მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელებმა მარიუპოლში რუსების სამხედრო ბაზას დაარტყეს - რით მისწვდნენ ფრონტის ხაზიდან 90 კმ-მდე დაშორებულ ოკუპანტებს?
უკრაინელებმა მარიუპოლში რუსების სამხედრო ბაზას დაარტყეს -  რით მისწვდნენ ფრონტის ხაზიდან 90 კმ-მდე დაშორებულ ოკუპანტებს?
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

რითი მის­წვდნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ მა­რი­უ­პოლ­ში რუ­სე­ბის ბა­ზას?

უკ­რა­ი­ნის ცაში ასე­თი ფორ­მის მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბის - GLSDB-ების გა­მო­ჩე­ნა იმის მა­უ­წყე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რომ ფრონ­ტის ხა­ზი­დან არა­ნაკ­ლებ 120-130 კმ-ის და­შო­რე­ბით, ღრმა ზურ­გშიც, რუს ოკუ­პან­ტებს უზუს­ტე­სი დარ­ტყმე­ბი ელით...

21-22 თე­ბერ­ვლის ღა­მეს უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სა­არ­ტი­ლე­რიო-სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ბა­ზებ­ზე, ფრონ­ტის ხა­ზის სიღ­რმე­ში.

და­ბომ­ბი­ლი იქნა ოკუ­პი­რე­ბულ დო­ნეც­კის ოლ­ქში მდე­ბა­რე დო­ნეც­კის, მა­კე­ევ­კის, ხარ­ციზსკის, დე­ბალ­ცე­ვო­სა და ილო­ვა­ის­კის ის კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც რუს ოკუ­პან­ტებს დრო­ე­ბი­თი დის­ლო­ცი­რე­ბის პუნ­ქტე­ბი, შტა­ბე­ბი და ია­რა­ღის სა­წყო­ბე­ბი აქვთ მო­წყო­ბი­ლი.

მას­შტა­ბუ­რი და, ამას­თა­ნა­ვე, ზუს­ტი დარ­ტყმე­ბი დრო­ში სწრა­ფად და თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად გან­ხორ­ცილ­და, რაც აჩენს იმის მტკი­ცე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნელ­მა არ­ტი­ლე­რის­ტებ­მა ამის­თვის "ჰა­ი­მარ­სის“ მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს, მით უმე­ტეს, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბი ფრონ­ტის ხა­ზი­დან არა­უ­მე­ტეს 50-55 კმ-ით არი­ან და­შო­რე­ბულ­ნი და 86 კმ-ით, მაქ­სი­მა­ლურ სი­შო­რე­ზე მფრე­ნი "ჰა­ი­მარ­სის“ "ჭკვი­ა­ნი“ რა­კე­ტე­ბის­თვის ამ მიზ­ნე­ბამ­დე მიღ­წე­ვა დიდ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­და.

მაგ­რამ, გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა იმა­ვე დროს ზუს­ტი დარ­ტყმე­ბი მი­ა­ყე­ნეს, ასე­ვე, ფრონ­ტი­დან საკ­მა­ოდ და­შო­რე­ბულ მა­რი­უ­პო­ლის აე­როდ­რომ­საც, სა­დაც რუსი ოკუ­პან­ტე­ბის სამ­ხედ­რო ბა­ზაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, არა­და, ფრონ­ტის ხა­ზი­დან ამ აე­როდ­რო­მამ­დე პირ­და­პი­რი ხა­ზით თით­ქმის 90 კმ-ია და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც არ გა­რის­კავ­დნენ "ჰა­ი­მარ­სის“ მო­ბი­ლუ­რი გა­საშ­ვე­ბი და­ნად­გა­რე­ბის ზედ ფრონ­ტის ხაზ­თან მი­ყე­ნე­ბას და იქი­დან რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბას, რად­გან მა­შინ­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლის მსხვერ­პლნი გახ­დე­ბოდ­ნენ.

  • მა­შინ, რით მის­წვდნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ფრონ­ტის ხა­ზი­დან 90 კმ-მდე და­შო­რე­ბულ რუსი ოკუ­ო­პან­ტე­ბის ბა­ზას მა­რი­უ­პო­ლის აე­როდ­რომ­ზე?

თა­ვად რუსი სამ­ხედ­რო პრო­პა­გან­დის­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს, აშშ-ის პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის კი­ევ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი ვი­ზი­ტის მე­ო­რე დღეს­ვე უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს არ­სე­ნალ­ში გა­მო­უჩ­ნდათ ის უც­ნა­უ­რი რა­კე­ტა-ბომ­ბე­ბი, რო­მელ­თა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის­თვის გა­და­ცე­მა­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ლა­პა­რა­კი...

ეს "ჭკვი­ა­ნი“ ბომ­ბი თით­ქმის უხ­მა­უ­როდ პი­კი­რებს სა­მიზ­ნე­ზე...

ჩემს ბლოგ­შიც ვწერ­დი GLSDB - ხმე­ლე­თი­დან გა­საშ­ვე­ბი მცი­რე დი­ა­მეტ­რის ბომ­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ისე­თი­ვე გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნოს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში, რო­გორც ეს გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში "ჰა­ი­მარ­სე­ბის“ რა­კე­ტებ­მა მო­ახ­დი­ნეს და დიდ­წი­ლად აი­ძუ­ლეს რუსი ოკუ­პან­ტე­ბი, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ხერ­სო­ნი და მდი­ნა­რე დნეპ­რის მთე­ლი მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

უკრაინელებმა მარიუპოლში რუსების სამხედრო ბაზას დაარტყეს - რით მისწვდნენ ფრონტის ხაზიდან 90 კმ-მდე დაშორებულ ოკუპანტებს?

უკრაინელებმა მარიუპოლში რუსების სამხედრო ბაზას დაარტყეს -  რით მისწვდნენ ფრონტის ხაზიდან 90 კმ-მდე დაშორებულ ოკუპანტებს?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

რითი მისწვდნენ უკრაინელები ოკუპირებულ მარიუპოლში რუსების ბაზას?

უკრაინის ცაში ასეთი ფორმის მფრინავი ობიექტების - GLSDB-ების გამოჩენა იმის მაუწყებელი გახდება, რომ ფრონტის ხაზიდან არანაკლებ 120-130 კმ-ის დაშორებით, ღრმა ზურგშიც, რუს ოკუპანტებს უზუსტესი დარტყმები ელით...

21-22 თებერვლის ღამეს უკრაინელებმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საარტილერიო-სარაკეტო შეტევა განახორციელეს რუსი ოკუპანტების ბაზებზე, ფრონტის ხაზის სიღრმეში.

დაბომბილი იქნა ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მდებარე დონეცკის, მაკეევკის, ხარციზსკის, დებალცევოსა და ილოვაისკის ის კონკრეტული ადგილები, სადაც რუს ოკუპანტებს დროებითი დისლოცირების პუნქტები, შტაბები და იარაღის საწყობები აქვთ მოწყობილი.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?21" data-telegram-post="mariupolrada/12838" data-width="100%"></script>

მასშტაბური და, ამასთანავე, ზუსტი დარტყმები დროში სწრაფად და თითქმის ერთდროულად განხორცილდა, რაც აჩენს იმის მტკიცების საშუალებას, რომ უკრაინელმა არტილერისტებმა ამისთვის "ჰაიმარსის“ მართვადი რაკეტები გამოიყენეს, მით უმეტეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამიზნეები ფრონტის ხაზიდან არაუმეტეს 50-55 კმ-ით არიან დაშორებულნი და 86 კმ-ით, მაქსიმალურ სიშორეზე მფრენი "ჰაიმარსის“ "ჭკვიანი“ რაკეტებისთვის ამ მიზნებამდე მიღწევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.

მაგრამ, გარდა ამისა, უკრაინელებმა იმავე დროს ზუსტი დარტყმები მიაყენეს, ასევე, ფრონტიდან საკმაოდ დაშორებულ მარიუპოლის აეროდრომსაც, სადაც რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაა განთავსებული, არადა, ფრონტის ხაზიდან ამ აეროდრომამდე პირდაპირი ხაზით თითქმის 90 კმ-ია და უკრაინელებიც არ გარისკავდნენ "ჰაიმარსის“ მობილური გასაშვები დანადგარების ზედ ფრონტის ხაზთან მიყენებას და იქიდან რაკეტების გაშვებას, რადგან მაშინვე მოწინააღმდეგის საპასუხო ცეცხლის მსხვერპლნი გახდებოდნენ.

  • მაშინ, რით მისწვდნენ უკრაინელები ფრონტის ხაზიდან 90 კმ-მდე დაშორებულ რუსი ოკუოპანტების ბაზას მარიუპოლის აეროდრომზე?

თავად რუსი სამხედრო პროპაგანდისტები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს, აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის კიევში მოულოდნელი ვიზიტის მეორე დღესვე უკრაინელ სამხედროებს არსენალში გამოუჩნდათ ის უცნაური რაკეტა-ბომბები, რომელთა უკრაინის არმიისთვის გადაცემაზე უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ლაპარაკი...

ეს "ჭკვიანი“ ბომბი თითქმის უხმაუროდ პიკირებს სამიზნეზე...

ჩემს ბლოგშიც ვწერდი GLSDB - ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბის შესახებ, რომელმაც შეიძლება ისეთივე გარდატეხა შეიტანოს რუსეთ-უკრაინის ომში, როგორც ეს გასული წლის ზაფხულში "ჰაიმარსების“ რაკეტებმა მოახდინეს და დიდწილად აიძულეს რუსი ოკუპანტები, დაეტოვებინათ ხერსონი და მდინარე დნეპრის მთელი მარჯვენა სანაპირო. გააგრძელეთ კითხვა