათ­ლო­ბა. მოკ­ლედ, პირ­ვე­ლი ჩვე­ნი წყვი­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვინც იქ ჯვა­რი და­ი­წე­რა.

ვი­ყა­ვით მე და ჩემი ქმა­რი და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ჩვე­ნი მეჯ­ვა­რე­ე­ბიც ისი­ნი აღ­მოჩ­დნენ. ჩემს მე­უღ­ლეს უნ­დო­და, ფორ­მე­ბით ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. მო­ძღვარს უარი არ უთ­ქვამს. ვი­ნა­ი­დან შარ­ვლით ვი­ყა­ვი, მა­ინც ვწუხ­დი, მა­მა­ომ - ასე­თი ჯვრის­წე­რა არა­სო­დეს მქო­ნია, შარ­ვა­ლი კი არა, რაც გინ­და ის ჩა­გეც­ვათ, ჯვარს მა­ინც დაგ­წერ­დი­თო. და­ვი­თი დღეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს, დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იქ დარ­ჩა, თე­ლავ­ში "მი­მი­ნოს“ აე­რო­პორ­ტში, რო­გორც გი­თხა­რით, სტუ­დენ­ტებს ფრე­ნას ას­წავ­ლის.

- მაგ­და, რას ურ­ჩევ­დით ახალ­გაზ­რდებს, ვი­საც მფრი­ნა­ვის პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა უნდა?

- საკ­მა­ოდ რთულ გზა ექ­ნე­ბათ გა­სავ­ლე­ლი, ამი­ტომ, ვიდ­რე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, უნდა და­ფიქ­რდნენ. რამ­დე­ნად უნ­დათ და უღირთ ეს ყვე­ლა­ფე­რი. მარ­თლა ძნე­ლია, ბევ­რი რა­მის დაძ­ლე­ვა გი­წევს... ამი­ტომ კარ­გად უნდა და­ფიქ­რდნენ და თუ გა­და­წყვე­ტენ, მერე ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თონ იმის­თვის, რომ მი­ზანს მი­აღ­წი­ონ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა სონღულაშვილი
1

მაგდა, შენ ხარ უმაგრესი გოგო. მიყვარხარ. დათო მომიკითხე❤️❤️❤️❤️

როზა
0

ბედნიერება სიხარული და სულ ეარმატებებით გევლოს დიდო ქალბატონო ნამდვილად მეამაყებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მგზავრს ჩემზე უთქვამს, - ეგ თუ მფრინავია, არ გამოვფრინდები, მეშინიაო... არადა, მშვენივრად იმგზავრა" - თუში მფრინავის მაგდა ქააძის ჯვრისწერა სამხედრო ბაზაზე და ფრენის სიყვარული

"მგზავრს ჩემზე უთქვამს, -  ეგ თუ მფრინავია, არ გამოვფრინდები, მეშინიაო... არადა,  მშვენივრად იმგზავრა" - თუში მფრინავის მაგდა ქააძის ჯვრისწერა სამხედრო ბაზაზე და ფრენის სიყვარული

"თუ მოინდომებ და დასახული მიზნის მისაღწევად ენერგიას არ დაიშურებ, შედეგს აუცილებლად მიიღებ“,- გვეუბნება მაგდა ქააძე, ერთ-ერთი ავიაკომპანიის ახალგაზრდა მფრინავი ქალი. როგორც გვიყვება, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალიან საინტერესო, საჭირო და არც ისე მარტივ პროფესიას დაუფლებოდა და პროფესიონალი გამხდარიყო.

"მფრინავობაზე ბავშვობაში არ მიოცნებია. კარგი მოსწავლე ვიყავი. ეს პროფესია სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ ავირჩიე. მანამდე საფრენოსნოზე ჩემი ძმა სწავლობდა, ამასთანავე, მყავს ბიძაშვილები, ნათესავები, ახლობლები, რომლებიც მფრინავები არიან... წარმოშობით თუში ვარ და ჩვენს სოფელში ამ პროფესიის ბევრი ადამიანია. ამიტომ ბავშვობაში ვერტმფრენთან აქტიური შეხება მქონდა, ის ჩემთვის ახალი ხილი არ იყო... თან მფრინავებზე და მათ გაბედულ ნამოქმედარზე არაერთი ამბავი მსმენია, რაც სულ მეამაყებოდა. ამ ყველაფერმა გავლენა ნამდვილად იქონია და სურვილი გამიჩნდა, საავიაციო უნივერსიტეტში ჩამებარებინა, სადაც აღმოვჩნდი კიდეც...“ - გვეუბნება მაგდა.

- ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ გქონიათ?

- ბავშვობაში ისეთი რაღაცები მიტაცებდა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემგან დიდად არ გაჰკვირვებიათ. მამამ - თუ გინდა, მიდი და შენი მიზნის მისაღწევად იმოქმედეო. რაკი მამამ თქვა, - კიო, - ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. ისე, ბავშვობიდან კიკბოქსინგში ვვარჯიშობდი, უნივერსიტეტში სწავლის დროს საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი. მერე ვინაიდან მფრინავებს ჯანმრთელობის კომისიის გავლა მუდმივად გვიწევს, ტრავმები არ იყო სახარბიელო და ამიტომ ამ სპორტს თავი დავანებე.

როცა იქ დავდიოდი, ახლობლები, კეთილისმსურველები, ძმაკაცები მამას ეუბნებოდნენ, - მანდ მაგდას რატომ ატარებო? მამა ჩემი ვარჯიშით, შეჯიბრებით ყოველთვის ინტერესდებოდა. იყო ჩემპიონატები, სტატიები გაზეთებში, სიუჟეტები ტელევიზიაში. მამა ჩემი სპორტული მიღწევებით კმაყოფილი იყო. ამას ახლობლები რომ იგებდნენ და ხედავდნენ, უკვე ნაკლებად უკვირდათ და კითხვებსაც აღარ სვამდნენ. თან ამ სპორტში ვარჯიშიც თანდათან ბევრმა დაიწყო, მათ შორის გოგონებმაც.

- როგორც მითხარით, მამა ცოცხალი აღარ არის...

- კი, გარდაცვლილია, მან მხოლოდ ის გაიგო, რომ საავიაციო უნივერსიტეტში ჩავაბარე, რაც ძალიან გაუხარდა... მერე თუშეთში ავარია მოხდა, მანქანით მოდიოდნენ და გზაში სიმაღლიდან გადავარდნენ. თუშეთის გზა მოგეხსენებათ, ძალიან რთულია. საჭესთან მამა არ ყოფილა, თუმცა მანქანაში სამნი იყვნენ და სამივე გარდაიცვალა... მოკლედ, ჩემთვის მშობლის ასეთი მხარდაჭერა დიდი სტიმული იყო. მამა ისეთი კაცი გახლდათ, სიტყვა ეთქმოდა, ის გვერდში მედგა, მიაჩნდა, რომ შვილის გადაწყვეტილებისთვის პატივი უნდა ეცა. როგორც ვთქვი, მისი ასეთი პოზიციის გამო საზოგადოების დამოკიდებულებაც იცვლებოდა.

- დედამ რა გითხრათ?

- ჩემი მხრიდან დედაც მიჩვეული იყო ასეთ ნაბიჯებს. უბრალოდ, მითხრა, რომ რთული პროფესია იქნებოდა, მაგრამ რადგან გადავწყვიტე, იცოდა, რომ ამისთვის მაინც ყველაფერს გავაკეთებდი.

- როგორი აღმოჩნდა სწავლის პროცესი?

- უნივერსიტეტში რაღაც პერიოდი თეორიულ მასალას სწავლობ, გარკვეული დრო პრაქტიკულ სწავლებას, ფრენას ეთმობა. თელავის აეროპორტში დავფრინავდით, პირველი კურსანტები ვიყავით, ვინც იქ სწავლა დავიწყეთ. იმ აეროპორტში ახლაც ხშირად დავდივარ, რადგან ჩემი ქმარია უკვე ინსტრუქტორი. ისიც მფრინავია.

- ე.ი. ძმა და ქმარიც მფრინავები არიან...

- მამას თუშეთში საქონელი ჰყავდა და მეურნეობას მისდევდა. ასევე ბინა გვაქვს იქ, საძოვარი. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩემს ძმას მოუწია ამ მოვალეობის საკუთარ თავზე აღება. გადაწყვიტა წასულიყო და საქონლისთვის მიეხედა. სხვა გზა არ იყო, რადგანაც საკმაოდ დიდი ფერმაა... ამიტომ ამ ყველაფერს ჩამოცილდა.

- როგორც გავიგე, გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული მფრინავი დიმიტრი ქააძე თქვენი ბიძაშვილი იყო...

- კი, დიმას პაპა და ჩემი პაპა ძმები იყვნენ... გასულ ზაფხულს დიდი ტრაგედია დატრიალდა და მისი დაღუპვის ამბავმა ყველანი უზომოდ დაგვამწუხრა... უკარგესი ბიჭი დავკარგეთ... გასულ კვირას თურქეთიდან ჩვენი მაშველები ჩამოვიყვანეთ, რომლებიც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდგომ თურქებს ეხმარებოდნენ... რაღაცნაირად ეგ ამბავი სულ მახსენებდა თავს და ემოციურად მძიმე იყო...

- თქვენი პროფესიის სირთულეებზე რომ ვისაუბროთ...

- ვიდრე დაეუფლები, საკმაოდ დიდი მასალაა, რომელიც აუცილებელია, რომ ისწავლო. ბევრი მეცადინეობა გიწევს... დღესდღეობით უკვე ახალი რეგულაციები შემოდის - სტუდენტები 14 საგანს ინგლისურად გადიან და თითოეული სქელტანიანი სახელმძღვანელო წიგნია. გამოცდებიც ინგლისურად უნდა ჩააბარონ. რთული გზაა გასავლელი, ყველაფერი იმისთვის, რომ შემდგომ პროფესიაში არანაირი პრობლემა შეგექმნას.

- ისე, ქალი მფრინავ ავიაციაში როგორ მიგიღეს?

- არასდროს, არც ერთ ეტაპზე არ მიგრძვნია, რომ ქალი ვარ და ამიტომ ეს საქმე არ უნდა გავაკეთო. თვითმფრინავის კაბინაში, მაგალითად, ქალი და კაცი მფრინავი რომ შევდივართ, იქ უკვე ასე ამბობენ, რომ კაბინაში ორი მფრინავია, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ... ზოგადად მეც არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ აი, მე გოგო ვარ და რაღაც ჩემი საქმე არის და ასეთი დამოკიდებულება ჩვენთან არ არსებობს. საერთოდ ყველა ასეა. კაბინის გარეთ შეიძლება, გოგო ხარ, მაგრამ თვითმფრინავში მფრინავი ხარ და მორჩა.

- ამ პროფესიაში განსაკუთრებით რამ მიგიზიდათ?

- თითქმის ყველაფერმა. მიყვარს, ეს პროფესია ჩემია, ჩემშია. საკმარისია, რამდენიმე დღე არ ვიფრინო და უკვე მენატრება. მარტო მე არ ვარ ასე, ჩვენთან ყველა ასე ამბობს. ამავეს ამბობენ, ბორტგამცილებლებიც. ფრენა მგზავრებსაც უყვართ, იშვიათად მინახავს ადამიანი, ვისაც ფრენა არ უნდა და ეზარება.

დავფრინავთ ყველგან, სადაც რეგულარული რეისები გვაქვს და სადაც მოგვიწევს. ნაცნობებმა ხომ იციან ყველაფერი, მაგრამ მაინც ჩამეძიებიან ხოლმე, - შენ ატარებ თვითმფრინავსო?- ამაზე მეღიმება.

- მფრინავისთვის კონკრეტულად რა თვისებებია საჭირო?

- პირველ რიგში, საქმის სიყვარული, მონდომება, ნებისყოფა, რომ რთული გზის გავლა შეძლო. საკუთარ თავზე გამუდმებული მუშაობა იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. ყველაფერი დახვეწო და შეისისხლხორცო... აუცილებელია, სისხარტე, სიმშვიდე, მუდმივად მობილიზება. ამ ყველაფერს თუ შეძლებ, მერე თავისით მოვა ის, რის გაკეთებაც გინდა. მიზანს მიაღწევ.

მართლა წამებში შეიძლება გიწყვეტდეს რაღაც, წამებში უნდა მიიღო გადაწყვეტილება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედება შეძლო. კვალიფიკაციის ამაღლება, რთული გზის გავლა მუდმივად გვიწევს. ამიტომ, თვითმფრინავის კაბინაში თუ ვინმე ზის, მან თავის საქმე იცის და პროფესიონალია. იქ ვიღაცის და რაღაცის გამო არავის სვამენ.

აქ ერთი ამბავი გამახსენდა... სადაც ჩავდივართ, საწვავს ვიმატებთ ხოლმე, ერთ-ერთ აეროპორტში რომ ჩავფრინდით, ადგილზე ჩაგვისხეს ბენზინი. იქიდან საბუთები უნდა წამოიღო, არ მოგვაწოდეს, მიბრუნება მომიწია. უკვე მგზავრების ჩასხდომა იყო დაწყებული, კიბეზე უცებ ჩავირბინე და მალევე შემოვბრუნდი. მახსოვს, ერთ-ერთმა მგზავრმა უცნაურად შემომხედა. მერე ბორტგამცილებელი ჩვენთან შემოვიდა და მითხრა, - ერთ-ერთ მამაკაცს დაუნახიხარ და იკითხა - ეგ თუ მფრინავია, მე არ გამოვფრინდები, მეშინიაო (იცინის). მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა წამოსულიყო... მშვენივრად იმგზავრა, ძალიანაც კმაყოფილი დარჩა.

ფრენას თავის ეტაპები აქვს, აფრენა-დაფრენისას ფოტოს ვერ გადაიღებ. მთლიანად ჩართული ხარ პროცესში და მობილიზებული, რომ გააკონტროლო სიტუაცია. კაბინაში ორი მფრინავია... ფოტოს გადაღება უკვე მაშინაა შესაძლებელი, როცა ავტოპილოტია ჩართული... მართლაც საუკეთესო და საოცარია ზემოდან სამყარო, სურათები ხომ ლამაზია, მაგრამ სულ ვამბობ, ნეტავ, ტელეფონს ზუსტად ისე შეეძლოს აღქმა, რასაც რეალურად ვხედავ - მეთქი. მთვარე, მზის ჩასვლა, მწვერვალები, მთები, კავკასიონი, ტბები, ზღვები, - ულამაზესია.

- მეუღლეზე რას გვეტყვით?

- ჩემს მეუღლეს (დავით ბეროშვილი) ცოლად რომ გავყევი, მაშინ მფრინავი არ იყო, ჯერ კიდევ სწავლობდა. ჩემზე უფროსია, უბრალოდ, გვიან მოიფიქრა, რომ მფრინავი გამხდარიყო და მეორე უნივერსიტეტი დაემთავრებინა. მოკლედ, მაგ დროს გავიცანი, თუმცა პარალელურად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ. ამიტომ, ჯვარი თბილისში, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე დავიწერეთ. თავდაცვაში გარკვეული პერიოდი ჰქონდა გატარებული, პატრიოტი ადამიანია და გადაწყვიტა, ჯვარი მის სამხედრო ბაზაზე დაგვეწერა. მანამდე იმ ტაძარში ეს რიტუალი არ იყო ჩატარებული, მხოლოდ რამდენიმე ნათლობა. მოკლედ, პირველი ჩვენი წყვილი აღმოჩნდა, ვინც იქ ჯვარი დაიწერა.

ვიყავით მე და ჩემი ქმარი და მისი თანამშრომლები, ჩვენი მეჯვარეებიც ისინი აღმოჩდნენ. ჩემს მეუღლეს უნდოდა, ფორმებით ვყოფილიყავით. მოძღვარს უარი არ უთქვამს. ვინაიდან შარვლით ვიყავი, მაინც ვწუხდი, მამაომ - ასეთი ჯვრისწერა არასოდეს მქონია, შარვალი კი არა, რაც გინდა ის ჩაგეცვათ, ჯვარს მაინც დაგწერდითო. დავითი დღეს უნივერსიტეტში მუშაობს, დამთავრების შემდეგ იქ დარჩა, თელავში "მიმინოს“ აეროპორტში, როგორც გითხარით, სტუდენტებს ფრენას ასწავლის.

- მაგდა, რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვისაც მფრინავის პროფესიის არჩევა უნდა?

- საკმაოდ რთულ გზა ექნებათ გასავლელი, ამიტომ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ, უნდა დაფიქრდნენ. რამდენად უნდათ და უღირთ ეს ყველაფერი. მართლა ძნელია, ბევრი რამის დაძლევა გიწევს... ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდნენ და თუ გადაწყვეტენ, მერე ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ.