პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ კაცს რომ თავისი ქვეყანა უყვარს და დიდი ამაგი აქვს გაწეული, ამას რომ არ დაინახავ, მაშინ..." - იმედა კახიანი ბიძინა ივანიშვილზე
"ამ კაცს რომ თავისი ქვეყანა უყვარს და დიდი ამაგი აქვს გაწეული, ამას რომ არ დაინახავ, მაშინ..." - იმედა კახიანი ბიძინა ივანიშვილზე

"... ჭკუა უნდა ვიხ­მა­როთ და ისე მო­ვიქ­ცეთ, რო­გორ­მე არც მწვა­დი დავ­წვათ და არც - შამ­ფუ­რი. ახლა რომ გა­მოვ­ცვივ­დეთ, ხან­ჯა­ლი ავი­ღოთ და რუსს ვე­ტა­კოთ, არ შე­იძ­ლე­ბა! გე­ნაც­ვა­ლე, ხომ უნდა იცო­დე, რა შე­გიძ­ლია და რა - არა!" - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი იმე­და კა­ხი­ა­ნი... იგი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე თა­ვის მო­საზ­რე­ბას "კვი­რის პა­ლიტ­რას" უზი­ა­რებს:

- სულ ვამ­ბობ და ამ მთავ­რო­ბის მიკ­ვირს კი­დეც, რომ ამ­ბო­ბენ, არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ვა­ტა­როთ და ხალ­ხს ვკი­თხო­თო... უბ­რა­ლო ხალ­ხს ჯერ უნდა გაგ­ვა­გე­ბი­ნონ, რო­მე­ლი კარ­გია, რო­მე­ლი - ცუდი და მერე გვკი­თხონ არ­ჩე­ვა­ნი... არ ვიცი, ბა­ტო­ნო, მე პო­ლი­ტი­კა, ერთი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე ვარ. სო­ფელ­ში გლეხს რა უნდა ჰკი­თხო, ხმა ვის მის­ცეს?! რუ­სე­თი ჯო­ბია, ევ­რო­პა თუ ამე­რი­კა, ეს მეც­ნი­ე­რებ­მა, პო­ლი­ტო­ლო­გებ­მა, ექ­სპერ­ტებ­მა გა­არ­კვი­ონ ჯერ და ჩვენც აგ­ვიხ­სნან. მერე შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა გა­და­წყვი­ტოს, ვის­კენ გა­და­ი­ხა­როს...

- რუ­სე­თის, პუ­ტი­ნის შე­სა­ხებ ხომ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ვი­ცით?

- პუ­ტი­ნის შე­სა­ხებ ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სწო­რად იქ­ცე­ვა, რო­დე­საც რუ­სეთ­ზე ძა­ლი­ან მკაცრ­სა და გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელს არა­ფერს ამ­ბობს... არ შე­იძ­ლე­ბა პუ­ტინ­თან, რუ­სეთ­თან ომი! ჩვენ ჭკუა უნდა ვიხ­მა­როთ და ისე მო­ვიქ­ცეთ, რო­გორ­მე არც მწვა­დი დავ­წვათ და არც - შამ­ფუ­რი. ახლა რომ გა­მოვ­ცვივ­დეთ, ხან­ჯა­ლი ავი­ღოთ და რუსს ვე­ტა­კოთ, ეს არ შე­იძ­ლე­ბა! გე­ნაც­ვა­ლე, ხომ უნდა იცო­დე, რა შე­გიძ­ლია და რა - არა!

მე არც რუსი მინ­და, არც - ამე­რი­კე­ლი, ქარ­თვე­ლი მინ­და, ესაა ჩემი ოც­ნე­ბა და ყვე­ლა ქარ­თვე­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ოც­ნე­ბობ­და ნე­იტ­რა­ლუ­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გვქო­ნო­და. თუმ­ცა ვე­რა­სო­დეს გავ­ხდით და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არც ამი­ე­რი­დან მოგ­ვცე­მენ. ამ რე­გი­ონ­ში ვინც ძლი­ე­რი იყო, მას ჰქონ­და ჩვენ­ზე გავ­ლე­ნა და ბა­ტო­ნობ­და... არა­ვინ მინ­და, მაგ­რამ პუ­ტინს და რუ­სეთს აქე­დან არა­ვინ წა­იყ­ვანს! ამი­ტომ, მათ­თან ომი არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა! როცა უნდა, რუსი მა­შინ იპო­ვის მი­ზეზს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ შე­მო­ვი­დეს. ორ სა­ათ­ში სა­ქარ­თვე­ლო აღარც იქ­ნე­ბა!

- იმას გუ­ლის­ხმობთ, რომ ამე­რი­კა ვერ გვიშ­ვე­ლის, თუ რუ­სე­თი თავს დაგ­ვეს­ხმე­ბა?

- ვერც ამე­რი­კა და ვერც - ვე­რა­ვინ! რო­გორც უკ­რა­ი­ნას "შვე­ლის", ისე გვიშ­ვე­ლის! ღმერ­თმა გად­მო­ხე­დოთ... ჩვენ­თან სხვა ვი­თა­რე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჯერ კი­დევ რო­დის და­არ­სდა და რამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნე იყო! ვი­მე­ო­რებ, რუ­სეთ­თან ომი არ გა­მო­ვა, არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა! მე ასე მეს­მის და ზოგი პი­რი­ქით ამ­ბობს, კი, უნდა ავი­შა­ლოთ, ზარ­ბაზ­ნე­ბით ვე­ო­მოთ რუ­სეთ­სო... მერე რაც იქ­ნე­ბა, ისიც წარ­მო­სად­გე­ნია.

ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დოთ და მივ­ხვდე­ბით, რომ ჩვე­ნი ძმა, მე­გო­ბა­რი არა­ვი­ნაა, ჩვენ­ზე არა­ვინ ფიქ­რობს. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას თა­ვის კე­თილ­დღე­ო­ბა სურს და სა­ქარ­თვე­ლო იმი­ტომ სჭირ­დე­ბა! ჩვენც გო­ნი­ე­რე­ბა უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ და რო­მე­ლიც ნაკ­ლებს გვავ­ნებს, იმას­თან უნდა ვი­ყოთ... ვინც ბო­ლომ­დე არ შეგ­ვჭამს. ყვე­ლა­ფე­რი ისე უნდა ვთქვათ, არა­ვინ გა­ვა­ღი­ზი­ა­ნოთ. რუ­სებ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რეს, რუსი მო­ქა­ლა­ქე თუ სად­მე და­ი­ჩაგ­რე­ბა, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბა აქვს, ჯა­რით შე­ვი­დეს იმ ქვე­ყა­ნა­ში და თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვა­სო... რო­გორ გგო­ნი­ათ, ამის მი­ზეზს რუსი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ იპო­ვის?

შენ უნდა გიყ­ვარ­დეს შენი მოძ­მე, სის­ხლი და ხორ­ცი! ჩვენ­ზე არა­ვინ ფიქ­რობს! დღეს გა­მოჩ­ნდა, რომ ევ­რო­პას სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა! ამი­ტო­მაც ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში და ყველ­გან მი­გი­ღოს... რა ვქნათ ახლა, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რომ არც ამას ვა­წყე­ნი­ნოთ, არც - იმას?! აი, პო­ლი­ტი­კა და დიპ­ლო­მა­ტია აქ არის სა­ჭი­რო... ჩემ­ნა­ი­რია ამ საქ­მე­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 90% და ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, აირ­ჩი­ე­თო....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
0

ევროკავშირში შესვლა ამერიკასა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთებასთან რომ აღიქმება, იმიტომ გვაქვს კარგად საქმე...

მაქარაშვილი-მარქარიანი
10

ბიძინა არც პუტინს, და არც დასავლეთს არ გაუმხელს საიდუმლოს! ბიძინა მითუმეტეს არც იმედა კახიანს ჩააყენებს საქმის კურსში! ჭორვილელ ციცერონს , ვფიქრობ, რომ განზრახული აქვს დაელოდოს სანამ დასავლეთი და რუსები გაჟლიტავენ ერთმანეთს ბოლომდე , და მერე საქართველო შეიყვანოს ჩემი და მიშა სააკიანის ისტორიული სამშობლოს შემადგენლობაში, ანუ აღასრულოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ლეგენდა ჰაოსისა და ქართლოსის ძმობის შესახებ! დიდება მომავალ უძლიერეს სახემწიფოს, ანუ არმენიას და ჯეორჯიას სამუდამოდ გაერთიანებას! ამ მომავალ უძლიერეს და სუპერპროგრესულ სახელმწიფოს დაერქმევა სახელად - ჯორჯიო არმანი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ამ კაცს რომ თავისი ქვეყანა უყვარს და დიდი ამაგი აქვს გაწეული, ამას რომ არ დაინახავ, მაშინ..." - იმედა კახიანი ბიძინა ივანიშვილზე

"ამ კაცს რომ თავისი ქვეყანა უყვარს და დიდი ამაგი აქვს გაწეული, ამას რომ არ დაინახავ, მაშინ..." - იმედა კახიანი ბიძინა ივანიშვილზე

"... ჭკუა უნდა ვიხმაროთ და ისე მოვიქცეთ, როგორმე არც მწვადი დავწვათ და არც - შამფური. ახლა რომ გამოვცვივდეთ, ხანჯალი ავიღოთ და რუსს ვეტაკოთ, არ შეიძლება! გენაცვალე, ხომ უნდა იცოდე, რა შეგიძლია და რა - არა!" - ამბობს მსახიობი იმედა კახიანი... იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თავის მოსაზრებას "კვირის პალიტრას" უზიარებს:

- სულ ვამბობ და ამ მთავრობის მიკვირს კიდეც, რომ ამბობენ, არჩევნები ჩავატაროთ და ხალხს ვკითხოთო... უბრალო ხალხს ჯერ უნდა გაგვაგებინონ, რომელი კარგია, რომელი - ცუდი და მერე გვკითხონ არჩევანი... არ ვიცი, ბატონო, მე პოლიტიკა, ერთი რიგითი მოქალაქე ვარ. სოფელში გლეხს რა უნდა ჰკითხო, ხმა ვის მისცეს?! რუსეთი ჯობია, ევროპა თუ ამერიკა, ეს მეცნიერებმა, პოლიტოლოგებმა, ექსპერტებმა გაარკვიონ ჯერ და ჩვენც აგვიხსნან. მერე შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს, ვისკენ გადაიხაროს...

- რუსეთის, პუტინის შესახებ ხომ მთელმა მსოფლიომ ვიცით?

- პუტინის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სწორად იქცევა, როდესაც რუსეთზე ძალიან მკაცრსა და გამაღიზიანებელს არაფერს ამბობს... არ შეიძლება პუტინთან, რუსეთთან ომი! ჩვენ ჭკუა უნდა ვიხმაროთ და ისე მოვიქცეთ, როგორმე არც მწვადი დავწვათ და არც - შამფური. ახლა რომ გამოვცვივდეთ, ხანჯალი ავიღოთ და რუსს ვეტაკოთ, ეს არ შეიძლება! გენაცვალე, ხომ უნდა იცოდე, რა შეგიძლია და რა - არა!

მე არც რუსი მინდა, არც - ამერიკელი, ქართველი მინდა, ესაა ჩემი ოცნება და ყველა ქართველი, თავისუფლების მოყვარული, ოცნებობდა ნეიტრალური და დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქონოდა. თუმცა ვერასოდეს გავხდით და ამის საშუალებას არც ამიერიდან მოგვცემენ. ამ რეგიონში ვინც ძლიერი იყო, მას ჰქონდა ჩვენზე გავლენა და ბატონობდა... არავინ მინდა, მაგრამ პუტინს და რუსეთს აქედან არავინ წაიყვანს! ამიტომ, მათთან ომი არაფრით არ შეიძლება! როცა უნდა, რუსი მაშინ იპოვის მიზეზს, საქართველოში რომ შემოვიდეს. ორ საათში საქართველო აღარც იქნება!

- იმას გულისხმობთ, რომ ამერიკა ვერ გვიშველის, თუ რუსეთი თავს დაგვესხმება?

- ვერც ამერიკა და ვერც - ვერავინ! როგორც უკრაინას "შველის", ისე გვიშველის! ღმერთმა გადმოხედოთ... ჩვენთან სხვა ვითარებაა. საქართველოს სახელმწიფო ჯერ კიდევ როდის დაარსდა და რამდენი საუკუნე იყო! ვიმეორებ, რუსეთთან ომი არ გამოვა, არაფრით არ შეიძლება! მე ასე მესმის და ზოგი პირიქით ამბობს, კი, უნდა ავიშალოთ, ზარბაზნებით ვეომოთ რუსეთსო... მერე რაც იქნება, ისიც წარმოსადგენია.

ისტორიას გადავხედოთ და მივხვდებით, რომ ჩვენი ძმა, მეგობარი არავინაა, ჩვენზე არავინ ფიქრობს. პირველ რიგში, ყველას თავის კეთილდღეობა სურს და საქართველო იმიტომ სჭირდება! ჩვენც გონიერება უნდა გამოვიჩინოთ და რომელიც ნაკლებს გვავნებს, იმასთან უნდა ვიყოთ... ვინც ბოლომდე არ შეგვჭამს. ყველაფერი ისე უნდა ვთქვათ, არავინ გავაღიზიანოთ. რუსებმა კონსტიტუციაში ჩაწერეს, რუსი მოქალაქე თუ სადმე დაიჩაგრება, რუსეთის სახელმწიფოს უფლება აქვს, ჯარით შევიდეს იმ ქვეყანაში და თავისი მოქალაქის ინტერესები დაიცვასო... როგორ გგონიათ, ამის მიზეზს რუსი საქართველოში ვერ იპოვის?

შენ უნდა გიყვარდეს შენი მოძმე, სისხლი და ხორცი! ჩვენზე არავინ ფიქრობს! დღეს გამოჩნდა, რომ ევროპას საქართველო ძალიან სჭირდება! ამიტომაც ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროკავშირში და ყველგან მიგიღოს... რა ვქნათ ახლა, როგორ მოვიქცეთ, რომ არც ამას ვაწყენინოთ, არც - იმას?! აი, პოლიტიკა და დიპლომატია აქ არის საჭირო... ჩემნაირია ამ საქმეში საქართველოს მოსახლეობის 90% და ჩვენ გვეუბნებიან, აირჩიეთო....წაიკითხეთ სრულად