სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულმა ოცნებამ" ტრაგიკულად დაღუპული დეპუტატის ადგილმონაცვლედ მისი ვაჟის კანდიდატურა წარადგინა - რა არის ცნობილი გიორგი ხახუბიაზე?
"ქართულმა ოცნებამ" ტრაგიკულად დაღუპული დეპუტატის ადგილმონაცვლედ მისი ვაჟის კანდიდატურა წარადგინა - რა არის ცნობილი გიორგი ხახუბიაზე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფო­თის, სე­ნა­კი­სა და ხო­ბის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად პარ­ტი­ამ ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას შვი­ლის, გი­ორ­გი ხა­ხუ­ბი­ას კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მამა - ირაკ­ლი ხა­ხუ­ბია სწო­რედ ამ ოლ­ქი­დან იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი. ხა­ხუ­ბია მე­ო­რე ვა­დით იყო არ­ჩე­უ­ლი პა­რა­ლა­მენ­ტის წევ­რად. მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში 2016-2020 წლებ­ში იყო ფო­თის მა­ჟო­რი­ტა­რი სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი­დან: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“. ამა­ვე პარ­ტი­ი­დან 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ფო­თის, ხო­ბი­სა და სე­ნა­კის მა­ჟო­რი­ტა­რად აირ­ჩი­ეს.

ის 51 წლის ასაკ­ში სა­კუ­თარ სახ­ლში ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი. მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­პუ­ტატს შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

მისი 21 წლის ვაჟი ბექა 2017 წლის 17 მა­ისს ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ემსხვერ­პლა. მას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მდე­ბა­რე გვი­რაბ­თან, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნით გზა გა­და­უ­კე­ტეს, ხა­ხუ­ბია ავ­ტო­მან­ქა­ნით აღ­ნიშ­ნულ სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა, რა დრო­საც გარ­და­იც­ვა­ლა. ხა­ხუ­ბი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი 3 პო­ლი­ცი­ელს წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ 2019 წელს ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო, ორს კი - 1,6 წლით და 2,6 წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

  • რა არის ცნო­ბი­ლი გი­ორ­გი ხა­ხუ­ბი­ა­ზე?

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გი­ორ­გი ხა­ხუ­ბი­ას გა­ნათ­ლე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე მისი კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნი­სას ისა­უბ­რა.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ და­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ფო­თის, ხო­ბი­სა და სე­ნა­კის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში და მე­რე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ცა­გე­რი­სა და თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. ცეს­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი 29 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა. დღეს ჩა­ტარ­და პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა, რო­მელ­ზეც მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში კან­დი­და­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის შე­სა­ხებ. პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფო­თის, სე­ნა­კი­სა და ხო­ბის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად პარ­ტია წა­რად­გენს გი­ორ­გი ხა­ხუ­ბი­ას კან­დი­და­ტუ­რას.

პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ გი­ორ­გი არის ჩვე­ნი კო­ლე­გის, ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას შვი­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ირაკ­ლის სა­ხე­ლი და მის მიერ ფოთ­ში, ხობ­სა და სე­ნაკ­ში შექ­მნი­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი და­ეხ­მა­რე­ბა გი­ორ­გის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა­ში. თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად, გი­ორ­გი თა­ვა­დაც გა­მო­ირ­ჩე­ვა პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, გა­ნათ­ლე­ბი­თა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, რო­მელ­თა გა­მოც პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ­მა საბ­ჭომ ის უპი­რო­ბოდ სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტად მი­იჩ­ნია. გი­ორ­გის მი­ღე­ბუ­ლი აქვს გა­ნათ­ლე­ბა კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

ახალ­გაზ­რდუ­ლი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, მას აქვს მდი­და­რი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა. სხვა­დას­ხვა დროს ის იყო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამა­ვე კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი წლე­ბის მან­ძილ­ზე წარ­მა­ტე­ბით ეწე­ო­და კერ­ძო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას. გა­სულ წლებ­ში, გი­ორ­გი ფოთ­ში, ხობ­სა და სე­ნაკ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბე­ბი­სა და პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ გი­ორ­გი ხა­ხუ­ბი­ას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ მის გა­მარ­ჯვე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი ხა­ხუ­ბია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთო
1

რა ფსკერზეა ქართული ოცნება აზრზე ხართ. ბევრი არც უფიქრიათ, ამის უკან რო ქალაქები დგას და მოსახლეობამ უნდა აირჩიოს თავისი კანდიდატი საერთოდ არ ფიქრიბენ, მიდი და აირჩირთო.

კიმ-ჩენ-ირი
0

ეგეც თქვენი ჩრ-კორეა...

ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ" ტრაგიკულად დაღუპული დეპუტატის ადგილმონაცვლედ მისი ვაჟის კანდიდატურა წარადგინა - რა არის ცნობილი გიორგი ხახუბიაზე?

"ქართულმა ოცნებამ" ტრაგიკულად დაღუპული დეპუტატის ადგილმონაცვლედ მისი ვაჟის კანდიდატურა წარადგინა - რა არის ცნობილი გიორგი ხახუბიაზე?

"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ტრაგიკულად გარდაცვლილი ირაკლი ხახუბიას შვილის, გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მამა - ირაკლი ხახუბია სწორედ ამ ოლქიდან იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი. ხახუბია მეორე ვადით იყო არჩეული პარალამენტის წევრად. მე-9 მოწვევის პარლამენტში 2016-2020 წლებში იყო ფოთის მაჟორიტარი საარჩევნო ბლოკიდან: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამავე პარტიიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარად აირჩიეს.

ის 51 წლის ასაკში საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

მისი 21 წლის ვაჟი ბექა 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი - 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

  • რა არის ცნობილი გიორგი ხახუბიაზე?

ირაკლი კობახიძემ გიორგი ხახუბიას განათლებასა და პროფესიულ გამოცდილებაზე მისი კანდიდატად წარდგენისას ისაუბრა.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში და მერების შუალედური არჩევნები ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. დღეს ჩატარდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას.

პირველ რიგში, აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. თუმცა, ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია. გიორგის მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით, ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. გასულ წლებში, გიორგი ფოთში, ხობსა და სენაკში აქტიურად იყო ჩართული "ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებისა და პარტიული ორგანიზაციების მუშაობაში. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი ხახუბიას. დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი სოციალური ქსელის მიხედვით, გიორგი ხახუბია დაოჯახებულია.

იხილეთ ასევე: