სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს "უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე და აცხადებს, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს
64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს "უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე და აცხადებს, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს

64 მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცია უარს ამ­ბობს "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად" რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე, არ აპი­რებს ამ იარ­ლი­ყით მუ­შა­ო­ბას და აცხა­დებს, რომ ეს მათ პრო­ფე­სი­ულ ღირ­სე­ბას შე­უ­რა­ცხყოფს. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ამ გო­გო­საშ­ვილ­მა გა­ახ­მო­ვა­ნა.

"პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვნიშ­ნავ იმ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რაც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­ექ­მნათ პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლის დროს - სრუ­ლად ყვე­ლას არ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა ეს კა­ნო­ნი.

64- მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ მო­ა­წე­რა ხელი გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც გა­გაც­ნობთ ახლა.

ჩვენ, გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელ­მომ­წე­რი მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბულ რუ­სულ კა­ნონპ­რო­ექ­ტებს „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის” შე­სა­ხებ.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ზა­ნია, აღარ ის­მო­დეს კრი­ტი­კუ­ლი ხმა, მე­დი­ამ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ვე­ღარ ასა­ხონ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­რუფ­ცია, უსა­მარ­თლო­ბა და სი­ღა­რი­ბე.

ამას ადას­ტუ­რებს წლე­ბის წინ რუ­სეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ანა­ლო­გი­უ­რი კა­ნო­ნის შე­დე­გე­ბი - და­ი­ხუ­რა სა­მო­ქა­ლა­ქო და მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კი დევ­ნის მსხვერ­პლნი გახ­დნენ.

ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა აზი­ა­ნებს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პრო­ცესს, რა­ზეც 24 თე­ბერ­ვლის გან­ცხა­დე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ მკა­ფი­ოდ მი­უ­თი­თა. შე­სა­ბა­მი­სად, წარ­დგე­ნი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას აფერ­ხებს და დღეს გა­ჩე­ნილ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რას ხუ­რავს.

ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას და გვა­ღელ­ვებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი. არ ვა­პი­რებთ ამ იარ­ლი­ყით მუ­შა­ო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უარს ვა­ცხა­დებთ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად” რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე. ეს შე­უ­რა­ცხყოფს ჩვენს პრო­ფე­სი­ულ ღირ­სე­ბას,"- აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ გო­გო­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ვფიქრობ , თავის არდებაზე ჯარიმა არაა საკმარისი, ვფიქრო, მიზეზი აქვთ შემოსავლების დამალვის! შესასწავლია ამათი დაფინანსების წყაროები და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება! 

რუსთაველი
0

აგენტობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი. აგენტობა სხვა რამე, არ ჯაშუშის დასადარი, იგი სხვაა, ჯაშუში-სხვა, შუა უდევს დიდი ზღვარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს "უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე და აცხადებს, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს

64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს "უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე და აცხადებს, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს

64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე, არ აპირებს ამ იარლიყით მუშაობას და აცხადებს, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს. მედიასაშუალებების ერთობლივი განცხადება პარლამენტში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელმა მარიამ გოგოსაშვილმა გაახმოვანა.

"პირველ რიგში, აღვნიშნავ იმ პრობლემების შესახებ, რაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეექმნათ პარლამენტში შემოსვლის დროს - სრულად ყველას არ მიეცა საშუალება გაეპროტესტებინა ეს კანონი.

64- მა მედიასაშუალებამ მოაწერა ხელი განცხადებას, რომელსაც გაგაცნობთ ახლა.

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები - დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას,"- აღნიშნა მარიამ გოგოსაშვილმა.