პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს" - შალვა პაპუაშვილი
"ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს" - შალვა პაპუაშვილი

ვეტო ხომ უბ­რა­ლოდ რა­ღაც ინ­სტრუ­მენ­ტი არ არის - არის მცდე­ლო­ბა, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი დის­კუ­სია ტა­ბუს ქვეშ მო­ექ­ცეს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ მის­თვის "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­უ­ღე­ბე­ლია და აპი­რებს, ვეტო და­ა­დოს.

პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა ჯერ მხო­ლოდ ახლა გა­იხ­სნა და სა­ში­ში სიგ­ნა­ლია, რომ დის­კუ­სი­ის სტიგ­მა­ტი­ზე­ბა მოხ­და.

"ვეტო ხომ უბ­რა­ლოდ რა­ღაც ინ­სტრუ­მენ­ტი არ არის. ეს ნიშ­ნავს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნით არ მი­ღე­ბას, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ნიშ­ვნე­ბი. ჯერ პრო­ექ­ტი არ­ცაა მი­ღე­ბუ­ლი და არა მხო­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი არაა, არა­მედ რო­მე­ლი პრო­ექ­ტი უნდა მი­ვი­ღოთ, ესეც სა­კი­თხია. მსჯე­ლო­ბა ჯერ მხო­ლოდ გა­იხ­სნა. სა­ში­ში სიგ­ნა­ლია, რომ გახ­სნის­თა­ნა­ვე ამ დის­კუ­სი­ის სტიგ­მა­ტი­ზე­ბა მოხ­და. არის მცდე­ლო­ბა, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი დის­კუ­სია ტა­ბუს ქვეშ მო­ექ­ცეს. ვფიქ­რობ, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გახ­სნი­ლო­ბა უნდა აჩ­ვე­ნოს ამ დის­კუ­სი­ა­ში“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბა უმე­ტეს­წი­ლად მის სა­ხელ­წო­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და არა ში­ნა­არს.

"დის­კუ­სია ახა­ლი არაა, უბ­რა­ლოდ ასე სა­ჯა­რო არ იყო, პი­რი­ქით, კარ­გია, რომ ეს დის­კუ­სია გა­იხ­სნა, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ დღე­ვან­დე­ლი სის­ტე­მა საკ­მა­რი­სი არაა გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ამი­ტომ ეს დის­კუ­სია კარ­გია. ის, რაც შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს ხოლ­მე, (მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია პარტნი­ო­რებ­თან) უკავ­შირ­დე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბას. შე­ნიშ­ვნე­ბი არის არა ში­ნა­არსთან, არა­მედ ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თქვან მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჯგუ­ფებ­მა, თუ ამ ფორ­მას მო­ვა­ცი­ლებთ, მი­სა­ღე­ბია თუ არა გამჭვირ­ვა­ლო­ბა. ეჭვი მაქვს, რომ პრობ­ლე­მა არის არა ფორ­მა­ში, არა­მედ ში­ნა­არსში, რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბა არ იყოს დად­გე­ნი­ლი. ფორ­მას რაც შე­ე­ხე­ბა, ამა­ზე მსჯე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა. თუ ტერ­მი­ნი არ მოს­წონთ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ტერ­მი­ნე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აპი­რებს, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს, მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვეტო და­ა­დოს. პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პას­თან აშო­რებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ას
3

კარგ ადამიანს ოცნებაში რა უნდა. ხალხის გახლეჩვაზე არიან დაგეშილები

ბეითალი
1

 ამან და მარგველაშვილმა ვეტოს შინაარსი დაუკარგეს! ხომ არ შევცვალოთ კანონი და ვეტოს უფლება რომელიმე არანაცურ უმაღლეს სასწავლებელს, ან მერიის ბაგა-ბაღების სამსახურს ხომ არ მოვცეთ? არა მგონია ამათზე უსწოროდ გამოიყენონ!

ავტორი:

"ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს" - შალვა პაპუაშვილი

"ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს" - შალვა პაპუაშვილი

ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისთვის "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი მიუღებელია და აპირებს, ვეტო დაადოს.

პაპუაშვილის თქმით, საკითხზე მსჯელობა ჯერ მხოლოდ ახლა გაიხსნა და საშიში სიგნალია, რომ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა.

"ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით არ მიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შენიშვნები. ჯერ პროექტი არცაა მიღებული და არა მხოლოდ მიღებული არაა, არამედ რომელი პროექტი უნდა მივიღოთ, ესეც საკითხია. მსჯელობა ჯერ მხოლოდ გაიხსნა. საშიში სიგნალია, რომ გახსნისთანავე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა. არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებამ გახსნილობა უნდა აჩვენოს ამ დისკუსიაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება უმეტესწილად მის სახელწოდებას უკავშირდება და არა შინაარს.

"დისკუსია ახალი არაა, უბრალოდ ასე საჯარო არ იყო, პირიქით, კარგია, რომ ეს დისკუსია გაიხსნა, არასამთავრობო სექტორში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი სისტემა საკმარისი არაა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ეს დისკუსია კარგია. ის, რაც შეშფოთებას იწვევს ხოლმე, (მაქვს კომუნიკაცია პარტნიორებთან) უკავშირდება სახელწოდებას. შენიშვნები არის არა შინაარსთან, არამედ ფორმასთან დაკავშირებით. თქვან მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, თუ ამ ფორმას მოვაცილებთ, მისაღებია თუ არა გამჭვირვალობა. ეჭვი მაქვს, რომ პრობლემა არის არა ფორმაში, არამედ შინაარსში, რომ გამჭვირვალობა არ იყოს დადგენილი. ფორმას რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა შეიძლება. თუ ტერმინი არ მოსწონთ, ალტერნატიული ტერმინები შემოგვთავაზონ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს. პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს.

ასევე იხილეთ: