ცნობილი რუსული სპორტული გამოცემა sovsport-ი მერაბ დვალიშვილსა და ალჯამეინ სტერლინგზე ირონიულ სტატიას აქვეყნებს. საიტი სტერლინგსა და დვალიშვილს ტროლებად მოიხსენიებს.
"ორი ტროლი-მეგობარი განაგრძობს ჩვენს ქვეყანაზე საუბარს, ასევე მის მაცხოვრებლებზეც. დღეს ზემსუბუქი წონის ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგი გამოირჩა:
"ვინც მე ნამდვილად მაღიზიანებს, ეს კავკასიის რეგიონის ფანები არიან - დაღესტნელები და ჩეჩნები. მე ეს ბიჭები მიყვარს, მაგარი ხალხია. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ბრძოლის ანალიზი, იმიტომ რომ როდესაც ამბობთ ამა თუ იმ მებრძოლს შეუძლია ვინმეს დამარცხება, თქვენ მსჯელობთ მისი წინა ბრძოლებით. ხოლო როდესაც მე ვამბობ, რომ მისმა მოწინააღმდეგემ კარგი სავარჯიშო ბანაკი გაიარა და კარგად მომზადებულია, თქვენ ეგრევე მიწერთ: "არა, შენ უბრალოდ ჰეითერი ხარ!“
მერაბ დვალიშვილმა, რომელიც პიოტრ იანს 11 მარტს შეხვდება, ისევ სცადა რუსი მებრძოლისთვის გადავლა და ასევე, რუსეთის ფედერაციასაც შეეხო:
"ჩემთვის ეს უბრალოდ მეტია, ვიდრე ბრძოლა. მე ჩემი ხალხისთვის უნდა ვიბრძოლო. არაფერი პირადული, მაგრამ გვინდა თუ არა ეს, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოდის. უნდა ვიბრძოლო მტკიცედ, მოვიგო და ჩემი ხალხი გავაბედნიერო. გუნდთან ერთად უნდა დავამტკიცო, რომ უკეთესები ვართ.
ჩემთვის ეს კარგი შესაძლებლობაა. ის კარგი, მაგრამ სულელი მებრძოლია. ჯობია დარწმუნდეს, რომ წესები იცის, იმიტომ რომ მან ჩემს მეგობარ ალჯამაინ სტერლინგს აკრძალული დარტყმა მიაყენა. და კი, - როდესაც აბუ-დაბიში შევხვდით, ის უპატივცემლოდ იქცეოდა,“ - განაცხადა მერაბმა UFC Unfiltered-ის პოდკასტში.
გვინდა ვურჩიოთ პიოტრ იანს, რომ მერაბ დვალიშვილს რუსეთის ისტორიის კურსი შეახსენოს და ეს შეხსენება UFC-ის გალიაში გააკეთოს, თანაც არ გაჩუმდეს. შემდეგ კი ალჯამაინ სტერლინგს გეოგრაფიის გაკვეთილები ჩაუტაროს, სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი რისთვის კეთდება?, - ვკითხულობთ sovsport-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა 12 მარტს გაიმართება.
ნახეთ ასევე:
სტატიის დასაწყისში წერია რომ მერაბისა და იანის ბრძოლა გაიმართება 11მარტს ხოლო ბოლოში წერია გაიმართება 12 მარტს თუ შეიძლება დაწერეთ ზუსტი რიცხვი და დრო მადლობა წინასწარ გამარჯვებას ვუსურვებ მერაბს ამ საპასუხისმგებლო ბრძოლაში და მეტ და მეტ გამარჯვებებს
გამარჯვებას ვუსურვებ მერაბს ამ საპასუხისმგებლო ბრძოლაში და უფრო უფრო უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას